„ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 508
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018128
508
22/08/2014
ვებგვერდი, 22/08/2014
300160070.10.003.018128
„ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №508

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 20/01/2014, 300160070.10.003.017684)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები სავალდებულოა ყველა პირისათვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომელიც ახორციელებს ბავშვთა 24-საათიან მომსახურებას (გარდა მინდობით აღზრდისა, ნებართვის მქონე სტაციონარული დაწესებულებისა, ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებისა, სკოლა-პანსიონისა და ისეთი მომსახურებისა, რომელიც ხორციელდება წელიწადში არაუმეტეს 3 თვისა) და  სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვთა დღის ცენტრებისთვის.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2014 წლის 1 იანვრამდე მოქმედი დიდი ზომის ბავშვთა 24-საათიანი მომსახურებები (20-ზე მეტი ბავშვით), რომლებიც სრულად ვერ აკმაყოფილებენ ამ  დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“, „გ.ბ.ბ“, „გ.ბ.გ“, „გ.დ“ ქვეპუნქტებით და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, 2020  წლის 1 იანვრამდე გავრცელდეს შემდეგი სტანდარტები:

ა) ბენეფიციართა/აღმზრდელთა თანაფარდობა განისაზღვროს ყოველ 9 ბენეფიციარზე არანაკლებ  ერთი აღმზრდელით;

ბ)  ყოველ საძინებელ ოთახში:

ბ.ა)  უნდა განთავსდეს არაუმეტეს 9 ბენეფიციარი;

ბ.ბ)  თითოეული ბენეფიციარისთვის იყოს ლოგინი და საწოლი;

გ) საპირფარეშო (ვენტილაციით), საშხაპე, პირსაბანი (ცივი/ცხელი წყლით) 10 ბენეფიციარზე იყოს არანაკლებ ერთისა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, აღნიშნული გარემო მორგებული უნდა იყოს ამ კატეგორიის ბენეფიციართა საჭიროებებზე;   

დ) ბენეფიციართა კვებისათვის იყოს საკმარისი სასადილო ფართობი, სასადილო მაგიდასთან (მაგიდებთან) ბენეფიციარის ინდივიდუალური ადგილი და სკამი, იქონიოს და გამოიყენოს სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭელი (მაგ.: თეფშები, ფინჯნები, ლანგრები და სხვა) უჟანგავი ლითონის კოვზები, დანები და ჩანგლები.“;

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები“):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების შემთხვევაში, შესაბამისი ლიცენზია და შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციისას, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვთა დღის ცენტრების შემთხვევაში, შესაბამის პროგრამაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო სოციალური პროგრამის მონიტორინგის განმახორციელებლისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და სალიცენზიო პირობების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის ხელმისაწვდომი ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები:

ბ.ა) ბენეფიციართა პირადი საქმე;

ბ.ბ) პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალი;

ბ.გ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები;

ბ.დ) აზრის გამოხატვის პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვა;

ბ.ე) ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვა;

ბ.ვ) უბედური შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს თემში არსებულ სხვა მომსახურებებთან (განათლება, ჯანმრთელობა და სხვა) დაკავშირებაში.“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია (მათ შორის, ჯანმრთელობის, ოჯახის, ქცევითი თავისებურებების შესახებ) საჯაროდ არ განიხილოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია (მაგ.: შემთხვევის შესახებ კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაცია, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა სამსახურისთვის გადაგზავნა (მაგ.: პოლიციისთვის, სამედიცინო დაწესებულებისთვის, სახელმწიფო სოცუალური პროგრამის მონტორინგის განმახორციელებლისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის,  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის და სალიცენზიო პირობების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის).“;

დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) სოციალური მუშაკის მიერ წარმოებული შეფასების საფუძველზე, ასევე, ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ბენეფიციართან/მის კანონიერ წარმომადგენელთან და ოჯახთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად, მომსახურებაში ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში შეიმუშაოს მომსახურების ინდივიდუალური გეგმა დანართი №1.2-ის შესაბამისად. დღის ცენტრის მომსახურების მიმწოდებელმა უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და გამოითხოვოს ბენეფიციარის შესახებ სოციალური მუშაკის მიერ წარმოებული ინდივიდუალური განვითარების გეგმის ასლი;

ბ) მომსახურების ინდივიდუალური  გეგმა ნათლად უნდა აღწერდეს:

ბ.ა) რა სახის მომსახურებას (მხარდაჭერას) მიიღებს ბენეფიციარი;

ბ.ბ) გეგმით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების განრიგს;

ბ.გ) მომსახურების მიწოდების მოსალოდნელ შედეგებს;

ბ.დ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დასახული გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირ(თა)ის ვინაობას და ვალდებულებებს;

ბ.ე) მიზნის მიღწევის ხელის შემშლელ ფაქტორებს;

ბ.ვ) მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციას;

გ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს ბენეფიციარს მომსახურების ინდივიდუალური გეგმის ასლი; 

დ) პერიოდულად,  შეთანხმებული განრიგის შესაბამისად (6 თვეში ერთხელ, თუ საჭიროება არ მოითხოვს ამ ვადის შემცირებას), ბენეფიციართან და/ან კანონიერ წარმომადგენელთან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელთან ერთად გადახედოს/შეაფასოს ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმა;    

ე) აწარმოოს ბენეფიციართა პირადი საქმეები, სადაც დაცული იქნება ინდივიდუალური განვითარების გეგმის ასლები და მომსახურების ინდივიდუალური გეგმები,   ინფორმაცია ბენეფიციარის განათლების, ჯანმრთელობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ასევე „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის  №52/ნ ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები.“;

ე) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარის ოჯახს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბენეფიციართან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებასა და ვალდებულებათა რეალიზებაში (თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, რაც არის ასახული მომსახურების ინდივიდუალურ გეგმაში).  აღნიშნულთან დაკავშირებით მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოებს ჩანაწერები, რაც თავს იყრის მომსახურების ინდივიდუალურ გეგმაში.“;

ვ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბენეფიციარები, მათი სურვილის გათვალისწინებით, უზრუნველყოს:

ა.ა) 24-საათიანი მომსახურებისას – ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ა.ბ) 6-საათამდე მომსახურებისას – ორჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს  სამკომპონენტიანი სადილი.“;

ზ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარები ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობებში (მაგ.: საზაფხულო ბანაკები, გასართობი ღონისძიებები, ექსკურსია, ლაშქრობა და სხვა), რაც ეხმარება მათ ემოციურ, ფიზიკურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებაში.“;

თ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საჭიროების შესაბამისად, რეგულარული კავშირი ჰქონდეს ოჯახის/სოფლის/უბნის ექიმთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

ი) მე-13 მუხლის:

ი.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარები მზად არიან დაბრუნდნენ ოჯახში, გადავიდნენ სხვა მომსახურებაში ან დატოვონ მომსახურება დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად, რომელიც ასახულია მომსახურების ინდივიდუალურ გეგმაში.“;

ი.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს 14 წლის ასაკიდან განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები უმაღლესი განათლების მიღების ან პროფესიული ინტერესების გამოვლენის თვალსაზრისით, რაც აისახება მომსახურების ინდივიდუალურ გეგმაში;

გ)  ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს მომსახურებიდან გასვლის პროცესში, იქნება ეს სხვა მომსახურებაში გადასვლა, ოჯახში დაბრუნება თუ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება;“;

კ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:

კ.ა) „ბ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მომსახურებისთვის განკუთვნილი ფართი აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:

ბ.ა) მომსახურების ფიზიკური გარემო ჰქონდეს მაქსიმალურად მიმსგავსებული ოჯახურ პირობებს;

ბ.ბ) უზრუნველყოფილი იყოს სეზონის შესაბამისი ტემპერატურით (მათ შორის, ზამთრის პერიოდში არანაკლებ 18 გრადუსისა, ხოლო, ზაფხულის თვეებში  არაუმეტეს 25 გრადუსისა);

ბ.გ)  დაცული იყოს ტოქსიკური ნივთიერებებისგან;“;

კ.ბ) „გ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.გ) საერთო მოხმარების ფართს (სხვადასხვა აქტივობებისთვის), გარდა, სააბაზანოს, საპირფარეშოებისა, დერეფნისა (სიგანე 2 მ-ზე ნაკლები) და სხვა სათავსებისა, რომლებიც 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში არის არანაკლებ 3 კვ.მ-ისა ერთ ბენეფიციარზე, ხოლო, დღის ცენტრის შემთხვევაში – 5 კვ.მ-ისა ერთ ბენეფიციარზე;

გ.დ) საშხაპეს (მხოლოდ 24-საათიანი მომსახურებისას), საპირფარეშოს (ვენტილაციით), პირსაბანს(ცივი/ცხელი წყლით) – 5 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა (24-საათიანი მომსახურებისას) და 15 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა (დღის ცენტრის მომსახურებისას). შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, აღნიშნული გარემო მორგებული უნდა იყოს ამ კატეგორიის ბენეფიციართა საჭიროებებზე;“;

კ.გ) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მომსახურებისთვის განკუთვნილ ფართში აკრძალოს თამბაქოს მოხმარება.“.

ლ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„112“, გაზის, ელექტროენერგიის, წყლის და კანალიზაციის მომწოდებელი ადგილობრივი სამსახურების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონტაქტო ინფორმაცია;

გ) მომსახურებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შეინარჩუნოს სისუფთავე;“;

მ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის:

მ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მომსახურებაში ჩართულ პერსონალს, გარდა ტექნიკური პერსონალისა, გავლილი ჰქონდეს სატრენინგო კურსი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული - შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვთა დღის ცენტრებისთვის);“;

მ.ბ) „ გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) 24-საათიან მომსახურებაში ყოველ 5 ბენეფიციარზე მინიმუმ ერთი აღმზრდელი. მომსახურების ადგილზე (ცალკე გამოყოფილ ფართზე) ბენეფიციართა საერთო რაოდენობა არ აღემატება 10-ს, გარდა მიუსაფარ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებისა, სადაც ბენეფიციართა საერთო რაოდენობა არ აღემატება 20-ს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი