ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცილი ერთეულების შექმნის შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცილი ერთეულების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016130
26
02/10/2014
ვებგვერდი, 07/10/2014
010250050.35.118.016130
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცილი ერთეულების შექმნის შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2014 წლის 2 ოქტომბერი

ქ. ონი

 

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მართვის ოპტიმიზაციის მიზნით ონის მუნიციპალიტეტში შეიქმნას  შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები:
ა) ქ. ონის ადმინისტრაციული ერთეული (ქ. ონი);
ბ) ღების ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ღები, პატარა ღები, გონა);
გ) ჭიორის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ჭიორა);
დ) გლოლის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი გლოლა);
ე) უწერის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: უწერა, ნიგავზები, ფარავნეში, ნაკიეთი);
ვ) გომის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: გომი, ჯინჭვისი);
ზ) საკაოს  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: საკაო, ხიდეშლები, მაჟიეთი, ბორცო, ლაგვანთა);
თ) ღარის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ღარი, წმენდაური);
ი) შეუბნის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: შეუბანი, ლაჩთა, ჭალა, ხურუთი, ნიგვზნარა, წოლა);
კ) პიპილეთის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: პიპილეთი, ჟაშქვა, ონჭევი, სორგითი);
ლ) ცხმორის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ცხმორი, ბაჯიხევი, ღუნდა, ფსორი);
მ) წედისის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: წედისი, ქვედი, ირი, სხანარი, ქვედრულა);
ნ) კვაშხიეთის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: კვაშხიეთი, ზუდალი, ჯოის უბანი, ხეითი, ბოყვა, ზვარეთი);
ო) ფარახეთის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ფარახეთი, ჭიბრევი, შარდომეთი, სევა,  ახალი ჩორდი);
პ) სორის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: სორი, გადამში, ჭვებარი);
ჟ) ბარის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ზემო ბარი, ქვემო ბარი, სამთისი);
რ) შქმერის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: შქმერი, უშოლთა, ხარისთვალი);
ს) მრავალძლის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი მრავალძალი);
ტ) კომანდლის  ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: კომანდელი, ხირხონისი, ქრისტესი, სხიერი, ქორთა, სომიწო).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე