დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2701-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/10/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 14/11/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 100030010.05.001.017519 |
|
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი: „მუხლი 451. ადმინისტრაციის მოვალეობა ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისას ადმინისტრაცია ვალდებულია ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირისათვის შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა მისი გათავისუფლების შესახებ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით.“. 2. 118-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით სამინისტროს ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. აღნიშნული კურსების ორგანიზებას სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.“. 3. 125-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. სამინისტრომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთათვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზებისა და დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მსჯავრდებულების მიერ შესაბამისი კურსის გავლის ვადების განსაზღვრა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 17 ოქტომბერი 2014 წ. N2701-Iს |
დოკუმენტის კომენტარები