ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016012
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
02/08/2014
ვებგვერდი, 08/08/2014
010250050.35.174.016012
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/08/2014 - 21/12/2017)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2014 წლის 2 აგვისტო

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება (დანართი №1);
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



დანართი №1
ქალაქ  გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული  სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული  სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2
სამსახური არის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მერია)  სტრუქტურული ერთეული, რომელიც სამართლებრივად უზრუნველყოფს ქ. გორის მერიის საქმიანობას და სამსახურის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების გადაწყვეტას.
მუხლი 3
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” შესახებ, საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტარციული კოდექსით’’ საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და სხვა კანონქვემდებარე  სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4
სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ქ. გორის მერიას.  

თავი II
სამსახურის ფუნქციები

მუხლი 5
სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უზრუნველყოფს;

ა) მერის, ვიცე მერის, მერის მოადგილის,  მერიის სამსახურების ხელმძღვანელების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას.

ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან.

გ)  მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას მართლმსაჯულების განმახორციელებელ  ორგანოებში.  

დ)  სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით  შემოსულ კორესპონდენციის, საჩივარ–განცხადებების განხილვას და საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების რეკომენდაციის მომზადებას;

ე) მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. 


თავი III
სამსახურის სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 6
1. სამსახური შედგება ორი განყოფილებისგან:

ა) მართლმსაჯულების განმხორციელებელ ორგანოებთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განყოფილება.

ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების, დასკვნების მომზადების და იურიდიული კონსულტირების განყოფილება.  

მუხლი 7
1. მართლმსაჯულების განმხორციელებელ ორგანოებთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა)  მერის (კანონისმიერი წარმომადგენელი) მიერ გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების  საფუძველზე,  მერიის  ინტერესების დაცვას  მართლმსაჯულების განმხორციელებელ  ორგანოებში;

ბ)   მერიის მიერ სასამართლოში წარსადგენ საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი, საჩივარი და ა.შ) მომზადებას და წარდგენას საპროცესო  კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მიზნით ახორციელებს მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებულ ფუნქციონირებას.

გ) სასამართლო წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით  გორის მერიაში შემოსულ განცხადებებზე, მიმართვებისა და წერილებზე რეაგირებას.

დ) საქმის ადმინისტრაციულ წარმოებას.

2. სამართლებრივი აქტების პროექტების, დასკვნების მომზადების და იურიდიული კონსულტირების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მერიის სტრუქტურული ერთეულის  მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების  შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან  და მათ ვიზირებას.

ბ) სამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

გ) ცალკეული  საკითხების სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტის მიზნით,    ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ქალაქ გორის მერიისათვის წარსადგენი ინფორმაციის გამოთხოვას.

დ)  მერიის იურისდიქციას დაქვემდებარებული სამსახურებისა და ორგანიზაციების იურიდიულ კონსულტირებას.


თავი IV
სამსახურის მართვა 

მუხლი 8
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს გორის მერი.

2. სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უშუალოდ წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;

ბ) პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;

დ) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე,  ანაწილებს დავალებებს, ისმენს ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესრულების შესახებ;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და

უფლებამოსილებებს.

მუხლი 9
სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით, წინამდებარე დებულებითა და  მერიის შინაგანაწესით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

თავი V
დასკვნითი დებულებები

მუხლი 10
1. მერიის დებულების სამსახურის დებულებას გორის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 11
ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.