საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 11/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.010.000.01.001.002.491

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 50-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან მესამოცე დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე. პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებიდან მესამოცე დღეს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.“.

2. 70-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება არჩევნების მეორე ტური.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, ან თუ მეორე ტურში არ აირჩა პრეზიდენტი, არჩევნების დღიდან ორი თვის ვადაში იმართება ხელახალი არჩევნები.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.“.

3. 73-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აწარმოებს მოლაპარაკებას უცხოეთის სახელმწიფოებთან; პარლამენტის თანხმობით ნიშნავს საქართველოს ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს; იღებს უცხოეთის სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 83-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. მათი სისტემა დადგენილია ორგანული კანონით.“.

5. 86-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 861 მუხლი:

     „მუხლი 861

1. მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.“.

6. 1041 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2004 წელს არჩეული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს ორგანული კანონით შესაბამისი საკითხების მოწესრიგების შემდეგ.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 27 დეკემბერი.

№4133–რს

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.