დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/08/2014 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.32.057.016180 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/08/2014 - 16/10/2014)
|
1.
,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მე-4 მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, თანახმად დანართისა. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი |
მუხლი 1.
ამ წესის რეგულირების სფერო |
ეს წესი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებები; ბ) პრემია - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის; გ) ზემდგომი ორგანო/თანამდებობის პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი; დ) ხელმძღვანელი თანამდებობის პირი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი. |
მუხლი 3.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები |
1. პრემია გაიცემა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
2. პრემიის მიზნებია, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. |
მუხლი 4.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება |
1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.
2. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირებას ახდენს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი ან ზემდგომი თანამდებობის პირი. 3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზემდგომი თანამდებობის პირი, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. 4. ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ზემდგომი თანამდებობის პირი. 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებისათვის პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. |
მუხლი 5.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა |
1. აღმასრულებელი ხელისუფლების დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. 4. ამ მუხლის 1-ლი და მე–2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით, ზემდგომი თანამდებობის პირის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები