შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1681
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017653
  • Word
1681
12/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017653
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1681

2014 წლის 12 სექტემბერი

 ქ. თბილისი

შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

       1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 23  პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 291  მუხლის შესაბამისად, შპს „აჭარისწყალ ჯორჯიას“ მიეცეს უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შუახევის ჰესის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, ჰესის ძირითადი და დამატებითი ინფრასტრუქტურული ობიექტების განთავსებისთვის, სამუშაოების წარმოების საპროექტო ტერიტორიაზე (ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლები: ვაშლოვანი, დიაკონიძეები; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლები: ცხრამუხლი (ზამლეთი), საბურხევი) ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების შემდეგი სახეობები და ოდენობები:

       ა) შიშველი თელადუმა (Ulmus glabra Huds) – 13 (ცამეტი) ინდივიდი;

ბ) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill) – 2 (ორი) ინდივიდი;

გ) უხრავი (Ostrya carpinifolia Scop) – 66 (სამოცდაექვსი) ინდივიდი;

დ) კაკლის ხე (Juglans regia L.) – 89 (ოთხმოცდაცხრა) ინდივიდი.

2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია:

ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 (სამი) თვის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის დეტალური საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი;

გ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების (ჭრის) დაგეგმილი ვადების შესახებ წინასწარ აცნობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                           ირაკლი ღარიბაშვილი