დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 558 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 19/09/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.018176 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი: ,,ნ) საკვები პროდუქტების წარმოება/გადამუშავება, გარდა ხორცის, თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკების, ხილის, ბოსტნეულის გადამუშავებისა, გამზადებული კერძების და პურ-ფუნთუშეული პროდუქტების წარმოებისა.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში წარმოების დაწყებას კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 2 წლისა, ხოლო, არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების შემთხვევაში - პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 12 თვისა;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები