”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კომპეტენციას მიკუთვნებული წესების დამტკიცების შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კომპეტენციას მიკუთვნებული წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საპატრიარქო
მიღების თარიღი 30/06/2014
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2014
სარეგისტრაციო კოდი
119
30/06/2014
ვებგვერდი, 10/07/2014
”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კომპეტენციას მიკუთვნებული წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საპატრიარქო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის

ბრძანება №119

2014 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კომპეტენციას მიკუთვნებული წესების დამტკიცების შესახებ

 

 კანონიკური სამართლის, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 22 პუნქტის, 311 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტების, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 521 მუხლის 11 პუნქტისა და 895 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა, მართვის ორგანოები, კომპეტენციები და მათი გამიჯვნის წესი, დაწესებულების ხელმძღვანელის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი განისაზღვროს შესაბამისი დაწესებულების წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

2. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესი უნდა განსაზღვროს საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა შიდასამართლებრივი აქტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №92/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესის” შესაბამისად.

3. დამტკიცდეს „მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საღვთისმეტყველო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.

4. დამტკიცდეს „მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობების დაკავების წესი”, დანართი №2-ის შესაბამისად.

5. დამტკიცდეს „მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი”, დანართი №3-ის შესაბამისად.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 12 მარტიდან წარმოქმნილ ურთიერთობებზე.

 სრულიად საქართველოს

 კათოლიკოს-პატრიარქი                                                                                 ილია II

 

 დანართი 1

მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის

წესი

    მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

 1. ეს წესი განსაზღვრავს მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება“) სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის პროცედურასა და პირობებს შემდეგი მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:

1.1. თეოლოგიის;

1.2. ხატწერის;

1.3. საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების);

1.4. საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის;

1.5. ქრისტიანული ფსიქოლოგიის;

1.6. ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის;

1.7.დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის;

1.8. ქრისტიანული ფილოსოფიის.

 

მუხლი 2. სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მქონე პირი

1. ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შემსვლელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ სპეციალურ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია დაწესებულების ხელმძღვანელის შიდასამართლებრივი აქტით და გამოქვეყნებულია მისაღები გამოცდების პროგრამებთან ერთად.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულში – სასულიერო აკადემიაში – სწავლის უფლება აქვთ მხოლოდ მამაკაცებს.

 

მუხლი 3. სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა

1. სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო საღვთისმეტყველო გამოცდის გარეშე, ამ წესით განსაზღვრული შიდა გამოცდების შედეგების მიხედვით.

2. სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წესდება შემდეგი შიდა გამოცდები:

2.1. ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო);

2.2. უცხო ენა;

3. შიდა გამოცდების პროგრამებს, ჩატარების ფორმასა და თარიღს, აგრეთვე, კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით შიდა გამოცდებს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი შიდა- სამართლებრივი აქტით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარდგინებით;

4. შიდა გამოცდების ორგანიზებისა და შედეგების შეფასების მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცდებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის შიდასამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი საგნობრივი საგამოცდო კომისიები;

5. თითოეული შიდა გამოცდა ფასდება100-ქულიანი სისტემით და იგი ჩაბარებულად ითვლება, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას;

6. საგამოცდო ცხრილით დადგენილი გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მომდევნო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატი არ დაიშვება;

7. სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება მისაღები საგამოცდო კომისიის მიერ დამტკიცებული ყველა გამოცდის დაჯამებული შედეგების გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული ადგილების რაოდენობის შესაბამისად – მაქსიმალური ქულიდან ქვემოთ. საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, თანაბარი საგამოცდო შედეგების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა შესაძლებელია მიენიჭოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტით დადგენილ საგანში/საგნებში მიღებულ შეფასებას.

 

მუხლი 4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება შიდა გამოცდების შედეგების საფუძველზე.

2. მაგისტრანტობის კანდიდატთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება დაწესებულებასა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის დადებული ხელშეკრულებითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტით.

