დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 587 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/10/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.018207 |
|
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის:
1. მე-4 მუხლის: ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ქაღალდის წარმოება/გადამუშავება, მათ შორის, შესაფუთი მასალების, მუყაოს, გოფრირებული ტარის წარმოება;“; ბ) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ნ) საკვები პროდუქტების წარმოება/გადამუშავება, მათ შორის, ხორცის, თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკების, ხილის, ბოსტნეულის გადამუშავება, გარდა გამზადებული კერძების და პურ-ფუნთუშეული პროდუქტების წარმოებისა.“. 2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებზე საშეღავათო პერიოდი, ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით, არ უნდა იყოს 24 თვეზე ნაკლები ძირითად თანხაზე, ხოლო საბრუნავი საშუალებებისთვის - 18 თვეზე ნაკლები ძირითად თანხაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბანკი და მსესხებელი სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან.“. 3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ე“ ქვეპუნქტი: „ე.ე) ხორცის და რძის გადამუშავება.“. 4. 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აამოქმედოს ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხით შექმნილი ახალი საწარმო პირველი ტრანშის მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვის ვადაში, ხოლო, არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში - პირველი ტრანშის მიღებიდან 12 თვის ვადაში;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები