„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 420
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.018040
420
30/06/2014
ვებგვერდი, 01/07/2014
470230000.10.003.018040
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №420

2014 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) 23-ე მუხლს 25-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 და 252 პუნქტები:

„251. ამ დადგენილების დანართი №1-ის  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ის ბენეფიციარები/ოჯახები, რომელთაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული  ერთწლიანი სადაზღვევო პერიოდი დაეწყოთ 2014 წლის 1 იანვრამდე,  2014 წლის 1 ივლისიდან  მათთვის განსაზღვრული სადაზღვევო პერიოდის ამოწურვამდე, მიუხედავად კატეგორიის/სტატუსის ცვლილებისა, ისარგებლებენ ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებით. ამ ვადის (ერთწლიანი სადაზღვევო პერიოდის) გასვლის შემდეგ, ჩართვის შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, გახდებიან ამ დადგენილების დანართი №1.1-ის, №1.3-ის ან №1.4-ის მოსარგებლეები.

252.  ამ მუხლის 251 პუნქტი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიეკუთვნებოდნენ ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი