დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 440 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/07/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.018060 |
|
„ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 340170000.10.003.016168) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს: 1. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის წესი (დანართი №1). 2. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის თანდართული ფორმები (დანართი №2 და დანართი №3). 3. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნისა და ფიტოსანიტარიული პროცედურების ჩატარების შესახებ დოკუმენტი (დანართი №4). 4. აქტი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაუქმების შესახებ (დანართი №5).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის წესის“: ა) მე-2 მუხლის: ა.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ინსპექტირება – მცენარეების, მცენარეული პროდუქტების ან ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა მასალების ვიზუალური შემოწმება, მავნე ორგანიზმების არსებობის გამოვლენის მიზნით ან/და ფიტოსანიტარიულ ზომებთან შესაბამისობის დადგენა;“; ა.ბ) „ჰა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ – „ჰ3“ ქვეპუნქტები: „ჰ1) წარმოების ადგილი – ნებისმიერი მიწის ნაკვეთი ან ნაკვეთების ერთიანობა, რომელიც გამოიყენება, როგორც ერთი საწარმო ან სასოფლო-სამეურნეო წარმოების ერთეული. იგი შეიძლება მოიცავდეს, ასევე, ნაკვეთებს, რომლებიც იმართება ცალკე, ფიტოსანიტარიული დანიშნულებით; ჰ2) წარმოშობის ადგილი - მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილი (ადგილები) ან ადგილი, სადაც ტვირთი იძენს ფიტოსანიტარიულ სტატუსს; ჰ3) ფიტოსანიტარიული სტატუსი - წარმოშობის ადგილზე ტვირთის მდგომარეობა მავნე ორგანიზმებთან მიმართებაში ან ამ მდგომარეობის შეცვლა გარკვეული დროის განმავლობაში, ახალ ადგილზე მოხვედრისას, რეგულირებადი მავნე ორგანიზმებით შესაძლო დასნებოვნების ან დაბინძურების გამო. ტვირთის ფიტოსანიტარიული სტატუსი, ასევე, შეიძლება შეიცვალოს გადამუშავების, დამუშავების ან გაუსნებოვნების შედეგად.“; გ) მე-3 მუხლის: გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელების საფუძველზე, იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების გათვალისწინებით.“; გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფიტოსანიტარიული პროცედურები მოიცავს: ა) საქონლის თანხმლები დოკუმენტაციის შემოწმებას; ბ) ზედამხედეველობას - ინფორმაციის მოძიებას, საქონლის წარმოების ადგილზე ადრე ჩატარებული გამოკვლევების, მონიტორინგის შესახებ; გ) ინსპექტირებას; დ) ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ნიმუშების აღებას ანალიზისათვის (ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა ანალიზის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში); ე) დამუშავებას.“; გ.გ) მე-6 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ განმცხადებელს სურსათთან დაკავშირებულ საქმიანობაში, კრიტიკული შეუსაბამობის გამო, შეჩერებული აქვს საწარმოო პროცესი, რომელიც უკავშირდება ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელს. 7. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემამდე ჩატარებულ ყველა ფიტოსანიტარიულ პროცედურაზე, უფლებამოსილი პირის მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნისა და ფიტოსანიტარიული პროცედურების ჩატარების შესახებ დოკუმენტის (დანართი №4) მე-2 ნაწილში. 8. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ერთ სატრანსპორტო ერთეულზე გაიცემა მინიმუმ ერთი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.“; დ) მე-4 მუხლში: დ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დაცულია იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნები;“; დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ იმპორტირებული ტვირთი იმყოფებოდა მავნე ორგანიზმებისაგან დასნებოვნების ან კონტამინაციის საშიშროების ქვეშ, ან შეცვლილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ან მთლიანობა, ასეთ ტვირთზე, ქვეყნიდან გატანისას, გაიცემა ექსპორტისას გასაცემი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში მიეთითება წარმოშობის ქვეყანა.“; დ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ტრანზიტის დროს, სატრანსპორტო საშუალების შეცვლის ან ორი ან მეტი სასაქონლო პარტიის ერთი სატრანსპორტო საშუალებით ტრანსპორტირებისას, არ არის აუცილებელი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა, გარდა ტვირთების ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევებისა.“; დ.დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მონაცემების გადამოწმების მიზნით, იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნით, შეიძლება ჩატარდეს მცენარის ან მცენარეული პროდუქციის წარმოების ადგილების და ჩატარებული პროცედურების შემოწმება.“; დ.ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 – მე-10 პუნქტები: „7. თუ იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნები არის ექსპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების მსგავსი ან მათზე ნაკლებად მკაცრი, არ ხდება დამატებითი ინსპექტირების ჩატარება და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა დოკუმენტური კონტროლის საფუძველზე. 8. თუ იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნები არის ექსპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისგან განსხვავებული ან მათზე უფრო მკაცრი, უნდა განხორციელდეს დამატებითი ინსპექტირება, ტვირთის იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით. 9. რეექსპორტის შემთხვევაში, თუ ტვირთი შემოსულია ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გარეშე და დანიშნულების ქვეყანა ითხოვს აღნიშნულ პროდუქციაზე ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს, გაიცემა ექსპორტისას გასაცემი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, შესაბამისი პროცედურების დაცვით. 10. რეექსპორტის ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე დამატებითი დეკლარაცია უნდა ეფუძნებოდეს რეექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს და მასში არ უნდა მოხდეს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ორიგინალიდან ან მისი დამოწმებული ასლიდან დამატებითი დეკლარაციის გადმოწერა.“; ე) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მისაღებად, ფიზიკური ან იურიდიული პირი ავსებს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნისა და ფიტოსანიტარიული პროცედურების ჩატარების შესახებ დოკუმენტის (დანართი №4) პირველ ნაწილს და წარადგენს გამცემ ორგანოში, ელექტრონულად ან წერილობით, ასევე, განაცხადს თან უნდა დაურთოს, იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“; ზ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ივსება ინგლისურ ან რუსულ ენაზე და შეესაბამება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დამტკიცებულ ფორმას.“; თ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის დანართის ნომერი, თარიღი, ხელმოწერა და ბეჭედი, შესაბამისი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ნომრის, თარიღის, ხელმოწერისა და დამოწმებული ბეჭდის იდენტური უნდა იყოს.“; ი) მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91 1. ეროვნული სააგენტოს მიერ ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების შემდეგ, ექსპორტის განხორციელებამდე, ტვირთების შემადგენლობის ჩანაცვლებისა და ხელახალი ინვაზიის თავიდან აცილების, მათი ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალება ილუქება. ლუქის მთლიანობა მოწმდება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი მოხელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე. 2. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის დაკარგვის, დაზიანების, მისამართის, დანიშნულების ქვეყანაში შეტანის პუნქტის შეცვლის, საექსპორტოდ განკუთვნილი ტვირთის მიერ ქვეყნის დატოვებამდე სატრანსპორტო საშუალების გამოცვლის, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის შევსებისას ინფორმაციის გამოტოვების ან ინფორმაციის არასწორად შეტანის შემთხვევაში, ექსპორტიორის მოთხოვნით, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი უნდა შეიცვალოს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გამცემი ორგანოს მიერ. გამცემი ორგანოს მიერ შეცვლილი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ძალადაკარგულად ცხადდება და დგება აქტი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაუქმების შესახებ (დანართი №5). 3. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის შეცვლის შემთხვევაში, გამცემ ორგანოს ექსპორტიორის მიერ უბრუნდება გაუქმებული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ორიგინალი და დამოწმებული ასლები. თუ გაუქმებული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის დაბრუნება შეუძლებელია (დაიკარგა ან სხვა ქვეყანაშია), შეცვლილი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის დამატებით დეკლარაციაში (გრაფა №11) უნდა აღინიშნოს გაუქმებული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი. ახალ ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს/რეექსპორტის ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს არ უნდა ჰქონდეს იგივე ნომერი, რაც შეცვლილს. 4. ქვეყნის ტერიტორიიდან ტვირთის გატანის ვადის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იყოს გაუქმებული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის თარიღი. 5. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს ფიზიკური შემოწმების ჩატარების გარეშე, მხოლოდ, იმ მცენარეული წარმოშობის პროდუქციაზე, რომლებიც ჩამოთვლილია ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტის (ISPM) 32-ის დამატება 2-ში.“; კ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 1. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი იყოფა გრაფებად, რომლებშიც მიეთითება: ა) №1 გრაფაში (საქართველოს მცენარეთა დაცვის ორგანიზაცია) - აღინიშნება ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გამცემი ორგანოსა და ქვეყნის დასახელება; ბ) №2 გრაფაში (მცენარეთა დაცვის ორგანიზაციას) - მიეთითება იმპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიზაციის დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთი ტრანზიტით გადაადგილდება იმ ქვეყნის გავლით, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული სატრანზიტო მოთხოვნები (ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის საჭიროების ჩათვლით), აღნიშნულ გრაფაში იწერება როგორც იმპორტიორი, ისე ტრანზიტული ქვეყნის დასახელება. თუ იმპორტირებული ტვირთი რეექსპორტით გადის სხვა ქვეყანაში, მიეთითება ორივე იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; გ) №3 გრაფაში (№) - მიეთითება ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო უნიკალური ნომერი, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიკაციის სისტემასთან, რაც იძლევა მიკვლევადობის საშუალებას, აიოლებს გადამოწმებასა და აღრიცხვიანობას; დ) №4 გრაფაში (ექსპორტიორის დასახელება და მისამართი) - მიეთითება ექსპორტიორის დასახელება და მისამართი. იგი ადგენს ტვირთის წარმოშობას, ამასთან, მიეთითება მიკვლევადობის გაიოლებისა და ექსპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის გადამოწმებისათვის. დასახელება და მისამართი რეალურად უნდა ეკუთვნოდეს ექსპორტიორ ქვეყანას. თუ ექსპორტიორი არის უცხოური მისამართის მქონე საერთაშორისო კომპანია, მაშინ გამოყენებულ უნდა იქნეს მისი ადგილობრივი წარმომადგენლის ან ტვირთის გამგზავნის დასახელება; ე) №5 გრაფაში (ტვირთის მიმღების დასახელება და მისამართი) -მიეთითება ტვირთის მიმღების დასახელება და მისამართი, რომელიც უნდა იყოს საკმაოდ დეტალური, რომ იმპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციისათვის შესაძლებელი იყოს ტვირთის მიმღების იდენტურობის დადასტურება. იმპორტიორ ქვეყანას შეუძლია მოითხოვოს, რომ აღნიშნული მისამართი ეკუთვნოდეს იმპორტიორ ქვეყანას; ვ) №6 გრაფაში (წარმოშობის ადგილი) - მიეთითება ადგილი (ადგილები), სადაც ტვირთი იძენს ფიტოსანიტარიულ სტატუსს, მაგალითად, სადაც შესაძლებელია მასში მავნე ორგანიზმების მოხვედრა. როგორც წესი, ეს არის მცენარეული პროდუქციის წარმოების ადგილი და იწერება წარმოშობის ქვეყანა. თუ მცენარეული პროდუქცია დასაწყობებულია ან გადაადგილდება, მისი ფიტოსანიტარიული სტატუსი შეიძლება პერიოდულად იცვლებოდეს ახალი ადგილმდებარეობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ახალი ადგილმდებარეობა შეიძლება ჩაითვალოს წარმოშობის ადგილად. განსაკუთრებული გარემოებებისას, ტვირთმა შეიძლება მიიღოს ფიტოსანიტარიული სტატუსი ერთზე მეტი ადგილიდან. მსგავს შემთხვევებში, როდესაც შესაძლებელია, საქმე ეხებოდეს მავნე ორგანიზმებს ერთი ან მეტი ადგილიდან, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გამცემმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს, რომელი წარმოშობის ადგილი ან ადგილები ასახავენ უფრო ზუსტად სიტუაციას, რომელმაც მიანიჭა ტვირთს ფიტოსანიტარიული სტატუსი. ასეთ შემთხვევებში, დეკლარირებულ უნდა იქნეს თითოეული ადგილი. თუ ტვირთი შედგება სხვადასხვა პარტიისაგან, რომელთა წარმოშობის ადგილები ან ქვეყნები განსხვავებულია, იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს ყველა ქვეყანა და ადგილი. თუ მცენარე ან მცენარეული წარმოშობის პროდუქცია იმპორტირებულია ქვეყანაში ერთი ან მეტი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, იგი იცვლის წარმოშობის ქვეყანასა და ადგილს. ტვირთმა შეიძლება მიიღოს ფიტოსანიტარიული სტატუსი ერთზე მეტი ადგილიდან. საჭიროების შემთხვევაში, გაცხადებული უნდა იყოს საწყის ქვეყანასთან ერთად, ფრჩხილებში, თითოეული ქვეყანა და ადგილი. მაგალითად, „ექსპორტიორი ქვეყანა A (წარმოშობის ქვეყანა B)“; ზ) №7 გრაფაში (დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალებები) -გამოყენებული უნდა იქნეს ტერმინები: „ocean vessel - საოკეანე ხომალდი“, „boat - გემი“, „aircraft - თვითმფრინავი“, „road - მსუბუქი ავტომანქანა“, „truck - სატვირთო ავტომანქანა“, „rail - სარკინიგზო ტრანსპორტი“, „mail - საფოსტო გზავნილი“, „carried by hand - ხელბარგი“. უნდა ჩაიწეროს საზღვაო ტრანსპორტის დასახელება და რეისის ნომერი, ასევე, საჰაერო ხომალდის რეისის ნომერი, თუკი ცნობილია; თ) №8 გრაფაში (დეკლარირებული შეტანის პუნქტი) - მიეთითება დანიშნულების ქვეყანაში ტვირთის შეტანის პირველი სასაზღვრო პუნქტი, ან თუ იგი არ არის ცნობილი – ქვეყნის დასახელება. როდესაც ტვირთი გადის ტრანზიტით სხვა ქვეყანას და ამ ქვეყანას აქვს ტრანზიტის ფიტოსანიტარიული მოთხოვნები, გრაფაში, დამატებით, ფრჩხილებში იწერება ტვირთის ტრანზიტის შეტანის სასაზღვრო პუნქტი, ან თუ იგი არა რის ცნობილი – ქვეყნის სახელი; ი) №9 გრაფაში (პროდუქციის დასახელება და რაოდენობა) - აღინიშნება მცენარის, მცენარეული პროდუქციისა და სხვა რეგულირებადი ობიექტების დასახელება, ზომის ერთეული და რაოდენობა (რომელიც უნდა მოიცავდეს ტვირთის კატეგორიას, მაგალითად, ხილი, სათესი და სარგავი მასალა და სხვ.), რათა იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ პირს შეეძლოს ტვირთის შემადგენლობის სათანადო შემოწმება. იდენტიფიკაციის გასაიოლებლად, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო კოდები (მაგალითად, სეს ესნ კოდები). გამოყენებული უნდა იქნეს მეტრული სისტემის ზომის ერთეულები და ტერმინები. განსხვავებული ფიტოსანიტარიული მოთხოვნები შესაძლებელია გამოკვეთილ იქნეს ტვირთის საბოლოო დანიშნულებიდან გამომდინარე (მაგალითად, სასურსათო ან გამრავლებისათვის) ან პროდუქტის მდგომარეობიდან გამომდინარე (მაგალითად, ახალი ან გამომშრალი); საბოლოო მიზნობრივი გამოყენება ან პროდუქციის მდგომარეობა ზუსტად უნდა იყოს მითითებული. აღწერილობა არ უნდა მოიცავდეს სპეციფიკურ სავაჭრო დასახელებას, ზომებს ან სხვა კომერციულ ტერმინებს; კ) №10 გრაფაში (მცენარეების ბოტანიკური დასახელება) - აღინიშნება ინფორმაცია, რომელიც იძლევა მცენარისა და მცენარეული პროდუქციის იდენტიფიკაციის საშუალებას, საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული დასახელების გამოყენებით, გვარის ან სახების დონეზე. ზოგიერთი რთული შემადგენლობის რეგულირებადი ობიექტისათვის, როგორიცაა ცხოველთა კომბინირებული საკვები (ფურაჟი), შესაძლოა, ვერ მოხერხდეს ბოტანიკური დასახელების მინიჭება. ასეთ შემთხვევაში, მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიზაციები ორმხრივად უნდა შეთანხმდნენ შესატყვისი დასახელების თაობაზე, ან იწერება „Not applicable“ („არ ივსება“) ან „N/A“; ლ) №11 გრაფაში (შეფუთვის რაოდენობა და აღწერილობა) - მიეთითება დეტალური ინფორმაცია; მ) №12 გრაფაში (განსაკუთრებული ნიშნები) - მიეთითება მარკირება, ტომრებზე, მუყაოს ყუთებზე ან სხვა შეფუთვებზე არსებული განსაკუთრებული ნიშნები (მაგ.: პარტიის ნომერი, სერიული ნომრები ან სავაჭრო დასახელება), აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების ნომერი ან დასახელება (მაგ.: კონტეინერის და ვაგონის საიდენტიფიკაციო ნომრები, წყლის ტრანსპორტის დასახელება, ნაყარი ტვირთის შემთხვევაში) თუკი ეს აუცილებელია ტვირთის იდენტიფიკაციისათვის. თუ აღნიშნული გრაფა არ ივსება, იწერება ტერმინი – „None“, ან გადაიხაზება (გაყალბების თავიდან ასაცილებლად); ნ) №13 გრაფაში (დამადასტურებელი განაცხადი) – აღნიშნულით დასტურდება, რომ ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში/რეექსპორტის ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში აღწერილ მცენარეებს, მცენარეულ პროდუქციას ან სხვა რეგულირებად ობიექტებს ჩაუტარდათ ინსპექტირება ან/და ანალიზი აღიარებული პროცედურების შესაბამისად და თავისუფალია ხელშემკვრელი იმპორტიორი მხარის მიერ განსაზღვრული საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან და პასუხობს ხელშემკვრელი იმპორტიორი მხარის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს, მათ შორის, რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების მიმართ; ო) II დამატებითი დეკლარაცია - მიეთითება ტვირთთან დაკავშირებული დამატებითი ფიტოსანიტარიული ხასიათის ინფორმაცია. აგრეთვე, იმპორტიორი ქვეყნის სპეციფიკური ფიტოსანიტარიული დამატებითი მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც არ არის ასახული სერტიფიკატში. დამატებითი დეკლარაცია უნდა ჩამოყალიბდეს მოკლედ და მკაფიოდ; პ) III გაუსნებოვნება და/ან სადეზინფექციო დამუშავება; ჟ) №14 გრაფაში (დამუშავების თარიღი) - აღინიშნება დამუშავების ჩატარების თარიღი; რ) №15 გრაფაში (დამუშავების სახე) - მიეთითება ისეთი დამუშავებები, რომლებიც მისაღებია იმპორტიორი ქვეყნისათვის და ხორციელდება ექსპორტიორ ქვეყანაში ან ტრანზიტით გადაადგილებისას, იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. ისინი შესაძლებელია მოიცავდეს დევიტალიზაციასა და სათესლე მასალის დამუშავებას; ს) №16 გრაფაში (დამატებითი ინფორმაცია) - მიეთითება დამუშავების პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასეთის არსებობისას; ტ) №17 გრაფაში (ხანგრძლივობა და ტემპერატურა) - მიეთითება დამუშავების ხანგრძლივობა და ტემპერატურა; უ) №18 გრაფაში (კონცენტრაცია) - აღინიშნება ქიმიკატის პროცენტული შემცველობა გამოყენებულ ნაზავში; ფ) №19 გრაფაში (ქიმიკატი (აქტიური ინგრედიენტი)) - მიეთითება გამოყენებული ქიმიური ინგრედიენტის დასახელება; ქ) №20 გრაფაში (გაცემის ადგილი) - მიეთითება სერტიფიკატის გაცემის ადგილის დასახელება; ღ) №21 გრაფაში (თარიღი (დღე, თვე, წელი)) - მიეთითება სერტიფიკატის გაცემის თარიღი, რომელიც იბეჭდება ან იწერება ხელით, გარკვევით, ასომთავრული ასოებით. თვეების შემოკლებები უნდა იქნეს გამოყენებული იმგვარად, რომ არ გაძნელდეს თვის, დღისა და წლის განსხვავება ერთმანეთისაგან. შესაძლებელია, სერტიფიკატის ზოგიერთი გრაფის წინასწარ შევსება, მაგრამ თარიღი უნდა შეესაბამებოდეს ხელმოწერის თარიღს; ყ) №22 გრაფაში (ორგანიზაციის ბეჭედი) - დაისმება გამცემი ორგანოს ბეჭედი; შ) №23 გრაფაში (უფლებამოსილი პირის გვარი, ხელმოწერა) - მიეთითება უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა; სახელი და გვარი იბეჭდება ან იწერება ხელით, გარკვევით, ასომთავრული ასოებით.“; ლ) დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდარული რედაქციით:
„დანართი №2
დანართი №3
დანართი №4 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნისა და ფიტოსანიტარიული პროცედურების ჩატარების შესახებ დოკუმენტი
მ) №4 დანართის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №5: „დანართი №5 ა ქ ტ ი № ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაუქმების შესახებ --------------------------“------“------------------- 20 წ. უფლებამოსილი პირი ------------------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა, სახელი, გვარი) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ვადგენ აქტს მასზედ, რომ 20 წლის -------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გაუქმებულ იქნა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი № ----------შემდეგი მიზეზით: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ხელმოწერა:“. |
მუხლი 2 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ დადგენილებით დამტკიცებული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე ქვეყნების მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიზაციების ინფორმირება ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის მოდელებისა და უფლებამოსილი გამცემი ორგანოების შესახებ. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამოცე დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები