ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016018
18
20/08/2014
ვებგვერდი, 26/08/2014
010250050.35.176.016018
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2014 წლის 20 აგვისტო

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართის შესაბამისად.

 


ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე



დანართი
 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ეს დადგენილება განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.

2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.

3. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე და მერიაზე.

 

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გვერდი

1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ ელექტრონულ რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის არსებობა.

2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს საჯარო ინფორმაციის გვერდზე.

3. მუნიცპალიტეტის შესაბამისი საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილებით გათვალისწინებულ დოკუმენტები დამუშავებული სახით, ელექტრონულ ფორმატში მიაწოდონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს  ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ელექტრონულ რესურსზე.

 

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება

1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (www.telavi-gov.ge).

2. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ საჯარო ინფორმაციასთან ერთად  მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.

3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.

5. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის

ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.

6. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.

 

მუხლი 4. ინფორმაციის კატეგორიები

1. ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:

ა)  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ბ)  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

გ) ინფორმაცია ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

დ) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ფაქსის ნომრები, ტელეფონის ნომრები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ვ) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში შემოსული და ასევე გაცემული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად);

ზ) ინფორმაცია  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

თ) სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავს  ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ი) მუნიციპალური შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად);

კ) ინფორმაცია  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ მუნიციპალური შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული მუნიციპალური შესყიდვების შესახებ მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით (ქვეყნდება კვარტალურად);

ლ) ინფორმაცია  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ქვეყნდება კვარტალურად);

მ) ინფორმაცია  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად);

ნ) ინფორმაცია თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცალკე ქვეყნის შიგნით და ცალკე ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის) (ქვეყნდება კვარტალურად);

ო) ინფორმაცია  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მოდელის მითითებით (ქვეყნდება ყოველწლიურად);

პ) ინფორმაცია საწვავის მოხმარებისათვის გაწეული ხარჯის შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება ყოველწლიურად);

ჟ) ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება ყოველწლიურად);

რ)  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში).

 

 

 

მუხლი 5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით.

2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.

4. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.

5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

 

მუხლი 6. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია telavi.assembly@gmail.com-ზე, ხოლო მერიის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია telavi.meria@gmail.com-ზე შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნით.

 

მუხლი 7. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

1. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2014 წლის 3 აგვისტოს შემდეგ.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.