„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 05/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016149
41
03/09/2014
ვებგვერდი, 10/09/2014
010250020.35.165.016149
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2014 წლის 3 სექტემბერი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებით დამტკიცებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში:

1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 მუხლი:

„მუხლი 31. გამგეობის ბეჭედი, შტამპი და ბლანკი

1. გამგეობას აქვს საკუთარი გერბით და დასახელებით შედგენილი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები ხაზინასა და ბანკში.

2. გამგეობის ცალკეული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ერთეულებისათვის შესაძლებელია დამატებით დაიშვას ერთი ან რამდენიმე ბეჭედი და შტამპი, აგრეთვე ბლანკი, რომელთა არსებობა, აღწერილობა და გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) დებულებით (დებულებებით).“.

2.  დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტში დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.კ.“  ქვეპუნქტი:

„ე.კ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.“.

3. დებულებას   დაემატოს შემდეგი შინაარსის  101  მუხლი:

„მუხლი 101  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) გომბორის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: გომბორი, რუსიანი, ვერონა, ვაშლიანი, ასკილაური.

ბ)  უჯარმის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: უჯარმა, პალდო, მუხროვანი.

გ)  კოჭბაანის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: კოჭბაანი, ოთარაანი, სასადილო, გორანა, ბოტკო, ხინჭები, იკვლივ გორანა.

დ)  ხაშმი.

ე) პატარძეული.

 ვ) წყაროსთავი.

 ზ)  ნინოწმინდა.

 თ)  ქალაქი საგარეჯო.

 ი)  გიორგიწმინდის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: გიორგიწმინდა, ანთოკი, მარიამჯვარი, ქვემო სამგორი.

 კ) თოხლიაური.

 ლ)  სათაფლე.

 მ)  მანავის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: მანავი, ზემო ბურდიანი.

ნ)  დიდი ჩაილური.

ო)  პატარა ჩაილური.

პ) კაკაბეთი.

ჟ)  ვერხვიანი.

რ)  ყანდაურის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: ქვემო ყანდაურა, ზემო ყანდაურა.

ს)  ბადიაური.

ტ)  მზისგული.

უ) შიბლიანი.

ფ) იორმუღანლოს ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: მუღანლო, ქეშალო.

ქ)  დუზაგრამის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: პალდო, წიწმატიანი, დუზაგრამა.

ღ) ლამბალოს ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: ზემო ლამბალო, ქვემო ლამბალო.

ყ) თულარის ადმინისტრაციულ ერთეული, მოიცავს: კაზლარი, თულარი.

შ) უდაბნო".

 

4.  დებულების მე–11 მუხლის მე–4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის  და მობილიზაციის სამსახური“.

 

5.  დებულების  მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო  აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული  უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა“.

6. დებულების მე-14 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 „მუხლი 14. გამგებლის წარმომადგენელი

1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე,   რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენელის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.

 3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4.  გამგებლის წარმომადგენელი:

ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ)  გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.

ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

 

7.   დებულებას  დაემატოს შემდეგი შინაარსის  281 მუხლი:

 „მუხლი 281.  საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე    პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას   ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.

2.  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული