დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2649-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/08/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.017504 |
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენისათვის ან შენახვისათვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.“. 2. 32-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის 15 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე.“. 3. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. 2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. 3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩადენილია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელი შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. 4. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“. 4. 1002 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1002. მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები განისაზღვრება კანონით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“. 5. 116-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“. 6. 150-ე მუხლის 22 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“. 7. 1552 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1552. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა 1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი სამართალდარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებების კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე.“. 8. 157-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 157. იმ ჰუმანიტარული დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც უფასოდ გასაცემად იყო განკუთვნილი კომერციულ სტრუქტურაში (მიუხედავად მისი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა) იმ ჰუმანიტარული დახმარების პროდუქციის გაყიდვა, რომელიც მოქალაქეებისათვის ან იურიდიული პირებისათვის გადასაცემად იყო განკუთვნილი, – გამოიწვევს დაჯარიმებას პროდუქციაზე დადებული ფასის ხუთმაგი ოდენობით, ამ პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“. 9. 166-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“. 10. 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. 4. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“. 11. 1752 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს 3 თვემდე ვადით.“. 12. 1771 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1771. საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირების და ლიცენზირების წესების დარღვევა საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირების და ლიცენზირების მოსაწესრიგებლად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 20-დან 70-მდე მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, − ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. უცხოელი ავტოსატრანსპორტო მომსახურების გაწევისას ლიცენზირების წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდება ადგილზე საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“. 13. 178-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 178. სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა 1. სავალუტო ოპერაციების ლიცენზიის გარეშე წარმოება ან მომსახურება – გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობით, თანამდებობის პირის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 70 მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. 2. უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლაზე ვალუტის გადამცვლელი დაწესებულების მუშაკის მიერ უსაფუძვლოდ უარის თქმა – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 80 მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, − ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“. 14. 1971 და 1972 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1971. სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა 1. სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. აღნიშნული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. მუხლი 1972. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევა, რომელიც არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“. 15. 243-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის წესების, მოძრაობის წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის, ტრანსპორტზე ტვირთის მოვლა-შენახვის უზრუნველყოფის, სახანძრო უსაფრთხოების, ტრანსპორტზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ დამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთი და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მის შესახებ საჭირო ცნობების მიწოდება.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული დამრღვევის მიყვანის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება. იგი მიყვანილი უნდა იქნეს რაც შეიძლება მცირე დროში.“; გ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 16. 244-ე−246-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 244. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომები 1. საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის წესები განისაზღვრება ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით. მუხლი 245. ადმინისტრაციული დაკავება 1. ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: ა) მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას. 2. არასრულწლოვნის ადმინისტრაციული დაკავების შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს. 3. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა. 4. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცველ ორგანოში. 5. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში მიეთითება. მუხლი 246. ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ პირის ადმინისტრაციული დაკავების უფლება ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), კერძოდ: ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების, ოჯახში ძალადობის ჩადენის, დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ბ) გასამხედროებული დაცვის უფროს თანამდებობის პირს დასაცავი ობიექტის განლაგების ადგილას – დასაცავი ობიექტის, სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში; გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის დაცვითი ღონისძიების განხორციელების ადგილას − დასაცავი პირისა და დასაცავი ობიექტის ხელყოფასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, აგრეთვე ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საგადასახადო ორგანოს – საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში; ე) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს − ამ კოდექსით მათი ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში; ვ) აღსრულების პოლიციელს – ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელს − საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“. 17. 262-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 3 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზეპირ განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე, თუ პირის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული დაკავება და ამოწურული არ არის ადმინისტრაციული დაკავების ვადა.“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 1752 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 142-ე, 1533, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 582, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 1462, 148-ე–1501, 1511, 152-ე, 1522−153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 1595–1599, 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე, 1771, 1791, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე−1872, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 7 დღის ვადაში.“; გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის სხვა ვადებიც.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 1 აგვისტო 2014 წ. N2649-რს |
დოკუმენტის კომენტარები