ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

  • Word
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1671
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017641
  • Word
1671
12/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017641
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1671

2014 წლის 12 სექტემბერი

 ქ. თბილისი

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

რეპატრიანტთა ღირსეული დაბრუნებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია“.

 

პრემიერ-მინისტრი       ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან

იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია

I.      პრეამბულა

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია (შემდგომში _ სტრატეგია) შემუშავდა „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა (შემდგომში _ კანონი) და სხვა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

სტრატეგია ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

სტრატეგია მიზნად ისახავს რეპატრიანტთა ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების ხელშეწყობას და რეპატრირებული მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციას.        

 სტრატეგია ეფუძნება ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა: საქართველოს ყველა მოქალაქის თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა და სამოქალაქო ინტეგრაციიის ხელშეწყობა.

სტრატეგია ვრცელდება იმ პირთა ჯგუფზე, რომლებმაც კანონის შესაბამისად მოიპოვა რეპატრიანტის სტატუსი და პირებზე, რომლებმაც საქართველოს მოქალაქობა მოიპოვეს ამავე კანონისა და „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა მიერ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 87 დადგენილების შესაბამისად (შემდგომში – რეპატრიანტი).

სტრატეგიის იმპლემენტაციის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და სპეციალურად რეპატრიაციასთან დაკავშირებულ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნებისათვის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილების საფუძველზე შექმნილი „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო“.

 

 

II.    სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები

სტრატეგია განსაზღვრავს სახელმწიფო ხედვასა და ამოცანებს ორი ძირითადი მიმართულებით: რეპატრიანტთა ღირსეული დაბრუნება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

III.  რეპატრიანთა ღირსეული დაბრუნება

ღირსეული დაბრუნება გულისხმობს რეპატრიანტების მაქსიმალურ ინფორმირებულობას და მათ ახალ სამართლებრივ გარემოში ადაპტირებას.

აღნიშნული მიზნის რეალიზაციისთვის, განსაზღვრულია შემდეგი ამოცანების შესრულება:

   1. რეპატრიანტთა საჭიროებების შესწავლა; მიზანშეწონილია რეპატრიანტთა საჭიროებების შესახებ განახლებული ინფორმაციის მოპოვება, რათა შესაძლებელი გახდეს რეპატრიაციის პროცესის ეფექტურად დაგეგმვა.

   2. რეგიონებში არსებული რესურსების იდენტიფიცირება; აღნიშნულისაშუალებას მისცემს რეპატრიანტებს, სათანადოდ შეაფასონ საქართველოს რეგიონებში არსებული რესურსები.

   3. რეპატრიანტთა ინფორმირებულობა; რეპატრიანტებისათვის აუცილებელი სამართლებრივი თუ საყოფაცხოვრებო საკითხების შესახებ ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება.

   4. რეპატრიანტთა ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობა; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დროს, რეპატრიანტთა მიერ, პირადი დანიშნულების ნივთების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეღავათიან პირობებში გადმოტანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავება.

 

IV.  რეპატრიანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობა

რეპატრიანტთა საინტეგრაციო პოლიტიკის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ამოცანების შესრულება:

1. სამართლებრივ საკითხებზე რეპატრიანტთა ცნობიერების ამაღლება

ახალ სამართლებრივ გარემოში რეპატრიანტთა სწრაფი ადაპტირების მიზნით, მნიშვნელოვანია მათი ცნობიერების ამაღლება საქართველოში მოქმედ ძირითად საკანონმდებლო აქტებთან დაკავშირებით, რაც რეპატრიანტებს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური რეალიზაციის საშუალებას მისცემს. ასევე, ხელს შეუწყობს რეპატრიანტების ინფორმირებას სახელმწიფოს წინაშე არსებული მათი უფლება-მოვალეობების შესახებ.

2. რეპატრიანტთა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეპატრიანტთა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ქართული საზოგადოების მულტიკულტურიზმის ტრადიციების გაზიარება. მიზანშეწონილია, შესაბამისი კულტურული პროგრამების შემუშავება და ინიცირება.

3.  რეპატრიანტთათვის განათლების ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა

სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციისათვის, აუცილებელია რეპატრიანტთა მიერ სახელმწიფო ენის ცოდნა, რაც მათ ხელს შეუწყობს აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რეპატრიანტთათვის ქართული ენის შესასწავლი პროგრამების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული, სახელმწიფოში არსებული ყველა საგამანათლებლო რესურსის ხელმისაწვდომობა.

     4. მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია რეპატრიანტთა სრულფასოვანი ინფორმირება მათთვის გასაგებ ენაზე. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რეპატრიაციის პროცესის შესახებ.

  5. სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია

საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში მცხოვრები ყველა პირის თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. სახელმწიფო ხელს შეუწყობს რეპატრიანტების მაქსიმალურად ჩართვას სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ ყველა პროგრამაში.

 

V. სტრატეგიის განხორციელების მექანიზმი

ქვეყნის ხელისუფლება შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელიც დაეფუძნება ამ სტრატეგიას. სამოქმედო გეგმა ჩამოაყალიბებს დეტალურ და კონკრეტულ მექანიზმებს, ქმედებებსა და პროცედურებს სტრატეგიაში დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით. ზემოაღნიშნული განხორციელდება დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით.