დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015 წლებისთვის) დამტკიცებისა და საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014–2015 წლებისთვის) საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 445 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/07/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.018065 |
|
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015 წლებისთვის) დამტკიცებისა და საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014–2015 წლებისთვის) საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ივლისის №169 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ წარედგინა „საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014–2015 წლებისთვის)“ პროექტი. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებობს ცალკეული ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ კონკრეტულ სფეროებში სახელმწიფო სტრატეგიას, ამტკიცებენ სამოქმედო გეგმებს და მათი შესრულების საკოორდინაციოდ ქმნიან უწყებათაშორის საბჭოებს, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოქმედი აქტების პარალელურად მიღებულ იქნეს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2014-2015 წლებისთვის), რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასთან (2014‑2020 წლებისთვის) შესაბამისობაში განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განსახორციელებელი პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ჰ3“ ქვეპუნქტებისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე, საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 აპრილის №2315-IIს დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდეს: ა) საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2014-2015 წლებისთვის) (დანართი №1); ბ) საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015 წლებისთვის) საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს დებულება (დანართი №2); გ) საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015 წლებისთვის) საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობა: - საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე; - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – საბჭოს თანათავმჯდომარე; - საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში – საბჭოს მდივანი; - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს მთავარი პროკურატურა – მთავარი პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – სახელმწიფო მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – სახელმწიფო მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – სახელმწიფო მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო –მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო – მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. საბჭოს მუშაობაში, სათათბირო ხმის უფლებით, მონაწილეობა ეთხოვოთ: - საქართველოს უზენაეს სასამართლოს; - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს; - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს; - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს; - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს; – საქართველოს სახალხო დამცველს (სახალხო დამცველის აპარატს); – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობას საქართველოში; – ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში; – ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას საქართველოში; – USAID-ის წარმომადგენლობას საქართველოში; – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას; – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას; – ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას - კონსტიტუციის 42-ე მუხლს; – საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს; – ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014–2015 წლებისთვის) საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014‑2015 წლებისთვის) საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საბჭო იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 4. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. მუხლი 2. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა 1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. საბჭოს შემადგენლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება იყვნენ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ადვოკატთა ასოციაციის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. 3. საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პირების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს შემადგენლობაში შემავალ პირს შეუძლია განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე. 4. საბჭოს ის წევრები, რომლებიც წარმოადგენენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს, საბჭოს წინაშე პასუხისმგებელნი არიან საკუთარი სამინისტროს/სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ამ დადგენილებით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშისა და ინფორმაციის წარდგენაზე. მუხლი 3. საბჭოს ძირითადი ამოცანები საბჭოს ძირითადი ამოცანებია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015 წლებისთვის) (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შესრულების კოორდინაცია, სამოქმედო გეგმის შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება, მისი განხორციელების მონიტორინგი (რაც მოიცავს სამოქმედო გეგმის შესრულების რაოდენობრივი კრიტერიუმებით შეფასებას, სადაც ასახულია თემატურ-სტატისტიკური პარამეტრები და ავლენს სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესულ და პრობლემურ მხარეებს) და საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშგება. მუხლი 4. საბჭოს უფლებამოსილება და ვალდებულებები დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საბჭო: ა) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების, ასევე, ანგარიშების მომზადების მიზნით; გ) უფლებამოსილია, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები, რომელსაც წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს; დ) ვალდებულია სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, არა უგვიანეს ყოველი წლის 15 მარტისა, მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში (რომელიც უნდა შეიცავდეს თემატურ სტატისტიკურ პარამეტრებს, სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესული და პრობლემური მხარეების გამოსავლენად), რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას, ხოლო არა უგვიანეს 31 მარტისა, საქართველოს პარლამენტს. საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიში საჯაროა; ე) თანამშრომლობს სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) უფლებამოსილია, განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია საბჭოს ამოცანების შესასრულებლად. მუხლი 5. სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი ექსპერტები 1. საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია, ხმათა უმრავლესობით, შექმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც შედიან საბჭოს წევრები. 2. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს, წინადადებებსა და ანგარიშებს წარუდგენს საბჭოს. 3. სამუშაო ჯგუფები იკრიბება არანაკლებ 2 თვეში ერთხელ. 4. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში სამუშაო ჯგუფის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სათათბირო ხმის უფლებით, შესაძლებელია, ჩართული იყვნენ პროფილური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. მუხლი 6. საბჭოს მუშაობის ორგანიზება 1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თანათავმჯდომარე, ან საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, საბჭოს მდივანი. 3. საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. 4. საბჭოს სხდომების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ 6 თვეში ერთხელ. 5. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 6. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე, საბჭოს მომხსენებელსა და სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს. 7. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 8. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. 10. საბჭოს სხდომის ოქმი ეგზავნებათ საბჭოს წევრებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს. |
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2014–2015 წლებისთვის)
|
(დანართი №1)
|
5. სასჯელაღსრულების სისტემა, პრობაცია და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია
[1]სამოქმედო გეგმის ეს ნაწილი გამომდინარეობს და ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ შემდეგი სამოქმედო გეგემების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს: „საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმა”დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 24 იანვრის №1945– რს დადგენილებით. „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2013-2015წლების სამოქმედო გეგმა“, დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 17 ივლისისN17/07/01 განკარგულებით. „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012–2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“, დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 27 დეკემბრის №5622– რს დადგენილებით. [2] აქაც და შემდგომაც იგულისხმება გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციები . |
დოკუმენტის კომენტარები