ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016017
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
02/08/2014
ვებგვერდი, 08/08/2014
010250050.35.174.016017
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/08/2014 - 21/12/2017)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2014 წლის 2 აგვისტო

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის დებულება (დანართი №1);
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



დანართი №1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის

         


ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე აქტების,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობას და მუშაობის ორგანიზაციას.

თავი I
ზოგადი დებულება

მუხლი 1. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური
1. სამსახური არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.

2. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ გორის  მერი.

3. სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

4. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.


თავი II
სამსახურის ამოცანები და უფლება-მოვალეობანი

მუხლი 2. სამსახურის ამოცანები
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;

ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა;

გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;

დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;

ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;

ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;

ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;

დ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;

ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა;

ვ) სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ზ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;

თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს;

ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება;

კ) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მასში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა;

ლ) სამართალდაცვის ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს.


მუხლი 4. სამსახურის მოვალეობანი
სამსახურის მოვალეობებია:

ა) აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;

ბ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს;

გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;

დ) განხორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.


თავი III
სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა

მუხლი 5. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის - გორის მერი.

2. სამსახურის საშტატო ნუსხას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

3. სამსახურის თანამშრომელთა სამსახურის შესრულება განისაზღვრება ფუნქციონალური მოვალეობებით.

4. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გორის მერს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევის და სხვადასხვა სამუშაოების შესრულების შესახებ;

გ)  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე წარსადგენად ამზადებს მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტებს;

დ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს:

დ.ა. სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას;

დ.ბ. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას;

დ.გ. დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში;

დ.დ. სამხედრო განყოფილების სამობილიზაციო მზადყოფნას;

დ.ე. გაძლიერების აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას;

დ.ვ. სახელმწიფო და კერძო სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას;

ე) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხისა და ხარჯთა ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების იმ გადაწყვეტილებათა შესასრულებალად, რომელიც ეხება სამსახურის ფუნქციებს;

ზ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.


მუხლი 6. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

 ა) წარუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

 ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;

 გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

 დ) დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

 ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით;

ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად;

გ) მოაწყონ სამობილიზაციო შტაბები;

დ) შესრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

3. გასაწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სამხედრო სამსახურს, მისი განცხადების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით.


თავი IV
დასკვნითი დებულებები

მუხლი 7. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.

3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.