ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.160.016222
12
22/08/2014
ვებგვერდი, 27/08/2014
270070000.35.160.016222
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

            ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №12

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

 

  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  მე–16 მუხლის მე–3 პუნქტის  და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449-ე დადგენილების მე-4 მუხლის  შესაბამისად,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი”, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე



დანართი
ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის-მერის, მერის პირველი მოადგილის(მოადგილეების),  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისა და მერიის მოსამსახურეთა მიმართ პრემიის  გაცემის წესს,  პირობებს  და მის ოდენობას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის;

მუხლი 3. საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი
1. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2. პრემიის გაცემა ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.

 


მუხლი 4. პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა
 1.ერთდროულად გაცემული პრემიის  ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

 2.პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ.

 3.  საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინცი­პების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ.

 4. პრემიის მიზანია,  დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.

 


მუხლი 5. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის-მერის, მერის პირველი მოადგილის (მოადგილეების),  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების მიმართ  პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).

 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთთეულებში  დასაქმებულ პირებზე (საჯარო მოსამსახურეებზე) პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს და გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის შესახებ იღებს  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების)  გამოცემით.

3. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თანხის გადარიცხვას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.