ნიცის შეთანხმება ნიშნების რეგისტრაციისათვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის შესახებ

ნიცის შეთანხმება ნიშნების რეგისტრაციისათვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 700/4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2014
ძალაში შესვლის თარიღი 28/02/2003
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016266
700/4
28/02/2003
ვებგვერდი, 13/08/2014
480610000.03.030.016266
ნიცის შეთანხმება ნიშნების რეგისტრაციისათვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2002 წ. - 10 ოქტომბრის №1684-I2 დადგენილებით

 

ნიცის შეთანხმება

ნიშნების რეგისტრაციისათვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის შესახებ


 

1957 წლის 15 ივნისი

გადასინჯული სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, და ჟენევაში

1977 წლის 13 მაისს და შესწორებული ჟენევაში 1979 წლის 28 სექტემბერს

 

მუხლი 1

სპეციალური კავშირის დაარსება; საერთაშორისო კლასიფიკაციის მიღება; კლასიფიკაციის განსაზღვრება და ენები

(1) ქვეყნები, რომელთა მიმართაც გამოიყენება ეს შეთანხმება, ქმნიან სპეციალურ კავშირს და ღებულობენ ნიშნების რეგისტრაციისათვის განკუთვნილ საქონლისა და მომსახურების ერთიან კლასიფიკაციას (შემდგომში – კლასიფიკაცია)

(2) კლასიფიკაცია შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

(i)   კლასების ჩამონათვალი განმარტებებით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში თან ახლავს შენიშვნები.

(ii) საქონლისა და მომსახურების ანბანური ჩამონათვალი (შემდგომში ანბანური ჩამონათვალი) იმ კლასის    მითითებით,  რომელშიც   ხვდება  საქონლისა  და მომსახურების თითოეული სახეობა

(3) კლასიფიკაცია შეიცავს:

(i)    კლასიფიკაციას, გამოქვეყნებულს  1971 წელს  ინტელექტუალური  საკუთრების დაცვის   საერთაშორისო   ბიუროს   (შემდგომში   –  „საერთაშორისო   ბიურო”)  მიერ, რომელიც    მოხსენებულია    ინტელექტუალური    საკუთრების    დაცვის    მსოფლიო ორგანიზაციის    დამფუძნებელ    კონვენციაში;    ამასთან,    იგულიხსმება,    რომ    ამ პუბლიკაციაში    შეტანილი    კლასების    ჩამონათვალის    თნმხლები    განმარტებები, განიხილება,  დროებითი  და  რეკომენდაციის  ხასიათის  მქონედ  ვიდრე,  კლასების ჩამონათვალის თანმხლებ განმარტებებს  არ შეიმუშავებს      მე-3 მუხლში მოხსენიებული ექსპერტთა კომისია.

(ii)  შესწორებებსა  და  დამატებებს,  რომლებიც  ძალაში  შევიდა  1957  წლის  13 ივნისის  ნიცის  შეთანხმებისა  და  ამავე  შეთანხმების  1967  წლის  14  ივლისის სტოკჰოლმის   აქტის   მე-4  მუხლის   (1)  ქვეპუნქტის   თანახმად,  ამ   აქტის   ძალაში შესვლამდე.

(iii)  ნებისმიერ   ცვლილებას,  შეტანილს   ამ   აქტის   მე-3  მუხლის   თანახმად   და რომელიც ძალაში შედის ამ აქტის მე –4 მუხლის (1) ქვეპუნქტის მიხედვით.

(4) კლასიფიკაცია შედგენილია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

(5)(a) მე-3 პუნქტის (i) ქვეპუნქტში მოხსენიებული კლასიფიკაცია მე-3 პუნქტის (ii) ქვეპუნქტში მოხსენიებული შესწორებებსა და დამატებებთან ერთად, რომლებიც ძალაში   შევიდა   ამ   აქტის   ხელმოსაწერად   გახსნის   თარიღამდე,  არსებებს   ერთ ავთენტიკურ    ეგზემპლარად   ფრანგულ    ენაზე   და    ინახება   ისმოს    გენერალურ დირექტორთან (შემდგომში შესაბამისად – „ორგანიზაცია” და “დირექტორი”). მე-3 პუნქტის (ii) ქვეპუნქტში მოხსენიებული შესწორებები და დამატებები, რომლებიც ძალაში შედის ამ აქტის მიღების შემდეგ და ღიაა ხელმოსაწერად, ასევე უნდა ინახებოდეს ფრანგულ ენაზე შესრულებული  ერთი  ავთეტიკური  ეგზემპლარის სახით გენერალურ დირექტორთან.

(b) (a) ქვეპუნქტში მოხსენიებული ტექსტების ინგლისურ  ვარიანტს  ამზადებს მე-3 მუხლში მოხსენიებული ექსპერტთა კომისია ამ აქტის ძალაში შესვლისთანავე. ეს ავთენტიკური ეგზემპლარი ინახება გენერალურ დირექტორთან.

(c) მე-3 პუნქტის (iii) ქვეპუნქტში მოხსენიებული ცვლილებები ინახება თითო ავთენტიკურ ეგზემპლარად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, გენერალურ დირექტორთან.

(6) კლასიფიკაციის ოფიციალური ტექსტები არაბულ, გერმანულ, იტალიურ, პორტუგალიურ, რუსულ, ესპანურ და სხვა ენებზე, რომლებიც შეიძლება განსაზღვროს მე-5 მუხლში მოხსენიებულმა ასამბლეამ, დგება გენერალური დირექტორის მიერ დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციის შემდეგ ან ამ მთავრობის მიერ ან სხვა საშუალებით შემოტანილი თარგმანის საფუძველზე, რომელიც არ ახდენს ფინანსურ გავლენას სპეციალური კავშირის ან ორგანიზაციის ბიუჯეტზე.

(7)    ანბანურ    ჩამონათვალში    საქონლისა    და    მომსახურების   თითოეული სახეობის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს რიგითი ნომერი იმ ენის შესაბამისად, რომელზედაც შედგენილია ჩამონათვალი, ამასთან:

(i)       ინგლისურ    ანბანურ    ჩამონათვალში    მითითებული    უნდა    იყოს    იმავე დასახელების რიგითი ნომერი ფრანგული ანბანური ჩამონათვალიდან და პირიქით.

(ii)      მე-6    პუნქტის     შესაბამისად     ნებისმიერ     ენაზე     შედგენილ     ანბანურ ჩამონათვალში   მითითებული   უნდა   იყოს   იმავე   დასახელების   რიგითი   ნომერი ინგლისური ანბანური ჩამონათვალიდან ან ფრანგული ანბანური ჩამონათვალიდან.

 

მუხლი 2

კლასიფიკაციის სამართლებრივი მოქმედება და გამოყენება

 

(1) ამ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნების  თანახმად,  სპეციალური კავშირის თითოეულ ქვეყანაში კლასიფიკაცია მოქმედებს ისე, როგორც ამას დაადგენს ეს ქვეყანა. კერძოდ, კლასიფიკაცია არ ზღუდავს სპეციალური კავშირის ქვეყნებს არც ნებისმიერი ნიშნის დაცვის ფარგლების განსაზღვრაში და არც მომსახურების  ნიშნის  დაცვის  ობიექტად  აღიარებაში.

(2) სპეციალური კავშირის თითოეული ქვეყანა ინარჩუნებს უფლებას, გამოიყენოს კლასიფიკაცია როგორც ძირითად, ისე დამხმარე სისტემად.

(3) სპეციალური კავშირის ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებს ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტებსა და პუბლიკაციებში შეაქვთ კლასიფიკაციით განსაზღვრული იმ საქონლისა და მომსახურების შესაბამისი კლასების ნომრები, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ნიშანი.

(4)  დაასახელების  ანბანურ  ჩამონათვალში  შეტანის  ფაქტი  არანაირად  არ მოქმედებს     ნებისმიერ     უფლებაზე,     რომელიც     შეიძლება     არსებობდეს     ამ დასახელებაზე.

 

მუხლი 3

ექსპერტთა კომისია

 

(1) ყალიბდება ექსპერტთა კომისია, რომლის შემადგენლობაშიც წარმოდგენილია სპეციალური კავშირის თითოეული ქვეყანა.

(2) (a) გენერალურ დირექტორს შეუძლია და, ექსპერტთა კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, ექსპერტთა კომისიის სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით მოიწვიოს სპეციალური კავშირის არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც არიან ორგანიზაციის წევრები ან სამრეწველო საკუთრების  დაცვის  პარიზის  კონვენციის  მონაწილეები.

(b) გენერალური დირექტორი დამკვირვებლის სტატუსით იწვევს ექსპერტთა კომისიის სხდომებზე იმ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც სპეციალიზებულია ნიშნების სფეროში და რომელთა წევრი  ერთი  ქვეყანა  მაინც არის სპეციალური კავშირის ქვეყანა.

(c) გენერალურ დირექტორს შეუძლია და ექსპერტთა კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში  ვალდებულია  მოიწვიოს  სხვა  სამთავრობათაშორისო  ორგანიზაციების ან  არასამთავრობო  საერთაშორისო  ორგანიზაციების  წარმომადგენლები  მათთვის საინტერესო საკითხების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.

(3) ექსპერტთა კომისია:

(i)   ღებულობს     გადაწყვეტილებას    კლასიფიკაციაში     ცვლილებების     შეტანის შესახებ;

(ii) უგზავნის  სპეციალური   კავშირის   ქვეყნებს   რეკომენდაციებს   კლასიფიკაციის გამოყენების გაადვილებისა და ერთნაირად გამოყენების მიზნით;

(iii)  ღებულობს  ყველა  სხვა  ზომას,  რომელიც  არ  ახდენს  ფინანსურ  გავლენას სპეციალური      კავშირის      ან      ორგანიზაციის      ბიუჯეტზე      და      მიმართულია განვითარებადი ქვეყნების მიერ კლასიფიკაციის გამოყენების გაადვილებისაკენ;

(iv)  უფლებამოსილია ჩამოაყალიბოს ქვეკომისიები და მუშა ჯგუფები.

(4) ექსპერტთა  კომისია  ღებულობს  პროცედურის  საკუთარ  წესებს, ეს  უკანასკნელი უზრუნველყოფს  ექსპერტთა  კომისიის  ქვეკომისიებსა  და  მუშა  ჯგუფებში  მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში მოხსენიებული იმ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის    შესაძლებლობას,     რომელთაც    შეუძლიათ    შეიტანონ    არსებითი  წვლილი კლასიფიკაციის განვითარების საქმეში.

(5)    წინადადებები   კლასიფიკაციაში    ცვლილებების    შეტანის    შესახებ   შეიძლება წარადგინოს სპეციალური კავშირის ნებისმიერი ქვეყნის კომპეტენტურმა უწყებამ, საერთაშორისო     ბიურომ,     ნებისმიერმა     სამთავრობათაშორისო     ორგანიზაციამ, რომელიც   წარმოდგენილია   ექსპერტთა   კომისიაში   მე-2  პუნქტის   (b)  ქვეპუნქტის შესაბამისად   და    ასეთი    წინადადების   განსახილველად    წარმოდგენის    მიზნით ექსპერტთა   კომისიის   მიერ   სპეციალურად   მოწვეულმა   ნებისმიერმა   ქვეყანამ   ან ორგანიზაციამ.    წინადადებები    ეგზავნება    საერთაშორისო    ბიუროს,    რომელიც განსახილველად      წარუდგენს      მათ      ექსპერტთა      კომისიის       წევრებსა      და დამკვირვებლებს   არანაკლებ   ორი   თვით   ადრე   ექსპერტთა   კომისიის      სესიის დაწყებამდე, რომელზედაც განხილული უნდა იქნეს აღნიშნული წინადადებები.

(6) სპეციალური კავშირის თითოეულ ქვეყანას აქვს ერთი ხმა

(7) (a) ამ პუნქტის (b) ქვეპუნქტის დებულების გათვალისწინებით, ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სპეციალური კავშირის ქვეყნების ხმათა მარტივი უმრავლესობა.

(b)  კლასიფიკაციაში  შესწორების  შეტანასთან  დაკავშირებული  გადაწყვეტილებების მისაღებად  საჭიროა  დამსწრე  და  კენჭისყრაში  მონაწილე  სპეციალური  კავშირის ქვეყნების ხმათა 4/5. “შესწორება” –ში იგულისხმება ერთი კლასიდან მეორე კლასში საქონლის გადატანა ან ახალი კლასის შექმნა.

(c) მე-4 პუნქტში მოხსენიებულ პროცედურის წესებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა,     გათვალისწინებულია      შესწორებების      შეტანა      კლასიფიკაციაში დადგენილი პერიოდების ბოლოს; თითოეული პერიოდის ხანგრძლივობას   ადგენს ექსპრეტთა კომისია.

(8) მონაწილეთა  რაოდენობა, რომელმაც  კენჭისყრის  დროს  თავი  შეიკავა, ხმების დათვლისას მხედველობაში არ მიღება.

 

მუხლი 4

შეტყობინება ცვლილების შესახებ, ცვლილებების ძალაში შესვლა და გამოქვეყნება

 

(1) საერთაშორისო ბიურო უგზავნის შეტყობინებას სპეციალური კავშირის ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებს ექსპერტთა კომისიის მიერ მიღებული ცვლილებებისა და ექსპერტთა კომისიის რეკომენდაციების შესახებ. შესწორებები ძალაში შედის შეტყობინების გაგზავნის თარიღიდან 6 თვის  შემდეგ.  ნებისმიერი სხვა ცვლილება ძალაში შედის ცვლილებების მიღების შემდეგ ექსპერტთა კომისიის მიერ დადგენილი თარიღიდან.

(2) ძალაში შესული ცვლილებები საერთაშორისო ბიურომ უნდა შეიტანოს კლასიფიკაციაში. ინფორმაცია ამ ცვლილებების შესახებ ქვეყნდება პერიოდულ გამოცემებში, რომლებსაც განსაზღვრავს მე-5 მუხლში მოხსენიებული ასამბლეა.

 

მუხლი 5

სპეციალური კავშირის ასამბლეა

 

(1) (a) სპეციალურ კავშირს ჰყავს ასამბლეა, რომელიც შედგება იმ ქვეყნებისაგან, რომელთაც მოახდინეს ამ აქტის რატიფიკაცია ან მიუერთდნენ მას.

(b) ყოველი ქვეყნის მთავრობა წარმოდგენილია ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები, მრჩეველები და ექსპერტები.

(c) დელეგაციის ხარჯებს თავისთავზე იღებს მისი წარმომდგენი მთავრობა.

(2) (a) მე-3 და მე-4 მუხლების დებულებების თანახმად ასამბლეა:

(i)    იხილავს    სპეციალური    კავშირის    შენახვასა    და    განვითარებასთან    და    ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს;

(ii) აძლევს მითითებებს საერთაშორისო ბიუროს კლასიფიკაციის გადასინჯვის მიზნით კონფერენციების მომზადების თაობაზე სპეციალური კავშირის იმ ქვეყნების შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებმაც არ მოახდინეს ამ აქტის რატიფიკაცია ან არ მიუერთდნენ მას;

(iii) მიმოიხილავს და ამტკიცებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის (შემდგომში – “გენერალური დირექტორი”) სპეციალურ კავშირთან დაკავშირებულ ანგარიშსა და ქმედებებს და აძლევს მას ყველა აუცილებელ ინსტრუქციას სპეციალური კავშირის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე;

(iv)ადგენს სპეციალური კავშირის პროგრამას და ღებულობს ორწლიან ბიუჯეტს, ამტკიცებს მის საბოლოო ანგარიშებს;

(v) იღებს სპეციალური კავშირის ფინანსურ რეგლამენტს;

(vi) ქმნის, მე-3 მუხლში  მოხსენიებულ  ექსპერტთა  კომისიის  გარდა, ისეთ  სხვა ექსპერტთა კომისიებსა და მუშა ჯგუფებს, რომლებიც აუცილებელია სპეციალური კავშირის მიზნების მისაღწევად;

(vii)    განსაზღვრავს    სპეციალური    კავშირის    რომელი    არაწევრი    ქვეყანა    და სამთავრობათაშორისო      ორგანიზაცია      და      არასამთავრობო      საერთაშორისო ორგანიზაცია   შეიძლება   დაშვებულ   იქნეს   მის   სხდომებზე   დამკვირვებლის სტატუსით;

(viii) ღებულობს შესწორებებს 5-8 მუხლებში;

(ix) ასრულებს ყველა სხვა სათანადო ქმედებას, მიმართულს სპეციალური კავშირის შემდგომი  მიზნების  განხორციელებისაკენ;

(x) ასრულებს შეთანხმებიდან გამომდინარე სხვა ფუნქციებს.

(b)  ორგანიზაციის  საკოორდინაციო  კომიტეტის  აზრის  მოსმენის  შემდეგ  ასამბლეა ღებულობს გადაწყვეტილებებს იმ საკითხებზე, რომლებიც, აგრეთვე, წარმოადგენენ ორგანიზაციის დაქვემდებარებული სხვა კავშირების ინტერესის საგანს.

(3) (a) ასამბლეის თითოეულ წევრ ქვეყანას აქვს ერთი ხმა.

(b) ასამბლეის წევრი ქვეყნების რაოდენობის ნახევარი შეადგენს კვორუმს.

(c) მიუხედავად (b) ქვეპუნქტის დებულებისა, თუ რომელიმე სესიაზე წარდგენილი ქვეყნების რიცხვი ნაკლებია საერთო რაოდენობის ნახევარზე, მაგრამ ტოლია ან მეტი ასამბლეის   წევრი   ქვეყნების   რაოდენობის   ერთ   მესამედზე,  ასამბლეას   შეუძლია მიიღოს  გადაწყვეტილებები  ასამბლეის  პროცედურულ  წესებთან  დაკავშირებული გადაწყვეტილებების გარდა, მაგრამ ყველა ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა ქვემოთ მოყვანილი   ყველა   პირობის   შესრულების   შემთხვევაში,   საერთაშორისო   ბიურო უგზავნის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებს ასამბლეის წევრ ქვეყნებს, რომლებიც არ   იყვნენ   წარმოდგენილნი   სესიაზე,  და   სთავაზობს   მათ   გადაწყვეტილების გაგზავნის  დღიდან  სამი  თვის  ვადაში  წერილობით  გამოხატონ,  მომხრე  არიან  ამ გადაწყვეტილების  მიღებისა, წინააღმდეგი  თუ  თავი  შეიკავეს. თუ  ამ  პერიოდის გასვლის  მომენტისათვის  იმ  ქვეყნების  რაოდენობა,  რომლებმაც  ასეთი  სახით კენჭისყრაში  მისცეს  ხმა  ან  თავი  შეიკავეს, მიაღწევს  იმდენს, რამდენიც  აკლდა კვორუმს   თვით   სესიაზე,  გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   იმ   პირობით,  თუ იმავდროულად   მიღწეულია   გადაწყვეტილების   მისაღებად   საჭირო   მოთხოვნილი უმრავლესობა.

(d) მე-8 მუხლის (2) პუნქტის დებულებების თანახმად, ასამბლეის გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების ორი მესამედი.

(e) იმ მონაწილეთა ხმები, რომლებმაც კენჭისყრისას თავი შეიკავეს, მხედველობაში არ მიიღება.

(f)  დელეგატს  შეუძლია  წარმოადგინოს  მხოლოდ  ერთი  ქვეყანა  და  კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს მისი სახელით.

(g)     სპეციალური  კავშირის  ქვეყნები,  რომლებიც  არ  არიან  ასამბლეის  წევრები, ასამბლეის სხდომებზე დაიშვებიან როგორც დამკირვებლები.

(4) (a) ასამბლეა იკრიბება რიგით სესიაზე ყოველ მეორე კალენდარულ წელს გენერალური დირექტორის მოწვევით და, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მისი მოწვევის დრო და ადგილი ემთხვევა გენერალური ასამბლეის მოწვევის დროსა და ადგილს.

(b)  ასამბლეა  იკრიბება  რიგგარეშე  სესიაზე  გენერალური  დირექტორის  მოწვევით, თუ ამას ითხოვს ასამბლეის წევრი ქვეყნების ერთი მეოთხედი.

(c) სესიის დღის წესრიგს ამზადებს გენერალური დირექტორი.

(5) ასამბლეა ღებულობს პროცედურის საკუთარ წესებს.

 

მუხლი 6

საერთაშორისო ბიურო

 

(1) (a) სპეციალური კავშირის ადმინისტრაციულ ფუნქციებს ახორციელებს საერთაშორისო ბიურო.

(b) საერთაშორისო ბიურო,  კერძოდ, ამზადებს სხდომებს და ასრულებს ასამბლეის, ექსპერტთა კომისიის ასამბლეისა და ექსპერტთა კომისიის მიერ შექმნილი სხვა კომისიების და მუშა ჯგუფების სამდივნოს ფუნქციებს.

(c)     გენერალური     დირექტორი    არის     სპეციალური    კავშირის     მთავარი აღმასრულებელი პირი და წარმოადგენს სპეციალურ კავშირს.

(2)    გენერალური    დირექტორი    და    მის    მიერ    დანიშნული    ნებისმიერი თანამშრომელი   მონაწილეობს   ხმის   უფლების   გარეშე   ასამბლეის   ექსპერტთა კომისიის,  ასამბლეისა  და  ექსპერტთა  კომისიის  მიერ  შექმნილი  ექსპერტთა  სხვა კომისიებისა და მუშა ჯგუფების სხდომებში. გენერალური დირექტორი ან მის მიერ დანიშნული ნებისმიერი თანამშრომელი ex officio არის ამ ორგანოების მდივანი.

(3)      (a)      საერთაშორისო      ბიურო      ასამბლეის      მითითებით      ამზადებს კონფერენციებს  ამ  შეთანხმების  დებულებების  გადასინჯვის  მიზნით,  გარდა  5-8 მუხლებისა.

(b)     საერთაშორისო     ბიუროს          შეუძლია     გამართოს     კონსულტაციები სამთავრობათაშორისო    და    არასამთავრობო    საერთაშორისო    ორგანიზაციებთან გადასინჯვის მიზნით კონფერენციების მომზადებასთან დაკავშირებით.

(c) გენერალური დირექტორი და მის მიერ დანიშნული პირები მონაწილეობენ ამ კონფერენციებზე გამართულ კამათში ხმის უფლების გარეშე.

(4)    საერთაშორისო    ბიურო    ასრულებს   მასზე   დაკისრებულ    ყველა   სხვა დავალებას.

 

მუხლი 7

ფინანსები

 

(1)    (a) სპეციალურ კავშირს აქვს ბიუჯეტი.

(b)  სპეციალური  კავშირის  ბიუჯეტი  შეიცავს  საკუთრივ  სპეციალური  კავშირის შემოსავლებსა   და   ხარჯებს,  მათ   შენატანებს   კავშირების   საერთო   ხარჯების ბიუჯეტში  და,  აგრეთვე,  სათანადო  შემთხვევებში  გადარიცხვებს  ორგანიზაციის კონფერენციის  ბიუჯეტში.

(e) ხარჯები, რომლებიც განეკუთვნება არა მხოლოდ სპეციალურ კავშირს, არამედ ერთ ან მეტ სხვა კავშირსაც, რომელთა ადმინისტრირებასაც ახორციელებს ორგანიზაცია, განიხილება, როგორც კავშირების საერთო ხარჯები.  საერთო ხარჯებში სპეციალური კავშირის წილი შეესაბამება სპეციალური კავშირის დაინტერესებას ამ ხარჯების მიმართ.

(2) სპეციალური  კავშირის  ბიუჯეტი  დგინდება იმ კავშირების ბიუჯეტებთან კოორდინირების მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელთა ადმინისტრირებასაც ახორციელებს ორგანიზაცია.

(2)       სპეციალური კავშირის ბიუჯეტის დაფინანსების წყაროებია:

(i)სპეციალური კავშირის წევრი ქვეყნების საწევრო შენატანები;

(ii)საფასურები    და    გადასახადები    საერთაშორისო    ბიუროს    მიერ    სპეციალურ კავშირთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებისათვის;

(iii) შემოსავლები ან ანარიცხები, მიღებული სპეციალურ კავშირთა დაკავშირებული საერთაშორისო ბიუროს პუბლიკაციების გაყიდვით ან ამ პუბლიკაციაზე უფლების მინიჭებით;

(iv) შემოწირულობები, ნაანდერძები სახსრები და სუბსიდიები;

(v) შემოსავალი უძრავი ქონებიდან, პროცენტები და სხვა შემოსავლები.

(4) (a) მე-3 პუნქტის (i) ქვეპუნქტში მოხსენიებული საწევრო შენატანის დასადგენად სპეციალური კავშირის თითოეულ ქვეყანას აკუთვნებენ იმავე კლასს, რომელსაც იგი ეკუთვნის სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კავშირში და იხდის კუთვნილ წლიურ   საწევრო   შენატანს   ამ   კავშირის   მოცემული   კლასისათვის   დადგენილი ერთეულების რაოდენობის მიხედვით.

(b)    სპეციალური   კავშირის    თითოეული    ქვეყნის   წლიური    საწევრო   შენატანის რაოდენობა იმავე თანაფარდობაში უნდა იყოს სპეციალური კავშირის ბიუჯეტში ყველა ქვეყნის საწევრო შენატანების ჯამთან,  როგორ თანაფარდობაშიცაა მათთვის დადგენილი    ერთეულების    რაოდენობა    გადამხდელი    ქვეყნების    ერთეულების ჯამთან.

(c) საწევრო შენატანების ჩარიცხვა ხდება ყოველი წლის პირველი იანვრიდან.

(d)  ქვეყანა,  რომელსაც  აქვს  საწევრო  შენატანის  დავალიანება,  ვერ  გამოიყენებს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას სპეციალური კავშირის ნებისმიერ ორგანოში, თუ მისი დავალიანების სიდიდე ტოლია ან მეტი მისი ბოლო ორი სრული წლის საწევრო   შენატანის   რაოდენობაზე.   ამასთან,   სპეციალური   კავშირის   ნებისმიერ ორგანოს   შეუძლია   დართოს   ნება   ასეთ   ქვეყანას   გააგრძელოს   ხმის   უფლებით სარგებლობა  ამ  ორგანოში,  თუ  და  ვიდრე  სრულდება  პირობა,  რომ  გადახდის დაგვიანება გამოწვეულია განსაკუთრებული და გარდაუვალი გარემოებებით.

(e) თუ ბიუჯეტი არ არის მიღებული ახალი საფინანსო პერიოდის დასაწყისისათვის, იგი  რჩება  წინა  წლის  ბიუჯეტის  დონეზე,  როგორც   ეს  გათვალისწინებულია ფინანსური  რეგლამენტით.

(5)  საერთაშორისო  ბიუროს  მიერ  სპეციალურ  კავშირთან  დაკავშირებით  გაწეული მომსახურების  საფასურებისა  და  გადასახადების  სიდიდეს  ადგენს  გენერალური დირექტორი და აცნობებს ასამბლეას.

(6)(a)  სპეციალურ  კავშირს  აქვს  საბრუნავი  სახსრების  ფონდი,  რომელიც  დგება სპეციალური    კავშირის    თითოეული    ქვეყნის    მიერ    გადახდილი    ერთჯერადი გადასახადებისაგან.    თუ    ფონდს    სახსრები    გახდება    არასაკმარისი,    ასამბლეა ღებულობს გადაწყვეტილებას მისი გაზრდის შესახებ.

(b) ზემოხსენებულ ფონდში თითოეული ქვეყნის მიერ გადახდილი თანხა ან ამ ფონდის გაზრდაში მისი წილი პროპორციულია ამ ქვეყნის იმ წლის საწევრო შენატანისა, როდესაც ფონდი დაარსდა ან როდესაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი გაზრდის შესახებ.

(e)   პროპორციულობის   კოეფიციენტსა   და   გადახდის   პირობებს   განსაზღვრავს ასამბლეა        გენერალური        დირექტორის        რეკომენდაციით        ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევის მოსმენის შემდეგ.

7.   (a)   შეთანხმება   შტაბ-ბინის   შესახებ,   დადებული   ქვეყანასთან,   რომლის ტერიტორიაზეც   ორგანიზაციას   აქვს   თავისი   შტაბ-ბინა,  ითვალისწინებს,  რომ ყოველთვის,  როდესაც  საბრუნავი  სახსრების  ფონდი  არ  არის  საკმარისი,  ასეთი ქვეყანა გასცემს სესხს. სესხის სიდიდე და მისი გაცემის პირობები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში   არის   ამ   ქვეყანასა   და   ორგანიზაციას   შორის   დადებული   ცალკე შეთანხმების საგანი.

(b)   ქვეყანას,   რომელიც   მოხსენიებულია   ამ   პუნქტის   (a)   ქვეპუნქტში,   და ორგანიზაციას  უფლება  აქვთ  წერილობითი  შეტყობინებით  მოახდინონ  სესხის გაცემის ვალდებულების დენონსაცია. დენონსაცია ძალაში შედის სამი წლის შემდეგ იმ წლის გასვლიდან, როდესაც გაკეთდა შეტყობინება.

(8) საბუღალტრო აუდიტი ხორციელდება სპეციალური კავშირის ერთი ან მეტი ქვეყნის ან გარეშე აუდიტორების მიერ, როგორც ამას ითვალისწინებს ფინანსური რეგლამენტი. აუდიტორებს ნიშნავს ასამბლეა მათი თანხმობით.

 

მუხლი 8

შესწორებების შეტანა მუხლებში 5-8

 

(1) წინადადებები მე-5, მე-6, მე-7 და ამ მუხლში შესწორებების  შეტანის შესახებ შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ასამბლეის წევრი ნებისმიერი ქვეყნის ან გენერალური დირექტორის მიერ. ასეთ წინადადებას გენერალური დირექტორი უგზავნის ასამბლეის წევრ ქვეყნებს ასამბლეაზე განხილვამდე სულ მცირე 6 თვით ადრე.

(2) ამ მუხლის (1) პუნქტში მოხსენიებულ მუხლებში შესწორებებს ღებულობს ასამბლეა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების სამი  მეოთხედი. ამასთან, მე-5 მუხლსა  და  ამ  პუნქტში  ნებისმიერი  შესწორების მისაღებად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების ოთხი მეხუთედი.

(3) ამ მუხლის (1) პუნქტში მოხსენიებული მუხლების ნებისმიერი შესწორება ძალაში შედის ერთი თვის შემდეგ თარიღიდან, როდესაც გენერალურ დირექტორს ჩაბარდება   ამ   თარიღისათვის   ასამბლეის   წევრი   ქვეყნების   რაოდენობის   3/4-ის წერილობითი  შეტყობინებები  თითოეული  ქვეყნის  კონსტიტუციით  დადგენილი პროცედურის    შესაბამისად    ზემოხსენებული    შესწორებების    მიღების    შესახებ. ზემოხსენებულ    მუხლებში    ასეთი    წესით    მიღებული    ნებისმიერი    შესწორება სავალდებულოა  ყველა  იმ  ქვეყნისათვის, რომელიც  შესწორების  ძალაში  შესვლის თარიღისათვის  არის  ასამბლეის  წევრი  ან  რომელიც  წევრი  გახდა  ამ  თარიღის შემდეგ. ამასთან, ნებისმიერი შესწორება, რომელიც ზრდის სპეციალური კავშირის ქვეყნების       ფინანსურ       ვალდებულებებს,       სავალდებულოა       მხოლოდ       იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც განაცხადეს ასეთი შესწორების მიღების შესახებ.

 

მუხლი 9

რატიფიკაცია და მიერთება; ძალაში შესვლა

(1) სპეციალური კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ აქტს, შეუძლია მისი რატიფიცირება და, თუ არა აქვს ხელი მოწერილი, მასთან მიერთება.

(2)    სამრეწველო    საკუთრების    დაცვის    პარიზის    კონვენციის    მონაწილე ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ არის სპეციალური კავშირის წევრი, შეუძლია მიუერთდეს ამ აქტს და, ამრიგად , გახდეს სპეციალური კავშირის ქვეყანა.

(3) დოკუმენტები რატიფიკაციისა და მიერთების შესახებ ინახება გენერალურ დირექტორთან.

(4)(a) ეს აქტი ძალაში შედის შემდეგი ორი პირობის შესრულებიდან სამი თვის შემდეგ:

(i) ექვსი  ან  მეტი  ქვეყანა  ჩააბარებს  დოკუმენტებს  რატიფიკაციის  ან  მიერთების შესახებ; და

(ii)    ამ     ქვეყნებიდან    სამი    მაინც     არის    სპეციალური    კავშირის     ქვეყანა    იმ

თარიღისათვის, როდესაც აქტი ღიაა ხელმოსაწერად.

(b)  ამ  პუნქტის  (a)  ქვეპუნქტში  მოხსენიებული   ძალაში შესვლა ეხება იმ ქვეყნებს, რომლებმაც  ძალაში  შესვლის  თარიღამდე  სულ  მცირე  სამი  თვით  ადრე ჩააბარეს დოკუმენტები რატიფიკაციის ან მიერთების შესახებ.

(c) ნებისმიერ იმ ქვეყნისათვის, რომელსაც არ ეხება (b) ქვეპუნქტი, ეს აქტი ძალაში    შედის    სამი    თვის    შემდეგ    იმ    თარიღიდან,    როდესაც    გენერალურმა დირექტორმა  გააკეთა  შეტყობინება  ამ  ქვეყნის  მიერ  რატიფიკაციის  ან  მიერთების შესახებ,   თუ    რატიფიკაციის    ან    მიერთების    შესახებ    დოკუმენტებში    არ    იყო მითითებული  უფრო  გვიანდელი  თარიღი.  ამ  უკანასკნელ  შემთხვევაში  ეს  აქტი მოცემული ქვეყნისათვის ძალაში შევა ასეთნაირად მითითებული თარიღიდან.

(5)    რატიფიკაციას    ან    მიერთებას    ავტომატურად    მოსდევს    ამ    აქტით დადგენილი ყველა დებულების ცნობა და ყველა უპირატესობით სარგებლობა.

(6)    ამ   აქტის    ძალაში   შესვლის    შემდეგ   არცერთ    ქვეყანას   არ    შეუძლია მოახდინოს  რატიფიკაცია  ან  მიუერთდეს  ამ  შეთანხმების  ნებისმიერ  ადრინდელ

აქტს.

 

მუხლი 10

მოქმედების ვადა

 

ამ შეთანხმებას აქვს მოქმედების ვადა, რაც სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის  კონვენციას.

 

მუხლი 11

გადასინჯვა

(1)    ეს    შეთანხმება    შეიძლება    გადაისინჯოს    დროდადრო    სპეციალური კავშირის ქვეყნების კონფერენციის მიერ.

(2)     გადაწყვეტილებას     გადასინჯვის    კონფერენციის     მოწვევის     შესახებ ღებულობს ასამბლეა.

(3) მუხლები 5-8 შეიძლება შესწორდეს ან გადაისინჯოს კონფერენციის მიერ ან მე-8 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 12

დენონსაცია

 

(1) ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ამ აქტის დენონსაცია გენერალური დირექტორის სახეზე შეტყობინების გაგზავნით. ასეთი დენონსაცია ამ ქვეყნისათვის, აგრეთვე, აუქმებს ამ შეთანხმების ყველა ადრინდელ აქტს ან აქტებს, რომელთა რატიფიკაციაც მოახდინა ან მიუერთდა ამ აქტის დენონსაციის განმახორციელებელი ქვეყანა. ასეთი დენონსაცია ვრცელდება მხოლოდ იმ ქვეყანაზე, რომელმაც იგი განახორციელა, რაც  შეეხება სპეციალური კავშირის ყველა დანარჩენ ქვეყანას, მათთვის შეთანხმება მთლიანად რჩება ძალაში და სავალდებულოა შესასრულებლად.

(2) დენონსაცია ძალაში შედის გენერალური დირექტორის  მიერ შეტყობინების მიიღებს დღიდან ერთ წლის შემდეგ.

(3) ამ მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლების გამოყენება არ შეიძლება ქვეყნის სპეციალური კავშირის ქვეყანად გახდომის თარიღიდან ხუთი წლის განმავლობაში.

 

მუხლი 13

მითითება პარიზის კონვენციის 24-ე მუხლზე

 

სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის 1967 წლის სტოკჰოლმის აქტის 24-ე მუხლის დებულებები გამოიყენება ამ შეთანხმებაში იმ პირობით, რომ, თუ მომავალში ეს დებულებები შეიცვლება, უკანასკნელი ცვლილება გამოიყენება სპეციალური კავშირის იმ ქვეყნების მიმართ, რომელთაც აღიარეს ეს ცვლილებები.

 

მუხლი 14

ხელმოწერა; ენები; დეპოზიტარის ფუნქციები

(1) (a) ხელმოწერა უნდა გაკეთდეს ამ აქტის ერთ ორიგინალ-ეგზემპლარზე, რომელიც დაბეჭდილია ინგლისურ და ფრანგულ ენაზე; ორივე ტექსტი თანაბარავთენტიკურია და ინახება გენერალურ  დირექტორთან.

(b) ამ აქტის ოფიციალურ ტექსტს ორ სხვა, რუსულ და ესპანურ ენებზე, რომლებზეც  (a) ქვეპუნქტში  მოხსენიებულ  ენებთან  ერთად იყო  ხელმოწერილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის ავთენტიკური ტექსტები, ადგენს გენერალური დირექტორი დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციების შემდეგ ამ აქტის ხელმოწერის თარიღიდან ორი თვის განმავლობაში.

(c)  ამ   აქტის   ოფიციალურ   ტექსტებს   არაბულ,  გერმანულ,  იტალიურ   და პორტუგალიურ    და    ასამბლეის    მიერ    განსაზღვრულ    სხვა    ენებზე    ადგენს გენერალური    დირექტორი    დაინტერესებულ    მთავრობებთან    კონსულტაციების შემდეგ.

(2) ეს აქტი ღიაა ხელმოსაწერად 1977 წლის 31 დეკემბრამდე.

(3) (a) გენერალური დირექტორი უგზავნის ამ აქტის ხელმოწერილი ტექსტის მის მიერ დამოწმებულ ორ ასლს სპეციალური კავშირის ყველა ქვეყნის მთავრობას და, მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას.

(b) გენერალური დირექტორი უგზავნის ამ აქტის ნებისმიერი შესწორების მის მიერ    დამოწმებულ    ორ    ეგზემპლარს,    სპეციალური    კავშირის    ყველა    ქვეყნის მთავრობას და, მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას.

(4)  გენერალურმა  დირექტორმა  უნდა  მოახდინოს  ამ  აქტის  რეგისტრაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.

(5)   გენერალური   დირექტორი   აუწყებს   სამრეწველო   საკუთრების   დაცვის პარიზის კონვენციის მონაწილე ყველა ქვეყნის მთავრობას:

(i) ხელმოწერების შესახებ (1) პუნქტის თანახმად;

(ii) რატიფიკაციის ან მიერთების დოკუმენტების შენახვის შესახებ მე- 9 მუხლის (3) პუნქტის თანახმად;

(iii)  ამ  აქტის  ძალაში  შესვლის  თარიღის  შესახებ  მე-9  მუხლის  (4)  (a)  ქვეპუნქტის

თანახმად;

(iv)  ამ  აქტში  შეტანილი  შესწორებების  მიღების  შესახებ  მე-8  მუხლის  (3)  პუნქტის თანახმად;

(v) ასეთი შესწორებების ძალაში შესვლის თარიღების შესახებ;

(vi) დენონსაციის თაობაზე შეტყობინების მიღების შესახებ მე-12 მუხლის თანახმად.