4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტი, რომელიც ყოველი წლის 5 ოქტომბრამდე უნდა გაიგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ყოველი წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისი ინფორმაცია ჩარიცხული პირების შესახებ, ელექტრონული ფორმით;

ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტის გამოცემის შემდეგ პირი ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – მაგისტრანტი.

 

დანართი 2

მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობების დაკავების წესი

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

 ეს წესი განსაზღვრავს მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობის დაკავების პირობებსა და პროცედურას.

 

მუხლი 2. აკადემიური თანამდებობები და მათი დაკავების პირობები

1. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისგან, რომლებიც აკმაყოფილებენ სასწავლებლის ხელმძღვანელის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;

2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი;

3. პროფესორის თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

4. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს და/ან დოქტორანტს;

6. ასისტენტის თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს;

7. გარდა ამ მუხლის მე-3 – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, აკადემიური თანამდებობის დაკავებისთვის შესაძლებელია მხედველობაში იქნეს მიღებული პრეტენდენტის სამეცნიერო აქტიურობა (პუბლიკაციები, სამეცნიერო გრანტები და სტიპენდიები, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და სხვ.) ან/და პროფესიული განვითარების დონე (პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა და სხვ.);

8. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით მაღალი კვალიფიციის მქონე პერსონალის მიერ ამ მუხლის 1-ლი – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

 

მუხლი 3. აკადემიური თანამდებობის დაკავების პროცედურა

1. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აკადემიურ პერსონალს შორის შრომითი ხელშეკრულების დადების შემდეგ.

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი პირის მონაცემების ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობას განსაზღვრავს და შრომითი ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილებას იღებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი.

3. აკადემიური თანამდებობების დაკავება შეიძლება განხორციელდეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, სასწავლებლის კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

დანართი 3

მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი

 

მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესსა და პირობებს შემდეგ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1.1. თეოლოგიის;

1.2. ხატწერის;

1.3. საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების);

1.4. საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის;

1.5. ქრისტიანული ფსიქოლოგიის;

1.6. ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის;

1.7. დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის;

1.8. ქრისტიანული ფილოსოფიის.

 

მუხლი 2. ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი

1. ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მიზნით მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლეს, საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ფაკულტეტზე რექტორის აქტით იქმნება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ფაკულტეტის დეკანი, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არანაკლებ 3(სამი) წარმომადგენელი;

2. ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამის ვადის დასრულების, კრედიტების საჭირო რაოდენობის (არანაკლებ 240 კრედიტი) დაგროვებისა და ფაკულტეტის მიერ დადგენილი სხვა დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება სტუდენტისთვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭება/არმინიჭების შესახებ;

3. ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რის საფუძველზეც, ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, რექტორი გამოსცემს შესაბამის აქტს და გასცემს დიპლომს.

 

მუხლი 3. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი

1. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მიზნით მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ფაკულტეტზე რექტორის აქტით იქმნება მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ფაკულტეტის დეკანი, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არანაკლებ 3(სამი) წარმომადგენელი;

2. ფაკულტეტის დეკანი მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას წერილობით წარუდგენს მოცემული სპეციალობის იმ სტუდენტების სიას, რომელთაც სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნათა შესრულებისა და კრედიტების საჭირო რაოდენობის დაგროვების საფუძველზე მოიპოვეს სამაგისტრო ნაშრომის საჯაროდ დაცვის უფლება;

3. სამაგისტრო ნაშრომის სათანადო წესით შესრულების ინსტრუქციას გამოსცემს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

4. სამაგისტრო ნაშრომის საჯაროდ დაცვისა და შეფასების შემდეგ, კრედიტების საჭირო რაოდენობის (არანაკლებ 120 კრედიტისა) დაგროვების საფუძველზე, მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება თითოეული სტუდენტისთვის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭება/არმინიჭების შესახებ;

5. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რის საფუძველზეც, ფაკულტეტის დეკანის წარდგინებთ, რექტორი გამოსცემს შესაბამის აქტს და გასცემს დიპლომს.