„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 589
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.018209
589
09/10/2014
ვებგვერდი, 15/10/2014
240090000.10.003.018209
„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №589

2014 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 240090000.10.003.016164) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა – ნებართვით განსაზღვრული ობიექტის გამოყენებით:

ლ.ა)  სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე რეალიზაციისათვის განკუთვნილი უცხოური საქონლისა და საქართველოს საქონლის სავაჭრო დარბაზებში ან/და საერთაშორისო რეისის განმახორციელებელ საჰაერო ხომალდში (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) გაყიდვა იმ მგზავრებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას;

ლ.ბ) უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება;“;

ბ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ობიექტი – სანებართვო პირობების შესაბამისად:

ჟ.ა) აეროპორტში, ნავსადგურში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სხვა ადგილზე არსებული, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული ობიექტი, რომელიც შედგება სავაჭრო დარბაზისაგან (დარბაზები), პუნქტის საწყობის (საწყობები) ან/და ნებართვის მაძიებლის სურვილის შემთხვევაში – სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობისაგან, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა;

ჟ.ბ) ამ მუხლის „ჟ.ა“ ქვეპუნქტის გარდა, სხვა ადგილზე განთავსებული სავაჭრო დარბაზი (დარბაზები), დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღების ადგილი, პუნქტის საწყობი (საწყობები) ნებართვის მაძიებლის სურვილის შემთხვევაში – სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული;

ჟ.გ) აეროპორტში, ნავსადგურში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სხვა ადგილზე არსებული, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული დარბაზი (დარბაზები), რომელშიც ხდება ნებისმიერი მასალისაგან ხელით შესრულებული ტილოს, სურათის, ნახატის (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის, ასევე, ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალური ნაწარმოების რეალიზაცია;

ჟ.დ) აეროპორტში, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული პუნქტის საწყობი (საწყობები), საიდანაც ხორციელდება მგზავრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის მიწოდება საჰაერო ხომალდის (ხომალდების) ბორტზე;

რ) პუნქტი – თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი;“.

2. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქონლის ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში გადატანა ან საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილას საქონლის გასანადგურებლად გაგზავნა ხორციელდება „პუნქტიდან სხვა პუნქტში ან საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ სხვა ადგილზე საქონლის გაგზავნის აქტით“ (დანართი №12) და აღრიცხვის მოწმობის საშუალებით, ხოლო, პუნქტის სავაჭრო დარბაზიდან ან საჰაერო ხომალდიდან პუნქტის საწყობში საქონლის შეტანა ხორციელდება „პუნქტის სავაჭრო დარბაზიდან ან საჰაერო ხომალდიდან საწყობში საქონლის შეტანის აქტით“ (დანართი №13).“.

3. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სავაჭრო დარბაზში ან საჰაერო ხომალდში, პუნქტის საწყობიდან საქონელი შეიტანება „სავაჭრო დარბაზში ან საჰაერო ხომალდში საქონლის შეტანის აქტით“, დანართი №10-ის შესაბამისად. სავაჭრო დარბაზში ან საჰაერო ხომალდში საქონლის შეტანამდე პუნქტის მფლობელი ვალდებულია, რეალიზაციისთვის განკუთვნილი უცხოური საქონლის თითოეულ ერთეულს დააკრას სპეციალური წებოვანი სტიკერი, რომელზეც დატანილია საქონლის შესაბამის შეფუთვაზე დაკრული სტიკერის ნომერი, ხოლო, საქართველოს საქონლის თითოეულ ერთეულს – სპეციალური წებოვანი სტიკერი, რომელზეც დატანილია საქონლის შესაბამის შეფუთვაზე დაკრული სტიკერის ნომერი (პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობის ნომერი).“.

4. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სავაჭრო დარბაზში ან საჰაერო ხომალდში რეალიზებული საქონლის აღნუსხვის მიზნით, ნებართვის მფლობელი აწარმოებს საქონლის აღრიცხვას „პუნქტის სავაჭრო დარბაზში ან საჰაერო ხომალდში რეალიზებული საქონლის აღწერის ფორმით“ დანართი №11-ის შესაბამისად. აღნიშნული ფორმები იკინძება აღრიცხვის ჟურნალად, გვერდები ინომრება და მოწმდება შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ხელის მოწერით და ბეჭდით. შემოსავლების სამსახურის მხრიდან წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრული მონაცემები ელექტრონულად შეაქვს შემოსავლების სამსახურის სერვერში განთავსებულ მონაცემთა ბაზაში, პუნქტში საქონლის შეტანის, სავაჭრო დარბაზში ან საჰაერო ხომალდში გადატანისა და საქონლის რეალიზაციის შესახებ, მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე.“.

5.  №10 და  №11  დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №10

 

სავაჭრო დარბაზში ან საჰაერო ხომალდში საქონლის შეტანის

აქტი № ––––––––-–––––––––––––––-––––––––––––-–––––––––––

 

N

პუნქტის საწყობში უცხოური საქონლის შეტანის ცნობა

პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობა

საქონლის სტატუსი

საქონლის დასახელება, სპეციფიკაცია

 

საქონლის კოდი სეს ესნ-ის მიხედვით

 

რაოდენობის ერთეული (საცალო)

 

რაოდენობა (საცალო)

საქონლის საცალო სატარიფო

ღირებულება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(პუნქტის მფლობელის, მისი წარმომადგენლის: – სახელი გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის), (საკონტაქტო ტელეფონი)

აქტში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

 

პასუხისმგებელი პირის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(ხელმოწერა)

 

(თარიღი), (თვე)      (წელი)

 

დამატებითი ფურცლების რაოდენობა:–––––.

 

ზედამხედველობის ქვეშ აყვანილია

                 

                           პ.ბ.

სახელი, გვარი

 

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

 

შენიშვნა: შევსების წესი იხ. მეორე გვერდზე.

1. აქტის პირველ გრაფაში ეთითება: ჩანაწერის რიგითი ნომერი (არაბული ციფრი); მე-2 გრაფაში – პუნქტის საწყობში უცხოური საქონლის შეტანის ცნობის ნომერი; მე-3 გრაფაში – პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობის ნომერი; მე-4 გრაფაში საქონლის სტატუსი (უცხოური ან ქართული); მე-5 გრაფაში – საქონლის საფირმო დასახელება და დამახასიათებელი სპეციფიკაცია; მე-6 გრაფაში – საქონლის თერთმეტნიშნა კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით; მე-7 გრაფაში – ერთეული გასაყიდი საქონლის ფიზიკური ან ტექნიკური სიდიდის სპეციფიკური მნიშვნელობა (მაგ: კგ, ლიტრი, ღერი და სხვა); მე-8 გრაფაში – საქონლის ფაქტიური რაოდენობა ცალობით; მე-9 გრაფაში – საქონლის საცალო სატარიფო ღირებულება ლარებში; მე-10 გრაფაში – შენიშვნა.

 

მაგალითი:

 

#

პუნქტის საწყობში უცხოური საქონლის შეტანის ცნობა

პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობა

 №

საქონლის სტატუსი

საქონლის დასახელება, სპეციფიკაცია

 

საქონლის კოდი სეს ესნ-ის მიხედვით

რაოდენობის ერთეული

საცალო

რაოდენობა (საცალო)

საქონლის

საცალო სატარიფო ღირებულება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

101-22/06/07-23

ქართული

TELIANI OLD K. PIROSMANI RED 75 CL

22042180000

0.75ლLLLL

48

18.40

 

12

101-09/07/08-21

 

უცხოური

C.DIOR ADDICT 2 EDTS 50ML

33030090000

50მლ

10

165.60

 

  

2. აქტი ივსება ქართულ ენაზე (საქონლის სავაჭრო ნიშნის/ლოგოს გარდა), მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება (ასეთ შემთხვევაში, გამოიწერება ახალი აქტი). იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, მონაცემების შეტანა გრძელდება დამატებით ფურცელზე, ამასთან, დამატებითი ფურცლის შესაბამის გრაფაში მიეთითება ამის შესახებ.

3. აქტი ივსება 2 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი – პუნქტს;

ბ) მეორე – საგადასახადო ორგანოს.

4. აქტს ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან, პირველი – ასახავს პუნქტის კოდს, მეორე – შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი), მესამე –  რიგით ნომერს ან დამატებითი ფურცლის შევსების შემთხვევაში, მიეთითება აქტის რიგითი ნომერი, მეოთხე – ივსება მხოლოდ დამატებითი ფურცლის შევსების შემთხვევაში და მიეთითება დამატებითი ფურცლის ნომერი (ამასთან, მეორდება აქტის პირველი 3 ნაწილის მონაცემები). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცნობის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან. შევსებული აქტი ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.

                                                            

 

 

დანართი №11 

 

პუნქტის სავაჭრო დარბაზში ან საჰაერო ხომალდში რეალიზებული საქონლის აღწერის ფორმა

№ ––––––––-–––––––––––––––-––––––––––––-–––––––––––

 

 

N

სავაჭრო დარბაზში/ საჰაერო ხომალდში საქონლის შეტანის აქტი

 

სტი

კერის ნო

მერი

 

საქონ

ლის სტა

ტუსი

საქო

ლის დასა

ხელება, სპეცი

ფიკაცია

საქონ

ლის კოდი სეს ესნ-ის

მიხედ

ვით

 

რაოდე

ნობის ერთეუ

ლი (საცა

ლო)

 

რაოდე

ნობა (საცა

ლო)

საქონ

ლის საცალო სატარიფო ღირე

ბულება

საერთა

შორისო რეი

სებზე ავიაბი

ლეთის № (მ.შ. ელექტ

რონული)

საავია

ციო პერსო

ნალის მოწ

მობის № (სერტი

ფიკატის)

საგა

რეო საქმეთა სამინის

ტროს მიერ

დიპლო

მატის

სახელზე გაცე

მული პირა

დობისა და ოფიციალური სტატუსის დამადას

ტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი

სხვა დოკუ

მენტი, მიუთი

თეთ დოკუ

მენტის დასა

ხელება და ნომერი

შენი

შვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(პუნქტის მფლობელის, მისი წარმომადგენლის: – სახელი გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის), (საკონტაქტო ტელეფონი)

 

აღწერის ფორმაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

 

პასუხისმგებელი პირის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(ხელმოწერა)

 

(თარიღი), (თვე),     (წელი)

 

შევსების წესი:

 

ფორმის პირველ გრაფაში ეთითება  ჩანაწერის რიგითი ნომერი (არაბული ციფრი); მე-2 გრაფაში – სავაჭრო დარბაზში/საჰაერო ხომალდში  საქონლის შეტანის აქტის ნომერი; მე-3 გრაფაში – სპეციალურ წებოვან სტიკერზე მითითებული ნომერი; მე-4 გრაფაში საქონლის სტატუსი (უცხოური ან ქართული); მე-5 გრაფაში –  საქონლის საფირმო დასახელება და დამახასიათებელი სპეციფიკაცია; მე-6 გრაფაში – საქონლის თერთმეტნიშნა კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით; მე-7 გრაფაში – ერთეული გასაყიდი საქონლის ფიზიკური ან ტექნიკური სიდიდის სპეციფიკური მნიშვნელობა (მაგ: კგ, ლიტრი, ღერი და სხვა); მე-8 გრაფაში – საქონლის ფაქტიური რაოდენობა ცალობით; მე-9 გრაფაში – საქონლის საცალო სატარიფო ღირებულება; მე-10 გრაფაში – საერთაშორისო რეისებზე ავიაბილეთების ნომერი (მათ შორის, ელექტრონული); მე-11 გრაფაში – საავიაციო პერსონალის მოწმობის ნომერი (სერტიფიკატის ნომერი); მე–12 გრაფაში – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ მის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი; მე-13 გრაფაში – სხვა დოკუმენტი, მისი დასახელების და ნომრის მითითებით; მე–14 გრაფაში – შენიშვნა.

 მაგალითი:

 

 

სავაჭრო დარ

ბაზში/

საჰაერო ხომა

ლდში  საქონ

ლის შეტანის აქტი

 

სტი

კერის ნო

მერი

 

საქონ

ლის სტა

ტუსი

საქონ

ლის დასა

ხელება, სპეცი

ფიკაცია

საქონ

ლის კოდი სეს ესნ-ის

მიხედ

ვით

 

რაოდე

ნობის ერთეუ

ლი (საცა

ლო)

 

რაოდე

ნობა (საცა

ლო)

საქონ

ლის საცა

ლო სატა

რიფო ღირე

ბულება

საერთა

შორისო რეი

სებზე ავიაბი

ლეთის № (მ.შ. ელექტ

რონული)

საავ

იაციო პერსო

ნალის მოწმო

ბის № (სერტი

ფიკატის)

საგა

რეო საქმეთა სამინის

ტროს მიერ დიპლო

მატის სახელზე გაცე

მული პირა

დობისა და ოფიცია

ლური სტატუსის დამადას

ტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი

სხვა დოკუ

მენტი მიუთი

თეთ დოკუ

მენტის დასა

ხელება და ნომერი

შენი

შვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

1

101-07/02/09-1

206

უცხოური

MARLBORO KS BOX

2402 09 0001

20 ღერი

10 კოლოფი

3 ლარი

KIELER WTBSMUCLH 3215 C092 3D  LD M   LD M

 

 

 

 

 

 

დამატებითი ფურცლების რაოდენობა: ––––.

