„საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-200
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016160
2-200
13/10/2014
ვებგვერდი, 13/10/2014
340170000.22.032.016160
„საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-200

2014 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის №2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის №2-217 ბრძანებაში (სსმ, №110, 20/09/2005, სარეგისტრაციო კოდი: 340.170.000.22.032.007.723) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ „საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული ,,ა“ და ,,ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესებს“ დაემატოს „ღორის აფრიკულ ჭირთან (ცხელებასთან) ბრძოლის პროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებათა წესი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „ღორის აფრიკულ ჭირთან (ცხელებასთან) ბრძოლის პროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებათა წესის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.
მუხლი 3
ამ ბრძანებით დამტკიცებული „ღორის აფრიკულ ჭირთან (ცხელებასთან) ბრძოლის პროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებათა წესის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია



ღორის აფრიკულ ჭირთან (ცხელებასთან) ბრძოლის პროფილაქტიკურ

და საკარანტინო ღონისძიებათა წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება) - Pestis Africana suis (შემდგომში - „აფრიკული ჭირი“) მაღალკონტაგიოზური, მწვავე ფორმით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა. დაავადების ამთვისებელია ყველა ასაკის და ჯიშის გარეული და შინაური ღორი. დაავადების აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსი, რომელიც განსხვავებულია ღორის კლასიკური ჭირის გამომწვევისაგან იმუნობიოლოგიური თვისებებით. ვირუსი მდგრადია გამოშრობის, გაყინვისა და ლპობის მიმართ, სისხლსა და შრატში ძლებს 5 წელზე მეტ ხანს, ხორცსა და ძვლის ტვინში, 20 – 80 C ტემპერატურაზე, 150 დღეს, შარდში - 60 დღეს, ხოლო ნიადაგში ვირუსი ინარჩუნებს ვირულენტობას 190 დღე.

2. ბუნებრივ პირობებში ღორის დასნებოვნება ხდება  დაავადებული ცხოველის ჯანმრთელთან კონტაქტის დროს. უმთავრესად ცხოველი ავადდება ალიმენტარული გზით (დაინფიცირებული გადაუმუშავებელი ღორის სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის) საკვების ნარჩენების მიღებით, ასევე ჰაერწვეთოვანი გზით დაზიანებული კანიდან და ვირუსის მატარებელი ტკიპების კბენით. ინფექციის წყაროა ასევე  შენობები, რომელშიც იმყოფებოდა დაავადებული ღორი, სასაკლაოს, საწარმოს, ხორცის დამამუშავებელი საამქროების აღჭურვილობა - იარაღები, ტრანსპორტი, ტანსაცმელი და სხვ.

3. ვირუსის გადატანა შეუძლიათ მწერებს, ტკიპებს, ხოლო სხვადასხვა ცხოველები, ფრინველები, ადამიანი, მღრღნელები წარმოადგენენ აღმძვრელის მექანიკურ გადამტანებს. ინკუბაციური პერიოდი ბუნებრივი დასნებოვნების დროს 3-დან 12 დღეა.

 4. აფრიკული ჭირის დროს კლინიკური ნიშნების ჩამოყალიბება ხდება სხეულის ტემპერატურის აწევიდან 2–3 დღეში, შემდეგ ვითარდება დეპრესია, მადის დაკარგვა, სისუსტე, ყურის ნიჟარის, ცხვირის სარკის, კიდურების შიგნითა ზედაპირის, მუცლისა და მკერდის ქვედა ნაწილების სიწითლე, ციანოზი, ცხვირიდან, სწორი ნაწლავიდან სისხლის დენა, დიარეა. ღორი კვდება სხეულის ტემპერატურის აწევიდან მე-3 –მე-10 დღეს.

5. დაავადების სწრაფი მიმდინარეობა და მაღალი სიკვდილიანობა (98–100%)  იწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს. ზომიერად ვირულენტური ვირუსი იწვევს ნაკლები ინტენსივობის სიმპტომებს და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც 30-70%-ში მერყეობს.  დაავადების ქრონიკული მიმდინარეობის სიმპტომებია: წონის დაკარგვა, წყვეტილი ცხელება, რესპირატორული სიმპტომები, კანის ქრონიკული წყლულები და ართრიტი.

6. აფრიკულ ჭირთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ  სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - „სააგენტო“). 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ღორი -  ცხოველი ღორების ოჯახიდან, მათ შორის გარეული ღორი;

ბ) გარეული ღორი - ღორი, რომლის შენახვა ან მოშენება არ ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე;

გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის – მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი არ მოიცავს სასაკლაოს, სატრანსპორტო საშუალებას და ასევე შემოღობილ ტერიტორიას, სადაც ბინადრობენ გარეული ღორები  და  მათზე ნებადართულია ნადირობა;

დ) ინფიცირებული ღორი -  ღორი ან ღორის სხეული, რომელშიც კლინიკური სიმპტომებით, სიკვდილის შემდგომი დაზიანებებით ან ლაბორატორიული გამოკვლევებით  დასტურდება  აფრიკული ჭირის არსებობა;

ე) აფრიკული ჭირის  ეპიზოოტია (ეპიდემია) -  ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევის გამოვლენა მოცემულ ტერიტორიაზე;

ვ) აფრიკული ჭირის პირველადი ეპიზოოტია (ეპიდემია) - დაავადების გამოვლენა, რომელიც არ არის დაკავშირებული ქვეყნის იმავე რეგიონში წინა გამოვლენასთან, ან პირველადი გამოვლენა ქვეყნის სხვა რეგიონში;

ზ) ინფიცირებული ზონა - ტერიტორია, სადაც გარეულ ღორებში დადასტურებულია აფრიკული ჭირის ერთი ან მეტი შემთხვევა და ადგილზე  განხორციელდა ამ წესის მე-15 ან მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები; 

თ) აფრიკული ჭირის პირველადი შემთხვევა გარეულ ღორებში -  ნებისმიერი გამოვლენილი შემთხვევა  გარეულ ღორში იმ ტერიტორიაზე, სადაც არ გატარებულა  ღონისძიებები ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად;

ი) კონტაქტური ფერმა - ობიექტი, სადაც აფრიკული ჭირი შეიძლება გამოვლინდეს ადგილმდებარეობის, ადამიანის, ღორების ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შედეგად ან სხვა გზით;

კ) მფლობელი - პირი, რომელსაც ჰყავს ღორი საკუთრებაში ან მფლობელობაში ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით;

ლ) სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი (შემდგომში -  სახელმწიფო ვეტერინარი)   - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

მ) ვეტერინარი ექიმი - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ნ) აუდიტი - დასახული მიზნის მისაღწევად სისტემატური ან დამოუკიდებელი შემოწმება განხორციელებული საქმიანობის დაგეგმვის ეფექტიანობისა და შედეგების შესაბამისობის დასადგენად;

ო) დამუშავება - მაღალი რისკის მასალისადმი  განხორციელებული ქმედების ერთ-ერთი სახე აფრიკული ჭირის ვირუსის განეიტრალების მიზნით;

პ) დაკვლა - ცხოველის სიკვდილის გამოწვევა სისხლის გამოშვებით;

ჟ) მოკვლა - ნებისმიერი პროცესი, რომელმაც გამოიწვია ცხოველის სიკვდილი;

რ) გადამტანი - Ornithodorus erraticus-ის სახეობების ტკიპა, რომელიც წარმოადგენს  აფრიკული ჭირის ვირუსის გამავრცელებელს;

ს) ფერმა - ობიექტი (ფერმერული მეურნეობა, ოჯახური წარმოება), სადაც ხდება ღორების მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით.


მუხლი 3. აფრიკული ჭირის შესახებ შეტყობინების ვალდებულება
1. აფრიკული ჭირის საეჭვო ან დადასტურებული ნებისმიერი შემთხვევის შესახებ მფლობელი ვალდებულია  აცნობოს სააგენტოს.

