დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 562 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.10.003.018182 |
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გაზსადენი: ა) I კატეგორია - მაგისტრალური გაზსადენი; ბ) II კატეგორია - გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემების (მაღალი და საშუალო წნევის) გაზსადენი; გ) III კატეგორია - გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემების (დაბალი წნევის) გაზსადენი.“. 2. 75-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები: „კ) ბუნებრივი ან/და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზგასამართი სადგურები; ლ) მაგისტრალური გაზსადენის გაზგამანაწილებელი სადგური, წარმადობით 3000 მ.კბ/სთ-მდე.“. 3. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) მაგისტრალური გაზსადენის საკომპრესორო ან/და გაზგამანაწილებელი სადგური წარმადობით 3000 მ.კბ/სთ და მეტი;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები