დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 24 |
დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/07/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 07/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016140 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/07/2014 - 28/02/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართვლეობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 'გ.ბ' ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 'ა.ბ' ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა : |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანახმად N1 დანართისა. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს N27 დადგენილება 'ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ' (სსმ, 23, 08/09/2010 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.000650). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
|
მუხლი 1 |
1. ადმინისტრაციული სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სამსახურის დადგენილი წესით უზრუნველყოფას ორგანიზაციულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, სოციალურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას, „ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციაა უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ა) საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ბ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
|
მუხლი 3 |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)კორესპოდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას ბ)გამგებლის და სხვა თანამდებობის პირთა მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და დოკუმენტების გამოქვეყნებას. გ) მიღებული კორესპოდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დ) გამგებლის დავალებების შესრულების კონტროლს ე) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვას ვ) საქმისწარმოებაში არსებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას. ზ) საქმეთა ნომენკლატურის შედგებას და არქივირებას. თ) გამართულ კომუნიკავიას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებსშორის, გამგებლის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახემწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან. ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას კ) ოფიციალური ღონისძიებების მოწყობის ორგანიზებას. ლ) სოციალური დაცვის და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას. მ)უმუშევართა რეგისტრაციას, ამთი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეკწყობას. ნ) სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და პროგრამათა გამხორციელების კოორდინაციას. ო) თვითმმართველი თემის ხელმძღვანელი პირის დავალებების შესრულება პ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის უფროსი |
ა)წარმართავს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებით შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ. დ) გამსაზღვრავს სტრუქტურული ერთელის საქმიანობას ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს. ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. ვ) გამგებელს პერიიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებუილ სამუშაოთა შესახებ. ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. |
მუხლი 5.
განყოფილების უფროსი |
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. დ) იბარებს და აბარებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ. ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ადგარიშებს გამოყიფილების მიერ სამუშაო გეგმების და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ. ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას. ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ. თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
|
მუხლი 6.
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების განყოფილება |
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას ბ) შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას. გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის დ)დავალებების სათანადო გაფორმებას. ე) დავალებების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას. ვ) დოკუმენტების გაგზავნას. ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად. თ) საქმეთა ნომენკლატურის შესგენას ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას კ) საქმისწაროებაში ბეჭდის, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას. ლ) მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე. მ) გამგეობის საქმიანობის აგარიშების და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობებს გამოქვეყნებას. ნ)ჟურნალისტების აკრედიატაციას გამგეობაში ო)საინფორმაციო–საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირება პ) სამსახურებისა და ტერიტორიული მართვის ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას. ჟ)“საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზარებას. რ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადმიანური რესირსების ამრთვის სფეროში. ს) თვითმმართველი თემის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მოამცემების დამუშავების, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას. ტ) მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე ინფომაციის ხელმისაწვდომობას. უ) მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადებას. ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 7.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება |
ა) ბორჯომის თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. ბ)ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის ხელშეწყობას. გ)მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამის შედგენას და მათ განხორციელებას. დ)“ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ვეტერანთა სოციალურ დახმარებას თავისი კონპეტენციის ფარგლებში. ე) დევნილი მოსახლეობისათვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებას კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას და ზრუნვას მათ განხორციელებაზე. ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 8.
სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმინობის კონტროლი |
სამსახურის საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად გამგებელს უფლება აქვს, მოითხოვოს და დაუყონებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია. |
დოკუმენტის კომენტარები