ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრის და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრის და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.173.016031
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31
22/08/2014
ვებგვერდი, 29/08/2014
210020010.35.173.016031
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრის და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/08/2014 - 13/03/2015)

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. ახალციხე

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრის და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების“ მოსაკრებელი.
მუხლი 2
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ოჯახებისათვის ერთ სულზე 0,50 ლარი; ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, მაქსიმალური გადასახადის ოდენობა ოჯახზე განისაზღვროს 2 ლარით.
მუხლი 3
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 4
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებისაგან გათავისუფლდეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები.
მუხლი 5
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელის განაკვეთი განისაზღვროს დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე



დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს


მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
  1. ეს წესი აწესრიგებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
  2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში-მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
  3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი.

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
  1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
  2. მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება  დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით; მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
  3. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში-ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში-მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
  4. მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
  5. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე; ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
  6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
  7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
  8. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში; ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ახდენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.
  9. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.

მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
  1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში;
  2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
  3. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
  4. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
  5. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
  6. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
  7. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის საცხოვრებელ ადგილას არყოფნის ვადა; ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილებების შესახებ.

მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
  1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საფუძველზე.
  2. ქვითრის ტიპური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა)  მესაკუთრის მონაცემები;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ)  გადასახდელი თანხა;

დ) გადახდის ვადა;

ე)  გადახდის ადგილი.

  1. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
  2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.



ქ. ახალციხის  ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 N

სამეწარმეო საქმიანობა

ზომის ერთეული

 

 

 

„რ“

ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა   მ3

მოსაკრებლის  განაკვეთი თვეში

(1 მ3  -  15 ლარი)

 

(სვეტი N4) : 12 თვე X 15 ლარი

„გ“

1

2

3

4

5

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები

საერთო ფართის 1 მ2

0,008

0,01

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0,12

0,15

3

ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0,2

0,25

4

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,08

0,10

5

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები

ერთ მოსწავლეზე

0,04

0,05

6

სასტუმროები

ერთი საწოლი

0,8

1

7

საავადმყოფოები

ერთი საწოლი

0,8

1

8

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები, აფთიაქები

საერთო ფართის 1 მ2

0,16

0,2

9

სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები

ღია  ფართის 1 მ2

0,004

0,005

10

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,16

0,20

11

სამრეწველო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,12

0,15

1

2

3

4

5

12

ტანსაცმელის, სუვენირების და ავეჯის მაღაზიები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,08

0,10

13

ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,24

0,3

14

აგრარული ბაზრები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,08

0,10

15

შერეული საქონლის ბაზრობები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,21

0,26

16

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე

ღია  ფართის 1 მ2

0,02

0,025

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,1

17

ავტოგასამართი და თხევადი აირის სადგურები

საერთო  ფართის 1 მ2

0,08

0,1

18

ა/მანქანების სარემონტო სადგურები,  ტექ. მომსახურების ადგილები

ღია  ფართის 1 მ2

0,02

0,025

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,10

19

აბანოები, საუნები

საერთო  ფართის 1 მ2

0,18

0,22

20

სადალაქოები და სილამაზის სალონები

საერთო  ფართის 1 მ2

0,24

0,30

21

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,24

0,30

22

საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,08

0,10

23

საცხობები

სამუშაო  ფართის 1 მ2

0,26

0,32

24

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

საერთო  ფართის 1 მ2

0,36

0,45

25

ვაგზლები, რკინიგზის და საავტომობილო სადგურები

ღია  ფართის 1 მ2

0,008

0,01

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,1

26

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო  ფართის 1 მ2

0,008

0,01

 

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის:

მ= გ X რ.

მ  -  ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის. (ლარი)

გ  -  მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)

რ  -  ზომის ერთეულის ფაქტიური რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და  ა.შ.).


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.