დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/08/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/11/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016192 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/08/2014 - 24/11/2017)
|
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
თელავის მუნიციპალიტეტი დაიყოს 22 ადმინისტრაციულ ერთეულად. |
მუხლი 2 |
თელავის მუნიციპალიტეტში შექმნილი ადმინისტრაციული ერთეულები თავის საზღვრებში მოიცავს ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულისათვის მიკუთვნებულ დასახლებებს. |
მუხლი 3 |
3. თვითმმართველი თემი - თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:
ა) აკურის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი აკურა); ბ) ვანთის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ვანთა); გ) ბუშეტის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ბუშეტი); დ) ქვემო ხოდაშენის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ქვემო ხოდაშენი); ე) წინანდალის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი წინანდალი); ვ) კონდოლის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი კონდოლი); ზ) კისისხევის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი კისისხევი); თ) ნასამხრალის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ნასამხრალი); ი) შალაურის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი შალაური); კ) კურდღელაურის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი კურდღელაური); ლ) გულგულის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი გულგულა); მ) ვარდისუბანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ვარდისუბანი); ნ) რუისპირის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: რუისპირი, ახატელი); ო) ყარაჯალის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ყარაჯალა); პ) იყალთოს ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი იყალთო); ჟ) ნაფარეულის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ნაფარეული); რ) ლაფანყურის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ლაფანყური); ს) სანიორის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: სანიორე, ჯუღაანი); ტ) ართანის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ართანა); უ) ფშაველის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ფშაველი, ლეჩური); ფ) ლალისყურის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ლალისყური); ქ) თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: თეთრიწყლები, კობაძე, სეროდანი, პანტიანი, ნადიკვარი).
|
მუხლი 4 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები