შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1747
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017753
  • Word
1747
29/09/2014
ვებგვერდი, 13/10/2014
000000000.00.003.017753
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1747

2014 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შუახევის ჰესის სამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, შუახევის მუნიციპალიტეტში, დაბა შუახევის მიმდებარედ, მდ. აჭარისწყალის ჭალა-კალაპოტში, მოიპოვოს 10 000 (ათი ათასი) მ3 სასარგებლო წიაღისეული (საშენი მასალა – ქვიშა-ხრეში), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

264098

4612680

2

264150

4612680

3

264192

4612668

4

264243

4612625

5

264256

4612596

6

264260

4612535

7

264247

4612489

8

264231

4612446

9

264203

4612489

10

264185

4612541

11

264164

4612599

12

264133

4612638

S = 1,61 ჰა

WGS 1984

 

2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) სასარგებლო წიაღისეულის (10 000 მ3 ქვიშა-ხრეში) მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 1 740 (ათას შვიდას ორმოცი) ლარის გადახდა, განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი