„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2530-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 470080000.05.001.017475
2530-რს
26/07/2014
ვებგვერდი, 06/08/2014
470080000.05.001.017475
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“–„ჟ“ ქვეპუნქტები:

„ნ) რისკის შეფასება – ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის წინასწარი შეფასება;

ო) იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა – სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების სპეციალური სახე, რომელიც მოიცავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემას;

პ) რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა – სისტემა, რომელიც მოიცავს სამედიცინო და ფსიქოსოციალურ ინტერვენციებს;

ჟ) ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია – იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უარი თქვას მკურნალობის ჩატარებაზე; ეს უფლება იზღუდება ამ კანონის მე-16, მე-18 და 22მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ პაციენტი ქმედუუნაროა ან მისი ასაკი არ აღემატება 16 წელს, მკურნალობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით);“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პაციენტის უფლებების შეზღუდვა დასაშვებია ამავე კანონის მე-18 და 22მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ აღნიშნული უფლებების განხორციელება შეუძლებელია შესაბამისად არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ან იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხასიათიდან გამომდინარე.“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, მისი თხოვნის ან/და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, გარდა ამ კანონის მე-16,  მე-18 და 221 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

5. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 22მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ამბულატორიული ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის მიმართვისას პაციენტს, ხოლო თუ პაციენტი ქმედუუნაროა ან მისი ასაკი არ აღემატება 16 წელს – პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს:

ა) საკუთარი სურვილით აირჩიოს ფსიქიატრიული დაწესებულება და ექიმი;

ბ) თავისი სურვილით, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს გამოკვლევა ან/და მკურნალობა.“.

6. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-16, მე-18 და 221 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და პაციენტს გაეწევა აუცილებელი სამედიცინო ჩვენების  მიხედვით, შესაბამისი ნებართვის მქონე სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში (შემდგომ – სტაციონარი).“.

7. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ხორციელდება ამ კანონის 22მუხლით დადგენილი წესით.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

„მუხლი 221. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია პირის მიმართ გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, თუ არსებობს შემდეგი ორი საფუძველი:

ა) ფსიქიკური აშლილობის გამო პირს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე;

ბ) ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი.

2. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით პირი სტაციონარში თავსდება სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოტანილი განჩინების საფუძველზე. პირი უნდა მოთავსდეს მხოლოდ იმ სტაციონარში, რომელშიც უზრუნველყოფილია სპეციალური დაცვა და დანერგილია რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა. რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

3. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით პირი სტაციონარში თავსდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული განჩინებით განსაზღვრული ვადით. ამ ვადის ათვლა იწყება პირის სტაციონარში მოთავსების მომენტიდან. პაციენტი შეიძლება განჩინებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე გაწერილ იქნეს სტაციონარიდან ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუ აღმოიფხვრა ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

4. ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია ვალდებულია  პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ წელიწადში ერთხელ შეაფასოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა. პაციენტის მკურნალი ექიმი უფლებამოსილია მიმართოს ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალურ კომისიას ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოტანისათვის, თუ პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საფუძველს იძლევა.

5. თუ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია მორიგი ან ვადამდელი შეფასების შედეგად გამოიტანს დასკვნას, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები აღმოიფხვრა, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გაწეროს პაციენტი სტაციონარიდან.

6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული განჩინებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტისთვის აღმოფხვრილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კრიტერიუმები, პაციენტი  გაწერილი უნდა იქნეს სტაციონარიდან.

7. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული განჩინებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტისთვის არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კრიტერიუმები, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს სასამართლოს პაციენტისთვის ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მოთხოვნით, რის შემდეგაც პაციენტს გაეწევა ფსიქიატრიული დახმარება ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად სტაციონარიდან გაწერის შემდეგ პირი ვალდებულია აღრიცხვაზე დადგეს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უახლოეს ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი:

„მუხლი 281. იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი  ღონისძიებები

  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2014 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს:

ა) რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებიც აუცილებელია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის განსახორციელებლად;

ბ) იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცება;

გ) რისკის შეფასების სტანდარტების განსაზღვრა.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 ივლისი 2014 წ.

N2530-რს