 2. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგებისა და აფრიკული ჭირის დადასტურების ნებისმიერი შემთხვევის (ფერმებში, სასაკლაოებში, სატრანსპორტო საშუალებებში, გარეულ ღორებში) შესახებ, სააგენტო ვალდებულია დაავადების შესახებ გაუგზავნოს შეტყობინება და მიაწოდოს ინფორმაცია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (OIE), დადგენილი წესით.


მუხლი 4. აფრიკული ჭირის პრევენცია და საწინააღმდეგო ზომები მის არსებობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში
1. აფრიკული ჭირის ვირუსის შეტანისაგან ფერმის დაცვის მიზნით,  მფლობელი ვალდებულია:

ა) ფერმა დააკომპლექტოს აფრიკულ ჭირზე კეთილსაიმედო ფერმიდან შეყვანილი  ჯანმრთელი ღორებით;

ბ) ახლად შეყვანილი ღორები განათავსოს იზოლირებულად 40 დღის განმავლობაში. მხოლოდ აფრიკული ჭირის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში დაუშვას ისინი საერთო კოლტში ან გადაიყვანოს სხვა სადგომში ვეტერინარი ექიმის თანხმობით;

გ) არ დაუშვას:

გ.ა) აფრიკული ჭირის მიმართ არაკეთილსაიმედო ფერმასთან სამეურნეო კავშირი;

გ.ბ) კავშირი ისეთ ფერმასთან, რომელიც იყენებს ღორების საკვებად სასაკლაოს და სურსათის ნარჩენებს;

გ.გ) სხვა ღორების დაგრილება ფერმის ტერიტორიაზე მათი კუთვნილი კერატებით (მწარმოებლებით);

გ.დ) ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა, რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ტერიტორიის და ფერმის მომსახურებასთან. ცალკეულ შემთხვევაში, ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია  მფლობელის ნებართვით, ვეტერინარი ექიმის თანხმობით;

გ.ე) ტერიტორიაზე და ფერმაში შესვლა სანიტარიულ გამშვებში შხაპის მიღების, სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე, ოჯახურ წარმოებაში -  სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე;

გ.ვ) ღორების გადაჯგუფება სხვა სადგომში ან მის ფარგლებს გარეთ ვეტერინარი ექიმის თანხმობის გარეშე;

დ) დაიცვას ვეტერინარულ - სანიტარიული და ზოოჰიგიენური მოთხოვნები.

2. ფერმები უნდა იმყოფებოდეს დახურული ტიპის საწარმოო რეჟიმზე. ოჯახურ წარმოებაში ღორების ეზოებრივი შენახვისას, მათი გამოზრდა უნდა ხდებოდეს იზოლირებულად, სპეციალურად აგებულ სადგომებში, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით.

3. საკვების მოსამზადებელი სათავსები განლაგებული უნდა იქნეს ფერმიდან მოშორებით და საკვების მიღების, შენახვის, მომზადების ტექნოლოგიური პროცესები ტარდებოდეს იზოლირებულად, ამ საქმიანობისათვის სპეციალურად გამოყოფილი პერსონალის მეშვეობით.

4. აფრიკული ჭირზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ სააგენტოს და სახელმწიფო ვეტერინარის მოსვლამდე  გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:

ა) გამოაცალკევოს დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ღორები და მიამაგროს მათ მოსავლელად სპეცტანსაცმლითა და ცალკე ინვენტარით აღჭურვილი მომვლელი პერსონალი;

ბ) არ დაუშვას ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირთა შესვლა, ასევე კავშირი ფერმებს შორის;

გ) აკრძალოს ღორების შეყვანა და გაყვანა, საკვების, მოწყობილობების და ინვენტარის, ღორების დაკვლისას მიღებული ხორცის და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის, ასევე ნედლეულის გატანა, ღორების სულადობის გადაჯგუფება ტერიტორიის შიგნით;

დ) არ დაუშვას ტრანსპორტის გამოსვლა ტერიტორიიდან სადეზინფექციო დამუშავების გარეშე, ასევე ნაკელისა და ქვეშსაგების გატანა ტერიტორიის გარეთ.

5. აფრიკულ ჭირზე ეჭვის მიტანის შესახებ ინფორმაციის  მიღებისთანავე, სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს სახელმწიფო ვეტერინარის  გამოცხადება ადგილზე. 

6. თუ არსებობს ეჭვი, რომ ფერმაში არის აფრიკული ჭირის ვირუსით დაინფიცირებული ერთი ან მეტი ღორი, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს დაავადების არსებობის დადასტურება ან გამორიცხვა ლაბორატორიული გამოკვლევებით. 

 7. სახელმწიფო ვეტერინარმა ფერმაში უნდა შეამოწმოს ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. სააგენტოს გადაწყვეტილებით, აფრიკულ ჭირზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ფერმაზე უნდა დაწესდეს ზედამხედველობა და:

ა) განხორციელდეს სხვადასხვა კატეგორიის ყველა ღორის დათვლა, შედგეს დაავადებული, მკვდარი ან თითოეულ კატეგორიაში სავარაუდოდ ინფიცირებული ღორების რაოდენობის ჩამონათვალი. აღნიშნული ჩამონათვალი უნდა განახლდეს ღორების დაბადების და სიკვდილის შემთხვევების გათვალისწინებით, საეჭვო პერიოდის განმავლობაში. განახლებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს სააგენტოში მოთხოვნისთანავე და შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება ყოველი ვიზიტის დროს;

ბ) ყველა ღორი შემოიზღუდოს თავიანთ სადგომში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება მათი იზოლირება;

გ) არცერთი ღორი არ იქნეს შეყვანილი ან/და გამოყვანილი ფერმიდან. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია გააგრძელოს აკრძალვა ფერმის დატოვებაზე ცხოველთა სხვა სახეობებზეც და მოითხოვოს შესაბამისი ზომების გამოყენება მღრღნელების ან მწერების გასანადგურებლად.

9. სააგენტოს ნებართვის გარეშე, დაუშვებელია დაკლული ცხოველის სხეულის, აფრიკული ჭირის აღმძვრელით დაინფიცირებული ღორის ხორცის, მისი არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების, სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონის, ცხოველის საკვების, ჭურჭლის, მასალების ან ნარჩენების ფერმიდან გამოტანა.  

10. ფერმაში ან ფერმიდან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დასაშვებია სააგენტოს ნებართვის საფუძველზე.

 11. შენობა-ნაგებობების, ფერმის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილ სანიტარიულ გამტარში, სადეზინფექციო ხალიჩებზე, სადეზინფექციო ბარიერებზე გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები. ოჯახურ წარმოებაში გამოიყენება სადეზინფექციო ხალიჩები შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით. ფერმაში შესვლა-გამოსვლისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი ჰიგიენური პროცედურები, რომელიც საჭიროა აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად; ასევე, უნდა მოხდეს ყველა სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია ფერმის დატოვებამდე.

12. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა ხორციელდება   ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად. 

13. თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაცია მოითხოვს, სააგენტოს შეუძლია:

ა)  გამოიყენოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ზომები, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ფერმაში, ასევე, დაუშვას გამარტივებული ზომების გამოყენება მხოლოდ აფრიკული ჭირის ვირუსით სავარაუდოდ დაინფიცირებულ ღორებზე და ფერმის იმ ნაწილზე, სადაც ისინი ბინადრობენ, თუ ასეთი ღორების მოთავსება, შენახვა და კვება ხორციელდება ფერმაში არსებული სხვა ღორებისგან იზოლირებულად.  ღორების მოკვლის შემდეგ აღებული უნდა იქნეს სათანადო რაოდენობის ნიმუშები, აფრიკული ჭირის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით; 

ბ) განსაზღვროს დროებით საკონტროლო ზონა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ფერმის გარშემო. ამ მუხლის მე-6-მე-12 პუნქტებში მითითებული ზოგიერთი ან ყველა ზომა გამოყენებული უნდა იქნეს ღორების ფერმასა და დროებითი საკონტროლო ზონის ფარგლებში.

14.  ამ მუხლის მე-8-მე-12 პუნქტებში წარმოდგენილი ზომები არ უნდა გაუქმდეს აფრიკული ჭირის შესახებ  ეჭვის ოფიციალურად გამორიცხვამდე.  


მუხლი 5. ზომები  ფერმაში  აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში
 1. აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:  

ა)  ვეტერინარული კარანტინის დროს ცხოველთა საკარანტინო დაავადების აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის ან სხვა შეზღუდვების  დაწესებას,  მოხსნას და მის გატარებაში ხელშეწყობას;                          

ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელებაში ხელშეწყობას. 

 2. აფრიკულ ჭირზე კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − სახელმწიფო რწმუნებულის  − გუბერნატორის მიერ;

ბ) ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − ამ თვითმმართველ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.  

 3. ფერმაში აფრიკული ჭირის არსებობის ოფიციალურად დადასტურების  შემთხვევაში, სააგენტო, ამ წესის მე-4 მუხლის მე-8-მე-12 პუნქტებში მითითებული ზომების გარდა, ადგენს:

ა)  აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ზედამხედველობის ქვეშ, დაუყოვნებლივ მოიკლას ფერმაში არსებული მთლიანი სულადობა; 

ბ) ფერმაში აფრიკული ჭირის ვირუსის შეტანის ფორმისა და ფერმაში მისი შესაძლო არსებობის დროის ხანგრძლივობის დასადგენად, დაავადების შეტყობინებამდე, მოკლული ღორებიდან ლაბორატორიული გამოკვლევისათვის აღებულ იქნეს სათანადო რაოდენობის ნიმუშები;

გ)  მკვდარი ან მოკლული ღორის სხეული დამუშავდეს ზედამხედველობის ქვეშ;

დ) ფერმაში დაავადების სავარაუდო შეტანის და ოფიციალური ზომების მიღების პერიოდებს შორის სასაკლაოზე დაკლული ღორების ხორცზე  განხორციელდეს მიკვლევადობა, რათა ხორცი დამუშავდეს ზედამხედველობის ქვეშ;

ე) აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფერმაში დაავადების სავარაუდო შეტანის და ოფიციალური ზომების მიღების პერიოდებს შორის შეგროვებული ღორების სპერმაზე, კვერცხუჯრედზე და ემბრიონებზე  განხორციელდეს მიკვლევადობა, რათა აღირიცხოს და განადგურდეს ზედამხედველობის ქვეშ;

ვ) აფრიკული ჭირის ვირუსის გაუვნებლობის მიზნით, სავარაუდოდ დაინფიცირებული ყველა ნივთიერება, როგორიცაა ფურაჟი და ნარჩენი, დამუშავდეს.  ერთჯერადი მოხმარების მასალა, რომელიც შეიძლება დაინფიცირდეს, განსაკუთრებით, დაკვლის დროს გამოყენებული მასალა-ინვენტარი, განადგურდეს სახელმწიფო ვეტერინარის  მითითებებითა და ზედამხედველობით;

ზ) ღორების განთავსებისთვის გამოყენებული შენობები,  ასევე, სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობები, ქვეშსაგები, რომელიც გამოყენებული იყო ცოცხალი ან გატყავებული და გამოშიგნული ღორების ტრანსპორტირებისთვის, გაიწმინდოს და მოხდეს მათი დეზინფექცია ან დამუშავება ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, მათ შორის ნაკელისა და წუნწუხის;  

თ) აფრიკული ჭირის პირველადი ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში, დადგინდეს  ვირუსის გენეტიკური ტიპი;

ი) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) გამოკითხვა განხორციელდეს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.

4. ლაბორატორიაში, ზოოპარკში, დაცულ ტერიტორიებზე, სამონადირეო მეურნეობების ან შემოღობილ ტერიტორიაზე,  სადაც ღორების შენახვა ხდება მეცნიერული მიზნებისთვის, სახეობების ან იშვიათი ჯიშების დაცვისათვის, ეპიზოოტიის (ეპიდემიის) დადასტურების შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლებელია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „,ა“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, თუ იგი ნეგატიურად არ აისახება ეპიზოოტიურ (ეპიდემიოლოგიურ) კეთილსაიმედოობაზე.


მუხლი 6. ზომები  აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში ფერმებში, რომლებიც შედგება სხვადასხვა საწარმოო-სამეურნეო ერთეულ(ებ)ისაგან
აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში, ფერმებში, რომლებიც შედგება ორი ან მეტი საწარმოო-სამეურნეო ერთეულ(ებ)ისაგან, სადაც შესაძლებელია  ღორების გასუქების დასრულება, სააგენტოს შეუძლია არ განახორციელოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები, თუ სახელმწიფო ვეტერინარი დაადასტურებს, რომ აღნიშნულ საწარმოო-სამეურნეო ერთეულებს შორის მანძილი, ზომა და მოწყობა ისეთია, რომ ისინი წარმოადგენენ ღორების განთავსებისათვის, შენახვისათვის და გამოკვებისათვის ცალკე შენობა-ნაგებობებს და აფრიკული ჭირის გავრცელება ერთი შენობიდან მეორეში შეუძლებელია.

მუხლი 7. ზომები კონტაქტურ ფერმებში
1. კონტაქტურია ფერმა, თუ სახელმწიფო ვეტერინარი ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგად აღმოაჩენს ან ჩათვლის, რომ აფრიკული ჭირის გამომწვევი ვირუსი შეტანილია ამ წესის მე-4 ან მე-5  მუხლში მითითებული ფერმიდან.

2. აფრიკული  ჭირის არსებობაზე ეჭვის გამორიცხვამდე გამოიყენება  ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ კონტაქტურ ფერმებში, თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) სიტუაცია ამგვარად მოითხოვს, სააგენტომ უნდა გამოიყენოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ზომები.

4. აფრიკული ჭირის ვირუსის დადასტურების ან გამოირიცხვის მიზნით, კონტაქტურ ფერმებში მოკლული ღორებისგან აღებულ უნდა იქნას ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევისათვის.


მუხლი 8. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა
1. აფრიკული ჭირის პირველად ეპიზოოტიასთან (ეპიდემიასთან) ან საეჭვო შემთხვევებთან დაკავშირებით ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) გამოკითხვა ხორციელდება კითხვარების საფუძველზე, რომლებიც მომზადებულია ამ წესის მე-19 მუხლში მითითებული საგანგებო გეგმის ფარგლებში.

2. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) გამოკითხვა უნდა ითვალისწინებდეს:

 ა) დროის ინტერვალს, აფრიკული ჭირის ვირუსის ფერმაში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან  დაავადების შეტყობინებამდე;

ბ)  ფერმაში აფრიკული ჭირის შესაძლო წარმოშობასა და სხვა ფერმების იდენტიფიკაციას, სადაც ღორები შეიძლება დაინფიცირდეს იმავე წყაროდან;

 გ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ღორების, მოკლული ღორის სხეულების, ხორცის, სპერმის ან ნებისმიერი მასალის გადაადგილებას, რის შედეგად შესაძლებელია ვირუსის გადატანა დაინფიცირებული ფერმიდან სხვა ფერმებში;

დ)  გადამტანების ან გარეული ღორების მიერ დაავადების გავრცელების შესაძლებლობას.

3. თუ გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ აფრიკული ჭირი შეიძლება გავრცელდეს მეზობელ სახელმწიფოებში, მათ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ.


მუხლი 9. დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნა
1. აფრიკული ჭირის დიაგნოზის ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ, ეპიზოოტიის (ეპიდემიის) კერის გარშემო არანაკლებ 3 კმ-ის რადიუსით, უნდა შექმნას დამცავი ზონა, რომელიც შედის არანაკლებ 10 კმ-ის რადიუსის საკონტროლო ზონაში. ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები გატარებული უნდა იქნეს შესაბამის ზონებში.

2. ზონების შექმნისას, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს:

ა) ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები;

ბ) გეოგრაფიული მდებარეობა, განსაკუთრებით ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები;

გ)  ფერმების ადგილმდებარეობა და სიახლოვე;

დ) ღორების გადაადგილებისა და ვაჭრობის პრინციპები, სასაკლაოების ხელმისაწვდომობა და საწარმოები ტანხორცის გადამუშავებისათვის;

ე) შენობა-ნაგებობები და პერსონალი, რომელიც აკონტროლებს ღორების ნებისმიერ გადაადგილებას, თუ მოსაკლავი ღორები გაყვანილი უნდა იქნეს მათი წარმოშობის ფერმებიდან.

3. თუ ზონა მოიცავს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიის ნაწილსაც, სააგენტომ   უნდა ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან ზონის დადგენის  საკითხზე.

4. სააგენტომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მათ შორის, გამოიყენოს შესამჩნევი აღნიშვნები და გამაფრთხილებელი შეტყობინებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, დამცავ და საკონტროლო ზონებში მყოფი პირების ინფორმირებისათვის ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილი შეზღუდვების შესახებ.


მუხლი 10. ზომები შექმნილ დამცავ ზონაში
1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონებში შემდეგი ზომების გამოყენება: 

ა)  ფერმების აღწერა შესაძლო მოკლე დროში, რომლთა დათვალიერებისას სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს:

ა.ა) ღორების კლინიკური მდგომარეობა;

ა.ბ) ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან პირის მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა,  თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას და ამ პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტით  მითითებული გადაადგილება ნებადართული არ იქნება სააგენტოს მიერ. აღნიშნული აკრძალვა არ გამოიყენება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანისას, გადმოტვირთვის ან შესვენების გარეშე. შეზღუდვა ვრცელდება დამცავი ზონის ფარგლებს გარე ტერიტორიიდან მომავალ და აღნიშნულ ზონაში მდებარე სასაკლაოსკენ მიმავალ გზაზეც;

 გ) სატვირთო ავტომობილები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები, მოწყობილობები, რომელიც შეიძლება ინფიცირებული იყოს, გაწმენდა (გარეცხვა), მათი დეზინფექცია ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ღორების გადაზიდვაში (გადაყვანაში) გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება არ შეიძლება გავიდეს დამცავი ზონიდან გაწმენდისა (გარეცხვის) და დეზინფექციის, შემდგომში კი სააგენტოს ნებართვის გარეშე;

 დ) სხვა შინაური ცხოველების ფერმაში შეყვანა ან ფერმიდან გაყვანის აკრძალვა სააგენტოს თანხმობის  გარეშე;

 ე) ფერმაში  დაავადებული ღორებისა და მათი სიკვდილიანობის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ნიმუშების აღების უზრუნველყოფა ლაბორატორიულ გამოკვლევისათვის;

ვ) ღორების ფერმიდან გაყვანის აკრძალვა, სადაც ისინი იმყოფებოდნენ ინფიცირებული ფერმის დასუფთავების, დეზინფექციის ან დეზინსექციის დასრულებიდან არანაკლებ 40 დღის მანძილზე. 40 დღის შემდგომ ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირობების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი ტრანსპორტირებულნი იქნებიან პირდაპირ:

   ვ.ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით;

 ვ.ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება, სააგენტოს ზედამხედველობოს ქვეშ;

  ვ.გ) გამონაკლის შემთხვევებში დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში;

ზ) დამცავ ზონაში მდებარე ფერმებიდან ღორების სპერმის, კვერცხუჯრედისა და ემბრიონების გატანის აკრძალვა; 

თ) ფერმაში შესვლისას ან გამოსვლისას შესაბამისი ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვები გაგრძელდება 40 დღეზე მეტ ხანს, დაავადების შემდგომი ეპიზოოტიის (ეპიდემიის) ან ღორების შენახვისას წარმოქმნილი ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული ან სხვა პრობლემების შედეგად, ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირობების საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია მფლობელის მიერ დასაბუთებული მიმართვის შემდეგ, დაუშვას  დამცავი ზონაში მდებარე ფერმიდან ღორების გადაყვანა, რომელთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს პირდაპირ:  

ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით;

ბ) დასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;

გ) გამონაკლის შემთხვევებში, დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში.

3. სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა, იმ პირობით, რომ:

ა) სახელმწიფო ვეტერინარი განახორციელებს ფერმაში არსებული და გადასაყვანი ღორების კლინიკურ შემოწმებას და მათი სხეულის ტემპერატურის გაზომვას;

ბ) განახორციელებს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული  შემოწმებით არ დასტურდება აფრიკული ჭირის არსებობა;     

 დ) სატრანსპორტო  საშუალებები, სადაც  მოთავსებულია ღორები, დალუქულია სააგენტოს მიერ;

ე) სატრანსპორტო საშუალება და მოწყობილობა დაუყოვნებლივ გასუფთავდება (გაირეცხება) და მოხდება  მისი დეზინფექცია ტრანსპორტირების შემდეგ, ამ წესის  მე-12  მუხლში  განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) ღორების  მოკვლის ან დაკვლის   შემდეგ  აღებული  ნიმუშები  გაიგზავნება ლაბორატორიაში, ფერმაში ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.

 4.  თუ ღორების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სასაკლაოზე:

 ა) სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასაკლაოზე დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებს, ინფორმირებული უნდა იყოს ღორების სასაკლაოზე გაგზავნის შესახებ და ამის შესახებ  უნდა აცნობოს სააგენტოს;

ბ)  სასაკლაოზე ღორების   დაბინავება და დაკვლა უნდა მოხდეს ღორების სხვა პარტიისაგან  განცალკევებით;

გ) სასაკლაოზე ღორების დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა გაითვალისწინოს აფრიკული ჭირის არსებობის ნიშნები.

5. ასეთი ღორის ხორცის მარკირება უნდა მოხდეს სპეციალური შტამპით, შტამპი უნდა იყოს ოვალური ფორმის, რომელზეც გავლებულია ორი პარალელური სწორი ხაზი, მათ შორის მანძილი არანაკლებ 1 სმ-ს უნდა შეადგენდეს, ხაზი უნდა კვეთდეს ოვალური ფორმის წრეს ისე, რომ იქ არსებული ინფორმაცია გარკვევით იკითხებოდეს, ამასთან ორი პარალელური ხაზი ისევე აშკარა უნდა იყოს, როგორც  ნიშნის გარე კიდე ან ასეთი ღორის ხორცი ექვემდებარება განაცალკევებით გადამუშავებას და  ის შეიძლება ჩაერთოს საერთაშორისო ვაჭრობაში იმ შემთხვევაში, თუ ხორცს გავლილი აქვს სითბური დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ცენტრისკენული ძალით 3,00 ან მეტი.

6. დამუშავება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დაწესებულებაში, სადაც ხორცი უნდა გაიგზავნოს  დალუქულ მდგომარეობაში.

7. ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტებით დადგენილი ზომების გამოყენება დამცავ ზონაში უნდა გაგრძელდეს:

ა) დაინფიცირებული ფერმების გაწმენდის და დეზინფექციის განხორციელებამდე;

ბ)  ყველა ფერმის ღორების კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების განხორციელებამდე აფრიკული ჭირის ვირუსის არსებობის შესაძლო გამოვლენის მიზნით.

8.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში,  მე-2 და მე-8 პუნქტებში   მითითებული 40 და 45 დღიანი პერიოდები შეიძლება შემცირდეს 30 დღემდე იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ინტენსიური ნიმუშის აღებისა და შემოწმების პროგრამა, რომელიც აფრიკული ჭირის არსებობის ეჭვის გამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემოწმებები არ უნდა განხორციელდეს დაინფიცირებული ფერმების წინასწარი გასუფთავების და დეზინფექციის საჭიროებისას, დეზინსექციის დასრულებიდან 45 დღის გასვლამდე.


მუხლი 11. ზომები შექმნილ საკონტროლო ზონაში
1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ საკონტროლო ზონებში გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები: 

ა)  ღორის ყველა ფერმის აღწერა;

 ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან  პირის მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას. აღნიშნული არ ეხება  ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით  გადაყვანას გადმოტვირთვის ან შეჩერების გარეშე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს  საკონტროლო  ზონის ფარგლების გარე ტერიტორიიდან მომავალ და სასაკლაოს  (თუ  ის მდებარეობს საკონტროლო ზონაში) მიმართულებით ღორების დაუყოვნებლივ დაკვლისათვის გამოყენებულ გზაზეც;

გ) სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობა ღორების და სხვა შინაური ცხოველების ან მასალის ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაინფიცირებული იყოს (მაგალითად, ღორის სხეულით, ფურაჟით, ნაკელით და სხვა), უნდა გაიწმინდოს, მოხდეს მათი დეზინფექცია და დამუშავება დაინფიცირებიდან შესაძლო მოკლე დროში ამ წესის მე-12 მუხლში განსაზღვრული დებულებების და პროცედურების შესაბამისად. ღორების გადაზიდვაში გამოყენებული სატვირთო ან სხვა სატრანსპორტო საშუალება არ შეიძლება გავიდეს აღნიშნული ზონიდან გაწმენდის და დეზინფექციის და შემდეგ სააგენტოს შემოწმების და ნებართვის გარეშე;

დ)  სხვა შინაური ცხოველის ფერმაში შეყვანისა ან ფერმიდან გამოყვანის აკრძალვა ზონის შექმნიდან პირველი შვიდი დღის განმავლობაში ნებართვის გარეშე;

ე) ფერმაში მკვდარი ან დაავადებული ღორის სათანადო ლაბორატორიული გამოკვლევები;

ვ) ფერმიდან ღორების გაყვანის დაუშვებლობა ინფიცირებული ფერმის დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის დასრულებიდან სულ მცირე 30 დღის მანძილზე. 30 დღის შემდეგ ამ წესის მე - 10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან  ღორების გაყვანა იმ პირობით, რომ  მათი  გადაყვანა მოხდება პირდაპირ:

  ვ.ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით;

ვ.ბ) გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც მოხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;

ვ.გ) გამონაკლის შემთხვევებში დამცავი და საკონტროლო ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში;

ზ) საკონტროლო ზონაში მდებარე ფერმიდან ღორების სპერმის, კვერცხუჯრედისა  და ემბრიონის  გატანის აკრძალვა;

თ) ფერმაში შესვლისას ან გამოსვლისას შესაბამისი ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა.

2. საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორთან შეთანხმების გათვალისწინებით, სააგენტოს შეუძლია სასაკლაოზე ტრასპორტირებულ და დაკლულ ღორებთან მიმართებაში არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4-მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, ასეთი ღორის ხორცის მარკირებასთან, მის შემდგომ გამოყენებასთან, დამუშავებული პროდუქტის საბოლოო  გამოყენების ადგილთან დაკავშირებით. 

3. თუ ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ზომები  გაგრძელდა 40 დღეზე მეტი, სააგენტოს შეუძლია ფერმის მფლობელის დასაბუთების შემდეგ დაუშვას ღორების ფერმიდან გაყვანა საკონტროლო ზონაში, რომელთა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს პირდაპირ:

ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ დაკვლის მიზნით;

ბ)  გადასამუშავებელ საწარმოში ან შესაბამის ადგილზე, სადაც ხდება ღორების დაუყოვნებლივ მოკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;

გ) გამონაკლის შემთხვევებში, დამცავი ზონის ან საკონტროლო ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა-ნაგებობებში.

4. ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული ზომების გამოყენება საკონტროლო ზონაში უნდა გაგრძელდეს:

ა) ინფიცირებული ფერმის გაწმენდის (გარეცხვის), დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის განხორციელებამდე;

ბ)  ფერმის ყველა ღორის კლინიკურ და ლაბორატორიულ შემოწმებამდე, აფრიკული ჭირის  შესაძლო გამოვლინების მიზნით.

5.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული პერიოდი შესაძლოა შემცირდეს 21 დღემდე, მე-3 პუნქტში მითითებული პერიოდი - 30 დღემდე და მე-5 პუნქტში მითითებული პერიოდი - 20 დღემდე, თუ გამოიყენება ინტენსიური ნიმუშის აღებისა და შემოწმების პროგრამა, რომელიც აფრიკული ჭირის არსებობის ეჭვის გამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემოწმებების   განხორციელება დაუშვებელია ინფიცირებული ფერმის წინასწარი დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის დასრულებიდან 40 დღის  გასვლამდე.


მუხლი 12. დასუფთავება, დეზინფექცია და ინსექტიციდებით დამუშავება
1. დასუფთავების, დეზინფექციის და ინსექტიციდებით დამუშავების პრინციპები და პროცედურებია:

 ა) დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის სამუშაოების განხორციელება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;

 ბ) აფრიკული ჭირის ვირუსის განადგურების მიზნით, გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებებისა და მათი კონცენტრაციების გამოყენება სააგენტოს ნებართვით;

გ) სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შემოწმება გამოყენებამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული კონკრეტული სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შესუსტება ხანგრძლივი შენახვის შედეგად; 

დ) სადეზინფექციო საშუალებების და დეზინფექციის პროცედურების შერჩევის განხორციელება შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და იმ ობიექტების ტიპის გათვალისწინებით, რომელიც უნდა დამუშავდეს;

ე) ცხიმის გამცლელი ნივთიერებების და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება ისეთ პირობებში, რომ ზიანი არ მიადგეს ან არ შემცირდეს აღნიშნული ნივთიერებების ეფექტურობა. კერძოდ, დაცული უნდა იყოს გამოსაყენებელო საშუალების თანმხლებ ინსტრუქციაში მითითებული პირობები, როგორიცაა: წნევა, მინიმალური ტემპერატურა და საჭირო საკონტაქტო დრო; 

ვ) გამოსაყენებელი საშუალების თანმხლებ ინსტრუქციაში მითითებული პირობებთან ერთად, შემდეგი საერთო წესების დაცვა: 

ვ.ა) სადენზიფექციო საშუალებებით ქვეშსაფენის და ფეკალური მასის სრული  გაჟღენთვა;

ვ.ბ) სადგომების დემონტაჟის შემდეგ მიწის, იატაკის, ჭერისა და კედლების, ასევე მოწყობილობებისა და ინსტალაციების გაწმენდა-გასუფთავება და ჯაგრისით გახეხვა;

ვ.გ) გაწმენდითი სამუშაოების დროს გამოყენებული წყლის გაუვნებელყოფა  ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული  აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი;

ვ.დ) წნევით სითხეებით წმენდისას, უკვე გასუფთავებული ნაწილის ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილება;

ვ.ე) სავარაუდოდ დაბინძურებული მოწყობილობის, დანადგარების  და საგნების   გაწმენდა, დეზინფექცია ან განადგურება;

ვ.ვ) დეზინფექციის დამთავრების შემდეგ, განმეორებითი დაბინძურების თავიდან  აცილება; 

ვ.ზ) დასუფთავებისა და დეზინფექციების პროცედურებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესახებ შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება დამოწმებული სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელიც უნდა ინახებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან.

2. ინფიცირებული ფერმების დასუფთავებისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია:

ა) წინასწარი გაწმენდა და დეზინფექცია, რომლის დროსაც:

ა.ა) ცხოველების მოკვლისას მიღებულ უნდა იქნას ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელება. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს დროებითი სადეზინფექციო მოწყობილობის დამონტაჟებას, დამცავი ტანსაცმლის, შხაპების უზრუნველყოფას, გამოყენებული მოწყობილობის, ინსტრუმენტების და შენობა-ნაგებობების გაწმენდას, ვენტილაციისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტას;

ა.ბ) მოკლული ღორების სხეულები უნდა გაიჟღინთოს სადეზინფექციო საშუალებებით;

ა.გ) ფერმიდან ღორების სხეულის გატანის აუცილებლობისას მათი დამუშავების მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნას დახურული და წყალშეუღწევადი კონტეინერები;

ა.დ) დამუშავების მიზნით, ღორების სხეულის გატანისთანავე, ფერმის ის ნაწილები, რომელშიც განთავსებული იყვნენ ეს ცხოველები და სხვა ადგილები, რომლებიც დაბინძურდა ღორების მოკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს, უნდა დამუშავდეს, ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად გამოსაყენებლად ნებადართული სადეზინფექციო საშუალებებით;  

ა.ე) ნებისმიერი ქსოვილი ან სისხლი, რომელმაც შეიძლება გამოჟონოს დაკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების ან შენობების, ეზოების, ჭურჭლის ან სხვ. მასობრივი დაბინძურების დროს, ფრთხილად უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს;

ა.ვ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები დამუშავებულ ზედაპირზე უნდა დარჩეს მინიმუმ 24 საათის განმავლობაში;

 ბ) საბოლოო გაწმენდა და დეზინფექცია, რომლის დროსაც:

ბ.ა) ნაკელი და ქვეშსაგები გატანილი და დამუშავებული უნდა იქნას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ბ.ბ) ცხიმი და ჭუჭყი მოცილებულ უნდა იქნას ყველა ზედაპირიდან ცხიმის მომცილებელი ნივთიერებების გამოყენებით და ზედაპირები უნდა დამუშავდეს  წყლით;

გ) წყლით გარეცხვის შემდეგ, დამატებითი სადეზინფექციო  საშუალებების შესხურება;

დ) შვიდი დღის შემდეგ, შენობა-ნაგებობების ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებით დამუშავება, წყლის გადავლება, სადეზინფექციო საშუალებების  შესხურება და განმეორებით წყლის გადავლება.

3. დაბინძურებული ქვეშსაგების, ნაკელისა და წუნწუხის დეზინფექციისას:

ა) ნაკელი და გამოყენებული ქვეშსაგები უნდა შეგროვდეს, შესხურდეს სადეზინფექციო საშუალებები და დაყოვნდეს არანაკლებ 42 დღის განმავლობაში ან განადგურდეს დაწვით ან მიწაში დამარხვით;

ბ) წუნწუხი დაყოვნებულ უნდა იქნას არანაკლებ 60 დღე დაინფიცირებული მასალის ბოლო დამატებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სააგენტო დაუშვებს შენახვის შემცირებულ ვადას წუნწუხისათვის, რომელიც დამუშავდა სახელმწიფო  ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად.

4. ღია ფერმების შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს გაწმენდის და დეზინფექციის სპეციალური პროცედურები ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, ფერმის ტიპისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.


მუხლი 13. ფერმაში ღორის რეპოპულაცია (აღწარმოება) ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემდეგ
1. დაუშვებელია ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული ფერმის ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება), ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი გასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან არანაკლებ 40 დღის განმავლობაში.

2. ღორის რეპოპულაციის (აღწარმოების) დროს, სადაც დაავადების გამოვლენა არ უკავშირდება გადამტანებს, გათვალისწინებული უნდა იქნას ფერმაში  გამოყენებული ღორების გამოზრდის ტექნოლოგია. ასეთ შემთხვევაში:

ა)  ღია ტიპის   ფერმაში,  ღორების  რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა მოხდეს ინდიკატორული ღორების შეყვანით, რომლებიც შემოწმებულია და გამოვლენილია აფრიკული ჭირის მიმართ ანტისხეულების არსებობის ნეგატიური შედეგი ან ღორები არიან იმ ფერმიდან, რომელიც არ ექვემდებარება რაიმე შეზღუდვას აფრიკულ ჭირთან დაკავშირებით. ინდიკატორული ღორები უნდა განთავსდეს სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად, ინფიცირებული ფერმის მთელ  ტერიტორიაზე.  ფერმაში განთავსებიდან 45 დღის შემდეგ, უნდა მოხდეს ნიმუშის აღება და შემოწმება ანტისხეულების არსებობაზე. არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ფერმა სეროლოგიური გამოკვლევებით უარყოფითი შედეგის მიღებამდე; თუ არცერთ ღორს არ განუვითარდა ანიტისხეულები აფრიკული ჭირის მიმართ, შესაძლებელი იქნება მათი სრული გამრავლება;

ბ) სხვა ტიპის ფერმებში ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში წარმოდგენილი საერთო რეპოპულაციის (აღწარმოების) საფუძველზე იმ პირობით, რომ:

ბ.ა) ყველა ღორი შეყვანილი იქნება 20 დღის განმავლობაში იმ ფერმებიდან, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვებს აფრიკულ ჭირთან დაკავშირებით;

ბ.ბ) განმეორებით გამრავლებულ კოლტში არსებული ღორები დაექვემდებარება სეროლოგიურ გამოკვლევას. ასეთი შემოწმებისათვის ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს ღორების ბოლო შეყვანიდან  45 დღის შემდეგ;

ბ.გ) ღორების გაყვანა არ მოხდება ფერმიდან სეროლოგიური გამოკვლევებით  უარყოფითი შედეგის მიიღებამდე.

3. იმ ფერმების შემთხვევაში, სადაც დაავადების გამოვლენა უკავშირდება გადამტანებს, რეპოპულაცია (აღწარმოება) არ უნდა მოხდეს არანაკლებ ექვსი წლის განმავლობაში, თუ:

ა) იმ შენობებში და ადგილებში, სადაც დაგეგმილია ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) და შესაძლებელია მათი კონტაქტი გადამტანთან, სათანადო ზედამხედველობის ქვეშ არ განხორციელდება სპეციალური სამუშაოები გადამტანების აღმოფხვრის მიზნით; 

ბ) არსებული გადამტანის არსებობა აღარ წარმოადგენს აფრიკული ჭირის გადატანის მნიშვნელოვან რისკს, რომლის შემდეგ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“  ქვეპუნქტით დადგენილი ზომები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ზომების გარდა, არცერთმა ღორმა არ უნდა დატოვოს ფერმა სრული რეპოპულაციის (აღწარმოების) შემდეგ, სანამ არ მიიღება უარყოფითი შედეგი აფრიკულ ჭირზე სეროლოგიური შემოწმებით. ფერმაში ღორებიდან ნიმუშის აღება ხდება სრული რეპოპულაციიდან (აღწარმოებიდან) 60 დღის შემდეგ.

5. სააგენტოს, ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის გათვალისწინებით, შეუძლია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, თუ დაავადების გამოვლენა არ უკავშირდება გადამტანებს და ფერმაში დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან გასულია ექვს თვეზე მეტი.

6. ამ წესის მე-5 მუხლში მითითებულ ფერმაში შინაური ცხოველების რეინტროდუქცია უნდა განხორციელდეს სააგენტოს ნებართვის საფუძველზე და გათვალისწინებული უნდა იყოს ინფექციის გავრცელების ან/და რეინტროდუქციის შედეგად გადამტანების არსებობის რისკი. 


მუხლი 14. ზომები აფრიკული  ჭირის არსებობის შესახებ ეჭვის მიტანის და დადასტურების  შემთხვევაში სასაკლაოზე ან  სატრანსპორტო საშუალებებში
1. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში აფრიკული ჭირის გაჩენაზე  ეჭვის მიტანისას, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დაავადების დადასტურება ან გამორიცხვა ლაბორატორიული გამოკვლევებით.

2. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში, აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში,  სააგენტომ უნდა უზრუნველყოს:

ა)  სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში მყოფი დაავადებაზე საეჭვო ყველა ღორის დაუყოვნებლივ მოკვლა;

ბ) ღორის სხეულ(ებ)ის, შინაგანი ორგანოების და ცხოველური ნარჩენის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;

გ) შენობების და მოწყობილობების, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება, დეზინფექცია და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექცია სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;

დ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;

ე) აფრიკული ჭირის გენეტიკური ტიპის დადგენა ლაბორატორიული გამოკვლევით.

3. ამ წესის მე-7 მუხლში მითითებული ზომები გამოიყენება კონტაქტურ ფერმებში და იმ ფერმებში, საიდანაც არიან ინფიცირებული ღორები ან მათი სხეულები. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები გამოიყენება  დაინფიცირებული ღორების ან მათი სხეულების წარმოშობის ფერმაში, თუ ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. დაუშვებელია სასაკლაოზე სხვა ცხოველის დაკვლა ან სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული დასუფთავების, დეზინფექციის და, საჭიროების შემთხვევაში, დეზინსექციის სამუშაოს დასრულებიდან არანაკლებ  24 საათის განმავლობაში.


მუხლი 15. ზომები გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის არსებობის ეჭვის  ან დადასტურების შემთხვევაში
1. სააგენტომ, გარეული ღორების სავარაუდო დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რომ აფრიკული ჭირის არსებობის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, გამოიკვლიონ და ლაბორატორიულად შეამოწმონ ყველა ნანადირევი და მკვდარი ღორის სხეული და   მიაწოდოს ინფორმაცია მფლობელებსა და მონადირეებს.

2. გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის პირველადი შემთხვევის  დადასტურებისთანავე, დაავადების გავრცელების აღსაკვეთად ან შესამცირებლად, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) შექმნას ექსპერტთა ჯგუფი ვეტერინარი ექიმების, მონადირეების, ბიოლოგების, ეპიდემიოლოგების შემადგენლობით, რომელიც სააგენტოს დაეხმარება:

ა.ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის შესწავლასა და დაინფიცირებული ზონის დადგენაში ამ წესის მე-16 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დებულებების მიხედვით;

ა.ბ) დაინფიცირებულ ტერიტორიაზე გამოსაყენებელი შესაბამისი ზომების განსაზღვრაში, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ პუნქტებისა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ნადირობისა და გარეული ღორის ხორცის საკვებად გამოყენების აკრძლავას;

ა.გ) აფრიკული ჭირის ლიკვიდაციის გეგმის შედგენაში;

ა.დ) აუდიტის ჩატარებაში, ინფიცირებული ტერიტორიიდან აფრიკული ჭირის ლიკვიდაციისათვის გატარებული ზომების ეფექტიანობის დადგენის მიზნით;

ბ) განსაზღვრულ დაინფიცირებულ ტერიტორიაზე არსებული ღორების ფერმები დაუყოვნებლივ აიყვანოს ზედამხედველობის ქვეშ, რომელის დროსაც: 

ბ.ა) მფლობელმა ყველა ფერმაში აღრიცხოს ყველა კატეგორიის ღორი და მოპოვებული ინფორმაცია მოთხოვნისთანავე წარადგინოს სააგენტოში. ღია ტიპის ღორების ფერმებში პირველი აღრიცხვა შეიძლება განხორციელდეს სავარაუდო შეფასების საფუძველზე;

ბ.ბ) უზრუნველყოფილ იქნეს ფერმაში არსებული ყველა ღორის გარეული ღორებისგან იზოლირება. დაუშვებელია გარეული ღორების წვდომა ისეთ მასალაზე, რომელიც შესაძლოა შემდგომ კონტაქტში იყოს ფერმის ღორებთან; 

ბ.გ) არცერთი ღორი არ იქნეს შეყვანილი და გამოიყვანილი ფერმიდან სააგენტოს ნებართვის გარეშე;

 ბ.დ) ფერმის და შენობების შესასვლელებში და გამოსასვლელებში მოეწყოს შესაბამისი, სადეზინფექციო ბარიერი, სადეზინფექციო ხალიჩები ან გამტარები და, საჭიროების შემთხვევაში, სადეზინფექციო საშუალებებთან ერთად გამოყენებულ იქნეს დეზინსექციის საშუალებები; 

ბ.ე) ფერმაში შემსვლელმა ყველა პირმა, აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, დაიცვას სათანადო ჰიგიენური ზომები;

ბ.ვ) ფერმაში აფრიკული ჭირის სიმპტომებით მკვდარი ყველა ღორიდან აღებული ნიმუში აფრიკული ჭირის ვირუსის დადგენის ან გამორიცხვის მიზნით გადაიგზავნოს ლაბორატორიაში;

გ) არ დაუშვას მოკლული ან მკვდარი გარეული ღორის ნაწილების, აგრეთვე ნებისმიერი მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შესაძლოა დაინფიცირებული იყოს აფრიკული ჭირის ვირუსით შეტანა ღორების ფერმაში;

დ) აკრძალოს ვაჭრობის მიზნით დაინფიცირებული ტერიტორიიდან ცოცხალი ღორების გაყვანა, მათი სპერმის, ემბრიონის ან კვერცხუჯრედის გატანა;

 ე)  უზრუნველყოს, რომ დაინფიცირებულ ტერიტორიაზე მონადირებული ან მკვდარი ყველა ღორი შემოწმდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ აფრიკული ჭირის არსებობაზე. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ღორის სხეული უნდა დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დასაშვებია გარეული ღორის ხორცის ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის. ნაწილები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, უნდა დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ; 

ვ) უზრუნველყოს ლაბორატორიული გამოკვლევით, აფრიკული ჭირის გენეტიკური ტიპის დადგენა.

3. იმ შემთხვევაში, თუ გარეულ ღორებში გამოვლინდება აფრიკული ჭირი სხვა  სახელმწიფოს ტერიტორიასთან ახლოს, აღნიშნულმა სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ დაავადების აღმოფხვრისათვის.


მუხლი 16. გარეული ღორების პოპულაციაში აფრიკული ჭირის აღმოფხვრის გეგმა
ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი ზომების თანახმად, სააგენტომ, გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის პირველადი შემთხვევის დადასტურებიდან მოკლე პერიოდში, უნდა შეიმუშაოს დაინფიცირებულ ტერიტორიაზე აფრიკული ჭირის აღმოფხვირსათვის საჭირო და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ფერმებში გამოსაყენებელი ზომების გეგმა, რომელიც შესაძლოა შესწორდეს სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვების, ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგების და აფრიკული ჭირის გავრცელების არეალის შესახებ;

ბ)  ინფიცირებული ზონის შესახებ, რომლის განსაზღვრისას სააგენტომ  უნდა გაითვალისწინოს:

ბ.ა) განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები და დაავადების  გავრცელების არეალი;

ბ.ბ) გარეული  ღორების პოპულაცია დაინფიცირებულ ზონაში;

ბ.გ) ბუნებრივი და ხელოვნური დაბრკოლებების არსებობა;

გ) ექსპერტთა ჯგუფის შესახებ;

დ) საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს მონადირეების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით სალიკვიდაციო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი  ზომების შესახებ;

  ე) მონადირებული ან ნაპოვნი მკვდარი გარეული ღორების ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე, გარეული ღორების პოპულაციაში აფრიკული ჭირის გავრცელების ფარგლების განსაზღვრისათვის განხორციელებული სპეციალური ზომების შესახებ;

ვ) ნადირობისათვის დადგენილ მოთხოვნების შესახებ, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;

ზ) მონადირებული ან ნაპოვნი მკვდარი გარეული ღორების მოცილების მეთოდების შესახებ, რომელიც ეფუძნება:

ზ.ა)  დამუშავებას სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ;

ზ.ბ) სახელმწიფო ვეტერინარის მიერ შემოწმებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ღორის სხეული მუშავდება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო უარყოფითი შედეგის შემთხვევაში - დაიშვება გარეული ღორის ხორცის ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის. ნაწილები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, უნდა დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;

თ) თითოეულ მოკლულ ან ნაპოვნ მკვდარ გარეულ ღორზე განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შესახებ, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია:

თ.ა.) იმ  არეალის შესახებ, სადაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი;

თ.ბ.) იმ თარიღის შესახებ, როდესაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი;

თ.გ.) იმ პირის შესახებ, რომელმაც იპოვნა მოკლული ცხოველი ან მოკლა;

თ.დ.) მკვდარი ღორის სხეულის მდგომარეობის შესახებ;

თ.ე.) ლაბორატორიული მონაცემების და შედეგების შესახებ;

ი) ზედამხედველობის პროგრამების ან პრევენციის ღონისძიებების შესახებ, რომელიც გამოიყენება განსაზღვრულ და ინფიცირებულ ტერიტორიაზე მდებარე ფერმებში და, საჭიროების შემთხვევაში, მის გარშემო, მათ შორის ტრანსპორტში, ინფიცირებულ ზონაში ან ზონიდან გადაადგილების ფარგლებში;

  კ) სხვა კრიტერიუმების შესახებ, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს განსაზღვრულ ზონაში დაავადების ლიკვიდაციისათვის მიღებული ზომების ხელშეწყობისათვის;

ლ) გეგმის განხორციელების მეთვალყურეობასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს შესახებ;

მ)  ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის მიერ სალიკვიდაციო გეგმის შედეგების რეგულარულად განხილვის  შესახებ;

ნ) დაავადების მონიტორინგის ღონისძიებების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს განსაზღვრულ ინფიცირებულ ზონაში გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის ბოლო დადასტურებული შემთხვევიდან არანაკლებ 12 თვის შემდეგ. აღნიშნული მონიტორინგის ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 12 თვის განმავლობაში და უნდა მოიცავდეს ამ მუხლის ,,ვ“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად უკვე განხორციელებულ ზომებს.


მუხლი 17. გადამტანის მეშვეობით აფრიკული ჭირის გავრცელების პრევენციის ზომები
1. ფერმაში აფრიკული ჭირის დადასტურების შემთხვევაში, თუ გადამტანის არსებობა შესაძლებელია ან საეჭვოა, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაინფიცირებული შენობა მისი გარემომცველი ტერიტორიით შემოწმდეს გადამტანების არსებობაზე, ფიზიკური შემოწმებით და, საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშების აღებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტერიტორიის ძველ შენობებსა და ჩრდილიან ადგილებს, სადაც გადამტანების არსებობისათვის პირობები ტენიანობისა და ტემპერატურის თვალსაზრისით ხელსაყრელია. გადამტანების გააქტიურების პერიოდია გვიანი გაზაფხული, ზაფხული და ადრეული შემოდგომა.

2. გადამტანის მოძიებისათვის გამოიყენება ორი მეთოდი:

 ა) ძიება ნიადაგში, ქვიშაში ან  მტვერში, რომელიც აიღება ქვებს შორის  ღრიჭოებიდან (ქვით ნაშენი ზონების შემთხვევაში), შენობების საძირკვლიდან, ფილების ქვეშ, კედლებში არსებული ცარიელი ადგილებიდან, ბზარებიდან ჯაგრისით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში ნიადაგი და ქვიშა უნდა გაიცრას. მატლების ძიებისას გამოიყენება გამადიდებელი შუშა;

ბ) ძიება  CO2 დამჭერების მეშვეობით, რომელიც უნდა განთავსდეს რამდენიმე საათის განმავლობაში ღორების ბაგაში, უმჯობესია ღამით და, სხვა შემთხვევაში, დღის სინათლისგან დაცულ ბნელ ადგილებში. დამჭერები იგება ისე, რომ გადამტანები საკმარისად მიუახლოვდეს CO2 წყაროს და შეუძლებელი იყოს მათი თავდაპირველ ადგილსამყოფელში დაბრუნება.

3. გადამტანების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, აფრიკული ჭირის ვირუსის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, ხდება გადამტანების  ლაბორატორიული გამოკვლევა და ფერმაში და ფერმის გარშემო ტერიტორიაზე იგეგმება შესაბამისი შემოწმების, მონიტორინგისა  და კონტროლის ღონისძიებები.

4. თუ შეუძლებელია გადამტანების კონტროლი, დაუშვებელია ღორების და საჭიროების შემთხვევაში სხვა შინაური ცხოველების შენახვა ფერმაში არანაკლებ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში. 


მუხლი 18. დიაგნოსტიკური პროცედურები და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები
1. დაავადების დიაგნოსტირების მიზნით, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნიმუშის აღება და გამოკვლევისათვის ლაბორატორიაში გადაგზავნა. 

2.  ლაბორატორიამ გამოკვლევისას უნდა გამოიყენოს კვლევის თანამედროვე სტანდარტები და მეთოდები. 

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი ქმედებების დროს დაცული უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების წესები.


მუხლი 19. საგანგებო გეგმა
1. სააგენტო ვალდებულია, აფრიკული ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში, შეადგინოს საგანგებო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს:  

ა) ეპიზოოტიის (ეპიდემიის) სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა;

ბ)  რეგიონებში ღორების მაღალი სიმჭიდროვის ზონები, დაავადების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფის საშუალებები;

გ) შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, პერსონალისა და ეპიზოოტიის (ეპიდემიის) სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის საჭირო ყველა სხვა მასალისადმი წვდომა;

დ) აფრიკული ჭირის ეპიზოოტიასთან (ეპიდემიასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების  კოორდინირებულად განხორციელების შესაძლებლობა; 

ე) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტური კამპანიის განხორციელების შესაძლებლობა;    

ვ)  ინსტრუქციული სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება აფრიკული ჭირის ეპიზოოტიის (ეპიდემიის) შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა პროცედურის, ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა;

ზ) ექსპერტთა ჯგუფების პერსონალით, საშუალებებითა და მოწყობილობებით, საკომუნიკაციო სისტემებით, მართვის ეფექტური და მკაფიო ქსელით უზრუნველყოფა.

3. პერსონალმა წელიწადში არანაკლებ ორჯერ უნდა გაიაროს ორგანიზებული, სიმულაციური სწავლებები აფრიკულ ჭირზე, მათ შორის საკომუნიკაციო ტექნიკის ათვისებას, ეპიზოოტოლოგიურ (ეპიდემიოლოგიურ) გამოკითხვას, კლინიკურ ნიშნებსა და ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით.  სწავლებებში ჩართული უნდა იყვნენ ვეტერინარები, სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფერმერები.

4. აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ განაახლოს საგანგებო გეგმა და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.


მუხლი 20. ექსპერტთა ჯგუფები
1. სააგენტოს მიერ იქმნება  ექსპერტთა მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც  დაეხმარება    სააგენტოს:

ა)  ეპიზოოტოლოგიურ (ეპიდემოლოგიურ) გამოკითხვაში;

ბ) ნიმუშის აღებასა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების გაანალიზებაში (ინტერპრეტაციაში);

გ)  დაავადების კონტროლის ზომების განსაზღვრაში;

დ) სხვა საკითხების განხორციელებაში.

2. დასაშვებია სააგენტოს მიერ ექსპერტთა ჯგუფის ფუნქციისა და მოვალეობების შესახებ დამატებითი კრიტერიუმებისა და მოთხოვნების განსაზღვრა.