დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთების შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 35 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/11/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.171.016035 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/11/2014 - 10/12/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
1. „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის და 12-ე მუხლის გათვალისწინებით შემოღებული იქნას ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისა და გაუვნებლობის მომსახურებისათვის და დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი №1).
2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულზე 0.5 ლარით, 3. დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვროს 11.42 ლარით, თანახმად №2 დანართისა.
4. დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა თანახმად №3 დანართისა. 5. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – „ინსტრუქცია“) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებულ მოსაკრებლის გადახდის წესს.
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. ქალაქის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მიერ ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეულ მომსახურების საფასურს. 3. ნარჩენების წარმომქნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. იურიდიული პირებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის ამ ინსტრუქციის შესაბამისად დასაბუთებული გაანგარიშება. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მოსაკრებლის გადახდა სავალდებულოა ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე საყოფაცხოვლებო ნარჩენების წარმომქნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ამ ინსტრუქციის თანახმად.
|
მუხლი 3.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი |
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლისთვის – სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნას ამ სიდიდეების კომბინაცია. 3. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 4. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. ამხანაგობების შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნას ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 8. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უფასოდ ახდენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური. 9. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. 10. ნარჩენების წარმომქნელი მცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 11. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 12. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება. |
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს უფლება მოსილი სამსახურის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად. 4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობრიობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად. 5. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ან იურიდიული პირის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ან იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება. 7. ნარჩენების წარმომქნელის მიერ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი. 8. მოსაკრებლის გადამდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისთვის უფლებამოსილ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ. |
მუხლი 5.
შეღავათები მოსაკრებლის გადახდისას |
5.1. მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ პირებთან და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან ამზადებს და დებს ქალაქ მერიის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სერვის ცენტრი’’
5.2. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პენსიონრები, სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რეგისტრირებული ოჯახები, იძულებით გადაადგილებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პიროვნებები, ომის ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები. |
მუხლი 6.
. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი, პერიოდულობა და ვადები |
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით.
2. ქვითრის ტიპიურ ფორმას ამტკიცებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მესაკუთრის მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი №, მისამართი; ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; გ) გადასახდელი თანხა; დ) გადახდის ვადა; ე) გადახდის ადგილი. 3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში. 4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. 5. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში. |
მუხლი 7.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის |
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება – ქალაქ ოზურგეთის მუნიცი–პალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – „სერვისცენტრს’’. |
დანართი 2
|
ერთი თვის მოსაკრებლის გაანგარიშება იურიდიული პირისათვის
მოს. = გან. X ზომ.ერთ. სადაც: მოს. –ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისთვის (ლარი); გან– მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე; ზომ.ერთ.- ზომის ერთეულის ფაქტიური რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი |
დანართი №3
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
ა.(ა).ი.პ ოზურგეთის „სერვისცენტრი“
მოსაკრებლის გადახდის ქვითარი №
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - (დასახლებული პუნქტის დასახელება)
გადამხდელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - (სახ. გვარი, პირადი ნომერი)
გადასახადის დასახელება: დასუფთავების მოსაკრებელი
___________________________________________________________ (თანხა სიტყვიერად)
გადაიხადა - - - - - - - - - -- - - - - - - - - (გადამხდელის ხელმოწერა) „ -------“ ---------------------20---წ. მივიღე - - - - - - - - - - - - |
დოკუმენტის კომენტარები