დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 446 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/07/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.018066 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებულ „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესში“: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფიტოსანიტარიული წესი ვრცელდება ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო‑საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანასა და გატანაზე, ასევე, შესაძლებელია გავრცელდეს დასაწყობების ადგილებზე, ტარაზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, კონტეინერებსა და რაიმე სხვა ორგანიზმებზე, ობიექტზე ან მასალაზე, რომლებშიც შესაძლებელია არსებობდეს მავნე ორგანიზმები, ან რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდნენ მათ სამალავებს.“; ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ დადგენილების № 1 დანართით განსაზღვრული, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო‑საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი თავისუფალი უნდა იყოს ამ ფიტოსანიტარიული წესის № 10 და № 11 დანართებში მითითებული საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან.“; გ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) გადამუშავება - ნებისმიერი საწარმოო პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის პირველად პროდუქტს და რომლის გამოყენების შემდეგ საქონელი აღარ შეიძლება იყოს დასნებოვნებული მავნე ორგანიზმით;“; დ) მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ვ) მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ინსპექტირება – მცენარეების, მცენარეული პროდუქტების ან ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა მასალების ვიზუალური შემოწმება მავნე ორგანიზმების გამოვლენის მიზნით ან/და ფიტოსანიტარიულ ზომებთან შესაბამისობის დადგენა;“; ზ) მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; თ) მე-2 მუხლის „ჰ.ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ი) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.ჟ“ და „ჰ.რ“ ქვეპუნქტები: „ჰ.ჟ) ნიადაგი – დედამიწის ზედა ნაყოფიერი ფენა, რომელიც შექმნილია ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთმოქმედების შედეგად; ჰ.რ) ნაყოფიერება – ნიადაგის უმთავრესი და არსებითი თვისება და უნარი უზრუნველყოს მცენარის მოთხოვნილებები ფესვური კვების ელემენტებსა და წყალზე, შექმნას შესაბამისი ჰაეროვანი და თბური რეჟიმი და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალი.“; კ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა 1. ტვირთს იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის (საჭიროების შემთხვევაში) დროს თან უნდა ახლდეს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. რეექსპორტის შემთხვევაში, შესაძლებელია ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის დამოწმებული ასლის წარდგენა. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, იმპორტისთვის გამიზნულ ტვირთს უნდა ახლდეს ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა. 3. ერთი იმპორტის ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია ტვირთის საქართველოში შემოტანა განხორციელდეს ეტაპობრივად, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ თითოეული სასაქონლო პარტია არის იმ ტვირთის ნაწილი, რომელზეც გაიცა იმპორტის ნებართვა.“; ლ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წინასწარი შეტყობინების შევსების წესი და ინფორმაციის გადაცემის საშუალება განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; მ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ტვირთზე ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელება იწყება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში წინასწარი შეტყობინების მიღების შემდეგ.“; ნ) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში შემოსატანად გამიზნული ტვირთი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება: ა) დოკუმენტურ შემოწმებას; ბ) იდენტურობის შემოწმებას; გ) მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლს; დ) ნიმუშის აღებას ადგილზე ინსპექტირებისათვის ან ლაბორატორიული ანალიზისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიტოსანიტარიული პროცედურების რაოდენობის სიხშირის განსაზღვრის მიზნით, რისკზე დაფუძნებული, ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული ,,მონიტორინგის გეგმა“ მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ო) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 - მე-6 პუნქტები: „4. თუ რეგულირებად ობიექტზე პასუხისმგებელი პირი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე, ამ შემთხვევაში, საქონლის მიმართ ხორციელდება ამ ფიტოსანიტარიული წესის მე-11 მუხლით განსაზღვრული ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები. 5. საქართველოში უკან დაბრუნებული ტვირთი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ და იდენტურობის შემოწმებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლს. 6. უკან დაბრუნებული ტვირთის დოკუმენტური შემოწმების ჩატარების მიზნით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარედგინება ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი.“; პ) მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) წინასწარი შეტყობინება;“; ჟ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში, იმპორტის ნებართვაში, წინასწარი შეტყობინებისა (დანართი № 2-ის პირველი ნაწილი) და კანონმდებლობით განსაზღვრული თანმხლები დოკუმენტაციის მონაცემების (წარმოშობის სერტიფიკატი, ანგარიშფაქტურა (ინვოისი), სატრანსპორტო ზედდებული, იმპორტის ნებართვა და სხვა დოკუმენტები) ურთიერთშესაბამისობის დადგენას.“; რ) მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ს) მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქონლის ტრანსპორტირების პირობების შემოწმებას;“; ტ) მე-11 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ტრანზიტული საქონლის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები 1. იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტული ტვირთი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილდება დახურული და დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით, არ დაიყოფა ნაწილებად, არ შეერევა სხვა საქონელს შემოტანისას, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში არ ექვემდებარება ფიტოსანიტარიულ კონტროლს. 2. იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტული ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ხდება ღია ან/და დაულუქავი სატრანსპორტო საშუალებით, განკუთვნილია საწყობში დროებითი შენახვისთვის, ექვემდებარება გადატვირთვას, დანაწევრებას, სხვა ტვირთებთან შერევას ან შეფუთვის შეცვლას, ექვემდებარება ფიტოსანიტარიულ პროცედურებს და შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ,,საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტში“ (დანართი №2-ის მეორე ნაწილი). 3. ტრანზიტული ტვირთის იმპორტში მოქცევა შესაძლებელია, თუ განხორციელებული ფიტოსანიტარიული პროცედურების შედეგად დასტურდება, რომ იგი შეესაბამება ფიტოსანიტარიული იმპორტის მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, იმპორტის მოთხოვნად არ განიხილება ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში მითითებული დანიშნულების ქვეყანა და მიმღები.“; უ) მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი 1. საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტი შედგება წინასწარი შეტყობინებისა (ნაწილი I - მონაცემები ტვირთის შესახებ, რომელიც ივსება საქონლის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ) და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის აქტისაგან (ნაწილი II - გადაწყვეტილება ტვირთზე), რომელშიც ელექტრონულად აისახება უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის მიმართ განხორციელებული ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. 2. საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტის შევსების წესი და ინფორმაციის გადაცემის საშუალება განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 14. საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურება 1. საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ საქონელზე არ იქნება წარდგენილი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი და საჭიროების შემთხვევაში, იმპორტის ნებართვა და ვერ ხერხდება ამ საქონლის უკან დაბრუნება. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება (საქონლის შემოტანიდან არა უმეტეს 20 კალენდარული დღისა) შემდეგი მეთოდებით: ა) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დაწვით; ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით; გ) სხვა დადგენილი მეთოდის გამოყენებით. 3. საქონლის განადგურება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის შესაბამისი უფლების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე. 4. საქონლის განადგურებას, მოთხოვნის შემთხვევაში, ესწრება საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი. 5. უფლებამოსილი პირი ამ ფიტოსანიტარიული წესის №7 დანართის შესაბამისად, ადგენს „საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურების აქტს“ 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში, ხოლო მეორე ეგზემპლარი მოთხოვნისამებრ გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.“; ფ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ექსპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების მოდელებსა და ცვლილებების შესახებ ინფორმაციას;“; ქ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეროვნულ სააგენტოს თითოეული სასაქონლო პარტიის შესახებ ელექტრონულად მიეწოდება ,,საერთო ფიტოსანიტარიული შესვლის დოკუმენტში“ ასახული ინფორმაცია.“; ღ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. განსაკუთრებული პირობები 1. ფიტოსანიტარიული კონტროლი არ ვრცელდება მცენარეებზე, მცენარეულ პროდუქტებზე და სხვა მასალებზე, რომლებიც განკუთვნილია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების, მათი ადმინისტრაციული პერსონალის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების პირადი მოხმარებისათვის, ასევე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ აღნიშნულ პირთა პირად ნივთებში გადაიტანება საკარანტინო ობიექტი, მაშინ, კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში, იგი უბრუნდება გამომგზავნს. 2. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და იმპორტის ნებართვის გარეშე დასაშვებია ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა: ა) მცენარე და მცენარეული პროდუქტი ნიმუშის სახით, მთლიანი წონით არაუმეტეს 10კგ, გარდა მცენარის თესლისა და მცენარის გასამრავლებელი მასალისა; ბ) საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა მასალები (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს), შემდეგ შემთხვევებში: ბ.ა) 5 ცალამდე მცენარე, მათ შორის, ხე-მცენარეები და ბუჩქები; ბ.ბ) 3 კგ- მდე ციტრუსების ნაყოფი; ბ.გ) 5 კგ- მდე სხვა ახალი ხილი ან ბოსტნეული, ან ორივე ერთად; ბ.დ) 20 ცალამდე მოჭრილი ყვავილები ან ტოტები, ან ორივე ერთად, ან ერთი თაიგული ან გვირგვინი მოჭრილი ყვავილებისგან, ან ტოტებისგან ან ყვავილებისა და ტოტებისგან ერთად; ბ.ე) 5 ცალამდე ქოთნის მცენარეები; ბ.ვ) 2 კგ-მდე ყვავილის ბოლქვები ან ტუბერები ან ორივე ერთად; ბ.ზ) 5 პაკეტი სათესლე მასალა, თითოეული 5 გრამის ოდენობით; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას, დაუძლეველი ძალის პირობების შედეგების სალიკვიდაციო ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. 3. ფიტოსანიტარული სერტიფიკატი არ მოითხოვება საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით გასატან არაუმეტეს 50 კგ ხილსა და ბოსტნეულზე. 4. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტის ნებართვის გარეშე აკრძალულია საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა: ა) ბაქტერიული სიდამწვრის (Erwinia amylovora) შემდეგი მასპინძელი მცენარეები და მათი მტვერი: ყვავტყემალა (Amelanchier Med.), იაპონური კომში (Chaenomeles Lindl.), ვაშლანა (Cotoneaster Ehrh.), კუნელი (Crataegus L.), კომში (Cydonia Mill.), იაპონური ზღმარტლი (Eriobotrya Lindl), ვაშლი (Malus Mill.), ზღმარტლი (Mespilus L.), ჩიტავაშლა (Pyracantha Roem.), მსხალი (Pyrus L.), თამელი (Sorbus L.), ფოტინია დავიდსონის (Photinia davidiana (Dcne.); ბ) სასურსათო და სათესლე კარტოფილი; გ) მოჭრილი ყვავილები და ქოთნის მცენარეები: ქრიზანთემა (Dendranthema (DC.) DesMoul), მიხაკი (Dianthus L.) და ჯადვარისებრნი (Orchidaceae ); დ) მცენარეები ციტრუსის გვარიდან (Citrus L.) და მათი ჰიბრიდები: კინკანი (Fortunella Swingle), სამყურა ლიმონი (Poncirus Raf.) და ვაზი (Vitis L.). 5. აკრძალულია ამ ფიტოსანიტარიული წესის № 8 დანართით განსაზღვრული მცენარის, მცენარეული პროდუქტისა და სხვა რეგულირებადი ობიექტის იმპორტი.“; ყ) № 1- № 2 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1 სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა, რომელზედაც საერთაშორისო გადაზიდვებისას მოითხოვება საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი
შენიშვნა:
1) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი არ მოითხოვება მცენარეული პროდუქტებისათვის, რომელთაც ისეთი სახის გადამუშავება გაიარეს, რომ პოტენციურად არ შეიძლება შეიცავდნენ რეგულირებადი მავნე ორგანიზმების ინტროდუქციის რისკს. 2) მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა მასალები, თავისუფალი უნდა იყოს საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან. 3) ფიტოსანიტარიული კონტროლი არ ვრცელდება გამხმარ და გამომშრალ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებზე, რომლებიც შემოიტანება (მათ შორის, საფოსტო გზავნილით) სასურსათოდ, პარფიუმერული და ფარმაცევტული მიზნებისათვის, რომელიც დაფასოებულია არაუმეტეს 1 კგ-იან შეფუთვაში.
დანართი №2
შ) № 7- № 8 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №7
საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურების
ა ქ ტ ი №
„-----“ ---------- წ.
საქონლის დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რაოდენობა (კგ) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განადგურების ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განადგურების მეთოდი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები:
––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
საქონლის მფლობელი ––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
შენიშვნა:
დანართი № 8
მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა კონტროლქვემდებარე ობიექტები, რომელთა იმპორტიც აკრძალულია
ჩ) № 10 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი № 10
საქართველოსთვის მცენარეთა საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხა
თავი I საქართველოში არარეგისტრირებული საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხა
მუხლი 1. მავნე მწერები
1. Aceria sheldoni Ewing. 2. Agrilus planipennis Fainmaire 3. Aleurocanthus woglumi Ashby. 4. Anastrepha fraterculus 5. Anastrepha ludens 6. Anastrepha suspensa 7. Anoplophora glabripennis Mots. 8. Anthonomus bisignifer 9. Anthonomus signatus 10. Arrhenodes minutus (as a putative vector of Ceratocystis fagacearum) 11. Bemisia tabaci Gen. 12. Bactericera cockerelli (as a vector of Liberibacter solanacearum) 13. Bactrocera cucurbitae 14. Bactrocera dorsalis 15. Blitopertha orientalis 16. Callosobruchus analis L. 17. Callosobruchus chinensis L. 18. Callosobruchus maculatus F. 19. Carposina sasakii Mat. 20. Carneocephala fulgida (as vector of Xylella fastidiosa) 21. Ceratitis capitata (Wied.) 22. Ceratitis rosa 23. Choristoneura conflictana 24. Choristoneura rosaceana 25. Conotrachelus nenuphar 26. Cydia prunivora 27. Dendrolimus sibiricus 28. Dendrolimus superans 29. Diabrotica barberi 30. Diabrotica speciosa 31. Diabrotica undecimpunctata undecimpunctata 32. Diabrotica virgifera virgifera 33. Diaphorina citri (as vector of Liberobacter spp.) 34. Draeculacephala minerva (as vector of Xylella fastidiosa) 35. Epitrix tuberis 36. Epitrix subcriniata 37. Frankliniella occidentalis 38. Graphocephala atropunctata (as vector of Xylella fastidiosa) 39. Helicoverpa zea 40. Heteronychus arator 41. Homalodisca vitripennis (= H. coagulata - vector of Xylella fastidiosa) 42. Ips calligraphus 43. Ips confusus & I. paraconfusus 44. Ips grandicollis 45. Ips lecontei 46. Ips pini 47. Ips plastographus 48. Keiferia lycopersicella 49. Leucinodes orbonalis 50. Liriomyza trifolii 51. Listronotus bonariensis 52. Lymantria dispar L. 53. Malacosoma americanum 54. Malacosoma disstria 55. Margarodes vitis 56. Megaplatypus mutatus 57. Melanotus communis 58. Metamasius hemipterus 59. Monochamus spp. (vectors of B. xylophilus) 60. Monochamus alternatus 61. Monochamus carolinensis 62. Monochamus marmorator 63. Monochamus mutator 64. Monochamus nitens 65. Monochamus notatus 66. Monochamus obtusus 67. Monochamus scutellatus 68. Monochamus titillator 69. Myndus crudus (putative vector of palm lethal yellowing phytoplasma) 70. Naupactus leucoloma 71. Nemorimyza maculosa 72. Oemona hirta 73. Oligonychus perditus 74. Opogona sacchari 75. Paysandisia archon 76. Parabemisia myricae 77. Pheletes californicus 78. Pissodes nemorensis 79. Popillia japonica 80. Premnotrypes latithorax 81. Premnotrypes suturicallus 82. Premnotrypes vorax 83. Pseudopityophthorus minutissimus (as putative vectors of Ceratocystis fagacearum) 84. Pseudopityophthorus pruinosus (as putative vectors of Ceratocystis fagacearum) 85. Rhagoletis mendax 86. Rhagoletis pomonella 87. Rhynchophorus palmarum 88. Rhynchophorus ferrugineus 89. Saperda candida 90. Scaphoideus luteolus (vector of Elm phloem necrosis phytoplasma) 91. Scirtothrips aurantii 92. Scirtothrips citri 93. Spodoptera eridania 94. Spodoptera frugiperda 95. Spodoptera littoralis 96. Spodoptera litura 97.Thrips palmi 98.Toxoptera citricidus 99.Trogoderma granarium 100. Unaspis citri 101. Unaspis yanonensis 102. Pseudococcus calceolariae 103. Ceroplastes japonicas 104. Lopholeucaspis japonica
მუხლი 2. მცენარეთა დაავადების გამომწვევი აგენტები
1. სოკოები
1. Alternaria mali 2. Ceratocystis fagacearum (and its putative vectors Arrhenodes minutus, Pseudopityophthorus minutissimus and P. pruinosus) 3. Cochliobolus heterostrophus Drechsler 4. Cronartium quercuum 5. Diaporthe helianthi 6. Didymella ligulicola; (Mycosphaerella chrysphaerella) 7. Guignardia citricarpa 8. Gymnosporangium yamadae 9. Melampsora medusae 10. Mycosphaerella gibsonii 11. Phaeoramularia angolensis 12. Phellinus weirii 13. Phialophora cinerescens 14. Phymatotrichopsis omnivora 15. Puccinia hemerocallidis 16. Puccinia horiana 17. Stegophora ulmea 18. Stenocarpella macrospora 19. Stenocarpella maydis 20. Tilletia indica 21. Diaporhe phaseolorum Sac. Var. Caulivora 22. Synchytrium endobioticum
2. ბაქტერიები და ფიტოპლაზმები
1. Pseudomonas syringae pv. Actinidiae 2. Liberibacter africanum 3. Liberibacter solanacearum (Solanaceae haplotypes) 4. Liberibacter asiaticum 5. Ca. Phytoplasma ulmi' (Elm phloem necrosis) 6. Xylella fastidiosa 7. Clavibacter michiganensis subsp. insidiosus 8. Clavibacter michiganensis subsp. michiganensis 9. Clavibacter michiganensis subsp. sepedonicus 10. Curtobacterium flaccumfaciens pv. flaccumfaciens 11. Ca. Phytoplasma mali (Apple proliferation phytoplasma) 12. Pseudomonas syringae pv. persicae 13. Xanthomonas arboricola pv. corylina 14. Xanthomonas arboricola pv. pruni 15. Xanthomonas axonopodis pv. vesicatoria and Xanthomonas vesicatoria 16. Xanthomonas fragariae 17. Xanthomonas campestris (Pammel) Dowson pv. citri (Hasse) Day 1978. 18. Grapevine flavescence dorée phytoplasma 19. Clavibacter tritici (Carlson and Viderer) Davis 20. Erwinia amylovora (Burrill) Winslow et al 21. Erwinia stewartii (Smith) Dye 22. Pseudomonas caryophylli (Burkholder Starv and Burkholder) 23. Xylophilus ampelinus (Panogopoulos) Willems et al. (=Xanthomonas ampelina (Panogopoulos)
3. ვირუსები
1. Chrysanthemum stem necrosis virus (Tospovirus) 2. Citrus blight disease 3. Citrus mosaic virus (Badnavirus ) 4. Citrus tatter leaf virus (Capillovirus) 5. Peach rosette mosaic virus 6. Chrysanthemum stunt viroid 7. Cucumber vein yellowing virus (Ipomovirus) 8. Cucurbit yellow stunting disorder virus (Crinivirus) 9. Impatiens necrotic spot virus (Tospovirus) 10. Pepino mosaic virus (Potexvirus) 11. Potato spindle tuber viroid (Pospiviroid) 12. Raspberry ringspot virus (Nepovirus) 13. Satsuma dwarf virus (Sadwavirus) 14. Tomato chlorosis virus (Crinivirus) 15. Tomato infectious chlorosis virus (Crinivirus) 16. Tomato ringspot virus (Nepovirus) 17. American plum line pattern virus 18. Barley stripe mosaic hordeivirus 19. Plum pox potyvirus 20. Peach latent mosaic viroid 21. Potato yellow dwarf rhabdovirus
მუხლი 3. ნემატოდები
1. Anguina tritici (Steinbuch, 1799), Filipjev, 1936 2. Bursaphelenchus xylophilus(Steiner et Burher, 1934) Nickle, 1970 3. Globodera pallida (Stone, 1973) Behrens, 1975 4. Meloidogyne fallax Karssen, 1996 5. Meloidogyne Chitwood Golden, o’Bannon Santo et Finley, 1980 6. Meloidogyne enterolobii Baojun Yang and D. Eisenback 7. Nacobbus aberrans (Thorne, 1935) Thorne et Allen 8. Heterodera glicines Ichinohe, 1952 9. Radopholus similis (Cobb, 1983) Thorne, 1949 10. Xiphinema americanum sensu stricto Cobb 1913 11. Xiphinema bricolense Ebsary, Vrain & Graham, 1989 12. Xiphinema californicum Lamberti & Bleve-Zacheo, 1979 13. Xiphinema rivesi rivesi Dalmasso, 1969
მუხლი 4. სარეველები/ინვაზიური მცენარეები
1. Aeshinomene virginica /L/ B.S.P. 2. Aeschynomene indica /L/ B.S.P. 3. Ambrosia psilostachya D.C 4. Diodia teres Walt. 5. Emex spinosa L. 6. Emex australis Stein 7. Euphorbia dentata Michx 8. Helianthus Sp.Sp. 9. Iva axillaris Pursh. 10. Cassia occidentalis L. 11. Cassia tora L. 12. Croton capitatus Michx. 13. Polygonum pensylvanicum L. 14. Raimannia laciniata L. 15. Sida spinosa L. 16. Solanum rostratum Dun. 17. Solanum triflorum Nitt. 18. Striga sp. sp 19. Crassula helmsii 20. Eichhornia crassipes 21. Ludwigia peploides & Ludwigia grandiflora 22. Pueraria lobata 23. Solanum elaeagnifolium
თავი II საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულად გავრცელებული მავნე ორგანიზმების ნუსხა
მუხლი 5. მცენარეთა მავნებლები
1. Ceroplastes japonicus Green. 2. Dialeurodes citri Rilley. 3. Quadraspidiotus perniciosus Comst. 4. Hyphantria cunea Drury. 5. Liriomyza huidobrensis Blanch. 6. Lopholeucaspis japonica Ckll. 7. Phthorimaea operculella Zell. 8. Phyllocnistis citrella Stair. 9. Pseudococcus comstocki Kuw. 10. Pseudococcus gahani Green. 11. Pseudaulacaspis pentagona Targ. 12. Tuta absoluta 13. Viteus vitifolae (Fitch)
მუხლი 6. მცენარეთა დაავადების გამომწვევი აგენტები
1. სოკოები ა) Diaporthe phaseolorum Sac. var. Caulivora (Athow et Cald); ბ) Synchytrium endobioticum (Schilb) Perc.
2. ბაქტერიები Ralstonia solanacearum (Smith) Jabuuchi et al.
3. ვირუსები Citrus tristeza closterovirus.
მუხლი 7. ნემატოდები
Globodera rostochiensis (Wollenweber) Behrens.
მუხლი 8. სარეველები/ინვაზიური მცენარეები
1. Ambrosia trifida L. 2. Acroptilon repens D.C. 3. Cenchrus pauciflorus Benth 4 . Solanum carolinense“;
ც) დაემატოს № 11 დანართი შემდეგი რედაქციით:
„დანართი № 11 მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტების ნუსხა საკარანტინო მავნე ორგანიზმების მიხედვით
ა) მავნე მწერები
ბ) სოკოები
გ) ბაქტერიები და ფიტოპლაზმები
დ) ნემატოდები
ე) ვირუსები
2. დადგენილებით დამტკიცებულ „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესში“: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო
1. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის (შემდგომში – ვეტერინარული წესი) მიზანია სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო (შემდგომში – ვეტერინარული კონტროლი) კონტროლის განხორციელების პროცედურების დადგენა, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანის ან/და გადაადგილების პირობებისა და სავალდებულო ქმედებების განსაზღვრა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) და გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობის და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) პრინციპების გათვალისწინებით. 2. ვეტერინარული წესი ვრცელდება ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულ, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე და სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლითაც ხდება ამ საქონლის გადაადგილება.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაავადება – ინფექციის კლინიკური ან/და პათოლოგიური გამოვლინება, ასევე, სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების (ცხოველმყოფელობის) დარღვევა;“; ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ვეტერინარული სერტიფიკატი – ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) კოდექსების შესაბამისად, წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; ბ.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ინფექცია – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში პათოგენური აგენტის შეჭრა, ადაპტაცია, გამრავლება და მასპინძელი ორგანიზმის საპასუხო რეაქცია;“; ბ.დ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონელი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ;“; ბ.ე) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, ასევე, საბაჟო ტერმინალი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილი, სადაც კონტროლის ობიექტების მიმართ ხორციელდება ვეტერინარული კონტროლი;“; ბ.ვ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ) შინაური ცხოველი - ძაღლი, კატა, ქრცვინი, უხერხემლოები (გარდა ფუტკრისა და კიბოსნაირებისა), ტროპიკული დეკორატიული თევზი, ამფიბია, რეპტილია, ფრინველი ყველა სახეობის (გარდა: მწყერი, ხოხობი, კაკაბი, სირაქლემა, ქათამი, ინდაური, ციცარი, იხვი, ბატი, მტრედი), მღრღნელები და შინაური კურდღელი, რომლებიც თან ახლავს მფლობელს ან მასზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირს და არ არიან გამიზნული გასაყიდად ან სხვა მფლობელზე გადასაცემად;“; ბ.ზ) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ) ცხოველთა კეთილდღეობა - ცხოველის მოვლა-შენახვის და ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც, ასევე, მოიცავს საკვებზე და წყალზე წვდომას, დაავადების, ტკივილის, შიშისა და სტრესისაგან დაცვას;“; გ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.ბ“ – „ჰ.პ“ ქვეპუნქტები: „ჰ.ბ) გადამუშავება - ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის პირველად პროდუქტს, მათ შორის, გაცხელება, შებოლვა, გახმობა, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაწურვა, ექსტრაქცია, ექსტრუზია ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია; ჰ.გ) გადამუშავებული პროდუქტი - პროდუქტი, რომელიც მიიღება დაუმუშავებელი პროდუქტების გადამუშავების შედეგად. ეს პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც აუცილებელია მათი წარმოებისათვის ან მათთვის სპეციფიკური თვისებების მიცემისათვის; ჰ.დ) გადამდები დაავადება – ცხოველთა ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც გადაედება დაავადებული ორგანიზმიდან ჯანმრთელ ორგანიზმს; ჰ.ე) გატარებული ხორცი – ძვლებგამოცლილი ხორცი, რომელიც ფრაგმენტებად დაქუცმაცდა და შეიცავს 1%‑ზე ნაკლებ მარილს; ჰ.ვ) ეტიკეტი – ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, განთავსებული შეფუთვაზე, ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე; ჰ.ზ) ვეტერინარული კეთილსაიმედოობა - დაავადებების არარსებობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე; ჰ.თ) ვეტერინარული კარანტინი − ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა გადამდები დაავადებების გამოვლენის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად; ჰ.ი) იმპორტის პირობები - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერინარული მოთხოვნები; ჰ.კ) კვერცხის პროდუქტი - დამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიღებულია სხვადასხვა კვერცხის ან სხვადასვა კომპონენტების ან კვერცხის ნარევის დამუშავებით ან ამგვარად გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი დამუშავებით; ჰ.ლ) მექანიკურად განცალკევებული ხორცი – ხორცი, რომელიც მექანიკური საშუალებების გამოყენებით განცალკევებულია ძვლისაგან, რაც იწვევს ცხოველის კუნთოვანი სტრუქტურის შეცვლას; ჰ.მ) რძის პროდუქტი - დამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიღებულია ნედლი რძის დამუშავებით ან ამგვარად გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი დამუშავებით; ჰ.ნ) საკვებდანამატი – ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება სურსათად/ცხოველის საკვებად, მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის საკვებს წარმოების, გადამუშავების, შეფუთვის და შენახვის დროს, რის შედეგადაც ეს ნივთიერება ან მისი გარდაქმნის პროდუქტი სურსათის/ცხოველის საკვების ინგრედიენტი ხდება; ჰ.ო) შედგენილი სურსათი - სურსათი, რომელიც შეიცავს როგორც ცხოველური წარმოშობის გადამუშავებულ პროდუქტს, ასევე, მცენარეულ პროდუქტს და ისეთ პროდუქტს, სადაც პირველადი პროდუქტის გადამუშავება არის საბოლოო პროდუქტის წარმოების ინტეგრირებული ნაწილი; ჰ.პ) ხორცის პროდუქტი - დამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიღებულია ხორცის დამუშავებით ან ამგვარად გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი დამუშავებით ისე, რომ ნაჭრის ზედაპირზე არ აღინიშნებოდეს ახალი ხორცის არანაირი მახასიათებელი.“; დ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი ვრცელდება საქონლის იმპორტზე, ტრანზიტზე, ექსპორტსა და რეექსპორტზე.“; ე) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმპორტის ნებართვა არ მოითხოვება ამ ვეტერინარული წესის №7 დანართით განსაზღვრულ, საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოსატან ან გასატან საქონლზე.“; ვ) მე-5 მუხლის: ვ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქონელს თან ახლავს წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი, რომელიც შინაარსითა და ფორმით შეესაბამება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსით დადგენილ ნიმუშებს.“; ვ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ ვეტერინარული წესის №8 დანართით („საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის ვეტერინარული მოთხოვნები“) გათვალისწინებული პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს ამავე დანართით დადგენილ მოთხოვნებს.“; ზ) მე-6 მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების გამოვლენის შესახებ გამოქვეყნებულ შეტყობინებებს;“; ზ.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის რეკომენდაციებს;“; თ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის პირობები 1. საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარედგინება ვეტერინარული სერტიფიკატი. 2. საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი მიჰყვება საქონელს დანიშნულებისამებრ. 3. თუ კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის დროს საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას ან/და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე, საქონლის მიმართ ხორციელდება ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პროცედურები. 4. საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, საქონლის მფლობელის მოთხოვნისას, (როდესაც ხდება საქონლის პარტიებად დანაწევრება, გასხვისება და ა.შ.) ეროვნული სააგენტოს ან შემოსავლების სამსახურის მიერ ექსპორტიორი ქვეყნის ვეტერინარული სერტიფიკატის საფუძველზე გაიცემა ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც მიჰყვება საქონელს დანიშნულებისამებრ.“; ი) მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წინასწარი შეტყობინება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანაზე (დანართი № 2-ის პირველი ნაწილი) და ცოცხალი ცხოველების შემოყვანაზე (დანართი № 10-ის პირველი ნაწილი) უნდა შეიცავდეს მონაცემებს იმპორტის ნებართვის ან ვეტერინარული სერტიფიკატის, ან საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტის არსებობის შესახებ (გაცემის თარიღი, გამცემი ორგანოს სრული დასახელება), აგრეთვე, საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას. 3. წინასწარი შეტყობინების შევსების წესი და ინფორმაციის გადაცემის საშუალება განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; კ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ტვირთზე ვეტერინარული პროცედურების განხორციელება იწყება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში წინასწარი შეტყობინების მიღების შემდეგ.“; ლ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. საქართველოში უკან დაბრუნებული ტვირთი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება დოკუმენტურ და იდენტურობის შემოწმებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ფიზიკურ შემოწმებას. 5. უკან დაბრუნებული ტვირთის დოკუმენტური შემოწმების ჩატარების მიზნით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარედგინება ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი.“; მ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის: მ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ვეტერინარული სერტიფიკატის ფორმისა და შინაარსის, ამ ვეტერინარული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნიმუშთან, შესაბამისობის დადგენას;“; მ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) ვეტერინარულ სერტიფიკატში, იმპორტის ნებართვაში, წინასწარი შეტყობინებისა და სხვა თანმხლებ დოკუმენტებში (წარმოშობის სერტიფიკატი, შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, საქონლის კონოსამენტი, მანიფესტი და ა.შ) მოცემული მონაცემების ურთიერთშესაბამისობის დადგენას;“; ნ) მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დოკუმენტური შემოწმების ჩატარების მიზნით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარედგინება: ა) ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი, (ტრანზიტის შემთხვევაში, შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საერთაშორისო ვეტერინარული მოწმობის ორიგინალი, ან ვეტერინარული სერტიფიკატის ან საერთაშორისო ვეტერინარული მოწმობის სკანირებული ვერსია ელექტრონულად); ბ) იმპორტის ნებართვა (ორიგინალი ან ელექტრონულად); გ) ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში – დამატებით მარშრუტის გეგმა; დ) ფარმაცევტული პროდუქციის შემთხვევაში - ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატი, ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი, ან ანალიზის დოკუმენტი; ე) წინასწარი შეტყობინება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანაზე (დანართი № 2-ის პირველი ნაწილი) და ცოცხალი ცხოველების შემოყვანაზე (დანართი № 10-ის პირველი ნაწილი); ვ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში“ არსებული ქვეყნებიდან (გარდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) ცოცხალი ცხოველების ტრანზიტის შემთხვევაში, მიმღები ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ტვირთის გარანტირებულ მიღებაზე გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტი“, ასევე, ორიგინალი ტრანზიტის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში). 3. ვეტერინარული სერტიფიკატი უნდა აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ზოგად მოთხოვნებს: ა) უნდა შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ფურცლისაგან, რომლებიც დანომრილია ისე, რომ თითოეული მიუთითებს განსაზღვრული თანმიმდევრობის კონკრეტულ გვერდზე; ბ) უნდა ჰქონდეს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატი შედგება რამდენიმე გვერდისაგან, თითოეულ გვერდზე დატანილი უნდა იყოს აღნიშნული ნომერი; გ) უნდა შეიცავდეს საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული არ არის მიზანშეწონილი (მაგალითად, ერთდღიანი ფრინველის შემთხვევაში); დ) უნდა გაიცეს იქამდე, ვიდრე საქონელი დატოვებს ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში, გაცემის თარიღი უნდა შეესაბამებოდეს ცხოველების ჩატვირთვის თარიღს; ე) აღნიშნული უნდა იყოს სერტიფიკატის გამცემი ვეტერინარის ან უფლებამოსილი პირის ორიგინალი ხელმოწერა, ნათლად უნდა იყოს მითითებული მისი სახელი და გვარი და თანამდებობა და კომპეტენტური ორგანოს ორიგინალი ბეჭედი. ორივე უნდა იყოს ვეტერინარული/ჯანმრთელობის სერტიფიკატის დაბეჭდილი ტექსტის ფერისგან განსხვავებულ ფერში (თევზის გადამამუშავებელი გემის შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ ხელმოწერასთან დაკავშირებული უფლებამოსილება შეიძლება მიანიჭოს ამ ან სხვა გემის კაპიტანს); ვ) სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს ერთ ტვირთზე და ერთი მიმღების დანიშნულებით; ზ) უნდა იყოს სრულყოფილად და სწორად შევსებული, არ უნდა იყოს გადასწორებები, გარდა გამცემის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურებულისა; თ) სერტიფიკატები შევსებული უნდა იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე.“; ო) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 - მე-6 პუნქტები: „4. ერთი იმპორტის ნებართვის საფუძველზე, შესაძლებელია საქონლის საქართველოში შემოტანა განხორციელდეს ეტაპობრივად, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ თითოეული სასაქონლო პარტია არის იმ ტვირთის ნაწილი, რომელზედაც გაიცა იმპორტის ნებართვა. 5. ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით არაუმეტეს 5 ერთეული შინაური ცხოველის შემოყვანისას, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ცხოველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს ჯანმრთელი; ბ) ჩატარებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევა, დამუშავება; გ) უნდა ახლდეს ვეტერინარული სერტიფიკატი ან შინაური ცხოველის პასპორტი. 6. ძაღლისა და კატის საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ძირითად ინფორმაციას: ა) ცხოველის შესახებ მონაცემებს (მისი იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაციას); ბ) ცხოველის მფლობელის შესახებ მონაცემებს; გ) საცხოვრებელ მისამართს; დ) ცხოველზე განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების მონაცემებს (თარიღების ჩვენებით): დ.ა) ცოფის საწინააღმდეგო აცრის შესახებ; დ.ბ) ექტო და ენდოპარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავების შესახებ.“; პ) მე-12 მუხლის: პ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქონლის ორგანოლეპტიკურ შემოწმებას (სუნი, ფერი, გემო, სიმკვრივე);“; პ.ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პროდუქტებზე გაცემულია ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატები, რომელთა ფორმები დამტკიცებულია ეროვნული სააგენტოს მიერ ან ევროკომისიის გადაწყვეტილებით;“; ჟ) მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. გამონაკლისის სახით, მხოლოდ კონკრეტული რისკის ან შესაბამისი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ცხოველთა შემდეგი სახეობები/კატეგორიები ექვემდებარებიან კლინიკურ დათვალიერებას: ა) ცოცხალი თევზი, კიბოსნაირები, მოლუსკები და სამეცნიერო და კვლევითი მიზნებისათვის განკუთვნილი ცხოველები; ბ) კონკრეტული პათოგენებისგან თავისუფალი სერტიფიცირებული სტატუსის მქონე ცხოველები; გ) გარემო პირობების შესაბამისად დალუქული კონტეინერებით გადაადგილებული ცხოველები; დ) მგზავრთან ერთად არაკომერციული მიზნით გადაადგილებული შინაური ცხოველები.“; რ) მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ს) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ვეტერინარული კონტროლის ობიექტი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილი პირის მიერ ვეტერინარულ სერტიფიკატზე დაისმება ამ ვეტერინარული წესის №3 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა – ,,ვეტერინარული კონტროლი ჩატარებულია“. ვეტერინარული კონტროლის დასრულების შემდგომ, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ელექტრონულ ჟურნალში შემდეგი ინფორმაციის შეტანას: ა) საქონლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში შემოსვლის თარიღი; ბ) საქონლის წონა ან რაოდენობა; გ) საქონლის დასახელება, ცხოველთა სახეობა; დ) საქონლის თანმხლები ვეტერინარული სერტიფიკატის/ნებართვის ნომერი; ე) წარმოშობის ქვეყანა, საწარმო; ვ) საქონლის დანიშნულების ადგილი, მიმღები; ზ) მიღებული გადაწყვეტილება.“; ტ) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. თუ ვეტერინარული კონტროლის ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ტრანზიტული საქონლის მიმართ განხორციელებული ვეტერინარული კონტროლის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ,,საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტში“ (დანართი №2, მეორე ნაწილი და დანართი №10, მეორე ნაწილი).“; უ) მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ტრანზიტული საქონლის იმპორტში მოქცევა შესაძლებელია, თუ განხორციელებული ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების შედეგად დასტურდება, რომ იგი შეესაბამება იმპორტის მოთხოვნებს, გარდა ამ ვეტერინარული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნისა.“; ფ) მე-15 მუხლის: ფ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თუ ვეტერინარული კონტროლის ობიექტი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მას ეძლევა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება, ვეტერინარულ სერტიფიკატზე დაისმება ამ ვეტერინარული წესის №3 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა – ,,ვეტერინარული კონტროლი ჩატარებულია;“; ფ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შეჩერება – სათანადო დასაბუთების არსებობისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დამატებით დოკუმენტების წარდგენა (საჭირო დოკუმენტების წარდგენისათვის პირს ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას) ან/და საქონლის საკარანტინო სადგომზე განთავსება. ვეტერინარულ სერტიფიკატზე დაისმება ამ ვეტერინარული წესის №4 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა – „ექვემდებარება შეჩერებას“ და კონტროლის ობიექტი გადაადგილდება საკარანტინო სადგომზე. ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში, საკარანტინო სადგომი განისაზღვრება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან მის უშუალო სიახლოვეს, ან ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, დანიშნულების ადგილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე ან დანიშნულების ადგილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე საკარანტინო სადგომზე.“; ქ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი 1. საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი შედგება წინასწარი შეტყობინებისა (ნაწილი I - მონაცემები ტვირთის შესახებ, რომელიც ივსება საქონლის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ) და ვეტერინარული კონტროლის ჩატარების აქტისაგან (ნაწილი II - გადაწყვეტილება ტვირთზე), რომელშიც ელექტრონულად აისახება უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის მიმართ განხორციელებული ვეტერინარული კონტროლის პროცედურების შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. 2. საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის შევსების წესი და ინფორმაციის გადაცემის საშუალება განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ღ) მე-17 მუხლის: ღ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მესამე ქვეყნებისა და დაწესებულებათა მოქმედი სათანადო ნუსხისა და ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატების ნიმუშებს;“; ღ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „2. ეროვნულ სააგენტოს თითოეული სასაქონლო პარტიის შესახებ ელექტრონულად მიეწოდება ,,საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტში“ ასახული ინფორმაცია.“; ყ) მე-18 მუხლის: ყ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურება“; ყ.ბ) მე-3- მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქონლის განადგურება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის შესაბამისი უფლების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე. 4. საქონლის განადგურებას, მოთხოვნის შემთხვევაში, ესწრება საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი. 5. უფლებამოსილი პირი ამ ვეტერინარული წესის №6 დანართის შესაბამისად, ადგენს ,,საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურების აქტს“ 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში, ხოლო მეორე ეგზემპლარი, მოთხოვნისამებრ, გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.“; შ) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელს განზრახული აქვს საბაჟო საწყობში და თავისუფალ ზონაში განთავსებული, ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტი, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება ხელახალ ვეტერინარული კონტროლის პროცედურებს. ამ შემთხვევაში, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში დოკუმენტური შემოწმებისათვის წარსადგენი დოკუმენტია „საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტი“, რომლის თანახმად მოხდა საქონლის დროებითი დასაწყობება. დოკუმენტური შემოწმების შემდგომ საქონელი ექვემდებარება ამ ვეტერინარული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს. ვეტერინარული კონტროლის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ,,საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტში.“; ჩ) მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ ვეტერინარული წესის №7 დანართით განსაზღვრულ, საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოსატან ან გასატან საქონელზე;“; ც) № 1 - № 2 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1 ნ უ ს ხ ა სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდების ჩვენებით
ძ) № 6 - № 8 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №6
საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურების
ა ქ ტ ი №
„-----“ -------- წ.
საქონლის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რაოდენობა (კგ) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განადგურების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განადგურების მეთოდი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები:
––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
საქონლის მფლობელი ––––––––––––––––––––––– –––––––––––––––– (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
შენიშვნა: დანართი №7
დანართი №8
საქართველოში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის ვეტერინარული მოთხოვნები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები ყველა სახის შინაური და გარეული ცოცხალი ცხოველების, საინკუბაციო კვერცხისადმი 1. საქართველოში იმპორტისათვის განკუთვნილი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი – ყველა სახის ცოცხალი ცხოველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს იდენტიფიცირებული ინდივიდუალური ან ჯგუფური მეთოდით (დასაშვებია არაიდენტიფიცირებული ცხოველის შემოყვანა კოლექციისათვის, ზოოლოგიურ პარკებში და ცირკებში შესანახად); ბ) ცხოველს არ უნდა ჰქონდეს მიღებული საკვები, რომელიც შეიცავს მცოხნავი ცხოველის კომპონენტებს, აგრეთვე, საკვები, რომელიც შეიცავს გენური ინჟინერიის მეთოდებით გამომუშავებულ ნედლეულს ან სხვა გენეტიკურად მოდიფიცირებულ წყაროებს; გ) ცხოველს არ უნდა ჰქონდეს განცდილი ნატურალური ან სინთეტიკური ესტროგენების, ჰორმონალური ნივთიერებებისა და თირეოსტატიკური პრეპარატების ზემოქმედება; დ) საიმპორტო ცხოველები (გარდა ერთდღიანი ფრინველის, ინდაურის, იხვის, ბატის ჭუკის და აღნიშნული სახეობის ფრინველის საინკუბაციო კვერცხის) უნდა განთავსდეს კარანტინში არანაკლებ 21 დღისა გამომგზავნ (ექსპორტიორ) ქვეყანაში კომპეტენტური ვეტერინარული ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ. თუ აღნიშნული მოთხოვნებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კონკრეტული სახეობის ცხოველებზე; ე) საიმპორტო ცხოველები უნდა იყვნენ დამუშავებული ექტო და ენდო პარაზიტების საწინააღმდეგოდ, რაზედაც შესაბამისი ჩანაწერი უნდა იყოს გაკეთებული ვეტერინარულ ან ჯანმრთელობის სერტიფიკატში; ვ) კულტურული და სპორტული ღონისძიებებისათვის, ასევე, საგამოფენო მიზნებისათვის განკუთვნილი ცხოველების იმპორტი შესაძლებელია განხორციელდეს ცხოველების კარანტინის გარეშე, თუ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ვეტერინარულ ან ჯანმრთელობის სერტიფიკატში აღნიშნული იქნება, რომ ცხოველი არ იმყოფებოდა ინფექციური სნეულებების გამოვლენის ადგილებში, კონტაქტი არ ჰქონია სხვა ცხოველებთან, და, რომ ცხოველს გამოგზავნამდე 5 დღის განმავლობაში ჩაუტარდა კლინიკური დათვალიერება და არის კლინიკურად ჯანმრთელი; ზ) სატრანსპორტო საშუალებები დამუშავებული და მომზადებული უნდა იყოს ექსპორტიორ ქვეყანაში დადგენილი წესების მიხედვით. 2. ვეტერინარული მოთხოვნების შესრულებას ადასტურებს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული ან ჯანმრთელობის სერტიფიკატი. 3. საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანისა და სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გავლის შემდეგ, ცხოველი უნდა მოთავსდეს კარანტინში არაუმეტეს 30 დღით სპეციალურად მომზადებულ სადგომში (გარდა საკლავი, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე ცხოველებისა). 4. საქართველოსა და ექსპორტიორ ქვეყანას შორის ორმხრივი ხელშეკრულებით ან/და წერილობითი შეთანხმებით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, იმპორტის ნებართვის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს ასევე წარედგინება შესაბამისი ინფორმაცია. 5. ზოგადი მოთხოვნების გარდა, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სპეციფიკურ ვეტერინარულ-სანიტარიულ მოთხოვნებს.
მუხლი 2. ზოგადი დებულებები ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტებისადმი 1. საქართველოში იმპორტისათვის განკუთვნილი, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არ უნდა შეიცავდეს ნატურალურ ან სინთეზურ ესტროგენს, ჰორმონალურ და თირეოსტატიკურ პრეპარატებს; ანტიბიოტიკების, პესტიციდების და სხვა ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ნარჩენების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ მაქსიმალურ დონეს; ბ) არ უნდა იყოს დამუშავებული მაიონიზირებელი რადიაციით და ულტრაიისფერი სხივებით; გ) არ უნდა იყოს დარღვეული შეფუთვის მთლიანობა; დ) არ უნდა აღენიშნებოდეს ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების ცვლილება; ე) მიკრობიოლოგიური, ფიზიკო-ქიმიური და რადიოლოგიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს; ვ) ტარა და შესაფუთი მასალა უნდა იყოს ერთჯერადი და შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჰიგიენურ მოთხოვნებს; ზ) სატრანსპორტო საშუალება დამუშავებული და მომზადებული უნდა იყოს ექსპორტიორ ქვეყანაში დადგენილი წესების მიხედვით; თ) პროდუქცია, ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ვეტერინალური ექსპერტიზის საფუძველზე, აღიარებული უნდა იქნეს ადამიანისათვის საკვებად ვარგისად და თავისუფალ ვაჭრობაში შეუზღუდავად გასაშვებად. 2. ვეტერინარული მოთხოვნების შესრულებას ადასტურებს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი. 3. ზოგადი მოთხოვნების გარდა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სპეციფიკურ მოთხოვნებს.
მუხლი 3. სპეციფიკური მოთხოვნები გარეული, ზოოპარკისა და ცირკის ცხოველებისადმი 1. საქართველოში შემოსაყვანად დაიშვება კლინიკურად ჯანმრთელი გარეული ცხოველი (ძუძუმწოვარი, ფრინველი, თევზი, წყალხმელეთის ცხოველი, ქვეწარმავალი) და სხვა (ობობასნაირი, მწერი და ა.შ.), რომელიც გამოდის ზოოპარკიდან, ფერმიდან, ცირკიდან, კოლექციებიდან და სხვა ადგილიდან ან აკვატორიიდან (შემდგომში ,,მეურნეობიდან“), სადაც არ დაფიქსირებულა ცხოველთა გადამდები დაავადებები, მათ შორის: ა) ყველა სახეობის ცხოველისათვის ამთვისებლობის მიხედვით: ა.ა) თურქული - ქვეყანაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; ა.ბ) მსხვილფეხა პირუტყვის ჭირი - ქვეყანაში ბოლო 24 თვის განმავლობაში; ა.გ) ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი - ქვეყანაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; ა.დ) ღორის აფრიკული ჭირი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო 36 თვის განმავლობაში; ა.ე) ბლუთანგი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო 24 თვის განმავლობაში; ა.ვ) სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰემორაგიული ცხელება - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 6 თვის განმავლობაში; ა.ზ) ორნიტოზი (ფსიტაკოზი), ინფექციური ბრონქიტი, ყვავილი, რეოვირუსული ინფექცია და ინდაურის რინოტრაქეიტი - მეურნეობაში ბოლო 6 თვის განმავლობაში; ა.თ) ნიუკასლის დაავადება - ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 12 თვის განმავლობაში; ა.ი) ლეპტოსპიროზი - მეურნეობაში ბოლო 3 თვის განმავლობაში; ა.კ) ჯილეხი - მეურნეობაში ბოლო 20 დღის განმავლობაში; ბ) მსხვილი წყვილჩლიქიანი ცხოველისათვის (მსხვილფეხა პირუტყვი, ზუბრი, კამეჩი, ზებუ, იაკი, აქლემი, ანტილოპა, ჟირაფი, ბიზონი, ირემი და სხვა): ბ.ა) მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათია და ცხვრის სკრეპი – ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 5 წლის განმავლობაში; ბ.ბ) მსხვილფეხა პირუტყვის გადამდები კვანძოვანი დერმატიტი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ირმის ეპიზოოტიური ჰემორაგიული დაავადება - ქვეყანაში ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ.გ) რიფტის ველის ცხელება - ქვეყანაში ბოლო 4 წლის განმავლობაში; ბ.დ) ბრუცელოზი, ტუბერკულოზი და პარატუბერკულოზი - მეურნეობაში ბოლო 6 თვის განმავლობაში; ბ.ე) ლეიკოზი, ვირუსული დიარეა - მეურნეობაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) წვრილი წყვილჩლიქიანი ცხოველისათვის (ცხვარი, თხა, ტური, მუფლონი და სხვა): გ.ა) წვრილფეხა პირუტყვის ჭირი - ქვეყანაში ბოლო 36 თვის განმავლობაში; გ.ბ) რიფტის ველის ცხელება - ქვეყანაში ბოლო 4 წლის განმავლობაში; გ.გ) ქუ-ცხელება - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ.დ) სკრეპი - ქვეყანაში ბოლო 7 წლის განმავლობაში; გ.ე) მედი-ვისნა, ართრიტ-ენცეფალიტი და ადენომატოზი-ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 36 თვის განმავლობაში; გ.ვ) ცხვრისა და თხის ყვავილი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ.ზ) ტუბერკულოზი, პარატუბერკულოზი და ბრუცელოზი - მეურნეობაში ბოლო 6 თვის განმავლობაში; დ) კენტჩლიქიანისათვის (ცხენი, ვირი, ჯორი, პონი, ზებრა, კულანი, პრჟევალსკის ცხენი და სხვა): დ.ა) ცხენის აფრიკული ჭირი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 36 თვის განმავლობაში; დ.ბ) ყველა სახის ენცეფალომიელიტი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 24 თვის განმავლობაში; დ.გ) ვირუსული ართრიტი - ქვეყანაში ბოლო 3 წლის განმავლობაში; დ.დ) ქოთაო - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 36 თვის განმავლობაში; დ.ე) დაგრილების დაავადება, სუაურუ (ტრიპანოსომა ევანსი), პიროპლაზმოზი (ბაბეზია კაბანი), ნუტალიოზი (ბაბეზია ექვი) - ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და ა.შ.) ბოლო 12 თვის განმავლობაში; დ.ვ) ცოფი - მეურნეობაში ბოლო 6 თვის განმავლობაში; დ.ზ) ცხენის ინფექციური მეტრიტი - მეურნეობაში ბოლო 12 თვის განმავლობაში. შენიშვნა: ცხენის შემოყვანისას, იმპორტიორმა უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი მოთხოვნებით: სპეციფიკური მოთხოვნები საქართველოში სანაშენე, სამომხმარებლო და სპორტული ცხენებისადმი; ე) შინაური და გარეული ღორისათვის: ე.ა) ღორის აფრიკული ჭირი - ტერიტორია ბოლო 36 თვის განმავლობაში; ე.ბ) ღორის კლასიკური ჭირი, ყვავილი - ქვეყანა/ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 12 თვის განმავლობაში; ე.გ) ვეზიკულური დაავადება - ქვეყანა/ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 24 თვის განმავლობაში; ე.დ) აუესკის დაავადება - ადმინისტრაციული ტერიტორია/მეურნეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში; ე.ე) რეპროდუქციულ-რესპირატორული სინდრომი, ენტეროვირუსული ენცეფალომიელიტი (ტეშენის დაავადება) - მეურნეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში; ვ) ხორცისმჭამელისათვის: ვ.ა) ტულარემია - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 24 თვის განმავლობაში; ვ.ბ) ხორცისმჭამელების ჭირი, ვირუსული ენტერიტი, ტოქსოპლაზმოზი, ინფექციური ჰეპატიტი - მეურნეობაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; ვ.გ) ცოფი - მეურნეობაში ბოლო 6 თვის განმავლობაში; ზ) წყლის ფრინველისათვის: დერჟის დაავადება, იხვის ჭირი, იხვის ვირუსული ჰეპატიტი - მეურნეობაში ბოლო 6 თვის განმავლობაში; თ) მღრღნელებისათვის: თ.ა) რიფტის ველის ცხელება - ქვეყანა/ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 4 წლის განმავლობაში; თ.ბ) ტულარემია - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 24 თვის განმავლობაში; თ.გ) ტოქსოპლაზმოზი - მეურნეობაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; თ.დ) მიქსომატოზი, ბოცვრის ვირუსულ-ჰემორაგიული დაავადება - მეურენობაში ბოლო 6 თვის განმავლობაში; ი) ფეხფარფლიანისა და ვეშაპისნაირისათვის: სელაპის ჭირი (მორბილივირუსული ინფექცია) და ვეზიკულური ეგზანთემა - მათი ბინადრობის ადგილებში ბოლო 3 წლის განმავლობაში. 2. კარანტინის პერიოდში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ტარდება გამოკვლვევები ექსპორტიორ ქვეყანაში მიღებული მეთოდებით: ა) მსხვილი წყვლიჩლიქიანის - ბრუცელოზზე, ტუბერკულოზზე, პარატუბერკულოზზე, ლეიკოზზე და სხვა გადამდებ დაავადებებზე ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში; ბ) წვრილი წყვილჩლიქიანის - ბრუცელოზზე, პარატუბერკულოზზე, ბლუთანგზე და სხვა გადამდებ დაავადებებზე ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში; გ) კენტჩლიქიანის - ქოთაოზე, დაგრილების დაავადებაზე, ინფექციურ ანემიაზე და სხვა გადამდებ დაავადებებზე ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში; დ) ხორცისმჭამელის: დ.ა) ძაღლის, მგლის, ტურის, მელიის, წავის, წაულის, აფთრის - ტოქსოპლაზმოზზე; დ.ბ) წაულის – ალეუტის დაავადებაზე; ე) ფრინველის (თუთიყუში, მტრედი) - ორნიტოზზე (ფსიტაკოზი), ფრინველის მაღალპათოგენურ გრიპზე და სხვა გადამდებ დაავადებებზე ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში. 3. საქართველოში შემოსაყვანად დაიშვება ცხოველი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებეული სადიაგნოსტიკო კვლევის უარყოფითი შედეგებით. 4. გამგზავრებამდე არაუგვიანეს 20 დღისა ცხოველებს უტარებენ ვაქცინაციას, თუ ისინი ბოლო 6 თვის განმავლობაში არ იყვნენ აცრილი: ა) წყვლიჩლიქიანს - ჯილეხის საწინააღმდეგოდ; ბ) კენტჩლიქიანს - ჯილეხის საწინააღმდეგოდ; გ) ღორს -კლასიკური ჭირის, წითელი ქარისა და აუესკის საწინააღმდეგოდ; დ) ძაღლს, მელიას, წავს, მგელს, ტურას - ხორცისმჭამელების ჭირის საწინააღმდეგოდ; ე) ძაღლს, მგელს, ტურას - ცოფის, ჰეპატიტის, ვირუსული ენტერიტის, პარვოვირუსისა და ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგოდ; ვ) წაულს, ქრცვინს - ხორცისმჭამელების ჭირის და ვირუსული ენტერიტის საწინააღდმეგოდ; ზ) ნუტრიას - პასტერელოზის საწინააღდმეგოდ; თ) კატისებრს - ცოფისა და ვირუსული რინოტრაქეიტის საწინააღმდეგოდ; ი) მღრღნელს (ბოცვერს) - მიქსომატოზისა და ვირუსულ-ჰემორაგიული დაავადების საწინააღმდეგოდ; კ) ფრინველს (ქათმისებრთა ჯგუფი) - ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგოდ. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აცრების გარდა, იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, განისაზღვრება სხვა დაავადებების საწინააღმდეგო აცრები. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ცოცხალ ცხოველებზე, რომლებზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად, გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 4. სპეციფიკური მოთხოვნები ერთდღიანი ფრინველის, ინდაურის, იხვის, ბატის ჭუკებისა და აღნიშნული სახეობის ფრინველის საინკუბაციო კვერცხისადმი 1. საქართველოში შემოსაყვანად/შემოსატანად დაიშვება კლინიკურად ჯანმრთელი წიწილა, ინდაური, იხვი, ბატი და აღნიშნული სახეობის ფრინველის საინკუბაციო კვერცხი იმ მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, სადაც არ გამოვლენილა ცხოველთა გადამდები დაავადებები, მათ შორის: ა) ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი – ქვეყანაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; ბ) ნიუკასლის დაავადება - ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და ა.შ.)/მეურნეობაში ბოლო 6 თვის განმავლობაში; გ) ქათმისა და ინდაურის მეურნეობებში - ორნიტოზი (ფსიტაკოზი), პარამიქსოვირუსული ინფექცია, ქათმის ინფექციური ბრონქიტი, ინფექციური ლარინგოტრაქეიტი, გამბოროს დაავადება, ინფექციური ენცეფალომიელიტი და ინდაურის რინოტრაქეიტი - ბოლო 6 თვის განმავლობაში; დ) ბატისა და იხვის მეურნეობაში - ორნიტოზი, დერჟის დაავადება, იხვის ვირუსული ჰეპატიტი, იხვის ჭირი - ბოლო 6 თვის განმავლობაში. 2. ქათმისა და ინდაურის სადედე სანაშენე გუნდი გამოკვლეული უნდა იქნეს სეროლოგიურად პულოროზზე. დადებითად მორეაგირე ფრინველი არ უნდა იქნეს გამოვლენილი. 3. ერთდღიანი წიწილა (ბროილერის გარდა) აცრილი უნდა იყოს მარეკის დაავადების საწინააღმდეგოდ. 4. საინკუბაციო კვერცხი უნდა იქნეს მიღებული ფრინველისაგან, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ ვეტერინარულ მოთხოვნებს. 5. საინკუბაციო კვერცხს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია ექსპორტიორ ქვეყანაში მიღებული მეთოდებით. 6. საექსპორტო წიწილა და საინკუბაციო კვერცხი უნდა იქნეს მიღებული სადედე გუნდიდან, რომელიც არ იყო ნაკვები გენური ინჟინერიის მეთოდებით მიღებული და სხვა გენეტიკურად მოდიფიცერებული წყაროებიდან გამომუშავებული ნედლეულის შემცველი საკვებით. 7. წიწილისა და საინკუბაციო კვერცხის მოწოდება უნდა მოხდეს ერთჯერადი ტარით. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ცოცხალ ფრინველზე, მათ შორის, საინკუბაციო კვერცხზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 5. სპეციფიკური მოთხოვნები საკლავი მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრისა და თხისადმი 1. საქართველოში შემოსაყვანად დაიშვება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბადებული და გამოზრდილი ჯანმრთელი საკლავი მსხილფეხა პირუტყვი, ცხვარი და თხა, რომელიც გამოდის ისეთი მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, სადაც არ დაფიქსირებულა ცხოველთა გადამდები დაავადებები, მათ შორის: ა) მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათია და ცხვრის სკრეპი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 5 წლის განმავლობაში; ბ) მაედი-ვისნა, ადენომატოზი და ართრიტ-ენცეფალიტი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 36 თვის განმავლობაში; გ) თურქული - ქვეყანაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; დ) მსხვილფეხა პირუტყვის ჭირი, მსხვილფეხა პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონია, ვეზიკულური სტომატიტი, ბლუთანგი - ქვეყანაში ბოლო 24 თვის განმავლობაში; ე) წვრილფეხა პირუტყვის ჭირი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 36 თვის განმავლობაში; ვ) მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელოზი, ტუბერკულოზი და პარატუბერკულოზი - მეურნეობაში ბოლო 6 თვის განმავლობაში; ზ) მსხვილფეხა პირუტყვის ლეიკოზი - მეურნეობაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; თ) ცხვრისა და თხის ბრუცელოზი - მეურნეობაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; ი) ცხვრისა და თხის ინფექციური პლევროპნევმონია - ქვეყანაში ბოლო 24 თვის განმავლობაში; კ) ცხვრისა და თხის ყვავილი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 6 თვის განმავლობაში; ლ) ჯილეხი - მეურნეობაში ბოლო 20 დღის განმავლობაში. 2. ყველა სახის ცხოველს უნდა ჩაუტარდეს დიაგნოსტიკური გამოკვლევა ბრუცელოზზე, ტუბერკულოზზე - აკრედიტებულ ლაბორატორიაში ექსპორტიორ ქვეყანაში მიღებული მეთოდებით. 3. უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია: ა) ყველა სახის ცხოველს გამგზავრებამდე არანაკლებ 20 დღით ადრე (თუ 6 თვით ადრე ცხოველი არ იყო აცრილი) - ჯილეხის საწინააღმდეგოდ იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნით; ბ) ცხვარსა და თხას უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე (თუ 6 თვით ადრე არ იყო აცრილი) - ყვავილის საწინააღმდეგოდ, თუ ისინი გამოდიან ცხვრის ყვავილის მიმართ არაკეთილსაიმედო ქვეყნიდან. 4. საქართველოში იმპორტირებული ცხოველი უნდა დაიკლას სასაკლაოზე შემოყვანიდან არაუგვიანეს 2-3 დღის შემდეგ. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ცოცხალ ცხოველებზე, რომლებზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 6. სპეციფიკური მოთხოვნები საკლავი ღორისადმი 1. საქართველოში შემოსაყვანად დაიშვება კლინიკურად ჯანმრთელი ღორი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა, ან/და არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა ექსპორტიორ ქვეყანაში და გამოდის ისეთი მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტარიტორიიდან, სადაც არ დაფიქსირებულა გადამდები დაავადებები, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ჭირი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 36 თვის განმავლობაში; ბ) თურქული, ღორის კლასიკური ჭირი და ვეზიკულური დაავადება - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) აუესკის დაავადება - მეურნეობაში ბოლო 12 თვის განმავალობაში; დ) ღორის ენტეროვირუსული ენცეფალომიელიტი (ტეშენის დაავადება), ტრიქინელოზი, ტუბერკულოზი, ბრუცელოზი და ღორის რეპროდუქციულ-რესპირატორული სინდრომი - მეურნეობაში ბოლო 6 თვის განმავლობაში; ე) ჯილეხი - მეურნეობაში ბოლო 20 დღის განმავლობაში. 2. საქართველოში იმპორტირებული ღორი უნდა დაიკლას სასაკლაოზე შემოყვანიდან არაუგვიანეს 2-3 დღის შემდეგ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ცოცხალ ცხოველებზე, რომლებზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 7. სპეციფიკური მოთხოვნები სანაშენე და სამომხმარებლო ღორისადმი 1. საქართველოში შემოსაყვანად დაიშვება ჯანმრთელი სანაშენე ღორი, დაბადებული და გამოზრდილი ქვეყანა-ექსპორტიორში, აუცრელი ღორის კლასიკური ჭირისა და აუესკის დაავადების საწინააღმდეგოდ, წარმოშობილი ისეთი მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, სადაც არ დაფიქსირებულა ცხოველების გადამდები დაავადებები, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ჭირი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 36 თვის განმავლობაში; ბ) ღორის ვეზიკულური დაავადება - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 24 თვის განმავლობაში; გ) თურქული - ქვეყანაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; დ) ღორის კლასიკური ჭირი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 12 თვის განმავლობაში; ე) აუესკის დაავადება - მეურნეობაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; ვ) ღორის ენტეროვირუსული ენცეფალომიელიტი (ტეშენის დაავადება), ტრიქინელოზი, ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, ღორის რეპროდუქციულ-რესპირატორიული სინდრომი - მეურნეობაში ბოლო 6 თვის განმავლობაში; ზ) ლეპტოსპიროზი - მეურნეობაში ბოლო 3 თვის განმავლობაში; თ) ჯილეხი - მეურნეობაში ბოლო 20 დღის განმავლობაში. 2. კარანტინის პერიოდში ტარდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში ექსპორტიორ ქვეყანაში მიღებული მეთოდებით დიაგნოსტიკური გამოკვლევები: ღორის კლასიკურ და აფრიკულ ჭირზე, ღორის რეპროდუქციულ-რესპირატორულ სინდრომზე, ბრუცელოზზე, აუესკის დაავადებაზე და იმპორტიორის მოთხოვნით სხვა ინფექციურ დაავადებებზე. 3. გაგზავნამდე არა უგვიანეს 14 დღისა ღორებს ცრიან წითელი ქარის საწინააღმდეგოდ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ცოცხალ ცხოველებზე, რომლებზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 8. სპეციფიკური მოთხოვნები სანაშენე და სამომხმარებლო მსხვილფეხა პირუტყვისადმი 1. საქართველოში შემოსაყვანად დაიშვება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბადებული და გამოზრდილი ჯანმრთელი სანაშენე მსხილფეხა პირუტყვი, არაუმეტეს 5 თვის მაკეობისა, რომელიც არ არის ვაქცინირებული ბრუცელოზის, თურქულისა და ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგოდ და გამოდის ისეთი მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, რომელიც თავისუფალია ცხოველთა გადამდები დაავადებების მიმართ, მათ შორის: ა) მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისა - ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში; ბ) მსხვილფეხა პირუტყვის ჭირი, კონტაგიოზური პლევროპნევმონია, ვეზიკულური სტომატიტი - ქვეყანა ბოლო 24 თვის განმავლობაში; გ) თურქული - ქვეყანა ბოლო 12 თვის განმავლობაში; დ) ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, პარატუბერკულოზი - მეურნეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში; ე) ლეიკოზი - მეურნეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში; ვ) ლეპტოსპიროზი - მეურნეობა ბოლო 3 თვის განმავლობაში; ზ) ჯილეხი - მეურნეობა ბოლო 20 დღის განმავლობაში. 2. იმპორტისათვის განკუთვნილ სანაშენე ცხოველს არ უნდა ჰქონდეს გენეტიკური კავშირი იმ მეურნეობაში მოშენებულ პირუტყვთან, რომელიც არაკეთილსაიმედოა მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებურ ენცეფალოპათიაზე. 3. კარანტინის პერიოდში ტარდება სადიაგნოსტიკო გამოკვლვევები ექსპორტიორ ქვეყანაში მიღებული მეთოდებით აკრედიტებულ ლაბორატორიაში: ბრუცელოზზე, ტუბერკულოზზე, პარატუბერკულოზზე, ლეიკოზზე, ტრიქომონოზზე, კამპილობაქტერიოზზე, ქლამიდიოზზე და იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა ინფექციურ დაავადებებზე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ცოცხალ ცხოველებზე, რომლებზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 9. სპეციფიკური მოთხოვნები სანაშენე, სამომხმარებლო და სპორტული ცხენისადმი 1. საქართველოში შემოსაყვანად დაიშვება მხოლოდ ჯანმრთელი სანაშენე მოზარდი და ზრდასრული ცხენი, რომელიც დაბადებულია, გაზრდილია და იმყოფება ექსპორტიორ ქვეყანაში არა ნაკლებ 6 თვის განმავლობაში, არაუმეტეს 3 თვის მაკეობისა. ცხენი არ უნდა იყოს ვაქცინირებული არც ერთი ტიპის ინფექციური ენცეფალომიელიტისა და ცხენის აფრიკული ჭირის საწინააღმდეგოდ და უნდა გამოდიოდეს მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, სადაც არ დაფიქსირებულა გადამდები დაავადებები, მათ შორის: ა) ცხენის ყველა ტიპის ინფექციური ენცეფალომიელიტი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 24 თვის განმავლობაში; ბ) ქოთაო, ვირუსული ართრიტი - ქვეყანაში ბოლო 3 წლის განმავლობაში; გ) ვეზიკულური სტომატიტი - ქვეყანაში ბოლო 24 თვის განმავლობაში; დ) ცხენის ჭირი - ქვეყანაში ბოლო 2 წლის განმავლობაში; ე) ცხენის გრიპი - ქვეყანაში/ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი, რაიონი და ა.შ.) ბოლო 21 დღის განმავლობაში; ვ) დაგრილების დაავადება, სუარუ (ტრიპანოსომა ევანსი) - ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 6 თვის განმავლობაში; ზ) პიროპლაზმოზი (ბაბეზია კაბანი), ნუტალიოზი (ბაბეზია ექვი) - მეურნეობაში ბოლო 1 თვის განმავლობაში; თ) ცხენის ინფექციური მეტრიტი - მეურნეობაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; ი) ლეპტოსპიროზი, რინოპნევმონია, ინფექციური ანემია, ცხენის ყვავილი - მეურნეობაში ბოლო 3 თვის განმავლობაში; კ) ჯილეხი - მეურნეობაში ბოლო 20 დღის განმავლობაში. 2. კარანტინის პერიოდში უნდა ჩატარდეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში დიაგნოსტიკური გამოკვლევები ექსპორტიორ ქვეყანაში მიღებული მეთოდებით: ქოთაოზე, დაგრილების დაავადებაზე, ინფექციურ ანემიაზე, ხოლო სხვა გადამდებ დაავადებებზე, ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ცოცხალ ცხოველებზე, რომლებზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 10. სპეციფიკური მოთხოვნები თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტებისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტი, რომელიც დამზადდა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ მეურნეობაში (საფუტკრე) ან საწარმოში და მეურნეობას ან საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. საქართველოში შემოსატანად დაიშვება თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტი, თუ ის გამოდის ცხოველის საშიში დაავადებებისაგან თავისუფალი ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან – ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) თურქულისაგან – ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) ამერიკული და ევროპული სიდამპლისა და ნოზემატოზისაგან – მეურნეობა ბოლო 3 თვის განმავლობაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 11. სპეციფიკური მოთხოვნები სასურსათო თევზისა და ზღვის პროდუქტებისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება სურსათად გამოსაყენებელი თევზი და ზღვის პროდუქტი, რომელიც დამზადდა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. თევზი და ზღვის პროდუქტი უნდა გამოდიოდეს საწარმოდან (მცურავი ბაზის ჩათვლით), რომელიც განთავსებულია ისეთ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, სადაც არ დაფიქსირებულა: ა) ღორის აფრიკული ცხელება – ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) თურქული – ბოლო 12 თვის განმავლობაში. 3. ზღვისა და მტკნარი წყლის სარეწი თევზი, ასევე, ზღვის პროდუქტები, გამოკვლეული უნდა იქნეს ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური სამსახურის მიერ ჰელმინთების, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების არსებობაზე ექსპორტიორ ქვეყანაში მიღებული მეთოდებით. დასაშვები ნორმის ფარგლებში, ჰელმინთების არსებობის შემთხვევაში, თევზი უნდა გაუვნებელდეს არსებული მეთოდებით. 4. საქართველოში იმპორტისათვის არ დაიშვება გაყინული თევზი და ზღვის პროდუქტი, თუ: ა) პროდუქტის სისქეში ტემპერატურა -180C-ზე მეტია; ბ) მასში აღინიშნება გადამდები დაავადებებისათვის დამახასიათებელი ცვლილებები; გ) შენახვის დროს მოხდა მისი დეფროსტაცია. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 12. სპეციფიკური მოთხოვნები კვერცხის ფხვნილის, მელანჟის, ალბუმინისა და ფრინველის კვერცხის გადამუშავების სხვა პროდუქტისათვის 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ცხოველთა (ფრინველის) გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალ მეურნეობებში გამოზრდილი ჯანმრთელი ფრინველის კვერცხის გადამუშავების შედეგად მიღებული კვერცხის ფხვნილი, მელანჟი, ალბუმინი და სხვა პროდუქტები, რომლებიც დამზადდა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მუდმივი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. გადამუშავებისათვის გამოყენებული ფრინველის კვერცხი უნდა გამოდიოდეს მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, რომლებიც თავისუფალია ცხოველთა გადამდები დაავადებებისაგან, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან – ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) თურქულისაგან – ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) ფრინველის მაღალპათოგენური გრიპისაგან, ნიუკასლისაგან - ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 12 თვის განმავლობაში; დ) ორნიტოზის (ფსიტაკოზის), პარამიქსოვირუსული ინფექციის, ქათმის ინფექციური ბრონქიტის, ინფექციური ლარინგოტრაქეიტის, ინფექციური ენცეფალომიელიტისაგან - მეურნეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში. 3. ქათმების სადედე გუნდი გამოკვლეული უნდა იყოს სეროლოგიურად პულოროზის ანტიგენით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 13. სპეციფიკური მოთხოვნები სასურსათო კვერცხისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ცხოველთა (ფრინველის) გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალ მეურნეობებში გამოზრდილი ჯანმრთელი ფრინველის კვერცხი, რომელიც დამზადდა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მუდმივი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. კვერცხი უნდა გამოდიოდეს ცხოველთა და ფრინველის გადამდები დაავადებებისაგან თავისუფალი ქვეყნიდან და მეურნეობებიდან, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან – ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) თურქულისაგან - ადმინისტრაციული ტერიტორია ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) ფრინველის მაღალპათოგენური გრიპისაგან – ქვეყანა ბოლო 12 თვის განმავლობაში; დ) ნიუკასლის დაავადებისაგან – ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, ოლქი, მიწა) - ბოლო 12 თვის განმავლობაში; ე) ორნიტოზის (ფსიტაკოზი), პულოროზის, ტუბერკულოზის, ინფექციური ბრონქიტის, გამბოროს, ინფექციური ლარინგოტრაქეიტისა და მარეკის დაავადებებისაგან – მეურნეობის ტერიტორია ბოლო 6 თვის განმავლობაში. 3. საქართველოში შემოსატანი თითოეული კვერცხის ცალობით ერთეულზე აღნიშნული უნდა იყოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და დადების თარიღი. 4. იმპორტირებული სასურსათო კვერცხის რეალიზაციის ვადა საცალო ვაჭრობის ქსელში არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს დადების თარიღიდან. 5. კვერცხის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ტემპერატურული რეჟიმის დამცავი სისტემით აღჭურვილი ტრანსპორტით 0-100 C-ის პირობებში, ხოლო კვერცხის პროდუქტების (მელანჟი, ცილა) ტრანსპორტირება – გაყინული (-60C). 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 14. სპეციფიკური მოთხოვნები რძისა და რძის პროდუქტებისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ჯანმრთელი ცხოველებისაგან მიღებული რძე და რძის პროდუქტები, რომლებიც წარმოებულია გადამდები დაავადებებისაგან ოფიციალურად თავისუფალ მეურნეობებში და რძის გადამამუშავებელ ისეთ საწარმოებში, რომლებიც იმყოფება ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მუდმივი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ და რომელთაც გააჩნიათ ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. რძე და რძის პროდუქტი უნდა დამზადდეს და გამოვიდეს ისეთი მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, რომელიც თავისუფალია ცხოველთა გადამდები დაავადებებისაგან, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან - ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა) ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) თურქულის, მსხვილფეხა პირუტყვის ჭირის, კონტაგიოზური პლევროპნევმონიისა და ვეზიკულური სტომატიტისაგან - ქვეყანა ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელოზის, ტუბერკულოზისა და პარატუბერკულოზისაგან - მეურნეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში; დ) მსხვილფეხა პირუტყვის ლეიკოზისაგან - მეურნეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში; ე) ცხვრისა და თხის ბრუცელოზისაგან - მეურნეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 15. სპეციფიკური მოთხოვნები ხორცისა და ხორცპროდუქტებისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში ჯანმრთელი ცხოველებიდან მიღებული ხორცი და ხორცპროდუქტი, წარმოებული გადამდები დაავადებებისაგან ოფიციალურად თავისუფალ მეურნეობებში და წარმოებული ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მუდმივი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. საკლავი ცხოველი, რომლისგან მიღებული ხორცი განკუთვნილია საქართველოში საექსპორტოდ, ექვემდებარება დაკვლისწინა ვეტერინარულ შემოწმებას, ხოლო მისგან მიღებული ტანხორცი და ორგანოები - დაკვლის შემდგომ ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზას ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ. 3. ტანხორცს (ნახევარტანხორცს, მეოთხედს) უნდა გააჩნდეს ვეტერინარული ზედამხედველობის მკაფიო დამღა იმ სასაკლაოს დასახელების ან ნომრის აღნიშვნით, სადაც მოხდა ცხოველების დაკვლა. დამუშავებულ ხორცს შეფუთვაზე ან პოლიბლოკზე უნდა ჰქონდეს მარკირება (ეტიკეტი). 4. ეტიკეტი ისე უნდა იყოს განთავსებული შეფუთვაზე, რომ მისი გახსნა შეუძლებელი იყოს ეტიკეტის მთლიანობის დარღვევის გარეშე. 5. ხორცი და ხორცპროდუქტი დამზადებული უნდა იყოს ისეთ მეურნეობასა და ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, რომელიც ოფიციალურად აღიარებული არის თავისუფლად ცხოველთა დაავადებებისაგან, მათ შორის: ა) ყველა სახის ცხოველისათვის: ა.ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან - ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორია; ა.ბ) თურქულისაგან - ბოლო 12 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული ტერიტორია; ბ) მსხვილფეხა პირუტყვისათვის: ბ.ა) მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისა და ცხვრის სკრეპისაგან - ქვეყანა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხმელეთის ცხოველების სანიტარიული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად; ბ.ბ) მსხვილფეხა პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონიის, ვეზიკულური სტომატიტის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირისაგან – ბოლო 18 თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორია; ბ.გ) ტუბერკულოზის და ბრუცელოზისაგან - ბოლო 6 თვის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; ბ.დ) ლეიკოზისაგან - ბოლო 12 თვის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; ბ.ე) ჯილეხისა და ემკარისაგან - ბოლო 20 დღის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; გ) ცხვრისა და თხისათვის: გ.ა) მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისა და ცხვრის სკრეპისაგან - ქვეყანა - ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხმელეთის ცხოველების სანიტარიული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად; გ.ბ) ბლუტანგის, მსხვილფეხა პირუტყვის ჭირისა და კონტაგიოზური პლევროპნევმონიისაგან, წვრილფეხა პირუტყვის ჭირისაგან - ბოლო 18 თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორია; გ.გ) ცხვრისა და თხის ყვავილისაგან - ბოლო 6 თვის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; გ.დ) ტუბერკულოზისა და ბრუცელოზისაგან - ბოლო 6 თვის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; გ.ე) ჯილეხისაგან - ბოლო 20 დღის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; დ) ღორისათვის: დ.ა) ღორის ვეზიკულური დაავადებისაგან - ბოლო 18 თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორია; დ.ბ) ღორის კლასიკური ჭირის - ბოლო 12 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და სხვა); დ.გ) აუესკის დაავადებისა და ღორის ენტეროვირუსული ენცეფალომიელიტისაგან (ტეშენის დაავადება) - ბოლო 6 თვის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; დ.დ) ღორის რეპროდუქტიულ-რესპირატორული სინდრომისაგან - ბოლო 6 თვის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; დ.ე) ჯილეხისა და ღორის წითელი ქარისაგან - მეურნეობა ბოლო 20 დღის განმავლობაში; დ.ვ) ყველა ტანხორცი გამოკვლეული უნდა იყოს ტრიქინელოზზე უარყოფითი შედეგით. 6. საქართველოში შემოსატანად არ დაიშვება ხორცი და ხორცპროდუქტი: ა) თუ დაკვლისშემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზით დადგინდა გადამდები დაავადებისათვის, ასევე, ჰელმინთებით დაზიანებისა (ცისტიცერკოზი, ტრიქინელოზი, სარკოსპორიდიოზი, ონქოცერკოზი, ექინოკოკოზი) და სხვადასხვა ნივთიერებებით მოწამვლისათვის დამახასიათებელი ცვლილებები; ბ) შენახვის პერიოდში დეფროსტირებული; გ) გაყინული ხორცი კუნთის სისქეში ძვალთან -180C–ზე, ხოლო გაციებული ხორცი - +40C –ზე მაღალი ტემპერატურის მქონე; დ) ტანხორცი შინაგანი ორგანოების ნარჩენებით, ქსოვილებში სისხლჩაქცევებით, მოუცილებელი აბსცესებით, კანის ბორას მატლებით, მექანიკური მინარევებით ან მოცილებული სეროზული გარსებითა და ლიმფური კვანძებით; ე) ისეთი კონსერვანტებით დამუშავებული, რომელთა გამოყენება არ არის დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით; ვ) თუ მექანიკურად განცალკევებული ხორცის წარმოებისას: ვ.ა) გამოყენებული ნედლი მასალა არ აკმაყოფილებს ახალი ხორცის მახასიათებლებს; ვ.ბ) გამოყენებულია შემდეგი ნედლი მასალა - თავ-ფეხის, კუდის, ბარძაყის, წვივის, მხრის, წინა მხრის, მაჯის და იდაყვის ძვლები; ზ) ხორცის პროდუქტი, თუ წარმოებისას გამოყენებულია: ზ.ა) სასქესო ორგანოები, კვეცხუჯრედების გარდა; ზ.ბ) შარდსასქესო ორგანოები, თირკმელებისა და შარდის ბუშტის გარდა; ზ.გ) ხორცის ხრტილი, ტრაქეა და ლობურალური ბრონქი; ზ.დ) თვალები და ქუთუთოები; ზ.ე) რქოვანი ქსოვილი. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 16. სპეციფიკური მოთხოვნები საქონლის სუბპროდუქტებისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ჯანმრთელი პირუტყვის დაკვლითა და გადამუშავებით მიღებული სუბპროდუქტი, რომელიც წარმოებულია ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მუდმივი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. საკლავი ცხოველი, რომლისგან მიღებული სუბპროდუქტი განკუთვნილია საქართველოში საექსპორტოდ, ექვემდებარება დაკვლისწინა ვეტერინარულ შემოწმებას, ხოლო მისგან მიღებული ორგანოები - დაკვლის შემდგომ ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზას ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ. 3. სუბპროდუქტებს შეფუთვაზე ან პოლიბლოკზე უნდა ჰქონდეს მარკირება (ვეტერინარული დამღა და ეტიკეტი). ეტიკეტი ისე უნდა იყოს განთავსებული შეფუთვაზე, რომ მისი გახსნა შეუძლებელი იყოს ეტიკეტის მთლიანობის დარღვევის გარეშე. 4. სუბპროდუქტები მიღებული უნდა იყოს ისეთ მეურნეობასა და ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, რომლებიც ოფიციალურად აღიარებული იყვნენ თავისუფლად ცხოველთა დაავადებებისაგან, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან - ბოლო 3 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ტერიტორია; ბ) თურქულისაგან - ბოლო 12 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული ტერიტორია; გ) მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისაგან და ცხვრის სკრეპისაგან - ქვეყანა - ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხმელეთის ცხოველების სანიტარიული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად; დ) მსხვილფეხა პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონიის, ვეზიკულური სტომატიტის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირისაგან – ბოლო 18 თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორია; ე) ტუბერკულოზისა და ბრუცელოზისაგან - ბოლო 6 თვის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; ვ) ლეიკოზისაგან - ბოლო 12 თვის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია; ზ) ჯილეხისა და ემკარისაგან - ბოლო 20 დღის განმავლობაში მეურნეობის ტერიტორია. 5. საქართველოში შემოსატანად არ დაიშვება სუბპროდუქტი: ა) თუ დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზით დადგინდა გადამდები დაავადებისათვის, ასევე, ჰელმინთებით დაზიანებისა (ცისტიცერკოზი, სარკოსპორიდიოზი, ონქოცერკოზი, ექინოკოკოზი) და სხვადასხვა ნივთიერებებით მოწამვლისათვის დამახასიათებელი ცვლილებები; ბ) შენახვის პერიოდში დეფროსტირებული; გ) კუჭი, შარდის ბუშტი და ნაწლავები, თუ არ არის დამარილებული, თერმულად დამუშავებული ან გამომშრალი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კუჭი, შარდის ბუშტი და ნაწლავები არ არის დამარილებული ან გამომშრალი და შენახულია არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 17. სპეციფიკური მოთხოვნები კონსერვის, ძეხვის და სხვა სახის მზა ხორცპროდუქტებისადმი 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება მზა ხორცპროდუქტი, სუბპროდუქტი, ყველა სახის ცხოველისა და ფრინველის ცხიმი, კონსერვი, ძეხვი და ადამიანისათვის საკვებად განკუთვნილი ხორცის სხვა ნაწარმი, რომელიც წარმოებულია ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. პროდუქციის დასამზადებელი ნედლეული მიღებული უნდა იყოს კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველისაგან და გავლილი უნდა ჰქონდეს ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ვეტერინარული სამსახურის ვეტერინარი ექიმის მიერ ჩატარებული ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. 3. ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხმელეთის ცხოველების სანიტარიული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად: ა) მსხილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ხორცი არ უნდა გამოდიოდეს მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისა და ცხვრის სკრეპის მიმართ არაკეთილსაიმედო ქვეყნიდან; ბ) სახორცედ დაკლული პირუტყვი არ უნდა იყოს გამოკვებილი ცხოველური წარმოშობის საკვებით, რომლის დასამზადებლად გამოყენებული იყო ცხოველთა შინაგანი ორგანოები და ქსოვილები. 4. პროდუქტი უნდა გამოდიოდეს საწარმოდან, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ისეთ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, სადაც არ დაფიქსირებულა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნუსხით გათვალისწინებული დაავადებები, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელება - ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) მსხვილფეხა პირუტყვის ჭირი - ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) თურქული - ბოლო 12 თვის განმავლობაში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 18. სპეციფიკური მოთხოვნები ფრინველის ხორცის იმპორტის დროს 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ფრინველის ხორცი, წარმოებული ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მუდმივი ვეტერინარული კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოში და საწარმოს გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. საკლავ ფრინველს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული უნდა ჰქონდეს დაკვლისწინა შემოწმება, ხოლო მის ტანხორცს - დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. 3. ხორცს უნდა გააჩნდეს მარკირება (ვეტერინარული დამღა) შეფუთვაზე ან ეტიკეტი პოლიბლოკზე. ეტიკეტი ისე უნდა იყოს განთავსებული შეფუთვაზე, რომ მისი გახსნა შეუძლებელი იყოს ეტიკეტის მთლიანობის დარღვევის გარეშე. 4. ხორცი მიღებული უნდა იყოს ჯანმრთელი ფრინველის დაკვლის შედეგად, იმ მეურნეობასა და ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, რომელიც თავისუფალია გადამდები დაავადებებისაგან, მათ შორის: ა) ღორის აფრიკული ცხელებისაგან - ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და ა.შ.) ბოლო 3 წლის განმავლობაში; ბ) თურქულისაგან - ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და ა.შ.) - ბოლო 12 თვის განმავლობაში; გ) ნიუკასლის დაავადებისა და ფრინველის გრიპისაგან - ადმინისტრაციული ტერიტორია (შტატი, პროვინცია, მიწა, ოლქი და ა.შ.) - ბოლო 12 თვის განმავლობაში; დ) ორნითოზის (ფსიტაკოზისაგან), პარამიქსოვირუსული ინფექციის, ინდაურის რინოტრაქეიტის, ინფექციური ლარინგოტრაქეიტისა და ინფექციური ენცეფალომიელიტისაგან - ქათმისა და ინდაურის მეურნეობა - ბოლო 6 თვის განმავლობაში; ე) ვირუსული ენტერიტის, იხვის ჭუკის ჰეპატიტისა და ორნიტოზისაგან (პსიტაკოზისაგან) - მეიხვეობისა და მებატეობის მეურნეობა - ბოლო 6 თვის განმავლობაში; ვ) ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხმელეთის ცხოველთა სანიტარიული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, საკლავი ფრინველი უნდა გამოდიოდეს სალმონელოზზე კეთილსაიმედო მეურნეობიდან. 5. საქართველოში იკრძალება ფრინველის ხორცის შემოტანა: ა) თუ დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის შედეგად მას აღმოაჩნდა გადამდები დაავადებისა და ჰელმინთებით დაზიანებისათვის, ასევე სხვადასხვა ნივთიერებებით მოწამვლისათვის დამახასიათებელი ცვლილებები; ბ) გამოუშიგნავი ან ნახევრად გამოშიგნული ფრინველის ხორცი; გ) თუ გაყინული ფრინველის ხორცის კუნთის სისქეში ტემპერატურა -180C-ზე მაღალია; დ) თუ იგი შეიცავს კონსერვანტებს, რომელთა გამოყენება არ არის ნებადართული საქართველოს კანონმდებლობით; ე) მუქი პიგმენტაციის მქონე (ინდაურისა და ციცრის გარდა); ვ) თუ წარმოებისას გამოყენებულია თავი (ბიბილოს, ყურების, თვალების და ქუთუთოების გარდა), მომნელებელი ტრაქტი, ჩიჩახვი, ნაწლავები და სასქესო ორგანოები; ზ) თუ მექანიკურად განცალკევებული ხორცის წარმოებისას გამოყენებულია შემდეგი ნედლი მასალა - ფეხები, კისრის კანი და თავი. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
მუხლი 19. სპეციფიკური მოთხოვნები ბავშვთა კვების პროდუქტებისათვის 1. საქართველოში იმპორტისთვის დაიშვება ბავშვთა კვების პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ისეთ საწარმოში, რომელსაც გააჩნია ამ პროდუქტის ექსპორტზე გატანის უფლება. 2. ბავშვთა კვების პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს ანტიბიოტიკების ნარჩენებს. 3. ბავშვთა კვების პროდუქტში გამოყენებული რძე და რძის პროდუქტები დამზადებული უნდა იყოს ისეთ მეურნეობაში და ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, სადაც არ იყო დაფიქსირებული ცხოველთა გადამდები დაავადებები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. 4. ცხოველზე, რომლისგან მიღებული ხორცი გამოყენებულია ბავშვთა კვების პროდუქტის საწარმოებლად, განხორციელებული უნდა იყოს დაკვლისწინა ვეტერინარული შემოწმება, ხოლო მისგან მიღებულ ტანხორცსა და ორგანოებზე - დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნების შემოწმება არ ხდება საქართველოში იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ იმ პროდუქციაზე, რომელზეც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილების შესაბამისად გაცემულია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.“;
წ) № 9 დანართის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
ჭ) დაემატოს № 10 დანართი შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამოცე დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები