კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30/09-4
დოკუმენტის მიმღები კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 30/09/2014
დოკუმენტის ტიპი კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30/09-4
30/09/2014
ვებგვერდი, 30/09/2014
240140000.41.046.016004
კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/2014 - 26/10/2020)

 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №30/09-4

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11მუხლის მე-2 პუნქტის, 171 მუხლის მე-4 პუნქტისა და  34-ე მუხლის მე-61 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული,,კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი“.

 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ბარაბაძე



კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი (შემდგომში „წესი“) შემუშავებულია ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) შესაბამისად.

2. ამ წესის  მიზანია:

ა) შესაბამის სასაქონლო  ბაზარზე კონცენტრაციის ცვლილების შეფასება, შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის ზღვრული ოდენობის, შეტყობინებისა და განხილვის პროცედურების განსაზღვრა;

ბ) ეკონომიკურ აგენტთა ისეთი კონცენტრაციების დაუშვებლობა, რომლებიც ზღუდავენ ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე;

გ)   შეტყობინების წარდგენის ფორმების განსაზღვრა;

დ) კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

3. ამ წესით დგინდება:

ა) სსიპ  კონკურენციის სააგენტოსათვის (შემდგომში  „სააგენტო“) წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას (შემდგომში „შეტყობინება“) დაქვემდებარებულიკონცენტრაციების კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების ზღვრული ოდენობა და  მათი გამოთვლის წესი;

ბ) შეტყობინების წარდგენის წესი  და  განხილვის პროცედურები.


მუხლი 2. შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაცია

 

1. შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაცია დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. სააგენტოს  უარყოფითი გადაწყვეტილება ეკონომიკური აგენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

 

 


მუხლი 3. შეტყობინების ვალდებულების განმსაზღვრელი კრიტერიუმები
სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე ეკონომიკური აგენტები აკმაყოფილებენ ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი ეკონომიკური აგენტიდან თითოეულის  წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აქტივების ჯამური ღირებულება აღემატება 10 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი ეკონომიკური აგენტიდან თითოეულის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აქტივების ღირებულება აღემატება 4 მილიონ ლარს.


მუხლი 4.  ეკონომიკური აგენტების წლიური ბრუნვის გამოთვლა

 

1. ერთობლივი წლიური ბრუნვა უნდა მოიცავდეს კონცენტრაციის მონაწილეთა შეტყობინების წინა საფინანსო წლის მონაცემებით პროდუქციის, საქონლის/მომსახურების გაყიდვებიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალს დღგ-ს, ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული სხვა გადასახადებისა და ფასდათმობების გამოკლებით.

 2. თუ კონცენტრაცია ეხება ერთი ან რამდენიმე საწარმოს ნაწილის ან ნაწილების შეძენას, მიუხედავად იმისა ისინი დამოუკიდებელი ერთეულები არიან თუ არა, კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი წლიური ბრუნვის გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ საწარმოთა კონცენტრაციას დაქვემდებარებული ნაწილის/ნაწილების შესაბამისი ბრუნვა, შესაბამისი ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების საფუძველზე.

3.  კონცენტრაციის მონაწილე საწარმოს ბრუნვის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ერთეულების ერთობლივი წლიური ბრუნვა:

ა)  კონცენტრაციაში მონაწილე პირი;

ბ)კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოთა მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებადი ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მაკონტროლებელი საწარმოები;

გ) სხვა საწარმოები, რომელთაც აკონტროლებს საწარმო, რომელიც ახორციელებს კონტროლს შერწყმის მონაწილე საწარმოზე;

დ)  საწარმოები რომლებიც იმყოფებიან კონცენტრაციის მონაწილე საწარმოთა ერთობლივი კონტროლის ქვეშ.

4. უცხოური კომპანიის მონაწილეობით განხორციელებული კონცენტრაციის მონაწილეთა ჯამური წლიური ბრუნვის გამოთვლისას გაითვალისწინება ამ კომპანიის  მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციები.


მუხლი 5. შეტყობინების წარმდგენი პირი

 

შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება:

ა)  შეძენის შემთხვევაში  შემძენ (კონტროლის უფლების მომპოვებელ) პირს;

ბ) შერწყმების/გაერთიანების შემთხვევაში კონცენტრაციის ყველა მონაწილეს- ცალ-ცალკე, ან ერთობლივად შესაბამისი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

 


მუხლი 6. შეტყობინების ვადა

 

1. კონცენტრაციის მონაწილეებს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობათ კონკურსის/აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს კონცენტრაციის ფაქტობრივ განხორციელებამდე (მარეგისტრირებელ ორგანოში მის რეგისტრაციამდე).

 2. კონცენტრაციის მონაწილეებს შეტყობინებისვალდებულებაწარმოეშობათ შესაბამისი შეთანხმების გაფორმებამდე.

3. თუ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის მოპოვება ხდება ერთზე მეტი ტრანზაქციის საშუალებით, უწყვეტი სამი კალენდარული წლის განმავლობაში,  კონტროლის მომპოვებელ ეკონომიკურ აგენტს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობა იმ ტრანზაქციის უშუალო განხორციელებამდე,  რომლითაც ხდება კონტროლის მოპოვება.


მუხლი 7. შეტყობინების წარდგენის წესი

 

1. პირმა შეტყობინება სააგენტოს უნდა წარუდგინოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით სრულყოფილად შევსებული დანართი №1-ის შესაბამისად, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონცენტრაციაში მონაწილე სუბიექტების შესახებ, კონცენტრაციის მონაწილე სუბიექტთა მახასიათებლებს, ზოგადი ინფორმაცია კონცენტრაციის შესახებ, კონცენტრაციის დეტალურ აღწერას, დამატებით შენიშვნებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ  დანართ N1-ს თან ერთვის შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) კონცენტრაციის ყველა მონაწილე ეკონომიკური აგენტის ან/და მაკონტროლებელი პირის მფლობელობაში არსებული საწარმოების,  აგრეთვე იმ საწარმოების ჩამონათვალის შესახებ რომელშიც მათ რაიმე ფინანსური ინტერესი გააჩნიათ;

ბ) კონცენტრაციის თითოეული  მონაწილე საწარმოს მიერ უკანასკნელი საფინანსო წლის განმავლობაში წარმოებული, შეძენილი და  რეალიზებული საქონლის/მომსახურების მოცულობა ასორტიმენტის მიხედვით;

გ) უკანასკნელი საფინანსო წლის მონაცემები კონცენტრაციის თითოეული  მონაწილე საწარმოს ძირითადი მომწოდებლებისა და  შემსყიდველების/მომხმარებლების  შესახებ.


მუხლი 8. შეტყობინების განხილვის პროცედურა

 

1. შეტყობინების მიღების შემდეგ სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად,  ამოწმებს  მის შესაბამისობას ამ წესის  მე-7 მუხლის მოთხოვნებთან.

 2. თუ შეტყობინება შეესაბამება ამ წესის  მე-7 მუხლის მოთხოვნებს, სააგენტო შეისწავლის მის კანონთან შესაბამისობას და ერთი თვის ვადაში  იღებს  გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის ან  დაუშვებლობის/აკრძალვის შესახებ,  კერძოდ:

  ა) თუ სააგენტო დაადგენს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა კანონისა და ამ წესის რეგულირების სფეროში, მაგრამ არსებითად არ ზღუდავს ეფექტურ კონკურენციას ქვეყნის სასაქონლო/მომსახურების ბაზარზე ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე, იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობასთან დაკავშირებით;

 ბ) თუ სააგენტო დაადგენს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია ექცევა კანონისა და ამ წესის რეგულირების ქვეშ და არსებითად ზღუდავს ეფექტურ კონკურენციას საქართველოს (ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის) სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე და რომლის შედეგია დომინირებული მდგომარეობის მოპოვება ან გაძლიერება, იღებს გადაწყვეტილებას მისი დაუშვებლობის/აკრძალვის შესახებ;

3. საქმის სირთულიდან გამომდინარე ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 კვირით. აღნიშნულის შესახებ,  შეტყობინების წარმდგენ პირს  წერილობით უნდა ეცნობოს ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე.      დადგენილ ვადაში პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად ჩაითვლება.

4.  სააგენტო მარეგისტრირებელ ორგანოს უგზავნის ამ მუხლით გათვალისწინებული  გადაწყვეტილების ასლს,  მიღებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში.

 


მუხლი 9. კონცენტრაციის განხორციელების დაუშვებლობა

 

ეკონომიკურ აგენტებს ეკრძალებათ განახორციელონ კონცენტრაცია ან მიიღონ ისეთ კონცენტრაციაში მონაწილეობა, რომელიც ექცევა  კანონის რეგულირების ქვეშ და რომლის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება არ მიუღია,  კანონის 11¹  მუხლის მე-3 პუნქტითა და ამ წესის მე-8  მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით  გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.

        


მუხლი 10. ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება

 

სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს, რომელიც კონცენტრაციის შედეგად მოიპოვებს დომინირებულ მდგომარეობას,  კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მოსთხოვოს ინფორმაციის მიწოდება (მაგრამ არაუმეტეს წელიწადში ერთხელ) იმ გარიგებებზე, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს კონკურენცია შესაბამის ბაზარზე.

 


მუხლი 11. სააგენტოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნება
1. სააგენტოს გადაწყვეტილებები, რომლებსაც იგი ამ წესის საფუძველზე იღებს, ექვემდებარება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას - მიღებიდან 7 დღის ვადაში.

2. სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების დროს დაცული უნდა იყოს სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული ან საგადასახადო საიდუმლოება.



დანართი №1

შეტყობინება ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის თაობაზე

 

  1. ზოგადი მონაცემები

მონაწილე სუბიექტები

ა)ეკონომიკური აგენტის სახელწოდება,

ბ)საიდენტიფიკაციო კოდი,

გ) იურიდიული მისამართი,

დ) საქმიანობის სფერო

ე) საკონტაქტო პირი და მისი საკონტაქტო მონაცემები (e-mail, Tel)

1.

2.

3.

4.

5.

 

  1. ზოგადი ინფორმაცია კონცენტრაციის შესახებ

კონცენტრაციის  ფორმა

კონცენტრაციის მიზანი

კონცენტრაციიდან გამომდინარე,  უახლოესი ერთი წლის გეგმა

 

 

  1. მონაწილე სუბიექტთა მახასიათებლები

ა) ეკონომიკურ  აგენტზე საკუთრების უფლებით მოსარგებლენი

 

 ბ) მონაწილე სუბიექტთან რაიმე ფორმით დაკავშირებული ეკონომიკური აგენტები

 

გ) ,,ა“ და ,,ბ“  პუნქტებში აღნიშნული მონაცემების ამსახველი სქემა/დიაგრამა  დანართის სახით (მიუთითეთ დანართის ნომერი)

 

დ) მიუთითეთ თქვენ მიერ აღნიშნული ეკონომიკური აგენტებიდან რომლები საქმიანობენ გაცხადებული შერწყმისთვის შესაბამის ბაზარზე

 

 ე) მიუთითეთ დანართის სახით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის მიერ შეძენილი წილები ,,დ“ პუნქტში მითითებულ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისაგან.

 

ვ)  მიუთითეთ წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ბრუნვის მოცულობა ,,ვ.1“ ქვეყნის შიდა ბაზარზე ,,ვ.2.“ საერთაშორისო ბაზარზე (შიდა ბაზრის ჩათლით)

შენიშვნა: თუ პირის სამეწარმეო  საქმიანობა წინა სამეურნეო წლისათვის არასრულია ან ახალი დაწყებულია (12 თვეზე ნაკლებია) მაშინ სამეწარმეო საქმიანობის დაწყებიდან შეტყობინების  შევსებამდე არსებული ფინანსური ანგარიში;

 

 

1.   

2

3

4

5

 

 

  1. კონცენტრაციის დეტალური აღწერა

მიუთითეთ:

  • ბაზრის საზღვრები (პროდუქციული, გეოგრაფიული ან დროის კუთხით შესაბამისი) აღნიშნული შერწყმისათვის;
  • მეთოდი, რომლითაც იხელმძღვანელეთ შესაბამისი ბაზრის განსაზღვრისას;
  •  რა მიზნით ხორციელდება აღნიშნული შერწყმა და რას გეგმავს შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტი (მისი უახლოესი 24 თვის ეკონომიკური და ბიზნეს გეგმები);
  •  რა შედეგებს მოიტანს კონცენტრაცია ბაზარზე;
  • კონცენტრაციის დადებითი და უარყოფითი ზეგავლენების შესახებ ინფორმაცია
  • გაქვთ თუ არა რაიმე სახის იურიდიული და ეკონომიკური კვლევა, რომელიც შეიძლება იძლეოდეს კვალიფიციურ პასუხს ზემოაღნიშნულ შეკითხვებზე (კვლევის შემთხვევაში დაურთეთ იგი შეტყობინებას დანართის სახით);
  • მინიმუმ ხუთი საკითხი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტაზე და რაზეც უნდა  იქნეს თქვენი აზრით სააგენტოს მიერ ყურადღება გამახვილებული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  1. დამატებითი შენიშვნები

(მიუთითეთ ზემოთ აღნიშნული მონაცემების გარდა, თქვენს ხელთ არსებული სხვა ინფორმაცია ან შენიშვნა, რომელიც,თქვენი აზრით, შეიძლება მნიშვნელოვანი  იყოს გადაწყვეტილების მიღებისას)

 

   

  

       ვადასტურებთ, რომ შეტყობინებაში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩვენთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  სამართლებრივი შედეგების შესახებ.

 

მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა წარმომადგენლების ხელმოწერა:

  1. ----------------
  2.  ----------------
  3. ----------------
  4. ----------------
  5. ----------------

 

შეტყობინების შემომტანი პირის  ხელმოწერა:

თარიღი: