განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების დამტკიცების თაობაზე

განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30/09-1
დოკუმენტის მიმღები კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 30/09/2014
დოკუმენტის ტიპი კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30/09-1
30/09/2014
ვებგვერდი, 30/09/2014
240140000.41.046.016001
განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების დამტკიცების თაობაზე
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/2014 - 23/10/2020)

 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №30/09-1

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების დამტკიცების თაობაზე

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის მე-4  პუნქტის, 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის და 34-ე მუხლის მე-61 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „განცხადებისა და საჩივრის ფორმები, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები“ თანდართული ფორმით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ბარაბაძე



განცხადებისა და საჩივრის ფორმები, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. შესავალი დებულებები
1. განცხადებისა და საჩივრის ფორმები, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები   (შემდგომში ,,პროცედურა“) შემუშავებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის  (შემდგომში „კანონი“)  შესაბამისად.

2. ეს პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში “სააგენტო”) წარსადგენი განცხადების და საჩივრის ფორმებს, მათი წარდგენის წესს, დასაშვებობის პროცედურებსა და ვადებს.

3. პროცედურის მიმართ გამოიყენება კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი  და სხვა ნორმატიული აქტები.

 


მუხლი 2.  განმცხადებლის/მომჩივანის უფლებები და ვალდებულებები
1. განმცხადებელი/მომჩივანი ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.  

2. განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს სააგენტოს მიაწოდოს საქმესთან დაკავშირებული საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები.

3. განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს ჰყავდეს ადვოკატი ან/და წარმომადგენელი.

4. განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. განმცხადებელმა/მომჩივანმა შეიძლება განაცხადოს აცილება სააგენტოს თანამშრომლის მიმართ, განცხადების/საჩივროს განხილვის  ნებისმიერ ეტაპზე.

6. განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს სააგენტოში წარმოდგენილი განცხადება/საჩივარი. სააგენტო უფლებამოსილია განცხადების/საჩივრის გახმობამდე  წარმოდგენილი ინფორმაცია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით მოკვლევის წარმოებისთვის.

 


მუხლი 3. აცილების საფუძვლები
1. მომჩივანს, რომლის საქმეც იხილება, უფლება აქვს აცილება მისცეს სააგენტოს იმ თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.

2. აცილების საფუძველია კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის არსებობა.

3.  აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე.

4. კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო ახორცილებს საქმის მოკვლევას, სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს თვითაცილება.


მუხლი 4.    საჯარო  და კონფიდენციალური ინფორმაცია
1. სააგენტოს მიერ განცხადების/საჩივრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და კვლევები საჯაროა, გარდა კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციისა.

2. კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 


თავი II
განცხადებისა და საჩივრის წარმოებაში მიღება

მუხლი 5. განცხადებისა და საჩივრის წარდგენის წესი და ფორმა
1.  პირმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად შევსებული  განცხადება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:  

 ა) განმცხადებლის ვინაობას,  მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას;

 ბ) ინფორმაციას ან/და მტკიცებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევში) იმის შესახებ, რომ  ირღვევა კანონი;

 გ) განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში;

დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას.

  2.  ეკონომიკურმა აგენტმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს დანართი N2-ის შესაბამისად შევსებული საჩივარი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) საჩივრის წარმდგენი პირი (ვინაობა, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);

ბ) საჩივრის წარმდგენი პირის წარმომადგენელი (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი);

გ)  მოპასუხე ეკონომიკური აგენტი (სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, საკონტაქტო მონაცემები);

დ) საჩივრის სახე, საქმის დეტალური აღწერა. ასევე,  გარემოებები და მტკიცებულებები კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, რის შედეგადაც მას უშუალოდ ადგება/მიადგა ქონებრივი ზიანი;

ე)   შენიშვნები და დამატებები;

ვ)   საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში;

 ზ)  საჩივრის წარდგენის თარიღსა და მომჩივანის ხელმოწერას.

 3. განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება სააგენტოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.


მუხლი 6. განცხადებისა და საჩივრის განსახილველად მიღება
1. სააგენტო   განცხადების/საჩივრის მიღებიდან  3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების/საჩივრის ამ პროცედურის მე–5 მუხლისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. თუ წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონითა და ამ პროცედურის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის დებულებები.

3. განცხადება/საჩივარი, რომლებიც ეხება რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს, გადაეგზავნება შესასწავლად შესაბამის მარეგულირებელ კომისიებს.


მუხლი 7. განცხადების/საჩივრის დასაშვებობა
1. სააგენტო განცხადებას/საჩივარს შეისწავლის მისი შემოსვლიდან 30 დღის ვადაში. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15  დღით. აღნიშნულ ვადაში სააგენტოს გამოაქვს გადაწყვეტილება საჩივრის/განცხადების  დასაშვებად ცნობის თაობაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება  განმცხადებელს/მომჩივანს.

2. განცხადების განსახილველად მიღების შემდეგ, სააგენტო განსაზღვრავს შესაბამის ეკონომიკურ აგენტს/აგენტებს და 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განცხადების შესახებ და აძლევს შესაძლებლობას   წარმოადგინოს განცხადების თაობაზე  შენიშვნები/მოსაზრებები.

3. სააგენტო ვალდებულია საჩივრის განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო დღეში  აცნობოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს შემოსული საჩივრის შესახებ და განუსაზღვროს  ვადა შენიშვნების/მოსაზრებების წარმოდგენისათვის ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია წარადგინოს  შენიშვნები/მოსაზრებები საჩივრის თაობაზე, სააგენტოს მიერ მითითებულ დროში.

4. სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს განმცხადებელს ან/და მომჩივანს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ვადა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.

5. განმცხადებლის ან/და მომჩივანის მიერ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის განახლების საფუძველია.

 


თავი III
ინფორმაციის ან/და მტკიცებულების გამოთხოვა

მუხლი 8. სააგენტოს მიერ ინფორმაციის ან/და მტკიცებულების გამოთხოვის უფლება
1. სააგენტო უფლებამოსილია განცხადებელს ან/და მომჩივანს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება, რომელიც ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი  გარემოებების დადგენას.

2. ინფორმაციის ან/და მტკიცებულების მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე და მისი გასაჩივრების შესაძლებლობებზე და ვადებზე.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით  განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, გააგრძელოს დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენის ვადა.


მუხლი 9.    ინფორმაციის ან/და მტკიცებულების  მიწოდება
ინფორმაცია ან/და მტკიცებულება ითვლება მიწოდებულად, თუ ამ პროცედურის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით  განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად წარედგინა სააგენტოს მის ოფიციალურ მისამართზე (ცალკეულ შემთხვევებში, ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე).

 


მუხლი 10. ინფორმაციის ან/და მტკიცებულების მიუწოდებლობა
1. ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება:

ა) მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის მიწოდება;

ბ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება;

2. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება მე-8 მუხლით განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.


მუხლი 11. ინფორმაციის ან/და მტკიცებულების მიუწოდებლობის შედეგები
ინფორმაციის ან/და მტკიცებულების ამ პროცედურით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა არის განცხადების/საჩივრის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველი.

თავი IV
სააგენტოს გადაწყვეტილება და გასაჩივრების წესი

მუხლი 12. სააგენტოს გადაწყვეტილება 
1. განცხადების/საჩივრის საფუძველზე სააგენტოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას განცხადების/საჩივრის დასაშვებად ცნობის ან ცნობაზე უარის თქმის  შესახებ ამ პროცედურის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

2. განცხადების/საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არის სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველი.

3. განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარი ან მათ საფუძველზე წარმოებული  მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების არსებობა არის, იმავე საკითხზე ან იმავე საფუძვლით ერთი და იმავე პირის მიერ განმეორებით შემოტანილი განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველი თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება.

