დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1375 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/08/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017476 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1375
2014 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობები.
2. ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოცხადების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია თანდართული შემადგენლობით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე
წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი;
ეკონომიკური საბჭოს მდივანი – კომისიის წევრი;
სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი - კომისიის წევრი.
დოკუმენტის კომენტარები