„განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016556
51
11/11/2014
ვებგვერდი, 12/11/2014
110060000.22.027.016556
„განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №51

2014 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის №216 ბრძანებაში (სსმ III, №148, 12.11.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა არასრულწლოვანთა დამნაშავეობის პრევენციას, არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვასა და ფართო გამოყენებას.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მექნიზმია. ეს მექანიზმი საქართველოში ეტაპობრივად დაინერგა. პროგრამის მიზანია, იმ არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული. თუ ამ დრომდე არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება შეეძლო მხოლოდ სასამართლოს, ახლა უკვე პროკურორს აქვს უფლებამოსილება, განარიდოს არასრულწლოვანი სისხლის სამართალწარმოებას და მის შედეგებს.

პროგრამის მიზანია არასრულწლოვანს მიეცეს ერთი შანსი. იმედს ვიტოვებთ, რომ არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი გამოიყენებს ამ შანსს და გადადგამს ნაბიჯს წარმატებული და კანონმორჩილი ცხოვრებისკენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

 

2. ბრძანებით დამტკიცებული „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების“ III თავის:

 

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საქმეზე დაწყებულია გამოძიება, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი (სისხლისსამართლებრივი დევნისათვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი), რომ არასრულწლოვანმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოიყენოს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წინაპირობაა შემდეგი გარემოებების ერთობლიობა:

ა) არასრულწლოვანმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული;

ბ) არასრულწლოვანი არ არის ნასამართლევი;

გ) არასრულწლოვანს არ მიუღია მონაწილეობა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;

დ) არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს;

ე) პროკურორის შინაგანი რწმენითა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, ან უკვე დაწყებული დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი.“;

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო ინტერესის განსაზღვისას პროკურორი ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით. ამავე დროს, პროკურორი ითვალისწინებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და აფასებს, რა გავლენა ექნება პროგრამაში მონაწილეობას არასრულწლოვანზე; როგორია რეციდივის რისკი განრიდების გამოყენების ან სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შემთხვევაში და სხვა.“;

 

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროკურორი ასევე ხვდება დაზარალებულს, რომელსაც აწვდის ინფორმაციას განრიდების პროცესის შესაძლო დაწყების შესახებ და განუმარტავს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველსა და მიზეზებს. პროკურორი დაზარალებულთან ამ კომუნიკაციას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რათა თავიდან აიცილოს მისი გაღიზიანება და უკმაყოფილება. ამასთან, პროკურორი დაზარალებულს ატყობინებს პროცესში მედიატორის ჩართვის აუცილებლობის შესახებ, აცნობს მას მედიატორის პროცესში მონაწილეობის სასარგებლო მიზანსა და დადებით მხარეებს.“;

 

დ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. დაზარალებულის უარი განრიდების პროცესის დაწყებაზე ან მედიაციაში მონაწილეობაზე არ აბრკოლებს განრიდების პროცესს. დაზარალებულს უფლება აქვს შეიცვალოს აზრი და ნებისმიერ დროს ჩაერთოს მედიაციის პროცესში.“;

 

ე) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენელის თანხმობის შემთხვევაში, პროკურორი 3 სამუშაო დღის ვადში დაუკავშირდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს სოციალური მუშაკისათვის კონკრეტული საქმის დაწერას. უარის შემთხვევაში, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. სოციალური მუშაკი ატარებს არასრულწლოვნის ბიო-ფსიქო-სოციალურ შეფასებას. ამ შეფასებას,  შეფასების დასკვნასა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს სოციალური მუშაკი საქმის დაწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აწვდის პროკურორს. აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს, როდესაც შეფასების დასრულება აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება ობიექტური მიზეზის გამო, ამ მიზეზის აღმოფხვრამდე, რის შესახებაც დასაბუთებულად, წერილობით, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.“;

 

ვ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

ზ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. დასკვნის საფუძველზე პროკურორი სოციალურ მუშაკთან და მედიაციის შემთხვევაში - მედიატორთან ერთად ადგენს ხელშეკრულების პირობებს. პირობების ჩამოყალიბებისას პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი ითვალისწინებენ დაზარალებულის ინტერესს და მოქმედებენ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობად შეიძლება განისაზღვროს, ზიანის ანაზღაურება ან/და დაზარალებულისთვის ბოდიშის მოხდა.“;

 

თ) მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

 „131. პროკურორი დასკვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს არასრულწლოვანთან განრიდების ხელშეკრულების გაფორმებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების გაფორმება აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება ობიექტური მიზეზის გამო. მედიაციის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებას უზრუნველყოფს მედიატორი. მისი გაფორმების ვადა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ (შემდგომში - დანაშაულის პრევენციის ცენტრი) დირექტორის ბრძანებით.“;

 

ი) მე-15 პუნქტის:

ი.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ხელშეკრულების შეწყვეტისა და შეჩერების საფუძვლები;“;

 

ი.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ხელშეკრულების პირობების შესრულების ადგილი (მუნიციპალიტეტი);“;

 

კ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ხელშეკრულებაში ასევე შეიძლება გათვალისწინებული იყოს სხვა პირობები, პროკურორის, სოციალური მუშაკის, მედიატორის, დაზარალებულის, არასრულწლოვნის და მისი კანონიერი წარმომადგენლის ინიციატივით და მხარეთა ნებაყოფლობითი თანხმობით.“;

 

ლ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. თუ საქმეში არსებობს პირი (პირები), რომელსაც მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი, პროცესში განრიდების გადაწყვეტილების მიღებისთანავე ერთვება მედიატორი. პროკურორის მიმართვის საფუძველზე, „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ უზრუნველყოფს პროცესში მედიატორის ჩართვას.“;

 

მ) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის აღიარება, დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება განრიდების/მედიაციის პროცესში, ან განრიდებისა და მედიაციის პროცესში მოპოვებული სხვა ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში.“.

 

3. IV თავის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება პროკურორის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს არასრულწლოვნის ინტერესს. აქ უნდა შეფასდეს, თუ რა შესაძლო შედეგი ექნება არასრულწლოვნის ჩართვას პროგრამაში, როგორია განმეორებითი დანაშაულის რისკი და ა. შ.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი