მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016241
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
36
22/10/2014
ვებგვერდი, 28/10/2014
010250000.35.153.016241
მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/10/2014 - 30/10/2014)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2014 წლის 22 ოქტომბერი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეიქმნას მცხეთის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები:

ა) ქსნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქსანი;

ბ) ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ციხისძირი, ძველი ქანდა.

გ) წეროვნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. წეროვანი, ჩარდახი, სოფ. გოროვანი, სოფ. სხალტბა;

დ) ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქსოვრისი, სოფ. ვარდისუბანი;

ე) ვაზიანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ვაზიანი;

ვ) მუხრანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. მუხრანი, სოფ. პატარა ქანდა;

ზ) ძალისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ძალისი;

თ) წილკნის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. წილკანი, სოფ. ერედა;

ი) მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. მისაქციელი, სოფ. ნატახტარი, სოფ. ახალუბანი;

კ) აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. აღდგომლიანთკარი, სოფ. ფრეზეთი, სოფ. უფურეთი, სოფ. ახალდაბა, სოფ. ნავაზი;

ლ) საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. საგურამო, სოფ. ახალსოფელი, სოფ. შანკევანი, სოფ. წიწამური, ზაჰესი(მცხეთის თემის მუნიციპალიტეტში შემავალი ტერიტორია), სოფ. არაშენდა, სოფ. ჯიღაურა;

მ) გალავანის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. გალავანი, სოფ. წინამძღვრიანთკარი, სოფ. ზაქარო, სოფ. ნავდარაანთკარი, სოფ. კოტორაანთკარი, სოფ. ბიწმენდი, სოფ. ბურიანი, სოფ. ჭილაანთკარი;

ნ) ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ცხვარიჭამია, სოფ. თეზამი, სოფ. კევლიანი, სოფ. მშრალხევი, სოფ. ლელუბანი, სოფ. მამკოდა;

ო) ძეგვის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ძეგვი, სოფ. სათოვლე (ნაბაღრები), სოფ. ხეკორძი, სოფ. კარსანი, სოფ. მუხათგვერდი;

პ) ლისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ლისი, სოფ. წოდორეთი, სოფ. ბევრეთი, სოფ. ტაბარუკი, სოფ. ლელობი, სოფ. ძალაანთხევი, სოფ. აგარაკი, სოფ. მსხალდიდი, სოფ. მუხათწყარო, სოფ. ნაფეტვრები, სოფ. ნახშირგორა;

ჟ) ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეული: სოფ. ქვემო ნიჩბისი, სოფ. ახალი ნიჩბისი, სოფ. ზემო ნიჩბისი, სოფ. სასხორი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი