ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016195
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/11/2014 - 27/11/2015)

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №40

2014 წლის 30 ოქტომბერი

       ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

 საქართველოს  ორგანული კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეიქმნას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები და დადგინდეს მათი საზღვრები:
ა) ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეული – ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ბ) აცანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების აცანისა და ტელმანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
გ) აკეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ზემო აკეთის, ქვემო აკეთის, ჭანჭათისა და გაგურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
დ) მამათის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების მამათის, კონჭკათის, ქვემო მამათისა და შათირის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ე) ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ქვიანის, ჩოლობარის, ჭყონაგორას, ჯაპანას, ნიგოითისა და ჯიხეთის მონასტერის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ვ) შუხუთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ზემო შუხუთისა და ზემო შუხუთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ზ) მაჩხვარეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების მაჩხვარეთის, ორაგვესა და ჯუნმერეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
თ) გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ჯუნეწერისა და გვიმბალაურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ი) ჩიბათის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ზემო ჩიბათის, ქვემო ჩიბათისა და ჭალას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
კ) ლესის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ლესას და ჭინათის  ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ლ) ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ბაღლეფის, ეწერისა და ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
მ) ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ნინოშვილისა და ყელას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ნ) ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეული – ნიგვზიანის, ხაჯალიას, არჩეულისა და ჩანჩეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ო) ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ჯიხანჯირის, შრომისუბანის, მოედანის, ხორეთის, კოკათის, ჩოჩხათისა და გულიანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
პ) ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების წყალწმინდას, ღრმაღელეს, ომფარეთისა და ორმეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
ჟ) სუფსის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების ახალისოფელის, ტაბანათის, ჩქუნის, ხიდმაღალას, გრიგოლეთის, მალთაყვასა და სუფსას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.