არამატერიალური კულტურის ელემენტისათვის „უძველესი ფშური საკვები პროდუქტის -„დამბალხაჭო“ (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
არამატერიალური კულტურის ელემენტისათვის „უძველესი ფშური საკვები პროდუქტის -„დამბალხაჭო“ (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2/156 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |
მიღების თარიღი | 03/09/2014 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2014 |
სარეგისტრაციო კოდი |
სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის
ბრძანება №2/156
2014 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
არამატერიალური კულტურის ელემენტისათვის „უძველესი ფშაური საკვები პროდუქტის -„დამბალხაჭო“ (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი _ „უძველესი ფშური საკვები პროდუქტის _ „დამბალხაჭო“ (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურას.
2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დოკუმენტის კომენტარები