ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016149
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30
21/10/2014
ვებგვერდი, 23/10/2014
010250050.35.134.016149
ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/10/2014 - 14/01/2015)

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2014 წლის 21 ოქტომბერი

დაბა ქედა

 

ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
ქედის მუნიციპალიტეტი დაიყოს 9 (ცხრა) ადმინისტრაციულ ერთეულად.
მუხლი 2
ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:
ა) დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: დაბა ქედა, სოფელი ქედა, სოფელი გულები, სოფელი ხუნკუდა, სოფელი ორცვა, სოფელი არსენაული, სოფელი შევაბური, სოფელი ძენწმანი, სოფელი კორომხეთი, სოფელი ცხემნა, სოფელი აქუცა, სოფელი ზენდიდი.
ბ) დანდალოს ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი დანდალო, სოფელი ტაკიძეები, სოფელი მოსიაშვილები, სოფელი გოგიაშვილები, სოფელი ბალაძეები, სოფელი ხარაულა, სოფელი ჯალაბაშვილები.
გ) ზვარეს ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ზვარე, სოფელი ზესოფელი, სოფელი კვაშტა, სოფელი სირაბიძეები, სოფელი ვაიო.
დ) მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ზედა მახუნცეთი, სოფელი ქვედა მახუნცეთი, სოფელი ზუნდაგა, სოფელი ზედა ბზუბზუ, სოფელი ქვედა ბზუბზუ, სოფელი უჩხითი, სოფელი ნამლისევი, სოფელი ქოსოფელი, სოფელი მილისი, სოფელი დოლოგანი, სოფელი ჭალახმელა, სოფელი ჭინკაძეები, სოფელი დოხოძეები.
ე) მერისის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი მერისი, სოფელი სიხალიძეები, სოფელი ინაშარიძეები, სოფელი გარეტყე, სოფელი გუნდაური, სოფელი ნამონასტრევი, სოფელი სილიბაური.
ვ) ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ოქტომბერი, სოფელი კუჭულა, სოფელი მეძიბნა, სოფელი აგოთა, სოფელი გოგინიძეები.
ზ) პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი პირველი მაისი, სოფელი ზედა აგარა, სოფელი ქვედა აგარა, სოფელი კოლოტაური.
თ) ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ცხმორისი, სოფელი ახო, სოფელი ჩეტკიძეები, სოფელი გობრონეთი, სოფელი კოკოტაური, სოფელი გეგელიძეები.
ი) წონიარისის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი წონიარისი, სოფელი ვარჯანისი, სოფელი ტიბეთა, სოფელი კანტაური, სოფელი აბუქეთა.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტში დასახლებათა გაერთიანების(თემი) შექმნის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 იანვრის №13 დადგენილება (გაზეთი ,,აჭარა“ 06.02.07.; №17. სარეგისტრაციო კოდი: 010.250.050.35.134.000.999)
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე