„ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 442
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 09/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 340030000.10.003.018062
442
09/07/2014
ვებგვერდი, 11/07/2014
340030000.10.003.018062
„ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №442

2014 წლის 9 ივლისი

ქ.თბილისი

 

„ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (სსმ, 14/01/2011) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება: 

 1. დადგენილების:

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ)  პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესი“, დანართებთან ერთად.

მუხლი 2
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე ქვეყნების ინფორმირება ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და სერტიფიკატების გამცემი უფლებამოსილი ორგანოების შესახებ.“.

 2. დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ვეტერინარული სერტიფიკატების გაცემის წესის“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესი“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია - ცხოველის ან/და ცხოველთა ჯგუფისთვის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნიშნის მინიჭება, ნიშანდება;“;

გ.ბ)  „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.გ)  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სერტიფიკატის  გამცემი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;“;

გ.დ)  „თ“  და „ი“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ცხოველთა კეთილდღეობა - ცხოველის მოვლა-შენახვის და ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც, ასევე, მოიცავს საკვებზე და წყალზე წვდომას, დაავადების, ტკივილის, შიშისა და სტრესისაგან დაცვას;

 ი) საქონელი – ცოცხალი ცხოველები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ცხოველების გენეტიკური მასალები, ცხოველთა საკვები, ბიოლოგიური პროდუქტები, პათოლოგიური მასალები, ვეტერინარული პრეპარატები და საკვებდანამატები;“;

გ.ე) „ლ“ - „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დაავადება - ინფექციის კლინიკური ან/და პათოლოგიიური გამოვლინება, ასევე, სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების (ცხოველმყოფელობის) დარღვევა;

მ) ინფექცია - ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში პათოგენური აგენტის შეჭრა, ადაპტაცია, გამრავლება და მასპინძელი ორგანიზმის საპასუხო რეაქცია;

ნ) დეზინფექცია - ინფექციური ან/და პარაზიტული დაავადების აღმძვრელების გასანადგურებელი პროცედურები, რომლებიც ტარდება ობიექტის დასუფთავების შემდგომ. დეზინფექცია შეეხება შენობებს, სატრანსპორტო საშუალებებს, საგნებს და სხვა ობიექტებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება იყოს დაბინძურებული;“;

გ.ვ)  „ქ“- „ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, ასევე, საბაჟო ტერმინალი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილი, სადაც კონტროლის ობიექტების მიმართ ხორციელდება ვეტერინარული  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი;

 ღ) სატრანსპორტო საშუალება – გადაადგილების ნებისმიერი საშუალება, სარკინიგზო, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის ჩათვლით, რომელიც გამოიყენება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ტრანსპორტირებისათვის;

 ყ) ზოონოზი – ნებისმიერი ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც ბუნებრივად გადაედება ცხოველიდან ადამიანს  და პირიქით;“;

გ.ზ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) სასაქონლო პარტია – ერთ ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილში წარმოშობილი საქონელი, რომელზეც ვრცელდება ერთი ვე­ტერინარული სერტიფიკატი და რომლის გადაზიდვაც ხორციელდება ერთი სატრანსპორტო საშუალებით.“;

დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ვეტერინარული სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) სახეებია:

ა) საქართველოდან ექსპორტირებულ საკლავ, სანაშენე და სხვა ცხოველებზე, ფრინველებზე, ფუტკარზე და ამანათ ნაყარზე  (დანართი №1);

ბ) საქართველოდან ექსპორტირებული შინაური და გარეული ცხოველების ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (დანართი №2);

გ) საქართველოდან ექსპორტირებულ რძესა და რძის პროდუქტებზე (დანართი №3);

დ) საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე (დანართი №4);

ე) საქართველოდან ექსპორტირებულ სანაშენე მასალაზე (მწარმოებლის სპერმაზე, ემბრიონზე, საინკუბაციო კვერცხზე, ქვირითზე და ა.შ) (დანართი №5);

ვ) საქართველოდან ექსპორტირებულ მეცხოველეობისათვის განკუთვნილ მარცვალსა და მემცენარეობის სხვა პროდუქტებზე (დანართი №6);

ზ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე (დანართი №7);

თ) საქართველოდან ექსპორტირებულ თევზზე, ზღვის პროდუქტებსა და მათგან მიღებულ მზა ნაწარმზე (დანართი №8);

ი) საქართველოდან ექსპორტირებულ თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქციაზე (დანართი №9);

კ) საქართველოდან ექსპორტირებულ სასურსათო კვერცხსა და კვერცხის ფხვნილზე (დანართი №10);

ლ) საქართველოდან ისრაელის სახელმწიფოში ექსპორტირებულ საკლავ, დაკოდილ ცხვარზე (დანართი №11);

მ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნ, დამუშავებულ ცხვრის მატყლზე (დანართი №12);

ნ) საქართველოდან ექსპორტირებულ ვეტერინარულ პრეპარატებზე, სუბსტანციაზე, ნედლეულზე, დაუფასოებელ და შუალედურ პროდუქციაზე (დანართი №13);

ო) საქართველოდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის საკვებისა და საკვებდანამატების (დანართი №14);

პ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნ, დამუშავებულ (პიკელირებულ, ქრომირებულ) ტყავსა და ტყავნედლეულზე (დანართი №15);

ჟ) საქართველოდან უკრაინაში ექპორტირებულ ზოოპარკის, გარეული და ცირკის ცხოველებზე (დანართი №16).“;

ე) მე-4 მუხლის:

ე.ა) პირველი  და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სერტიფიკატი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ ზოგად მოთხოვნებს:

ა) უნდა შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ფურცლისაგან, რომლებიც დანომრილია ისე, რომ თითოეული მიუთითებს განსაზღვრული თანმიმდევრობის კონკრეტულ გვერდზე;

ბ) უნდა ჰქონდეს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატი შედგება რამდენიმე გვერდისაგან, თითოეულ გვერდზე დატანილი უნდა იყოს აღნიშნული ნომერი;

გ) უნდა შეიცავდეს საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული არ არის მიზანშეწონილი (მაგალითად, ერთდღიანი ფრინველის  შემთხვევაში);

დ) უნდა გაიცეს იქამდე, ვიდრე საქონელი დატოვებს ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიას, ხოლო ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში, გაცემის თარიღი უნდა შეესაბამებოდეს ცხოველების ჩატვირთვის თარიღს;

ე)  უნდა იყოს  ხელმოწერილი  უფლებამოსილი პირის მიერ მისი სახელის, გვარის და თანამდებობის მითითებით და დამოწმებული გამცემი ორგანოს ბეჭდით. სერტიფიკატის ორიგინალი გადაადგილებისას თან უნდა ახლდეს საქონელს (აღნიშვნები შესრულებული უნდა იყოს სერტიფიკატზე დაბეჭდილი ტექსტის ფერისაგან განსხვავებული ფერით);

ვ)  გაცემული უნდა იყოს ერთ სასაქონლო პარტიაზე და ერთი მიმღების დანიშნულებით;

ზ) უნდა იყოს სრულყოფილად და სწორად შევსებული, არ უნდა იყოს  გადასწორებები, გარდა გამცემის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურებულისა;

თ)   შევსებული უნდა იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე, ხოლო საქართველოსა და პარტნიორ, მოვაჭრე ქვეყანას შორის ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია სერტიფიკატი შეივსოს სხვა ენაზეც.

2. სერტიფიკატის გაცემიდან ტვირთის ქვეყნის ტერიტორიიდან გატანა უნდა მოხდეს 10 კალენდარულ დღეში, ხოლო ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში, მისი გაცემის თარიღი უნდა შეესაბამებოდეს ცხოველების ჩატვირთვის თარიღს და ცხოველების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანა უნდა მოხდეს სერტიფიკატის გაცემიდან 72 საათში.“;

ე.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-6 მუხლის 22  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს, ცხოველთა ჯანმრთელობის კლინიკურად დადგენის მიზნით, კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 5 დღით, ხოლო წვრილფეხა პირუტყვისთვის - 48 საათით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას.“;

ზ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სერტიფიკატი გაიცემა  უფლებამოსილი პირის მიერ ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების საფუძველზე და საქონლის გადასაზიდი  სატრანსპორტო საშუალების დალუქვის შემდეგ (გარდა ცოცხალი ცხოველების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებებისა).“;

თ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია ასეთი სერტიფიკატის შეცვლა სხვა სერტიფიკატით (დუბლიკატით). ამ შემთხვევაში, ახალ სერტიფიკატში მიეთითება იმ სერტიფიკატის გაცემის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შემცვლელიცაა აღნიშნული სერტიფიკატი. ამ შემთხვევაში, ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება გამცემი ორგანოს მიერ გაუქმებას.“;

ი) მე-7 მუხლის  მე-4  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი აქტი ცხოველთა კარანტინის შესახებ.“;

კ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

           3. დადგენილებას  დაემატოს  №16 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამოცე დღეს. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



       

  დანართი №16

ვეტერინარული სერტიფიკატი

N000000

საქართველოდან უკრაინაში ექსპორტირებულ ზოოპარკის, გარეული და ცირკის ცხოველებზე

VETERINARY CERTIFICATE   for export from Georgia to Ukraine zoo, wild animals and circus

Ветеринарний сертифікат на експорт з Грузії до Українизоопаркових, диких та циркових тварин

ORIGINAL/ ОРИГІНАЛ/ორიგინალი □  СOPY/КОПІЯ/ასლიƒ □ Total number of issued copiesагальна кількість виданих копій/გაცემული ასლების რაოდენობა


I.1.1.The name and address of the consignor

/Назва та адреса відправника/

ტვირთის გამგზავნის სახელი და მისამართი

1.5 Certificate № / Сертифікат № /სერტიფიკატის  №

VETERINARY CERTIFICATE

for export from Georgia to Ukraine

zoo, wild animals and circus

Ветеринарний сертифікат

на експорт з Грузії до України

зоопаркових, диких та циркових тварин

ვეტერინარული სერტიფიკატი

საქართველოდან უკრაინაში ექსპორტირებულ ზოოპარკის, გარეული და ცირკის ცხოველებზე

1.2The name and address of the consignee/Назва та адреса отримувача/ტვირთის მიმღების  სახელი და მისამართი

1.3 Means of transport (the № of the railway carriage, truck, container, flight-number, name of the ship) / Транспортний засіб (№ вагона, автомобіля, контейнера, рейс літака, назва судна) / სატრანსპორტო საშუალებები (სარკინიგზო ვაგონისავტომანქანის, კონტეინერის  №, რეისის ნომერი, გემის სახელწოდება)

1.6Country of origin/ Країна походження тварин/წარმოშობის ქვეყანა

1.7The competent authority of the exporting country/ Компетентний орган країни-експортера/ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო                                 

1.8. The establishment of the exporting country which issued certificate/ Установа країни-експортера, яка видала сертифікат/. ექსპორტიორი ქვეყნის  სერტიფიკატის გამცემი დაწესებულება

1.4TransitCountries/ Країни транзиту/ტრანზიტის ქვეყნები

1.9The border crossing point of Ukraine

/ Пункт перетину кордонуУкраїни/უკრაინის  საზღვრის გადაკვეთის პუნქტი

 

II. ANIMAL IDENTIFICATION / ІДЕНТИФІКАЦІЯ ТВАРИН / ცხოველების იდენტიფიკაცია

Type / Вид / სახეობა

Breed / Порода / ჯიში

Sex / Стать / სქესი

Age / Вік / ასაკი

ID / Ідентифікаційний номер / საიდენტიფიკაციო ნომერი

Weight / Вага / წონა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

When transporting more than 5 animals is a description that is signed by the state veterinarian of the exporting country and is an integral part of this certificate./ При перевезенні більше 5 тварин складається опис, який підписується державним ветеринарним лікарем країни-експортера і є невід’ємною частиною даного сертифіката./ 5–ზე მეტი ცხოველის ტრანსპორტირების შემთხვევაში, დგება ცხოველთა ნუსხა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ხელმოწერით, რომელიც წარმოადგენს ამ სერტიფიკატის განუყოფელ ნაწილს.

  III. Origin of animals / Походження тварин /ცხოველთა წარმოშობა

3.1 Administrative-territorial unit of the exporting country./Адміністративно-територіальна одиниця країни-експортера./ ექსპორტიორი ქვეყნის  ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეული____________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

 

3.2Place and time of quarantine/Місце та час карантинування/კარანტინის დრო და ადგილი____________________________________

___________________________________________________________________________________________

IV.veterinary certification /ВЕТЕРИНАРНЕ ЗАСВІДЧЕННЯ / ვეტერინარული დეკლარაცია

I, undersigned, a government veterinary authority of the country of export, hereby certify that / Я,державний офіційний ветеринар, що нижче підписався, засвідчую, що /  მე, ქვემოთ ხელის მომწერი, ექსპორტიორი ქვეყნის  სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი,  ვადასტურებ, რომ:

1.  Animals that are exported clinically healthy(mammals, birds, fish, amphibians, reptiles) and other (arachnids, insects, etc.) come from zoos, farms, circuses, collections, etc. (hereinafter "farm") and country or area ,free from contagious animal diseases / Тварини, що експортуються клінічно здорові (ссавці, птахи, риби, земноводні, плазуни) та інші (павукоподібні, комахи і т.д.), походять із зоопарків, ферм, цирків, колекцій і т.д. (надалі “господарства”) та місцевості чи акваторії, вільних від заразних хвороб тварин / საექსპორტო ცხოველები (ძუძუმწოვრები, ფრინველები, თევზები, ქვეწარმავლები) და სხვა  (ობობასნაირები, მწერები და ..) არიან კლინიკურად ჯანმრთელები და გამოდიან ზოოპარკიდან, ფერმიდან, ცირკიდან და სხვ. (შემდგომშიფერმა“) და ქვეყნიდან ან ტერიტორია თავისუფალია ცხოველთა კონტაგიოზური დაავადებებისაგან, კერძოდ:

1.1. For susceptible species of animals : / для сприйнятливих видів тварин:/ ამთვისებელ ცხოველთა სახეობებისთვის:

 - foot and Mouth and Rinderpest – during the last 12 months in thecountry / ящура, чуми великої рогатої худоби – протягом останніх 12 місяців на території країни /  - თურქული და მსხვილფეხა პირუტყვის ჭირიბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე.

 - African Swine Fever – during the last 3 years in the country/ африканської чуми свиней - протягом останніх 3 років на території країни/ -  ღორის აფრიკული ცხელებაბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე.

1.2.For major cloven-hoofed (cattle, wisents, buffalo, zebu, yak, antelope, giraffes, bison, deer, etc.)/ для великих парнокопитних (велика рогата худоба, зубри, буйволи, зебу, яки, антилопи, жирафи, бізони, олені та ін.)/ მსხვილი წყვილჩლიქიანი  ცხოველებისთვის (მსხვილფეხა პირუტყვი, დომბა, კამეჩი, ზებუ, იაკი, ანტილოპა, ჟირაფი, ბიზონი, ირემი და ..): 

   - bovine spongiform encephalopathy of cattle and scrapie of sheep – according to the requirements of the International Veterinary Code of the Office International des Epizooties/ губкоподібної енцефалопатії великої рогатої худоби  і скрепі овець – відповідно до вимог МЕБ/ - მსხვილსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებრი ენცეფალოპათია და ცხვრის სკრეპი –  საერთაშორისო ეპიზოოტიის ბიუროს საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.

-  contagiousnodulardermatitis (pearldisease) ofcattle, enzootichepatitis, bluetongue, pestofsmallruminants, epizootichemorrhagicdiseaseofdeers, acabanedisease – duringthelast 3 yearsontheterritoryofthecountry;/ заразного вузликового дерматиту  (бугорчатки) великої рогатої худоби, лихоманки долини Рифт, блутанга, чуми дрібних жуйних, епізоотичної геморагічної хвороби оленів, хвороби Акабане – протягом останніх 3 років на території країни;/მსხვილფეხა პირუტყვის ინფექციური კვანძოვანი დერმატიტი (pearl disease), ენზოოტიური ჰეპატიტი, ბლუტანგი (ცხვრის კატარალური ცხელება), წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ირმის ეპიზოოტიური ჰემორაგიული დაავადება,  „აკაბანესდაავადებაბოლო 3 წლის განმალობაში ქვეყნის ტერიტორიაზე.

   - brucellosis, leucosis, tuberculosis, paratuberculosis – during the last 3 years at the farm; / бруцельозу, лейкозу, туберкульозу, паратуберкульозу – протягом останніх 3 років у господарстві; /- ბრუცელოზი, ლეიკოზი, ტუბერკულოზი, პარატუბერკულოზიბოლო 3 წლის განმავლობაში ფერმაში.

  - virusdiarrhea, besnoitiosis – duringthelast 12 monthsatthefarm; / вірусної діареї, бесноітіозу – протягом останніх 12 місяців у господарстві; /- ვირუსული დიარეა, ბეზნოიტიოზიბოლო 12 თვის განმავლობაში ფერმაში.

1.3.Forsmallcloven-hoofedanimals (sheep, goats, fallow-deers, uruses, moufflons, ibices, roedeersandsoon):/ для дрібних парнокопитних (вівці, кози, лані, тури, муфлони, козероги, косулі та ін.); / წვრილი წყვილჩლიქიანი  ცხოველებისთვის  (ცხვარი, თხა, ფურირემი, ჯიხვი, მუფლონი, ალპური თხა, შველი და .):  

-Rift Valley fever, pestedespetitsruminants, bluetongue, epizootic haemorrhagic disease of deers- during the last 3 years in the country./ лихоманки долини Ріфт, чуми дрібних жуйних, блутангу, епізоотичної геморагічної хвороби оленів – протягом останніх 3 років на території країни./ - რიფტის ველის ცხელება, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ბლუტანგი (ცხვრის კატარალური ცხელება), ირმის ეპიზოოტიური ჰემორაგიული დაავადებაბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე.

-Q fever- during the last12 months in the country/ Ку-лихоманки – протягом останніх 12 місяців на території країни/ქუცხელება –  ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე.

–      - paratuberculosis, scrapie, maeda-visna, arteriitis-encephalitis, adenomatosis – duringthelast 5 yearsatthefarm;/ паратуберкульозу, скрепі, меди-вісни, артриту-енцефаліту, аденоматозу – протягом останніх 5 років у господарстві/პარატუბერკულოზი, სკრეპი, მაედივისნა,   ართრიტენცეფალიტი, ადენომატოზიბოლო 5 წლის განმავლობაში ფერმაში;

–        -tuberculosis, brucellosis – duringthelast 3 yearsatthefarm;/ туберкульозу, бруцельозу – протягом останніх 3 років в господарстві;/ ტუბერკულოზი, ბრუცელოზიბოლო 3 წლის განმავლობაში ფერმაში;

–         -sheep-poxandgoat-pox – duringthelast 12 monthsatthefarm;/ віспи овець і кіз  - протягом останніх 12 місяців в господарстві;/ ცხვრისა და თხის ყვავილიბოლო 12 თვის განმავლობაში ფერმაში.

1.4.Forsolid-hoofed (horses, donkeys, mule, ponies, zebras, koulans, Przevalsky'shorses, kiangsandsoon):/ для однокопитних (коні, віслюки, мули, поні, зебри, кулани, коні Пржевальського , кіанг та ін.):/ კენტჩლიქიანებისთვის (ცხენი, ვირი, ჯორი, პონი, ზებრა, კულანი, პრჟევალსკის ცხენი, კიანგი და ..):

- coupling disease, African horse sickness, glanders, Venezuelen equineencephalitis – during the last 2 years on the territory of the country;/ парувальної хвороби, африканської чуми коней, сапу, венесуельського енцефаломієліту – протягом останніх 2 років на території країни:/ დაგრილების დაავადება, ცხენის აფრიკული ცხელება, ქოთაო, ცხენების ვენესუელური ენცეფალიტი - ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე:

- vesicular stomatitis, equine influenza – during the last 12 months on the territory of th ecountry;/ везикулярного стоматиту, грипу коней – протягом останніх 12 місяців на території країни;/ ვეზიკულარული სტომატიტი, ცხენის გრიპი - ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე;

- infectious metritis horses, surrah (Evance trypanosomes), pyroplasmosis (babesia Caballi), nuttalliosis (babesia Equi), rabies – during the last 12 months on the administrative territory;/ інфекційного метриту коней, Сурри (трипаносома Евансі), піроплазмозу (бабезія Кабані), нуталіозу (бабезіяЕкві), сказу – протягом останніх 12 місяців на адміністративній території. - ცხენის ინფექციური მეტრიტი, სურრა (Evance trypanosomes), პიროპლაზმოზი (babesia Caballi), ნუტალიოზი (babesia Equi), ცოფი - ბოლო 12 თვის განმავლობაში ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე;

-infectious encephalomyelites of horses of the Western and Eastern types, rhinopneumonia, infectious anaemia, scabies and small pox horses– during the last 3 months on the territory of the farm./ інфекційних енцефаломієлітів коней західного та східного типів, ринопневмонії, інфекційної анемії, корости і віспи коней – протягом останніх 3 місяців на території господарства./ დასავლური და აღმოსავლური ტიპის ცხენების ინფექციური ენცეფალომიელიტი, რინოპნევმონია, ინფექციური ანემია, მუნი და  ცხენის ყვავილი - ბოლო 3 თვის განმავლობაში ფერმის ტერიტორიაზე.

Selected for shipment into Ukraine horses showed no clinical evidence of viral arthritis during 28 days before the shipment day, diagnostic research of blood samples performed with interval of 14 days have a negative result./ Відібрані для відправки в Україну коні не мали клінічних ознак вірусного артеріїту протягом 28 днів до дня відправки, проведені діагностичні дослідження проб крові з 14-денним інтервалом дали негативний результат./ უკრაინაში წასაყვანად შერჩეულ ცხენებში არ გამოვლენილა ვირუსული ართრიტის კლინიკური ნიშნები ტრანსპორტირებამდე 28 დღის განმავლობაში. 14- დღიანი ინტერვალებით ჩატარებული სისხლის ნიმუშების დიაგნოსტიკური კვლევის შედეგი უარყოფითია.

Importing of horses should be guided by the effective Veterinary requirements concerning import into Ukraine of pedigree, utility and sporting horses (chapter 10 of these requirements);/ При ввезенні коней слід керуватися діючим Ветеринарним вимогам щодо імпорту в Україну племінних, користувальних і спортивних коней;/ ცხენების იმპორტი უნდა განხორციელდეს უკრაინაში საჯიშე, გამოსაყენებელი და სპორტული ცხენების იმპორტთან დაკავშირებული ვეტერინარიის მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად (აღნიშნული მოთხოვნების მე-10 თავი).

1.5.For domestic and wild swine:/длядомашніхтадикихсвиней:/შინაური და გარეული ღორებისთვის:

- classical swine fever,, vesicular diseases, smallpox,Aujeszky's disease, porcine enteroviral encephalomyelitis (Teschen disease) – during the last 12 months on the administrative territory (state, province, land, district and so on);/ класичної чуми свиней, везикулярної хвороби, віспи, хвороби Ауєскі, ентеровірусного  енцефаліту свиней(хвороби Тешена) – протягом останніх 12 місяців на адміністративній території (штат, провінція, земля, округ та ін.);/ - ღორის კლასიკური ჭირი, ვეზიკულური დაავადებები, ყვავილი, აუესკის დაავადება, ღორის ენტეროვირუსული ენცეფალომიელიტი (ღორის ენცეფალომიელიტი) - ბოლო 12 თვის განმავლობაში ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე (რეგიონი, რაიონი და სხვა);

- trichinosis, porcine reproductive and respiratory syndrome – during the last 3 years at the farm; / трихінельозу, репродуктивно-респіраторного синдрому свиней – протягом останніх 3 років у господарстві;/ - ტრიქინელოზი, ღორის რეპროდუქციული და რესპირატორული სინდრომი - ბოლო 3 წლის განმავლობაში ფერმაში.

1.6. Forcarnivores:/ для м’ясоїдних:/ ხორცისმჭამელი ცხოველებისთვის:

 - distemper, viral enteritis, toxoplasmosis, infectious hepatitis, rabies – during 12 months at the farm;/ чуми м’ясоїдних, вірусного ентериту, токсоплазмозу, інфекційного гепатиту, сказу – протягом 12 місяців у господарстві;/ - ჭირი, ვირუსული ენტერიტი, ტოქსოპლაზმოზი, ინფექციური ჰეპატიტი, ცოფი - ბოლო 12 თვის განმავლობაში ფერმაში;  

- tularemia – during the last 6 months at the farm;/ туляремії – протягом останніх 6 місяців в у господарстві;/ - ტულარემია - ბოლო 6 თვის განმავლობაში ფერმაში.

1.7. For birds:/ для птиці:/ ფრინველებისთვის:

-originates from thecountry, territory, zone where implemented and accomplishment the program control of avian influenza and Newcastle disease in accordance with the criteria of OIE Terrestrial Animal Health Code and by the results of which avian influenza, New castle disease were not registered during the last12 months, incaseof stamping-out 6months;

/ походить з країни, території, зони в яких впроваджено та виконуються програми контролю грипу птиці та хвороби Ньюкасла у відповідності до критеріїв Санітарного кодексу наземних тварин за результатами яких грипу птиці, хвороби Ньюкасла  не було зареестровано протягом останніх 12 місяців, при проведенні стемпінг-ауту 6 місяців;

- რომლებიც გამოდიან ქვეყნიდან, ტერიტორიიდან, ზონიდან, სადაც განხორციელებულია ფრინველის გრიპისა და  ნიუკასლის დაავადების საკონტროლო პროგრამა საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად  და რომლის შედეგადაც ფრინველის გრიპი და ნიუკასლის დაავადება არ დაფიქსირებულა ბოლო 12 თვის განმავლობაში, განადგურების შემთხვევაში, ბოლო 6 თვის განმავლობაში;

 

-originates from farms free of:salmonella, smallpox, Gumboro disease, Marek's disease, tuberculosis poultry ,infectious laryngotracheitis, infectious bronchitis, rhinotracheitis (TRT), chlamydia (psittacosis), viralenteritis (Dergiedisease), duckplague, viralhepatitis, puloroziv, pasteurellosis, mycoplasmosis, listeriosis and other contagious disease- during the last 6 months. / походить з благополучних господарств щодо: сальмонельозу, віспи, хвороби Гамборо, хвороби Марека, туберкульозу птиці, інфекційного ларинготрахеїту, інфекційного бронхіту, ринотрахеїту (TRT), хламідіозу (орнітозу), вірусного ентериту (хвороби Держі), чуми качок, вірусного гепатиту, пулорозів, пастерельозу, мікоплазмозу, лістеріозу та інших гострозаразних захворювань - протягом останніх 6 місяців./ -რომლებიც გამოდიან ფერმებიდან, სადაც არ აღინიშნება შემდეგი დაავადებები: სალმონელოზი, ყვავილი, გამბოროს დაავადება, მარეკი, ფრინველის ტუბერკულოზი, ინფექციური ლარინგოტრაქეიტი, ინფექციური ბრონქიტი, რინოტრაქეიტი (TRT), ქლამიდია (ფსიტაკოზი), ვირუსული ენტერიტი (დერჟის დაავადება), იხვის ჭირი, ვირუსული ჰეპატიტი, პულოროზი, პასტერელოზი, მიკოპლაზმოზი, ლისტერიოზი და სხვა კონტაგიოზური დაავადება - ბოლო 6 თვის განმავლობაში.

1.8. For web-foot birds:/ для водоплавної птиці:/ წყალში მცურავი ფრინველებისთვის:

- Dargie disease, duck virus enteritis, viral hepatitis of ducklings, ornithosis (psittacosis) – from a safe farm; / хвороби Держі, чуми качок, вірусного гепатиту каченят, орнітозу (пситтакозу) – з благополучного господарства;/ დერჟის დაავადება, იხვის ვირუსი ენტერიტი, იხვის ჭუკების ვირუსული ჰეპატიტი, ფსიტაკოზი (ორნითოზი) - უსაფრთხო ფერმიდან.  

1.9.Forrodents:/ для гризунів :/ მღრღნელებისთვის:

- toxoplasmosisduring the last 12 months at the farm; / токсоплазмозу – протягом останніх 12 місяців у господарстві;/ - ტოქსოპლაზმოზი - ბოლო 12 თვის განმავლობაში ფერმაში;

- myxomatosis, viral hemorrhagic disease of rabbits, tularemiaduring the last 6 months at the farm; /міксоматозу, вірусної геморагічної хвороби кролів, туляремії – протягом останніх 6 місяців у господарстві./ - მიქსომატოზი, ბოცვრის ვირუსული ჰემორაგიული დაავადება, ტულარემია - ბოლო 6 თვის განმავლობაში ფერმაში.

 

1.10. For pinniped, cetacea: pest of seals (morbiliіviral infection), vesicular exanthemduring the last 3 years in places of their location (origin)./ для ластоногих, китоподібних: чуми тюленів (морбілівірусної інфекції ), везикулярної екзантеми – протягом останніх 3 років у місцях їх дислокації (походження)./ ბრტყელტერფა ცხოველებისთვის, ვეშაპისნაირებისთვის: სელაპის ჭირი (მორბილივირუსული ინფექცია), ვეზიკულარული ეგზანთემაბოლო 3 წლის განმავლობაში მათი წარმოშობის ტერიტორიებზე.

2.Animals selected for shipment intoUkraine shall be kept for no tless than 30 days in special quarantine bases of the exporting country or in separate rooms,where clinical inspection and thermometry shall be carried out as well as diagnostic research in the state veterinary laboratory with the methods adopted in the exporting country:/ Відібрані для відправки в Україну тварини не менше 30 діб утримувались на спеціальних карантинних базах країни – експортера або в окремих приміщеннях, де проводять клінічний огляд, термометрію, діагностичні дослідження в державній ветеринарній лабораторії методами, прийнятними в країні – експортері:/ უკრაინაში გადასაყვანად შერჩეული ცხოველები, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში, უნდა იმყოფებოდნენ ექსპორტიორი ქვეყნის სპეციალურ საკარანტინო ბაზებზე, ან ცალკე სივრცეში, სადაც უნდა განხორციელდეს კლინიკური და ტემპერატურული შემოწმება, ასევე, დიაგნოსტიკური კვლევა სახელმწიფო ვეტერინარულ ლაბორატორიაში ექსპორტიორ ქვეყანაში მოქმედი მეთოდების შესაბამისად:

2.1.Greatcloven-hoofedanimalsastobrucellosis, tuberculosis, paratuberculosis, leucosis;/ великих парнокопитних – на бруцельоз, туберкульоз, паратуберкульоз, лейкоз;/ მსხვილი წყვილჩლიქიანი ცხოველები  ბრუცელოზზე, ტუბერკულოზზე, პარატუბერკულოზზე, ლეიკოზზე.

2.2.Small cloven-hoofed animalsastobrucellosis, paratuberculosis, bluetongue;/ дрібних парнокопитних – на бруцельоз, паратуберкульоз,блутанг;/ წვრილი წყვილჩლიქიანი ცხოველები  ბრუცელოზზე, პარატუბერკულოზზე, ბლუტანგზე.

2.3.Solid-hoofed – astoglanders, coveringdisease, surrah (Evance trypanosomes), piroplasmosis (babeziya Evans), pyroplasmosis (babesia Caballi), nuttalliosis (babesia Equi), anaplasmosis, rhinopneumonia, infectious hysteritis, infectious anemia, viral arteriitis;/ однокопитних – на сап, парувальну хворобу, сурру (трипаносома Евансі), піроплазмоз (бабезіяЕвансі), піроплазмоз (бабезія Кабани), нуталіоз (бабезіяЕкві), анаплазмоз, ринопневмонію, інфекційний метрит, інфекційну анемію, вірусний артеріїт; კენტჩლიქიანი ცხოველები ქოთაოზე, დურინზე, სუაურუზე (Evance trypanosomes), პიროპლაზმოზზე (babeziya Evans), პიროპლაზმოზზე (babeziya Caballi), ნუტალიოზზე (babesia Equi), ანაპლაზმოზზე, რინოპნევმონიაზე, ინფექციურ მეტრიტზე, ინფექციურ ანემიაზე, ვირუსულ ართრიტზე.

2.4.Carnivorous:/ м’ясоїдних :/ ხორცისმჭამელი ცხოველები:

- dogs, wovles, jackals , foxes, polar foxes, minks, hyenas – concerning toxoplasmosis;/ собак, вовків, шакалів, лисиць, песців, норок, гієн – на токсоплазмоз;/ - ძაღლი, მგელი, ტურა, მელა, ყარსაღი, წაულა, აფთარი  –  ტოქსოპლაზმოზზე;

- minks – concerning Aleutian disease of mink;/ норки – на аулетську хворобу;/ - წაულა ალეუტის დაავადებაზე.

2.5.Birds- on the avian influenza, Newcastle disease(parrots, pigeons - on the ornithosis (psittacosis)./ Птиця – на грип птиці, хворобу Ньюкасла (папуги, голуби) – на орнітоз (пситтакоз)./ ფრინველები - ფრინველის გრიპზე, ნიუკასლის დაავადებაზე (თუთიყუშები, მტრედებიფსიტაკოზზე (ორნითოზი)).

3.Not later than in 20 days for import into the territory of Ukraine animals shall be vaccinated, if they were not vaccinated during the last 6 months: / не пізніше ніж за 20 днів до відправки тварин вакцинують, якщо вони не були щеплені протягом останніх 6 місяців:/ უკრაინის ტერიტორიაზე ცხოველთა იმპორტის განხორციელებამდე, არა უგვიანეს 20 დღით ადრე, უნდა მოხდეს მათი ვაქცინაცია, იმ შემთხვევაში, თუ ცხოველები არ აცრილან ბოლო 6 თვის განმავლობაში, კერძოდ:

- cloven-hoofed animals – against charbon and trichophytosis;/ парнокопитних – проти трихофітії;/ - წყვილჩლიქიანი ცხოველები  ჯილეხზე და ტრიქოფიტოზზე;

- solid-hoofed – trichophytosis and influenza;/ однокопитних – проти трихофітії і грипу;/ კენტჩლიქიანი ცხოველებიტრიქოფიტოზზე და გრიპზე;

- horses, additionally, – against rhinopneumonia;/ коней, крім того – проти ринопневмонії;/ - ცხენები, ასევე,რინოპნევმონიაზე;

- swine – against erysipelas and Aujeszky's disease;/ свиней – проти бешихи і хвороби Ауєскі;/ - ღორებიწითელ ქარზე და  აუესკის დაავადებაზე;

- dogs, foxes, polar foxes, wovles, jackals – against distemper and pseudomonose;/ собак, лисиць, песців, вовків, шакалів – проти чуми м’ясоїдних та псевдомонозу;/ - ძაღლი, მელა, ყარსაღი, მგელი, ტურაჭირზე და ფსევდომონოზზე;

- dogs, wovles, jackals – against rabies, hepatitis, viral enteritis, parvovirii, leptospirosis;/ собак, вовків, шакалів – проти сказу, гепатиту, вірусного ентериту, парвовірусів, лептоспірозу;/ - ძაღლი, მგელი, ტურაცოფზე, ჰეპატიტზე, ვირუსულ ენტერიტზე, პარვოვიროზზე, ლეპტოსპიროზზე;

- minks, ferrets – against botulism, distemper, pseudomonose and viral enteritis;/  норок, тхорів – проти ботулізму, чуми м’ясоїдних , псевдомонозу і вірусного ентериту;/ - წაულა, ქრცვინი ბოტულიზმზე, ჭირზე, ფსევდომონოზზე და ვირუსულ ენტერიტზე;

- coypus – against pasteurellosis;/ нутрій – проти пастерельозу;/ - ნუტრიაპასტერელოზზე;

- felines – against rabies, panleucopenia and viral rhinotracheitis;/ котячих – проти сказу, панлейкопенії і вірусного ринотрахеїту;/ - კატისებრი ოჯახის წარმომადგენლებიცოფზე, პანლეიკოპენიაზე და ვირუსულ რინოტრაქეიტზე;

- rodents (rabbits) – against myxomatosis and viral hemorrhagic disease;/ гризунів (кролів) – проти міксоматозу і вірусної геморагічної хвороби;/ - მღრღნელები (კურდღლები) – მიქსომატოზზე და ვირუსულ ჰემორაგიულ დაავადებაზე;

- birds (flock of gallinaceous) – against Newcastle Disease. / птахів (стадо курячих) – проти хвороби Ньюкасла./ - ფრინველები (ქათმები) – ნიუკასლის დაავადებაზე.

Under the importer’s request  vaccinations against other diseases may be provided./ На вимогу країни – імпортера зроблені щепленняпроти:/ იმპორტიორის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა სხვა დაავადებების მიმართ ვაქცინაციების ჩატარება. _____________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

4. Cloven-hoofed and pigs during the quarantine were investigated and leptospirosis in the state veterinary laboratory methods acceptable in the country of export, with negative results./ Парнокопитні та свині під час карантину були досліджені а лептоспіроз в державній ветеринарній лабораторії методами прийнятними в країні-експортері  з негативними результатами./ კარანტინის დროს სახელმწიფო ვეტერინარულ ლაბორატორიაში ექსპორტიორ ქვეყნაში მოქმედი მეთოდების შესაბამისადმოხდა წყვილჩლიქიანი ცხოველების  და ღორების შემოწმება ლეპტოსპიროზზე, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო.

 

5.Before sending the animals subjected to preventive veterinary treatment: against ectoparasites and dehelmintization./ Перед відправкою тварин піддають профілактичним ветеринарним обробкам: проти ектопаразитів і дегельмінтизації./ ცხოველები გაგზავნამდე დაექვემდებარნენ ექტოპარაზიტებზე დამუშავებას და დეჰელმინთიზაციას.

6.Vehicles processed and prepared according to the rules adopted in the exporting country / Транспортні засоби оброблені та підготовлені відповідно до прийнятих у країні-експортері правил./ სატრანსპორტო საშუალებები დამუშავებულია და მომზადებულია ექსპორტიორი ქვეყნის მიერ მიღებული წესების შესაბამისად.

7. Routeapproved./ Маршрут прямування додається./ მარშრუტი დადასტურებულია.

 

Place                                                                   Date                                                                       Official stamp

/ Місце                                                               / Дата                                                                   / Офіційна печатка

/ადგილი                                                          /თარიღი                                              /ოფიციალური შტამპი

                                                          

                _____________________________________________________________________

Signature of state/official veterinarian                                                                                            Name and position in capital letters

/ Підпис державного / офіційного ветеринарного лікаря                                                           /Ім'я та посада великими літерами

 /სახელმწიფო    ვეტერინარის ხელმოწერა                                                                     /სახელი და პოზიცია (დიდი ასოებით)

_____________________________________________________________________________________________

 

Signature and stamp must be in a different colour to that in the printed certificate./ Підпис і печатка повинні відрізнятися кольором від бланка сертифіката.

/ნაბეჭდ სერტიფიკატზე ხელმოწერა და შტამპი წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა ფერით