დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 439 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/07/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.018059 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 11/01/2011; 340170000.10.003.016167) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია ტრანზიტის დროს
შენიშვნა: ნებართვა არ ესაჭიროება ლაბორატორიული, სასწავლო და სამეცნიერო მიზნით განკუთვნილ ცხოველებს და საკვლევ მასალას.
დანართი №2 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია იმპორტის დროს
შენიშვნა: 1. ნებართვა არ ესაჭიროება ლაბორატორიული, სასწავლო და სამეცნიერო მიზნით განკუთვნილ ცხოველებს და საკვლევ მასალას. 2. 30 ჯგუფიდან ნებართვა გაიცემა, მხოლოდ, ვეტერინარული დანიშნილების პროდუქციაზე, ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის, ჯანმრთელობის სერტიფიკატის ან ანალიზის დოკუმენტის ასლის საფუძველზე. დანართი №3 ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია იმპორტის დროს
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამოცე დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები