დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2538-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/07/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320000.05.001.017473 |
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.“. 2. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა შტატები მტკიცდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.“. 3. მე-11 მუხლის: ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 39-ე, 411, 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება.“; ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 37-ე−39-ე, 391, მე-40, 41-ე, 411, 66-ე, 69-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლების მოქმედება, გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1321 მუხლი: „მუხლი 1321. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლება ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემას, მასში ჩართული უწყებების უფლებამოსილებებს და ამ სისტემის ფუნქციონირების პრინციპებსა და წესს.“. 5. 134-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2014 წლის 1 დეკემბრისა მიიღოს ამ კანონის 1321 მუხლით გათვალისწინებული დადგენილება.“. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1344 მუხლი: „მუხლი 1344. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დროებითი წესები 1. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპია კონკურსის მონაწილის ტესტირება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. თანამდებობაზე ამ პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული მოხელე ატესტირებას ექვემდებარება ამ კანონის 82-ე და 83-ე მუხლების შესაბამისად. 2. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპია მოხელის ტესტირება. ატესტაცია ტარდება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც ატესტაცია არ გაუვლია, ატესტირებას ექვემდებარება 2015 წლის 1 ივლისამდე, თუ მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან გასულია 6 თვე. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვეზე ნაკლებია გასული, მოხელე, გარდა თანამდებობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული მოხელისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით ატესტირებას ექვემდებარება თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა. მოხელეს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ტესტირებების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამის მომსახურებას იღებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული დაწესებულებებისგან. საქართველოს მთავრობა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს არაუგვიანეს 2014 წლის 15 სექტემბრისა. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ტესტირებების ჩატარების მეთოდიკასა და თემატიკას, აგრეთვე შეფასების კრიტერიუმებს, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და არაუგვიანეს 2014 წლის 15 სექტემბრისა ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო სამსახურის ბიურო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 26 ივლისი 2014 წ. N2538-რს |
დოკუმენტის კომენტარები