„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016152
36
08/08/2014
ვებგვერდი, 14/08/2014
010250020.35.139.016152
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

2014 წლის 8 აგვისტო

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“     ბორჯომის მუნიციპალტიეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N22 დადგენილებაში (ვებგვერდი, 22/07/2014 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016138):
1. დადგენილებით დამტკიცებულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს 141მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 141. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოვალეობები:

1. გამგებლის წარმომადგენელი თავისი  კომპეტენციის ფარგლებში:

ა. უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან, საკრებულოსთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

ბ. უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;

გ. ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

დ. მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ, ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს, ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისათვის  მათ მიწოდებას;

ე. შეიმუშვებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ვ. კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ზ. თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

თ. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდება. რომელიც გამოიყენება ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას.

 

2. წარმომადგენელი უფლებამოსილია დაადასტუროს:

ა. ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ცხოვრების ფაქტი (მოქალაქეობის 

საკითხებთან დაკავშირებით);

ბ.   საპრივატიზაციო საცხოვრებელ ფართში ცხოვრების ფაქტის დადასტურება; 

გ. გარდაცვალების ფაქტი;

დ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მოქალაქეების თანაცხოვრების ფაქტი;

ე.  სამოქმედო ტერიტორიაზე მაცხოვრებლების აქტი-დახასიათება.

ვ.  საკრებულოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დავალების საფუძველზე, ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენა, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შეწმთხვევაში.

ზ. ფიზიკური და იურიდიული პირის   ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის  ნაკვეთის მდებარეობის ფაქტის დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებების მოკვლევის შემთხვევაში, მტკიცებულების არ არსებობისას უარი ფიქსირდება წერილობით.

თ. უძრავ ქონებაზე სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში - მტკიცებულებების არსებობისას ქონების დაუფლების  და განკარგვის ფაქტის დადასტურება.

 

    3.  გამგებლის წარმომადგენელი, მოთხოვნის შესაბამისად  გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას:

ა. შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ. შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და  სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ. შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

დ. მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ე. სოციალური (ჯანდაცის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და  სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისგან დასაცავი  ნაგებობები და  სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ..

ვ.  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის ხელშეწყობა; (ქალაქი ბორჯომი, დაბა ახალდაბა,  ანდეზიტი, სოფელი დვირი, დაბა ბაკურიანი)

  4.   გამგებლის  წარმომადგენლის სპეციალისტი

ა. გამგებლის  წარმომადგენლის სპეციალისტი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გამგებელი.

ბ. გამგებლის  წარმომადგენლის სპეციალისტები ანგარიშვალდებული არიან გამგებლის    და გამგებლის  წარმომადგენლის წინაშე.”.

2. დადგენილებით დამტკიცებულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს 142 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 142. ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორია

1. ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორია იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) ქალაქ ბორჯომის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ქ. ბორჯომი);

ბ) დაბა ახალდაბის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია - დაბა ახალდაბა);

გ) დაბა ბაკურიანის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია დაბა ბაკურიანი, სოფლები: პატარა მიტარბი, დიდი მიტარბი, თორი, ანდეზიტი);

დ) დაბა წაღვერის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია - დაბა წაღვერი, სოფლები: მზეთამზე, ტიმოთესუბანი, დაბა);

ე) სოფელ ბალანთის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია -  სოფლები: ბალანთა, ჭიხარულა);

ვ) სოფელ ტაბაწყურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -  სოფლები: ტაბაწყური, მოლითი);

ზ) სოფელ ტბის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია -  სოფლები: ტბა, ცემი,პატარა ცემი, სადგერი, ლიბანი);

თ) სოფელ ციხისჯვრის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია -  სოფელი ციხისჯვარი);

ი) სოფელ ყვიბისის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია -  სოფლები: ყვიბისი, რველი, ვარდგინეთი, ზანავი, კორტანეთი, ბეშეთი);

კ) სოფელ ტაძრისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -  სოფლები: ტაძრისი, საკირე, დგვარი;

ლ) სოფელ დვირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -  სოფლები: ჭობიხევი, ქვაბისხევი, დვირი, ჩითახევი, ლარები.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე