თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე

თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30/09-2
დოკუმენტის მიმღები კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 30/09/2014
დოკუმენტის ტიპი კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30/09-2
30/09/2014
ვებგვერდი, 30/09/2014
240140000.41.046.016002
თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/2014 - 22/10/2020)

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №30/09-2

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის, 331-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 34-ე მუხლის 61-ე პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ბარაბაძე

თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესი

მუხლი 1. მიზანი
თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესის (შემდგომში - წესი) მიზანია ხელი შეუწყოს კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების გამოვლენას და მათში მონაწილე ეკონომიკური აგენტების ჩართვას შესაბამის სასაქონლო ბაზარზე კონკურენტული გარემოს განვითარების პროცესში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წესის მიზნებისათვის, აქ გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  პირი - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“)  მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური აგენტი;

 ბ) განაცხადი - პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის  მიერ სსიპ -კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში „სააგენტო“) ზეპირად ან წერილობით წარმოდგენილი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობაზე;

გ) თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი - პირისათვის პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი იმუნიტეტის მინიჭება.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. თანამშრომლობის პროგრამის შინაარსი
1. თანამშრომლობის პროგრამა გულისხმობს პირის სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი აღიარებს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას და ერთდროულად აკმაყოფილებს კანონითა და ამ  წესით დადგენილ პირობებს.

2. კანონისა და ამ წესის მიზნებისათვის, პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გულისხმობს კანონის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმისაგან მის სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას.

მუხლი 4. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების კლასიფიკაცია
1. თანამშრომლობის პროგრამით  გათვალისწინებული შეღავათი შეიძლება იყოს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის.

2. პირველი კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 100%-ით.

3. მეორე კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 20%-დან  50%-მდე.

4. მესამე კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის  პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 20%-მდე.

მუხლი 5. თანამშრომლობის პროგრამით მოსარგებლე პირი
1. თანამშრომლობის პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც აღიარებს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან  ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას.

2. კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირებს შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.

მუხლი 6. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის პირობები
1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობა და ამ პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა შეუძლია ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს თუ იგი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) სააგენტოს ზეპირად ან/და წერილობით მიაწვდის მისთვის ცნობილ ინფორმაციას და, თუ შესაძლებელია – მტკიცებულებასაც, კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან  ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების შესახებ, მანამ, სანამ ეს ინფორმაცია სააგენტოსთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;

ბ) საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს სააგენტოსთან.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამშრომლობის ფარგლებში პირი ვალდებულია:

ა) შეწყვიტოს კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობა, ან გააგრძელოს იგი მხოლოდ სააგენტოს თანხმობითა და მის მიერ მითითებული ვადით;

ბ) არ გაანადგუროს საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები;

გ) არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება გაუწიოს სააგენტოს საქმის მოკვლევის პროცესში.

მუხლი 7. განაცხადის წარდგენის პირობები
1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ სააგენტოში  წარმოდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ხელმოწერა);

ბ) პირის მონაცემები (სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ელექტრონული ფოსტა და ხელმძღვანელი პირი);

გ) კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან  ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილე სხვა პირების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;

დ)  კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან  ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების დეტალური აღწერა, რომელიც მოიცავს:

დ.ა) იმ პროდუქციულ და გეოგრაფიულ ბაზარს, რომელსაც ამ  შესაძლო კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებით მიადგა/ადგება ზიანი;

დ.ბ) შესაძლო კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ხანგრძლივობას.

ე) მტკიცებულებები სავარაუდო სამართალდარღვევის თაობაზე;

ვ) ინფორმაცია სააგენტოში ან სხვა ქვეყნის შესაბამის უწყებაში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მის მიერ წარდგენილი სხვა განაცხადების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. განაცხადს თან უნდა ერთოდეს მისი წარმდგენი ფიზიკური პირის  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. სააგენტოში განაცხადის წარმოდგენა ხდება ინდივიდუალურად, კონკრეტული პირის სახელით.

4. ორი ან მეტი პირის მიერ სააგენტოში განაცხადის  ერთობლივად წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადის წარმდგენ პირებს შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ მესამე კატეგორია.

5. პირი  წერილობით განაცხადს სააგენტოში წარმოადგენს დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 8. განაცხადის წარდგენის პროცედურა
1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით პირი მიმართავს სააგენტოს განაცხადით და წარუდგენს მას ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციას.

2. დასაშვებია განაცხადის ელექტრონული ფორმით ან ფაქსით წარდგენა სააგენტოში, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 მუხლის მოთხოვნებს.

3. პირის მიერ სააგენტოსათვის ზეპირი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომლის მიერ დგება ოქმი, რომელშიც აისახება პირის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი ინფორმაცია და დანართის სახით დაერთვის შესაბამისი მტკიცებულებები. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი სააგენტოს თანამშრომელი და განაცხადის წარმდგენი პირი. ზეპირი განაცხადის მიღების დროდ ჩაითვლება ოქმის შედგენის დაწყების დღე და საათი.

4. პირის მიერ სააგენტოში ზეპირი განაცხადის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში,ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შედგენილ ოქმს დაერთვება პირის მიერ გაკეთებული ზეპირი განაცხადის აუდიოჩანაწერი.

5. პირს უფლება აქვს სააგენტოში ოფიციალური განაცხადის წარდგენამდე მიმართოს მას ანონიმურად და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამის შესახებ.

6. განაცხადის  მიღების შემდეგ სააგენტო გასცემს წერილობით ცნობას მისი მიღების შესახებ, მიღების თარიღისა და დროის მითითებით.

7. სააგენტო განაცხადს იხილავს მისი შემოტანის დროის თანმიმდევრობით (შემოტანის თარიღის შესაბამისი რიგითობით).

8. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, პირს წერილობით ეცნობება აღნიშნულის თაობაზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრავება ვადა 10 სამუშაო დღის ოდენობით. პირის მოთხოვნით, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 10 სამუშაო დღით.

9. პირის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტო მას უარს ეუბნება თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის პირობითი სტატუსის მინიჭებაზე,  რაც პირს არ ართმევს უფლებას ხელახლა წარადგინოს განაცხადი სააგენტოში.

10. თუ სააგენტო დაადგენს, რომ  განცხადების წარმდგენი პირი  ასრულებს ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, მას წერილობით ატყობინებს მისთვის თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსის მინიჭების შესახებ.

11. თუ სააგენტო დაადგენს, რომ პირობითი სტატუსის მქონე  პირი არ ასრულებს ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, წერილობით ატყობინებს მას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსის მოხსნის თაობაზე.

12. პირს უფლება აქვს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს განაცხადი. განაცხადის უკან გახმობის მიუხედავად, სააგენტო იტოვებს პირის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და მტიცებულებებს  ბაზრის ანალიზის, მონიტორინგისა და საქმის მოკვლევისათვის საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.

13. თუ განაცხადი შეიცავს შესაბამის ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს  სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი კანონის შესაბამისად.

14. თუ სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი იძლევა შესაძლებლობას, სააგენტო იწყებს საკუთარი ინიციატივით საქმის მოკვლევას.

მუხლი 9. გადაწყვეტილება ჯარიმისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ
1. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში,  პირის კანონით დადგენილი ჯარიმისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ  გადაწყვეტილებას სააგენტო ღებულობს საქმის მოკვლევის დასრულებისთანავე.  გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო აფასებს პირის მიერ ამ წესით დადგენილი პირობების შესრულებას.

2. პირველი კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს,  რომელიც რიგით პირველი შეიტანს განაცხადს სააგენტოში კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან  ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმებაში მონაწილეობის  თაობაზე და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი.

3. მეორე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც რიგით მეორე შეიტანს განაცხადს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან  ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იქნება  განაცხადის შემომტანი რიგით პირველი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად  არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი.

4. მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, თუ ის არის რიგით მესამე და შემდეგი და ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელიც(რომლებიც) შეიტანს განაცხადს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან  ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება უფრო ადრე გაცხადებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი.

5. პირს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი უუქმდება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოსთვის აშკარა გახდა, რომ პირის  მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ან იგი არ აკმაყოფილებს კანონითა და ამ წესით დადგენილ  მოთხოვნებს.

6. იმ პირის  კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი, რომელსაც მოეხსნა სტატუსი ან რომელმაც უკან გაიხმო განაცხადი, მიენიჭება რიგში მის შემდგომ მყოფ პირს.

მუხლი 10. კონფიდენციალურობის დაცვა
1. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.

2. განაცხადის შემომტანი პირის ვინაობა კონფიდენციალურია სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის განხორციელების  შემდგომ  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

დანართი №1
განაცხადი თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე

  1. ინფორმაცია განაცხადის შემომტან პირზე:

ა) პირი:

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა:__________________________________________

საფირმო სახელწოდება:_______________________________________________

 საიდენტიფიკაციო კოდი:___________________

იურიდიული მისამართი:_____________________________________________

ელექტრონული ფოსტა:____________________________

ხელმძღვანელი პირი:________________________________________________

ბ) განაცხადის შემომტანი ფიზიკური პირი:

სახელი, გვარი:  ___________________________________________________

 პირადი ნომერი: ___________________

 ფაქტობრივი მისამართი:____________________________________________

ტელეფონის ნომერი:__________________

2. კანონის მე-7 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან  ,,ვ“ ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევის შესახებ ინფორმაცია:

ა) შესაძლო კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილე პირები (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი)

____________________________________________________________________

ბ) შესაბამისი პროდუქციული ბაზარი  (მაქსიმალურად დაკონკრეტებული):

_____________________________________________________________________

გ) შესაბამისი გეოგრაფიული ბაზარი:____________________________________

____________________________________________________________________

დ) მტკიცებულებები:

მტკიცებულება N1:____________________________________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

მტკიცებულება N2:_____________________________________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

მტკიცებულება N3:_____________________________________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

მტკიცებულება N4:____________________________________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

ე) კანონის მე-7 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა“, ,,გ“ ან  ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავარაუდო დარღვევის აღწერა:

___________________________________________________________________

ვ) შესაძლო კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების

ხანგრძლივობა:______________________________________________________

___________________________________________________________________

ზ) საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი

ინფორმაცია:________________________________________________________

___________________________________________________________________

___________________________________________________________________

___________________________________________________________________

___________________________________________________________________

___________________________________________________________________

___________________________________________________________________

___________________________________________________________________

3. ინფორმაცია სააგენტოში ან სხვა ქვეყნის შესაბამის უწყებაში  თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში  წარდგენილი სხვა განცხაის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

______________________________________________________

4. დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

___________________________________________________________________

___________________________________________________________________

__________________________________________________________________

თარიღი(წელი, რიცხვი, თვე, საათი, წუთი):_________________________

ხელმოწერა: _______________________________________________________