ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ.

ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ.
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016210
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
54
29/10/2014
ვებგვერდი, 03/11/2014
010250020.35.119.016210
ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ.
ხონის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/11/2014 - 30/12/2015)

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №54

2014 წლის 29 ოქტომბერი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ.

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის,, მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა,.ა,, ქვეპუნქტის, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ,, ,23-ე მუხლის პირველი  პუნქტისა  საფუძველზე  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში შეიქმნეს შემდეგი  ადმინისტრაციული ერთეულები: ქალაქის, გორდის, გოჩა ჯიხაიშის, გუბის, დედალაურის, ივანდიდის, კინჩხის, კუხის, მათხოჯის, ნახახულევის, საწულუკიძეოს, ქუტირის, ძეძილეთის.
მუხლი 2
დადგინდეს ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები თანდართული  დანართის  მიხედვით.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე



დანართი
 

ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის

საზღვრების    ა ღ წ ე რ ა


1. ქალაქი - ქალაქი  ხონი

საზღვრები მთლიანად ემთხვევა ქალაქ ხონის  ადმინისტრაციულ საზღვრებს.

2. გორდი - სოფელი ქვედა გორდი, სოფელი ბანგვეთი, სოფელი გაღმა ნოღა, სოფელი ზედა გორდი.

საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლებს: ქვედა გორდის, ბანგვეთის, გაღმა ნოღას, ზედა გორდის, ადმინისტრაციულ საზღვრებს.

3. გოჩა-ჯიხაიში - სოფელი გოჩა ჯიხაიში

საზღვრები მთლიანად ამთხვევა სოფელ გოჩა ჯიხაიშის  ადმინისტრაციულ საზღვრებს.

4. გუბი- სოფელი დიდი გუბი, სოფელი პატარა გუბი, სოფელი შუა გუბი საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლებს: დიდი გუბის, პატარა გუბის, შუა გუბის ადმინისტრაციულ საზღვრებს

5.  დედალაური - სოფელი დედალაური,  სოფელი ბესიაური, სოფელი ჩუნეში, სოფელი ხარაბაული, სოფელი ჩაის მეურნეობა

საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლების: დედალაურის, ბესიაურის, ჩუნეშის, ხარაბაულის, ჩაის მეურნეობის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

6. ივანდიდი-  სოფელი ივანდიდი

საზღვრები ემთხვევა სოფელ ივანდიდის ადმინისტრაციულ  საზღვრებს.

7. კინჩხა- სოფელი ქვედა კინჩხა, სოფელი ზედა კინჩხა, სოფელი კინჩხაფერდი, სოფელი რონდიში, სოფელი საწისქვილო.

საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლების: ქვედა კინჩხის, ზედა კინჩხის,  კინჩხაფერდის, რონდიშის, საწისქვილოს ადმინისტრაციულ საზღვრებს.

8. კუხი- სოფელი დიდი კუხი, სოფელი ახალშენი, სოფელი პატარა კუხი,  სოფელი ნამაშევი

საზღვრები  მთლიანად  ემთხვევა სოფლების: დიდი კუხის, ახალშენის, პატარა კუხის და ნამაშევის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

9. მათხოჯი- სოფელი მათხოჯი, სოფელი ლეფილიე, სოფელი სუხჩა, სოფელი ხიდი.

საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლების: მათხოჯის, ლეფილიეს, სუხჩას და ხიდის ადმინისტრაციულ საზღვრებს

10. ნახახულევი -სოფელი ნახახულევი, სოფელი ახალბედისეული, სოფელი კონტუათი, სოფელი უძლოური, სოფელი საწულუკიძეო,

საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლების: ნახახულევის, ახალბედისიაულის, კონტუათის, უძლოურის და საწულუკიძეოს ადმინისტრაციულ საზღვრებს.

11. ქუტირი- სოფელი ქუტირი, სოფელი გვაზაური, სოფელი პატარ ჯიხაიში

საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლების: ქუტირის, გვაზაურის და პატარა ჯიხაიშის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

12. ძეძილეთის- სოფელი ძეძილეთი, სოფელი გელავერი, სოფელი გვაშტიბი, სოფელი ორაგვეთი, სოფელი ღვედი

საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლების: ძეძილეთის, გელავერის, გვაშტიბის, ორგვეთის და

ღვედის ადმინისტრაციულ საზღვრებს.