„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2557-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 120290000.05.001.017479
2557-რს
29/07/2014
ვებგვერდი, 08/08/2014
120290000.05.001.017479
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. მე-7–მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 7. განცხადება სამხედრო სავალდებულო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ

   მოქალაქე, რომელმაც უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური და აქვს ამ ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდის ამ კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, ვალდებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღეში განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტის გამწვევ კომისიას, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამწვევ კომისიას (შემდგომ – გამწვევი კომისია).

    მუხლი 8. გამწვევი კომისიის მიერ განცხადების განხილვა

   1. გამწვევი კომისია შეისწავლის მოქალაქის პირად საქმეს და მოიძიებს მასალებს, რომლებითაც დასტურდება მის მიერ მოყვანილი არგუმენტის სისწორე.

   2. განმცხადებელს უფლება აქვს, დაესწროს გამწვევი კომისიის სხდომას და დაასაბუთოს თავისი მოსაზრება.

   3. გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღეში განიხილოს მოქალაქის განცხადება და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც მის პირად საქმესთან ერთად საბოლოო დასკვნისათვის ეგზავნება მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას.

  4. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას დასკვნა გამოაქვს მოქალაქის განცხადების, მისი პირადი საქმის და გამწვევი კომისიის დასკვნის მიღებიდან 1 თვეში.

   5. მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ან გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და სათანადო ბრძანებას გამოსცემს შესაბამისი მინისტრი მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

   6. თუ მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია დააკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას, ხოლო შესაბამისი მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, განმცხადებელი ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში.

    მუხლი 9. გამწვევი კომისია     

    გამწვევი კომისია ადგენს მოქალაქის პირად საქმეს.“.

    2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის:

   ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) ხელმძღვანელობს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზებას და მონიტორინგს უწევს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის, ამ სამსახურის გავლის და მისი გავლის ორგანიზების სფეროებში გამწვევი კომისიის მუშაობას;“;

   ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ვ) იხილავს გამწვევი კომისიიდან შემოსულ განცხადებებს და მოქალაქეთა საჩივრებს;“.

    3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. მოქალაქე, რომელიც განთავისუფლდა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, ვალდებულია დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში გამოცხადდეს მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში აღრიცხვაზე დასადგომად.“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ივლისი 2014 წ.

N2557-რს