 


მუხლი 13. გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
სააგენტოს გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით დადგენილი წესით.


დანართი №1

განცხადება

 

  1. ზოგადი მონაცემები

განცხადების წარმომდგენი პირი:

  • სახელი, გვარი:

 

  • მისამართი;

 

  • ტელეფონის ნომერი:

 

 

  1. ინფორმაცია

(სავარაუდო დარღვევის თაობაზე)

 

 

  1. საქმის დეტალური აღწერა

   (მიუთითეთ ყველა ინფორმაცია დაწვრილებით, რაც გაგაჩნიათ აღნიშნულ შემთხვევასთან  დაკავშირებით, დაასაბუთეთ თქვენი მსჯელობა ფაქტებითა და არგუმენტებით)

 

 

 

 

 

  1. მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  1.  
  1.  
  1.  
  1.  
  1.  
  1.  
  1.  

 

 

 

 

  1. განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • დასახელება:
  • დასახელება:
  • დასახელება:
  • დასახელება:
  • დასახელება:

     

      ვადასტურებ, რომ განაცხადში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  სამართლებრივი შედეგების შესახებ.

 

განცხადებელი:      ---------------                                                ხელმოწერა  ---------------

თარიღი:


 

დანართი N2


საჩივარი

 

1.ზოგადი მონაცემები

  • საჩივრის წარმდგენი პირი:  

1. სახელი/სახელწოდება  (ფიზიკური და იურიდიული პირის შემთხვევაში შესაბამისად პირადი ან საიდენტიფიკაციო ნომერი):

2. მისამართი:

4. ტელეფონი:

5. ელ-ფოსტა: 

  • საჩივრის წარმდგენი პირის წარმომადგენელი:

1.სახელი, გვარი:

2.მისამართი:

3.ტელეფონის ნომერი:

 

 

  • მოპასუხე ეკონომიკური აგენტი:  

1. სახელი/სახელწოდება (ფიზიკური და იურიდიული პირის შემთხვევაში შესაბამისად პირადი ან საიდენტიფიკაციო ნომერი):

2. მისამართი: 

3. საკონტაქტო მონაცემები:

2.  საჩივრის სახე

(ინფორმაცია სავარაუდო დარღვევის თაობაზე)

 

 

  1. საქმის დეტალური აღწერა

(მიუთითეთ ყველა ინფორმაცია დაწვრილებით, რაც გაგაჩნიათ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, დამდგარ და/ან მოსალოდნელ ზიანზე. დაასაბუთეთ თქვენი მსჯელობა ფაქტებითა და არგუმენტებით)

 

 

  1. მტკიცებულებები
  1. მტკიცებულება, რომლითაც ადასტურებთ ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს  (დანართიN   )
  1. მტკიცებულება, რომლითაც ადასტურებთ ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს  (დანართი N  )
  1. მტკიცებულება, რომლითაც ადასტურებთ ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს  (დანართი N  )
  1. მტკიცებულება, რომლითაც ადასტურებთ ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს  (დანართი N  )
  1. მტკიცებულება, რომლითაც ადასტურებთ ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს  (დანართი N  )
  1. მტკიცებულება, რომლითაც ადასტურებთ ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს  (დანართი N  )
  1. მტკიცებულება, რომლითაც ადასტურებთ ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს  (დანართი N  )

 

  1.  შენიშვნები და დამატებები

(ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს სსიპ - კონკურენციის სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლის შემთხვევაში (მიუთითეთ სავარაუდო ნორმა)

 

სხვა შენიშვნები და დამატებები

 

  1. საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • დასახელება:
  • დასახელება:
  • დასახელება:
  • დასახელება:
  • დასახელება:

    

     ვადასტურებ, რომ განაცხადში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  სამართლებრივი შედეგების შესახებ.

 

მომჩივანი:      ---------------                    ხელმოწერა  ---------------

 

თარიღი,   ადგილი .