„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3988
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.001.002.481
  • Word
3988
14/12/2006
სსმ, 48, 22/12/2006
440.050.000.05.001.002.481
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 481) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება

1. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით.

2. საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.“.

2. 21-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო საინოვაციო პოლიტიკის გატარებას ხელს უწყობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი იურიდიული პირები.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან შექმნან მეცნიერების განვითარებისა და მეცნიერთა მხარდამჭერი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე მუხლი:

     „მუხლი 25. დასკვნითი დებულება

საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, რის შედეგადაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3988–რს