დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 153, 30/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.380.010.10.003.000.372
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
238
28/12/2005
სსმ, 153, 30/12/2005
300.380.010.10.003.000.372
დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (30/12/2005 - 31/07/2007)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №238

2005 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. უხარისხო დიზელის საწვავის შემადგენლობა განაპირობებს სახიფათო აეროზოლების წარმოქმნას, რამაც სავარაუდოა გამოიწვიოს რესპირატორული, სიმსივნური და სხვა დაავადებათა სტიმულირება.

დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების ევროპაში დადგენილ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:

„ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე:

შეტანის რიცხვი, არანაკლებ – 51

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 350

სიმკვრივე 150C, კგ/მ3, არა უმეტეს – 845

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – 11;

ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან:

შეტანის რიცხვი, არანაკლებ – 51

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ, არა უმეტეს – 50

სიმკვრივე 150C, კგ/მ3, არა უმეტეს – 845

პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი, პროცენტი, არა უმეტეს – 11.

2. 2007 წლის 1 იანვრამდე დიზელის ხარისხის ანალიზის მეთოდები გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით. 2007 წლის 1 იანვრიდან – საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

13. 27/07/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 380 - ვებგვერდი, 29/07/2021 12. 21/01/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 25 - ვებგვერდი, 25/01/2021 11. 28/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 808 - ვებგვერდი, 28/12/2020 10. 15/11/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 547 - ვებგვერდი, 18/11/2019 9. 16/11/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 550 - ვებგვერდი, 22/11/2018 8. 15/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 559 - ვებგვერდი, 16/12/2016 7. 26/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 729 - ვებგვერდი, 30/12/2014 6. 01/12/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 449 - ვებგვერდი, 111206022, 06/12/2011 5. 30/12/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 422 - სსმ, 172, 31/12/2010 4. 30/12/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 260 - სსმ, 159, 30/12/2009 3. 17/12/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 244 - სსმ, 182, 23/12/2008 2. 17/12/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 278 - სსმ, 180, 20/12/2007 1. 31/07/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 165 - სსმ, 112, 10/08/2007