დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016555
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
50
04/11/2014
ვებგვერდი, 04/11/2014
010130000.22.027.016555
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/11/2014 - 10/08/2016)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №50

2014 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის  71-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის თანდართული წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი



დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს თავშესაფრის სტატუსის მაძიებელ, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასაძევებელ პირებზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემასა და გაუქმებასთან  დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
1. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

2. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ასევე, ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია მათი აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის გადამოწმების დამადასტურებელი დოკუმენტები მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა დაერთოს შესაბამისი საქმისწარმოების მასალებს.

3. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე.

4. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დაუცველად, თუ იგი შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

5. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შესაბამის ორგანოებში წარდგენილ ფოტოსურათზე გამოსახული უნდა იყოს პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება შესაბამისი მომსახურება. ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს იმ ასაკში, რა ასაკშიც პირის მიმართ ხორციელდება მომსახურება. 

6. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე განცხადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.

8. პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს შორის სახელის ან/და გვარის ნაწილში შეუსაბამობისას ნამდვილად მიიჩნევა მასზე გაცემულ მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული სახელი ან/და გვარი; დაბადების თარიღის ან/და ადგილის შეუსაბამობისას, თუ პირი დაბადებულია საქართველოში – დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ანდა საზღვარგარეთ – დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები. დაბადების აქტის ჩანაწერის ან დაბადების მოწმობის არარსებობის შემთხვევაში – ნამდვილად მიიჩნევა სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მონაცემები.

9. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის დროს გამოიყენება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესი.


მუხლი 3. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს და მისი ტერიტორიული სამსახურების მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება:

ა) შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით;

ბ) სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით;

გ) განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.

2. განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (განაცხადში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში).

3. სააგენტოს და მისი ტერიტორიული სამსახურების მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს ამ მუხლში მითითებული რომელიმე ფორმით. სააგენტო და მისი ტერიტორიული სამსახურები უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ კომუნიკაციის რამდენიმე ფორმა.

 


მუხლი 4. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაიცემა:

ა) თავშესაფრის მაძიებელ პირზე;

ბ) საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელ პირზე (პირზე, რომლის მიერაც წარმოდგენილია განცხადება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით);

გ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასაძევებელ პირზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კატეგორიის პირებზე.


მუხლი 5. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემას ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური.

მუხლი 6. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის მოთხოვნის უფლება
1. განცხადებას დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში წარადგენს:

ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს მოწმობა;

ბ)  16-დან 18 წლამდე ასაკის პირი, თუ ის იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;

გ)     არასრულწლოვანი პირის, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი  პირის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;

დ)     დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, ასევე, ამ პირთა წარმომადგენელი სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, თუ პირს, ვისზეც უნდა გაიცეს დოკუმენტი, არ შეუძლია ნების გამოხატვა ან გადაადგილება ავადმყოფობის გამო, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის და სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირი, შესაბამისად, თუ პირი არის გაძევებას დაქვემდებარებული, თავშესაფრის მაძიებელი, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან სამედიცინო დაწესებულებაში.

2. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის მიზნებისათვის არ მოითხოვება პირის რეგისტრაცია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    


მუხლი 7. წარსადგენი დოკუმენტები
1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა.ა) უცხო ქვეყნის პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ბ) დაბადების მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას;

ბ) 1 (ერთი) ფოტოსურათი ზომით 3,5x4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;

გ) ნებისმიერი ისეთი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ასაბუთებს ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის მოთხოვნას;

დ) თუ პირი იმყოფება  პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის სამედიცინო დაწესებულებაში, ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) თუ  პირს არ შეუძლია ნების გამოხატვა ან გადაადგილება, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. თუ პირს არ გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები, გასაძევებელი ან თავშესაფრის  მაძიებელი პირის პერსონალური მონაცემების მითითება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნის/ცნობის შესაბამისად, ხოლო საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელი პირის შემთხვევაში − მის მიერ საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული მონაცემების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულად წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ასეთი დოკუმენტები მოიძიოს საკუთარი საშუალებებით, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში უარი თქვას დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემაზე.


მუხლი 8. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის მიღება და განხილვა
1. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის მიზნით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან, განმცხადებლის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაცია ასახონ განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

2. დაინტერესებული პირი ვალდებულია, განცხადებასთან ერთად წარადგინოს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი.

3 . სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

4. განცხადება-ანკეტისა და სამახსოვრო ბარათის ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.


მუხლი 9. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა  შესაძლებელია გადაეცეს ამ წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ შესაბამის პირებს. 

მუხლი 10. განცხადების განხილვის შეწყვეტა
თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებით, მას შეუძლია, უფლებამოსილი სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს სააგენტოს ან სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა.

მუხლი 11. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის თარიღი
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის თარიღად ჩაითვლება დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის დამზადების დღე.

მუხლი 12. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ქვემომითითებული რეკვიზიტები შეივსება/დაიტანება შემდეგი წესით:

ა) სახელი/გვარი – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის პირველად გაცემის შემთხვევაში, სახელი/გვარი იწერება განმცხადებლის მიერ წარმოდენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილ, ან უფლებამოსილი პირის მიერ გადმოგზავნილ, დოკუმენტებში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ხოლო დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის შეცვლის შემთხვევაში კი - სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი მონაცემების მიხედვით;

ბ) დაბადების თარიღი/მოქმედების ვადა – რიცხვი, თვე და წელი ამ თანამიმდევრობით იბეჭდება ერთმანეთისაგან წერტილებით გამოყოფილი ციფრობრივი გამოსახულების სახით. ამასთან, ათ რიცხვამდე და მეათე თვემდე თარიღებს წინ ემატება ნული;

გ) გაცემის თარიღი – გაცემის თარიღი იბეჭდება დაბადების თარიღის/მოქმედების ვადის ანალოგიურად;

დ) მოქალაქეობა – თუ არ დგინდება პირის მოქალაქეობა, იწერება – „უცნობი“;

ე) დაბადების ადგილი – ჩაიწერება მუნიციპალიტეტის სახელწოდება. საზღვარგარეთ დაბადებული პირის შემთხვევაში, დაბადების ადგილად ჩაიწერება ქვეყნის დასახელება;

ვ) დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობაში მისი მფლობელის მისამართი ჩაიწერება განცხადებაში მითითებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე. მისამართად აღინიშნება მუნიციპალიტეტი და მასში შემავალი ქალაქი, დაბა, სოფელი. დასაშვებია ზოგიერთი ჩანაწერის შემოკლება. სოფელი – „ს.“, დაბა – „დ.“ და სხვა. ქალაქის დასახელებისას წინსართი „ქალაქი“ ან მისი შემოკლებული მინიშნება „ქ.“ არ გამოიყენება.

ზ) სტატუსი – ჩაიწერება „თავშესაფრის მაძიებელი“ – თუ პირი თავშესაფრის მაძიებელია, „მოქალაქეობის არქმონე პირის სტატუსის მაძიებელი“  – თუ პირს აღნიშნული სტატუსის დადგენისათვის აქვს შეტანილი განცხადება, „გასაძევებელი პირი“ – თუ პირი ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექვემდებარება გაძევებას. 


მუხლი 13. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა, თუ:

ა) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად წარდგენილ იქნა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ძალადაკარგული პასპორტისა);

ბ) პირი, რომელზეც უნდა გაიცეს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, ფლობს ან მასზე შესაძლებელია გაიცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) აღარ არსებობს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის სამართლებრივი საფუძველი.


მუხლი 14. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის შეცვლა
1. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მფლობელი ვალდებულია, აიღოს ახალი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) პერსონალური მონაცემების ცვლილებისას;

ბ) დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობაში მითითებული მონაცემების უზუსტობის დადგენისას;

გ) გამოყენებისთვის უვარგისობისას;

დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის დაკარგვისას.

2. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის შესაცვლელად პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. განცხადებასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს 1 (ერთი) ფოტოსურათი ზომით 3,5x4,5 სმ. დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით.

3. პერსონალური მონაცემის ცვლილების ან დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობაში უზუსტობის არსებობის შემთხვევაში, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის შეცვლისას,  შესაბამის განცხადებას უნდა დაერთოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის გამოცვლის მოწმობა; დაბადების, ქორწინების მოწმობა; და სხვ.).

4. ახალი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა ხორციელდება ამ წესით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

5. ახალი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის დღიდან ძველი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად.

6. შესაცვლელი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, მისი წარმოდგენის შემთხვევაში, მხოლოდ ანულირების შემდეგ უბრუნდება მფლობელს ახალ მოწმობასთან ერთად.

7. ნაპოვნი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს მის გადაგზავნას დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გამცემ ტერიტორიულ სამსახურში. ახალი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემამდე დაკარგული მოწმობის პოვნის შემთხვევაში, განცხადების განხილვა წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის დამზადებული ახალი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. სხვა შემთხვევაში, ნაპოვნი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სათანადო ინფორმაციის შეტანის შემდეგ ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. გარდაცვლილი პირის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს მის გადაგზავნას დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გამცემ ტერიტორიულ სამსახურში. გარდაცვლილი პირის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, ანულირების შემდეგ, უბრუნდება მის წარმდგენ ფიზიკურ პირს (ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში), ხოლო სხვა შემთხვევაში ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ანულირებისას, სააგენტო ვალდებულია მოახდინოს მისი გახვრეტა (პერფორაცია) მთელ სისქეზე.

10. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ უნდა ჩამოერთვას ამავე სამსახურში გამოცხადებულ დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მფლობელს. დანაშაულის ჩადენის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.


მუხლი 15. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მოქმედების ვადა
1. დროებითი საიდენტიციკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით.

2. გასაძევებელი პირის საქართველოში დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას სააგენტო გასცემს განმეორებით, იმავე ვადით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე.


მუხლი 16. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაუქმების საფუძვლები
1. გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა უქმდება, თუ:

ა) გავიდა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მოქმედების ვადა;

ბ) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირისთვის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში პირს უფლება აქვს ხელმეორედ მიმართოს სააგენტოს სხვა საფუძვლით დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის მოთხოვნით;

გ) დაწესებულება/ორგანო, რომლის მომართვაც საფუძვლად დაედო დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემას, ითხოვს მის გაუქმებას;

დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მფლობელს შეუწყდა ის სტატუსი, რაც საფუძვლად დაედო აღნიშნული მოწმობის მიღებას;

ე) სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობს საფუძველი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის შეცვლისთვის საფუძვლების არსებობის შესახებ;

ვ) უფლებამოსილმა პირმა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული (გარდა ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტისა) დოკუმენტები, რაც გამოვლინდა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის შემდეგ;

ზ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მფლობელს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის მომენტისთვის ჰქონდა ან შემდგომ მიიღო პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

თ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მფლობელი აკმაყოფილებს პირადობის დამადასტურებული სხვა დოკუმენტის მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ი) სააგენტოსათვის ცნობილი გახდა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის დაკარგვის თაობაზე.

2. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაუქმების შესახებ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეგზავნება დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მფლობელს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, რაც არ აჩერებს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას.



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.