„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2697-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2014
ძალაში შესვლის თარიღი 14/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 080080050.05.001.017517
2697-Iს
17/10/2014
ვებგვერდი, 31/10/2014
080080050.05.001.017517
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 3. ოჯახში ძალადობა

  ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.“.

  2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

  „ე1) უგულებელყოფა − მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე;“.

  3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

  „მუხლი 91. ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა

  ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცველი და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი. ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულების, არასრულწლოვნის შემთხვევაში − ასევე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს.“.

  4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-7 პუნქტები:

  „5. ოჯახში ძალადობის ჩამდენის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას.

  6. ოჯახში ძალადობის ჩამდენის მიმართ, თუ მის მიმართ დევნა დაწყებულია ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის გარდა) გამოყენების შემთხვევაში უფლებამოსილი სასამართლო სისხლის სამართალწარმოების წესით იხილავს და წყვეტს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საკითხს.

  7. მოძალადის რეაბილიტაციის მიზნით დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.“.

  5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

  „მუხლი 141. არასრულწლოვნის (ბავშვის) მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენა

  1. არასრულწლოვნის (ბავშვის) მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის (პირველადი იდენტიფიკაციის) და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებას, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.

  2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

  6. მე-16 მუხლის:

  ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

  „ვ1) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება;“;

  ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას. იგი ვალდებულია მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება დამცავი და შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე.“.

  7. 161 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ამ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო) ერთად ასევე უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი), თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესი ან ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი ძალაშია მინიჭებიდან 18 თვის განმავლობაში, ხოლო თუ მსხვერპლი სარგებლობს თავშესაფრით, − მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისათვის ამ კანონით განსაზღვრული ვადით.“.

  8. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებები, მისი სოციალური და შრომითი გარანტიები. მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები“.

  9. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 17. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებები და დაცვის გარანტიები

  1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი (სავარაუდო მსხვერპლი) უფლებამოსილია:

  ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით ან გამოცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას მასზე რეაგირების მოთხოვნით;

  ბ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით;

  გ) მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით;

  დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია, თუ მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან/და მსხვერპლის მომსახურებისა და დაცვისათვის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა წყაროებით;

  ე) ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით;

  ვ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით;

  ზ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით, რომლის ვადაც არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს;

  თ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ მსხვერპლი უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია;

  ი) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე;

  კ) ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი და სოციალური დაცვის სხვა მექანიზმებით.

  2. ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების განხორციელებისას ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირისა და პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტების დაცვის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები.

  3. ოჯახურ დანაშაულზე და ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაკითხვისას,  გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის საუკეთესო ინტერესები, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით; აგრეთვე დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, ასევე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. ამ შემთხვევებში  მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სისხლის/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

  4. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.

  5. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, იგი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო სახელმწიფოში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ იქ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი.“.

  10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 და 17მუხლები:

  „მუხლი 171. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინფორმირება

  1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანო, მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულებები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი და სოციალური დაცვისა და დახმარების მექანიზმების და შესაბამისი მომსახურების სახეების შესახებ.

  2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულებები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოები ოჯახში ძალადობის მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენაში და შესაბამის სამართალწარმოებაში.

  3. პოლიცია ვალდებულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე  ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პატიმრობიდან განთავისუფლების, აგრეთვე ამ პირის მიერ საპატიმრო ადგილის დატოვების სხვა შემთხვევის თაობაზე. 

  4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოები ვალდებული არიან, ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირისათვის შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა მისი გათავისუფლების შესახებ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნონ საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით.

  მუხლი 172. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი)

  1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს მსხვერპლის საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის მიერ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას.

  2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

  3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც განსაზღვრავს მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისა და რეაბილიტაციის წესს.“.

  11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 მუხლი: 

  „მუხლი 182. ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის საცხოვრებლით დროებით სარგებლობის უფლების შენარჩუნება

  თუ მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მას სურს დარჩეს საცხოვრებელ ადგილზე დამცავი ან შემაკავებელი ორდერით, განისაზღვრება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების საკითხი. პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა.“.

  12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

  „მუხლი 191. უფასო სატელეფონო დახმარება

  1. ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დახმარების და შესაბამის საკითხებზე კონსულტაციის გაწევის უზრუნველსაყოფად იქმნება უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

  2. უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმების და მსხვერპლის დაცვის ღონისძიებების შესახებ.

  3. სატელეფონო დახმარების ქსელი ფუნქციონირებს კონფიდენციალურობის დაცვით. დაუშვებელია ამ ქსელის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა.“.

  13. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 20. მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები

  მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები გულისხმობს იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მოძალადის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარების, გაჯანსაღების, განკურნებისა და რეაბილიტაციისაკენ და მიზნად ისახავს ძალადობის განმეორების თავიდან აცილებას და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აგრეთვე მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას. მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

  14. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

  „10. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს მოძალადის მიერ გასავლელი, დამცავი ორდერით გათვალისწინებული ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ კურსის ორგანიზების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრა.

  11. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს ამ კანონის 191 მუხლით გათვალისწინებული სატელეფონო ნომრის ფუნქციონირებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის კომპენსაციის მიცემის წესი და კომპენსაციის ოდენობა.“.

  15. 22-ე მუხლის:

  ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 1 ივლისამდე, ხოლო მე-20 მუხლის მოქმედება − 2015 წლის 1 მარტამდე.“;

  ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

  „4. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2014 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო 19მუხლის მოქმედება − 2015 წლის 1 მაისამდე.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 ოქტომბერი 2014 წ.

N2697-Iს