 

 

6.  №13 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №13

 

პუნქტის სავაჭრო დარბაზიდან ან საჰაერო ხომალდიდან საწყობში საქონლის შეტანის აქტი

№ ––––––––-–––––––––––––––-––––––––––––-–––––––––––

 

სტიკერის ნომერი

 

საქონლის სტატუსი

საქონლის დასახელება, სპეციფიკაცია

 

საქონლის კოდი სეს ესნ-ის

მიხედვით

რაოდენობის ერთეული (საცალო)

 

რაოდენობა (საცალო)

საქონლის საცალო სატარიფო  ღირებულება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(პუნქტის მფლობელის, მისი წარმომადგენლის: – სახელი გვარი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი (მ.შ. წარმომადგენლის), (საკონტაქტო ტელეფონი)

აქტში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

 

პასუხისმგებელი პირის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(ხელმოწერა)

 

(თარიღი), (თვე),      (წელი)

 

დამატებითი ფურცლების რაოდენობა:–––––.

 

ზედამხედველობის ქვეშ აყვანილია

               პ.ბ.

 

სახელი, გვარი

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

 

შენიშვნა: შევსების წესი იხ. მეორე გვერდზე.

1. აქტის პირველ გრაფაში ეთითება ჩანაწერის რიგითი ნომერი (არაბული ციფრი); მე-2 გრაფაში – სპეციალურ წებოვან სტიკერზე მითითებული ნომერი; მე-3 გრაფაში – საქონლის სტატუსი (ქართული ან უცხოური); მე-4 გრაფაში -  საქონლის საფირმო დასახელება და დამახასიათებელი სპეციფიკაცია; მე-5 გრაფაში – საქონლის თერთმეტნიშნა კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით; მე-6 გრაფაში – ერთეული საქონლის ფიზიკური ან ტექნიკური სიდიდის სპეციფიკური მნიშვნელობა (მაგ: კგ, ლიტრი, ღერი და სხვა);   მე-7 გრაფაში – საქონლის ფაქტიური რაოდენობა ცალობით; მე-8 გრაფაში – საქონლის საცალო სატარიფო ღირებულება ლარებში; მე-9 გრაფაში - შენიშვნა.

 

მაგალითი:

 

სტიკერის №

საქონლის სტატუსი

საქონლის დასახელება, სპეციფიკაცია

 

საქონლის კოდი სეს ესნ-ის

მიხედვით

რაოდენობის ერთეული (საცალო)

 

რაოდენობა (საცალო)

საქონლის საცალო სატარიფო ღირებულება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

3

2071

უცხოური

C.KLEIN CKB EDT 200 ML

3303 00 100 00

200მლ

60

48ლ

 

 

2. აქტი ივსება ქართულ ენაზე (საქონლის სავაჭრო ნიშნის/ლოგოს გარდა), მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება (ასეთ შემთხვევაში, გამოიწერება ახალი აქტი). იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, მონაცემების შეტანა გრძელდება დამატებით ფურცელზე, ამასთან, დამატებითი ფურცლის შესაბამის გრაფაში მიეთითება ამის შესახებ.

3. აქტი ივსება 2 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი – პუნქტს;

ბ) მეორე – საგადასახადო ორგანოს.

4. აქტს ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან, პირველი – ასახავს პუნქტის კოდს, მეორე – შედგენის თარიღს (ორციფრა რიცხვების კომბინაცია, რომლითაც აისახება რიცხვი, თვე და წელი), მესამე –  რიგით ნომერს ან დამატებითი ფურცლის შევსების შემთხვევაში, მიეთითება აქტის ნომერი, მეოთხე – ივსება მხოლოდ დამატებითი ფურცლის შევსების შემთხვევაში და მიეთითება დამატებითი ფურცლის ნომერი (ამასთან, მეორდება აქტის პირველი 3 ნაწილის მონაცემები). ყოველი კალენდარული წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცნობის რიგითი ნომრების ათვლა წარმოებს თავიდან. შევსებული აქტი ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი