დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016178
42
12/08/2014
ვებგვერდი, 20/08/2014
010250050.35.169.016178
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

       დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2014 წლის 12 აგვისტო

ქ. დედოფლისწყარო

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის საფუძველზე, დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტი დაიყოს 14 ადმინისტრაციულ ერთეულად №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 2
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები №2 დანართის შესაბამისად (დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 3
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშები №3 დანართის შესაბამისად (დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და საზღვრების დადგენის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისი №17 დადგენილება.

 

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი



დანართი  №1
დედოფლისწაყროს მუნიციპალიტეტის

ადმინისტრაციული ერთეულები


  1. ქალაქ დედოფლისწყაროს ადმინისტრაციული ერთეული.
  2. სოფელ ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციული ერთეული.
  3. სოფელ მირზაანის ადმინისტრაციული ერთეული.
  4. სოფელ არბოშიკის ადმინისტრაციული ერთეული.
  5. სოფელ ოზაანის ადმინისტრაციული ერთეული.
  6. სოფელ გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეული.
  7. სოფელ ხორნაბუჯის ადმინისტრაციული ერთეული.
  8. სოფელ სამრეკლოს ადმინისტრაციული ერთეული.
  9. სოფელ ზემო ქედის ადმინისტრაციული ერთეული.
  10. სოფელ არხილოსკალოს ადმინისტრაციული ერთეული.
  11. სოფელ ქვემო ქედის ადმინისტრაციული ერთეული.
  12. სოფელ სამთაწყაროს ადმინისტრაციული ერთეული.
  13. სოფელ ფიროსმანის ადმინისტრაციული ერთეული.
  14. სოფელ საბათლოს ადმინისტრაციული ერთეული.

დანართი № 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები:

1. ქალაქ დედოფლისწყაროს ადმინისტრაციული ერთეული – ქალაქ დედოფლისწყაროს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.

2. სოფელ ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.

3. სოფელ მირზაანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ მირზაანის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.

4. სოფელ არბოშიკის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ არბოშიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.

5. სოფელ ოზაანის ადმინისტრაციული ერთეული – (სოფელ ოზაანის და სოფელ თავწყაროს ადმინისტრაციული საზღვრებში)   

6. სოფელ გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ გამარჯვების ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.

7. სოფელ ხორნაბუჯის  ადმინისტრაციული ერთეული – (სოფელ ხორნაბუჯის და ჭოეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში).

8. სოფელ სამრეკლოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ სამრეკლოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.

9. სოფელ ზემო ქედის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელ ზემო ქედის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.

10. სოფელ არხილოსკალოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.

11. სოფელ ქვემო ქედის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ ქვემო ქედის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.

12. სოფელ სამთაწყაროს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ სამთაწყაროს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.

13. სოფელ ფიროსმანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ ფიროსმანის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.

14. სოფელ საბათლოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ საბათლოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.


დანართი № 3
დედოფლისწყაროს   მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშები

 

დედოფლისწყაროს   მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშები